,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 17/06/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს:

ა) მე-3 მუხლის „ჰ.დ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;

გ) მე-13 მუხლი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დადგენილების ძალაში შესვლიდან 45 დღეში კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაცია.

3. ამ დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს მისი ძალაში შესვლიდან 45-ე დღეს.

4. დადგენილება ძალაშია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.06.2005.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
„,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 15.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №106. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.240.
სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“, №106, 15.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.240 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13330/