ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2011
ძალის დაკარგვა 11.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №268
სარეგისტრაციო კოდი 480610000.08.002.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110520005, 20/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 640 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2011 მიღება
11.11.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.0in 1.35pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №268 2011 წლის 19 მაისი ქ. თბილისი ოფიციალური შეხვედრების ( ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ შეხვედრებთან ( ვიზიტებთან) დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების მოწესრიგების მიზნით: 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა განახორციელონ ამ ბრძანებულების დანართით განსაზღვრული პირების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, რაც მოიცავს დახვედრისა და გაცილების ცერემონიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობას. 2. ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანებულების დანართით განსაზღვრული პირები საზღვარგარეთის ქვეყნებში მოსალოდნელი ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ვიზიტის დაგეგმვისთანავე. 3. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა აგრეთვე ახორციელებს იმ თანამდებობის პირების, აგრეთვე მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ ბრძანებულების დანართით. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთა ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. საქართველოს მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, აგრეთვე მათი მოადგილეები უზრუნველყოფენ მათი მონაწილეობით ან/და ხელმძღვანელობით განხორციელებული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) შესახებ (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) ინფორმაციისა და ოფიციალური შეხვედრის საუბრის ჩანაწერის წარდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვედრის (ვიზიტის) დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში. 6. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტით განსაზღვრული საუბრის ჩანაწერის მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ოქტომბრის №800 ბრძანებულება. 8 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი იმ პირთა ნუსხა, რომელთა ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე; გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; თ) საქართველოს მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები; ი) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე; კ) საქართველოს სახალხო დამცველი; ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; მ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; ო) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; პ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; ჟ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; რ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი; ს) ქ. თბილისის მერი.