საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.03.2001
ძალის დაკარგვა 01.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №კ-39
სარეგისტრაციო კოდი 300010000.11.104.004722
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 11/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 73.35pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.11.104.004.722
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის
ბრძანება Nკ-39
2001 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 3 ოქტომბრის კანონის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩხარტიშვილი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემის და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს აპარატის, სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან პიროვნების ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. საკონკურსო საატესტაციო კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნების წარდგენა.
მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი – თავმჯდომარის მიერ.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები.
მუხლი 4🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტებით დადგენილი წესით კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრების დანიშვნის წესი
1. თავმჯდომარე კომისიის წევრს ნიშნავს შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) ზემდგომი დაწესებულებების, მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების წინადადებით;
გ) მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.
მუხლი 6🔗. კომისიის მუშაობის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობას ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას.
მუხლი 7🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
კონკურსი
მუხლი 8🔗. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
მუხლი 9🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წინადადებით, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებების შესატანად ეძლევათ ორკვირიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსი დაიწყება მისი გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ.
მუხლი 10🔗. საკონკურსო კომისიის სამდივნო
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის ბრძანებით, იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში _ სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება და კომისიისათვის მათი წარდგენა.
3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 5 წელი.
4. კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 11🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის თანამდებობაზე კანდიდატს
მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი ეკონომიკური, ტექნიკური ან საკონკურსო თანამდებობისათვის საჭირო განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით წაყენებულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 12🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) შრომის წიგნაკი;
ე) ფოტოსურათი 2 ც. (3(4);
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 13🔗. კანდიდატის უფლება – შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი.
კანდიდატების რეგისტრაციის ვადის განმავლობაში პირს უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.
მუხლი 14🔗. კონკურსის პირობები
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.
მუხლი 15🔗. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოხელის ან მოსამსახურის თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.
2. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.
3. კონკურსანტი ტესტირებისგან თავისუფლდება, თუ მას აქვს სამეცნიერო ხარისხი შესაბამისი სპეციალობით.
4. ტესტირების ჩატარების წესებს ამტკიცებს მინისტრი.
5. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების 75%-ს.
მუხლი 16🔗. გასაუბრება
საჯარო მოხელის ან მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.
მუხლი 17🔗. კომისიის მიერ კანდიდატურის განხილვა და შერჩევა.
1. კონკურსში მონაწილეთათვის არსებობს ეტაპობრივი პროცედურა:
ა) პირველ ეტაპზე განისაზღვრება მოხელის მახასიათებლები იმ კრიტერიუმების (განათლება, გამოცდილება, ზოგადი ინტელექტი, პიროვნული თვისებები და მოტივაცია) გათვალისწინებით, რომლებიც უნდა გააჩნდეს ვაკანტური თანამდებობისათვის შესაფერის პიროვნებას. მოხელის მახასიათებლებში აუცილებელი და სასურველი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, გამოვლინდებიან პირები, რომლებიც დაიშვებიან ან არ დაიშვებიან შერჩევის შემდგომ ეტაპზე.
ბ) მეორე ეტაპია კომისიის მიერ კანდიდატებთან გასაუბრება და სხდომაზე მათ დაუსწრებლად შედეგების განხილვა. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.
მუხლი 18🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.
5. იგივე შედეგის შემთხვევაში, უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას.
6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 19🔗. კონკურსის შედეგი
1. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი დღისა, წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
2. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილი კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში წარმოადგენს დამატებით შემდეგ საბუთებს:
ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ;
გ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან;
დ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
ე) სამედიცინო დასკვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილი კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე, თუ მოისურვებს, ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.
მუხლი 20🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 21🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) საჯარო მოხელე ან მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი _ სამ წელიწადში ერთხელ;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 22🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე.
მუხლი 23🔗. ატესტაციის ჩატარების წესები
1. ატესტაციის ჩასატარებლად 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მისი ინდივიდუალური თვისებების და მუშაობის ანალიზს.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაცია ტარდება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.
4. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას.
5. მოხელის მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.
მუხლი 24🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-18 მუხლის 1-3 პუნქტებით.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნებიდან:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას;
გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ატესტაციის შედეგები მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.
5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცლებში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 25🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლისათვის მოხელის წახალისების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, ცალკეულ შემთხვევაში მისი განათლების შესაბამისად სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
მუხლი 26🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 27🔗. მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანი
1. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანია:
ა) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობისათვის კანდიდატების შერჩევა;
ბ) იმ პირთათვის, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე ან გათავისუფლებულია ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროდან, სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის გამოძებნა.
მუხლი 28🔗. რეზერვში ჩარიცხვის წესი
1. რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარებიან შემდეგი პირები:
ა) მოხელე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;
ბ) სამსახურში არმყოფი პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა მოხელეობაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიას;
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული პირი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა.
2. მოხელეთა რეზერვში არ ჩაირიცხება:
ა) მოხელე, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში;
პირი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურის ვადის გასვლის გამო და უკანასკნელი თანამდებობის დაკავებამდე მუშაობდა განუსაზღვრელი ვადით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში.
მუხლი 29🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის წესი
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია კადრების სამმართველოსთან ერთად.
2. ამ დებულების 19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი უგზავნის ამავე სამინისტროს მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მონაცემებს მოხელის შრომითი საქმიანობის შესახებ, მოხელის განცხადებას რეზერვში ჩარიცხვაზე და შრომის წიგნაკს.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ქმნის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა რეზერვს.
მუხლი 30🔗. თანამდებობაზე დანიშვნა რეზერვიდან
1. დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც საჭიროებს მოხელეს, შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას აცნობებს ვაკანსიის არსებობის შესახებ, თანამდებობის დასახელებასა და მის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მინისტრს სამი დღის ვადაში უგზავნის რეზერვიდან ამონაწერს იმ პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, აგრეთვე მათი ნამსახურების ნუსხას.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისია შესაბამის კანდიდატებს არჩევს შემუშავებული მეთოდიკის მიხედვით.
4. მინისტრის აპარატის კადრების სამმართველო ამზადებს კანდიდატურების თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების პროექტს, ათანხმებს მას შესაბამისი დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან და წარუდგენს ხელმოსაწერად მინისტრს.
მუხლი 31🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის უფლება _ განაცხადოს უარი თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზებაზე
1. რეზერვში ჩარიცხულმა პირმა შეიძლება უარი განაცხადოს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ შეთავაზებული თანამდებობა:
ა) არ შეესაბამება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ბ) არ იძლევა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით სარგებლობის საშუალებას;
გ) იმყოფება სხვა ადგილზე.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 32🔗. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2000 წლის 20 ნოემბრის №კ-163 ბრძანება “საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკონკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”.