საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2001
ძალის დაკარგვა 26.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-49
სარეგისტრაციო კოდი 340010000.11.113.004726
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 19/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.004.726
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-49
2001 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულება, ხარჯთა ნუსხა (დანართი №1).
2. მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარმა სამმართველომ (ი. ტყებუჩავა) უზრუნველყოს ბრძანების და დებულების სახელმწიფო რეგისტრაცია “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ჩაითვალოს ძალადაკარგულად:
ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998 წლის 15 იანვრის № 2-18 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულება;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1999 წლის 11 თებერვლის №2-35 ბრძანება “მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ნ. მამალაძეს.
დ. კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. მატერიალურ ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველო (შემდგომში _ მთავარი სამმართველო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის № 670 ბრძანებულებით.
2. მთავარი სამმართველო წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, რომლის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
მთავარი სამმართველოს მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
მთავარი სამმართველოს მისამართია: ქ. თბილისი, 380023, მ. კოსტავას ქ. №41.
3. მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით და სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბრძანებებით და ამ დებულებით.
4. მთავარ სამმართველოს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიში ხაზინაში “ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
5. მთავარი სამმართველო ეფუძნება ერთმართველობის პრინციპს, მთავარი სამმართველოს თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.
6. მთავარ სამმართველოს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებას უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. საჭიროების შემთხვევაში ძირითადი ფონდების უფრო ეფექტურად და ობიექტურად გამოყენების მიზნით მთავარ სამმართველოს უფლება აქვს ბალანსზე აიყვანოს მასზე გადმოცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და წარმოების საშუალებები, უშუალოდ დაიქვემდებაროს მასში შემავალი ორგანიზაციების სასაწყობო მეურნეობები, როგორც არასამეურნეო ანგარიშზე მყოფი ერთეული.
8. მთავარი სამმართველოს დებულებას და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი.
II. მთავარი სამმართველოს საქმიანობის მიზანი, სფერო და ამოცანები
9. მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დაფუძნებული აგროსამრეწველო და სასურსათო სექტორის ყველა კატეგორიის საწარმოებისა და ინდივიდუალური (გლეხური) მეურნეობების სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (სამშენებლო და საწვავ-სათბობი მასალებით, ქიმიური და რეზინო-ტექნიკური ნაწარმით, ტექნიკით, სათადარიგო ნაწილებით, მ.შ. იმპორტული წარმოების, კვების და სხვა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით, ქაღალდით და ტარაშესაფუთი მასალებით) მომარაგება-მომსახურება, ამავე წესით მათგან პროდუქციის შესყიდვა-რეალიზაციის ორგანიზება, ფასების განსაზღვრა მოხდეს “ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) სხვადასხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე იურიდიული პირების რეალური მოთხოვნილების დადგენა (მათი ფინანსური საშუალებების გათვალისწინებით) მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, მომწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, გრძელვადიანი სამეურნეო კავშირების დამყარება და ამ საქმეში ხელის შეწყობა.
III. მთავარი სამმართველოს უფლებამოსილებანი
10. მთავარ სამმართველოს უფლება აქვს:
ა) ადგილზე გაეცნოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობას. მოითხოვოს ამ დებულებათა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია საწარმოთა პასუხისმგებელი პირებისაგან.
ბ) მიუთითოს პასუხისმგებელ პირებს მათ მიერ დაშვებულ დარღვევებზე, გასცეს სავალდებულო მიწერილობები, დაავალოს მათ გარკვეულ ვადებში აღმოფხვრან გამოვლენილი ნაკლოვანებები. განახორციელოს მოწერილობათა და მითითებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე პერიოდული კონტროლი, მასალები დარღვევების შესახებ გადასცეს შესაბამის უწყებებსა და მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
გ) განახორციელოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი სამინისტროს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა და იმ სახელმწიფო ქონების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დელეგირებულია მთავარ სამმართველოზე.
IV. მთავარი სამმართველოს ორგანიზაცია და სტრუქტურა
11. მთავარი სამმართველოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ.
12. მთავარი სამმართველოს მართვას ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.
13. მთავარი სამმართველოს აპარატი შედგება ხელმძღვანელობის, სამმართველოებისა და განყოფილებებისაგან.
14. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) პერსონალურად აგებს პასუხს სამუშაოს ორგანიზაციაზე და მის შედეგებზე;
ბ) მოქმედებს სამინისტროსა და მთავარი სამმართველოს სახელით, მონაწილეობს ხელშეკრულებათა გაფორმებაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესა და აპარატის თანამშრომელთა შორის;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან მთავარი სამმართველოს აპარატის შესაბამის მუშაკებს;
ვ) ახორციელებს კადრების შერჩევას და განაწილების ღონისძიებებს, უზრუნველყოფს მათი საქმიანი კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარებას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად;
ზ) იხილავს თანამშრომელთა, სპეციალისტთა განცხადებებს, წინადადებებს და საჩივრებს, აწარმოებს თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა მიღებას;
თ) ახორციელებს ღონისძიებას მთავარი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სტილისა და მეთოდების გაუმჯობესებისათვის;
ი) აგზავნის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს სამსახურებრივ მივლინებებში, იხილავს მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს მივლინების შესახებ და ღებულობს საჭირო ზომებს;
კ) დადგენილი წესით ამტკიცებს მთავარი სამმართველოს მუშაკთა შვებულების გრაფიკს;
ლ) ამტკიცებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
მ) ახორციელებს “მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს საკურატორო ორგანიზაციების მიმართ;
ნ) წარმართავს მთავარი სამმართველოსა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, თვალყურს ადევნებს მათი მოვალეობების შესრულებას.
V. დასკვნითი დებულებები
15. მთავარი სამმართველოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
16. მთავარი სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით.