შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა
და
პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შ ე მდგომში მოხსენიებული როგორც ,,ხელშემკვრელი მხარეები”,
არიან რა ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” 1944 წლის 7 დეკემბერს ჩიკაგოში ხელმოწერილი კონვენციის მონაწილენი;
აქვთ რა სურვილი დადონ შეთანხმება საჰაერო ტრანსპორტის შ ე სახებ თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით;
სურთ რა ხელი შ ე უწყონ ურ თ იერ თ თანამშრომლობას სამოქალ ა ქო ავიაციის სფეროში;
შეთ ა ნხმდნენ შემდეგზე:
მუხლი1
განმარტებები
წინამდებარე შეთანხმების და შესაბამისი დანართების მიზნებისათვის:
a) ტერმინი,,საავიაციო ხელისუფლება”საქართველოს თ ან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან ერთ ი ან სატრანსპორტო ადმინისტრ ა ციას და პოლონეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის სამსახურის პრეზიდენტს, ან ორივე შ ე მთხვევაში ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, აღჭურვილს უფლებამოსილებით, შეასრულოს ზემოაღნიშნული ხელისუფლების კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი ფუნქცია;
b) ტერმინი,,დანიშნული ავიასაწარმო ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია წინამდებარე შ ე თ ა ნხმების დანართ1-ში მითითებული მარშრუტების შ ე სასრულებლად და რომელიც წინამდებარე შეთანხმების მე-3მუხლის თანახმად, აღ ჭურვილია საექსპლუ ა ტაციო უფლებამოსილებით;
c) ტერმინი,,კონვენცია”ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილ კონვენციას ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” და მოიცავს მის ნებისმიერ დანართს, რომელიც ძალაშია შესული 90-ე მუხლის თანახმად და მის ან მისი დანართების ნებისმიერ შ ე სწორებას,მიღებულს ამ კონვენციის 90-ე და94-ე მუხლების თანახმად, იმდენად, რამდენადაც ეს დანართები ან შესწორებები მოქმედია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;
d) ტერმინი,,ტარიფი”ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს,რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, ავიასაწარმოს მიერ შესრულებული, გადაზიდვებთან დაკავშირებული სხვა მომსახურების ღირებულებისა და პირობების ჩათვლით და არ ითვალისწინებს ფოსტის გადატან ი ს ღირებულებასა და პირობებს;
e) ტერმინს ,,ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია” სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;
f) ტერმინი ,,წევრი სახელმწიფო” ნიშნავს ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოს;
g) ტერმინი ,,ევროგაერთიანების შ ე თანხმებები” ნიშნავს ევროგაერთიანების შესახებ შეთანხმებას და ევროგაერთიანების ფუნქციონირების შ ე სახებ შეთ ა ნხმებას;
h) ტერმინი ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი” ნიშნავს ავიასაწარმოსათვის გაცემულ დოკუ მ ე ნ ტს, რომელიც ასაბუთ ე ბს, რომ აღნიშნულ ავიასაწარმოს გააჩნია პროფესიონალური შესაძლებლობა და უნარი უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუ ა ტაცია სერ ტ იფიკატში მითითებული საავიაციო საქმიანობისათვის;
i) ტერმინებს ,,საჰაერო მიმოსვლა”, ,,საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, ,,ავიასაწარმო” და ,,არაკომერციული მიზნებით შეჩერება” აქვთ კონვენციის96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;
j) ტერმინი ,,წინამდებარე შეთ ა ნხმება” მოიცავს ამ შეთ ა ნხმებას და მის დანართებს, ასევე ამ დანართებისა და შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
k) ტერმინი ,,მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული მათი აეროპორტის ქონებით, საშუალებებით, აეროსანავიგაციო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს;
l) ტერმინი ,,ფაქტიური ნორმატიული კონტროლი” ეფუძნება, მაგრამ არ იზღუდება შემდეგით: ავიასაწარმოს აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ და პასუხობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის. ამასთან, ნებართვის გამცემ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია და ასრულებს ფრენების უსაფრთხოებასა და საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობის პროგრამებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 2
მიმოსვლის უფლებების მინიჭება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, დანართი 1-ით განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით.
ამგვარი მიმოსვლა და მარშრუტები შემდგომში მოხსენებული იქნება, როგორც ,,შეთანხმებული ხაზები” და ,,დაწესებული მარშრუტები”. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები განსაზღვრულ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების შესრულებისას ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელონ გადაფრენა მათ ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;
b) განახორციელონ მათ ტერიტორიაზე შეჩერება არაკომერციული მიზნებით;
c) წინამდებარე შეთანხმებისა და დანართი 1-ის დებულებათა შესაბამისად დაწესებული მარშრუტების განსაზღვრულ პუნქტებში ჩასხან ან გადმოსხან საერთაშორისო მგზავრები, ჩატვირთონ ან გადმოტვირთონ ტვირთი და ფოსტა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გასამრჯელოს საფასურად ან ქირით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი ფოსტის ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზემოაღნიშნული, დრო და დრო, ერთობლივად შეიძლება იქნეს განსაზღვრული ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ.
3. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას.
მუხლი 3
ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის
უფლებამოსილების მინიჭება
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო დანართი 1-ით დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ამგვარი დანიშვნების შესახებ.
2. აღნიშნული დანიშვნის მიღებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარე შეუფერხებლად გასცემს შესაბამის უფლებამოსილებებსა და ნებართვებს იმის გათვალისწინებით, რომ:
a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
i.ავიასაწარმო დაფუძნებულია და ლიცენზირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ii.ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს და ინარჩუნებს ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლის უფლებას;
b) პოლონეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
i. ავიასაწარმოს დაფუძნება ხდება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროგაერთიანების შეთანხმებების მიხედვით და გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია;
ii. ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და მხარს უჭერს ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო, ხოლო შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში;
iii. ავიასაწარმოს მფლობელია და მის მფლობელობას უშუალოდ ან აქციების საკონტროლო პაკეტის მეშვეობით ახორციელებს წევრი სახელმწიფო და/ან მისი მოქალაქეები, ან მე-2 დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფოები და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოების მოქალაქენი, და მას ყოველთვის აქტიურად გააკონტროლებენ აღნიშნული სახელმწიფოები ან/და აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები.
c) დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს იმ ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებთნ დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომელიც განიხილავს განაცხადს ან განაცხადებს.
3. თუ ავიასაწარმო ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად არის დანიშნული და ნებართვით აღჭურვილი, მას ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციის დაწყება იმ პირობით, რომ ავიასაწარმო შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების ყველა სათანადო პირობას, ისევე როგორც საექსპლუატაციო ნებართვებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოთხოვნებს, მათი არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 4
საქსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება ან შეჩერება
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს, შეაჩეროს ან შეიზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს უფლებამოსილებები ან ნებართვები, როდესაც:
a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
i. ავიასაწარმო არ არის დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიაზე ან არ არის ლიცენზირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ii. საქართველო არ ახორციელებს და არ ინარჩუნებს ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს;
პოლონეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
i. საჰაერო გადამზიდველის დაფუძნება არ ხდება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროგაერთიანების შეთანხმებების მიხედვით ან მას არ გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია;
ii. ავიასაწარმოს ფაქტიურ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს და მხარს არ უჭერს ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო, ხოლო შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში;
iii. საჰაერო გადამზიდველის მფლობელი არ არის და მის მფლობელობას უშუალოდ ან აქციების საკონტროლო პაკეტის მეშვეობით არ ახორციელებს ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო და/ან მისი მოქალაქეები, ან დანართ 2-ში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფოები და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოების მოქალაქენი.
c) ავიასაწარმო არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების და მისი დანართების პირობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უფლებების განხორციელებისას, საქართველო არ მოახდენს წევრი სახელმწიფოების ავიაგადამზიდავების დისკრიმინაციას ეროვნული ნიშნით.
3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია საექსპლუატაციო ნებართვის გაუქმება, შეჩერება ან პირობების დაწესება დაუყონებლივ არ არის საჭირო, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5
შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები
1. დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატირებისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობები.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს აძლევს უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტევადობა და სიხშირე კომერციული და საბაზრო მოსაზრებებიდან გამომდინარე. არც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ცალმხრივად არ ზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპს ან ტიპებს, მიმოსვლის ტევადობას, მომსახურების სიხშირეს ან რეგულარობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვაგვარად ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმების ან კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობები.
3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს, რომ მის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა სხვა ავიასაწარმოებსა ან ავიასაწარმოებთან ერთად, ან ცალკე, უხეშად გამოიყენონ საბაზრო ძალაუფლება, რაც გამოიწვევს კონკურენტის საგრძნობლად დასუსტებას ან მის განდევნას მარშრუტიდან.
მუხლი 6
საბაჟო გადასახდელები
1. საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ასევე საწვავი, საპოხი მასალები, სათადარიგო ნაწილები , მოწყობილობები, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, სასმელების და თამბაქოს ჩათვლით) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახდელების, შემოწმებისათვის დაწესებული მოსაკრებლების და სხვა გადასახადებისაგან ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე შესვლისას იმ პირობით, რომ საჰაერო ხომალდი რეექსპორტირებულია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან და ამგვარი მოწყობილობები, საწვავი, საპოხი ზეთები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მანამ, სანამ ისინი რეექსპორტირებულია ან გამოყენებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე შესრულებული მგზავრობის მონაკვეთზე.
2. ასევე თავისუფლდება ამგვარი საბაჟო გადასახდელების, მოსაკრებლების და სხვა გადასახადებისაგან, გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი საფასურის გამოკლებით:
a) საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, რომელიც ატანილია რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ დადგენილ ფარგლებში და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო მომსახურებისთვის ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე მოსახმარად;
b) სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობა, რომელიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისათვის;
c) საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები, განკუთვნილი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საერთაშორისო გადაზიდვებით დაკავებული საჰაერო ხომალდის მომარაგებისათვის, მაშინაც კი, როდესაც ეს მარაგი გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილზე გადაფრენისას, რომელზეც აიღეს ეს მარაგი;
d) რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული სარეკლამო მასალა, რომელსაც კომერციული ღირებულება არ გააჩნია.
3. რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე, ნივთები, რომლები ც ამ მუხლის 1-2 პუნქტებშია ჩამოთვლილი, შეიძლება განთავსებულ იქნ ე ს საბაჟო ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ.
4. სატაბელო საბორტო აპარატურა, აგრეთვე მასალები და მარაგი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზეა, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, ისინი შეიძლება მოთავსებულ იქნ ე ს აღნიშნული საბაჟო ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ იმ დრომდე, სანამ ისევ უკან არ იქნება გატანილი, ან სხვაგვარად არ იქნებიან გამოყენებული აღნიშნული ხელისუფლების თანხმობით.
5. მგზავრები, ხელბარგი, ტვირთი და ფოსტა, რომელთა გადატანა-გადაყვანა ხდება ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ კონტროლს, პირდაპირი ტრანზიტით გადატანილი ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისა და სხვა მსგავსი გადასახადებისგან.
6. შეთანხმებაში აღნიშნული ვერც ერთი დებულება ვერ შეუშლის ხელს პოლონეთის რესპუბლიკას დააკისროს გადასახადები, გადასახდელები, მოსაკრებლები ან სხვა საფასური, საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველისათვის საჰაერო ხომალდზე მიწოდებულ იმ საწვავზე, რომელიც გამოიყენება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ პუნქტსა და პოლონეთის რესპუბლიკის ან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტს შორის რეისების შესრულებისათვის.
მუხლი 7
განრიგი
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების (30) დღით ადრე დასამტკიცებლად წარუდგენს გამიზნული მომსახურების განრიგს, რომელშიც განსაზღვრული იქნება ექსპლუატაციის სიხშირე, დრო, თვითმფრინავის ტიპი, კონფიგურაცია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობა.
2. ნებისმიერი ცვლილება დანიშნული ავიასაწარმოს მიერ დამტკიცებულ განრიგში უნდა წარედგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად.
მუხლი 8
სახმელეთო მომსახურება
ხელშემკვრელი მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად, პოლონეთის რესპუბლიკის შემთხვევაში, ევროგაერთიანების კანონმდებლობის ჩათვლით, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს განახორციელოს სახმელეთო მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე (,,თვითმომსახურება”) ან სურვილისამებრ შეარჩიოს კონკურენტ მომწოდებელთა შორის სრული ან ნაწილობრივი სახმელეთო მომსახურება. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა ან წესები აფერხებს ან ზღუდავს სახმელეთო მომსახურებას და არ არსებობს ეფექტური კონკურენცია შესაბამისი მომსახურების განმხორციელებელ მომწოდებელთა შორის, თითოეული დანიშნული ავიასაწარმო არ უნდა განიცდიდეს დისკრიმინაციას მომწოდებელთ მიერ. უზრუნველყოფილ მომსახურებასა ან სახმელეთო მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 9
კანონებისა და წესების გამოყენება
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა და პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ თ ა ვის ტერიტორიაზე საერთაშორისო ფრენების განმხორციელებელი საჰაერო ხომალდების დაშვებას ან აფრენას, ექსპლუატაციას და ამ ხომალდების ნავიგაციას, აგრეთვე ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა და პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის, ტვირთის ან ფოსტის საკუთარ ტერიტორიაზე მიღების, გაჩერებასა და გაგზავნას, კერძოდ, შესვლის, სავიზო, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და სანიტარული კანონმდებლობა გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი მგზავრების, ეკიპაჟების ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის და გამგზავრების დროს.
მუხლი 10
ტარიფები
1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს თავისუფლად შეუძლიათ დააწესონ ტარიფები.
2. ტარიფები წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ტარიფების ძალაში შესვლამდე ოცდაათი დღით (30) ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საავიაციო ხელისუფლება ათავისუფლებს დანიშნულ ავიასაწარმოებს აღნიშნული სახის ვალდებულებისაგან ან ამცირებს ტარიფების წარდგენის ბოლო ვადას.
3. ნებისმიერ დროს, შესაბამის ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გადაწყვიტოს:
a) განსახილველ მარშრუტის სატარიფო სტრუქტურისა და სხვა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით ( კონკურენტუნარიანი საბაზრო მდგომარეობის ჩათვლით), იმ საწყისი ტარიფის გაუქმება, რომელიც, დანიშნული ავიასაწარმოს გრძელვადიან სრულად განაწილებულ შესაბამის ხარჯებთან მიმართებით კაპიტალზე დამაკმაყოფილებელ მოგებასთან ერთად, ძალიან მაღალია მომხმარებელთა საზიანოდ;
b) არადასკრიმინაციული გზით, შეაჩეროს საჰაერო მარშრუტის ან მარშრუტების ტარიფის დაწევა ბაზარზე, როდესაც საბაზრო ძალების მიერ ხანგრძლივი დაწევის შედეგად, ტარიფები საგრძნობლად განსხვავდება საწყისი სეზონული ტარიფისაგან და რაც, თუ გავითვალისწინებთ ავიასაწარმოს გრძელვადიან სრულად განაწილებულ შესაბამის თანხებს, იწვევს ყველა დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის საყოველთაო დანაკარგს შესაბამისი საჰაერო მომსახურების შესრულებისას.
მუხლი 11
შემოსავლების გადარიცხვა
თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს უფლებას კონვერტირება მოახდინოს და გადარიცხოს მის ტერიტორიაზე შესრულებული შეთანხმებული საჰაერო მომსახურებისას, მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვით მიღებული შემოსავალი ადგილობრივად გახარჯული თანხების გამოკლებით. კონვერტირება და გადარიცხვა წარმოებს გადაცვლის საბაზრო კურსით, რომელიც გამოიყენება მიმდინარე საბანკო ოპერაციების დროს, მოქმედი სავალუტო წესების შესაბამისად.
მუხლი 12
ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და რეალიზაციები
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭებათ უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შექმნან საკუთარი ოფისები, ფილიალები და/ან წარმომადგენლობები.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმოს ენიჭება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემოიყვანოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო საკუთარი პერსონალი.
3. უკუგების საფუძველზე და მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ენიჭება უფლება მოახდინოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების რეალიზაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უშუალოდ და, შეხედულებისამებრ, მისი აგენტების მეშვეობით. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ენიჭება უფლება გაყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები მეორე ხელშემკვრელი მხარის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, უცხოური ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებით მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13
კონსულტაციები
მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებით, ხელშემკვრელ მხარეთ ა საავიაციო ხელისუფლებები დროდადრო ათანხმებენ ერთმანეთთან წინამდებარე შეთანხმების და მისი დანართების გამოყენების, ინტერპრეტაციის ან შესწორების უზრუნველყოფის საკითხებს.
მუხლი 14
სადავ ო საკითხების მოგვარება
1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის წამოჭრის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები, პირველ რიგში, შეეცდებიან მოლაპარაკების გზით გადაჭრან აღნიშნული საკითხები.
2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, ისინი შესაძლოა შეთანხმდნენ მიმართონ ერთობლივად შეთანხმებულ პიროვნებას ან ორგანიზაციას, ან დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს, რომელიც შედგება სამი არბიტრისაგან. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მესამეს ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დ ღ იდან, როდესაც დიპლომატიური არხების მეშვეობით მიიღებს მე ო რე ხელშემკვრელი მხარიდან მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის შესახებ, მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნული პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან არბიტრი არ იქნება დანიშნული დადგენილ ვადაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ეროვნებისაა, ყველაზე უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ხსენებული მიზეზით არ იქნება დისკვალიფიცირებული, განახორციელებს დანიშვნას. ყველა შემთხვევაში, მესამე არბიტრი განსაზღვრავს არბიტრაჟის ჩარების ადგილს.
3. ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით იქნება მიღებული.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასწევს თავისი საკუთარი არბიტრის ხარჯებს; საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის.
5. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს არბიტრაჟის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ ხელშემკვრელ მხარეს ან მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეს ვალდებულებები, წინამდებარე შეთანხმების თანახმად მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია.
მუხლი 15
სამოქალაქო ავიაციის უშიშროება
1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი გამოყენების შეუზღუდავად ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი კონვენციების დებულებებით, კერძოდ: ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბრის ხელმოწერილი კონვენცია ,,საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათ შესახებ”; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია ,,საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია ,,სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ”; ,,სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ” 1971 წლის 23 დეკემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილ კონვენციაზე დამატებით, 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ’’; 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით” კონვენცია; ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი კონვენცია და ოქმი, რომლებსაც მიერთებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოები.
2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთში, რათ ა აცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟ ი ს, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერ ი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებ ა ს.
3. ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული და კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოყენება; მოსთხოვენ მათ რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე, ან პოლონეთის რესპუბლიკასთან მიმართებით, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომლები ც დაარსებულია საკუთარ ტერიტორიაზე ევროგაერთიანების შეთანხმებების თანახმად და გააჩნიათ საჰაერო ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატი ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რათა იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ამ დებულებათ ა შესაბამისად.
4. ორივე ხელშემკვრელი მხარე თანხმდება, რომ მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს მის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საავიაციო უშიშროების იმ დებულებებისა და მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც ეს მეორე ხელშემკვრელი მხარე ითვალისწინებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლის, ან მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისათვის, თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თ ა ვის სახელმწიფო ტერიტორიაზე ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და ხელბარგი, ჩაატაროს ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, საბარგულში მოთავსებული ბარგის) და საჰაერო ხომალდის მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთში კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთისაკენ.
მუხლი 16
უსაფრთხოება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროსათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო, ხოლო მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიების გატარება თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი (15) დღის ან შესაძლო შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველი.
3. მიუხედავად კონვენციისა 33-ე მუხლში ჩამოყალიბებული ვალდებულებებისა, ორივე ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ან მათი სახელით იჯარით აღებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიიდან, ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას ბორტზე და საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდის რეალური მდგომარეობისა და მისი მოწყობილობების შემოწმების მიზნით (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც „ბაქანზე შემოწმება”), იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის გაუმართლებელ დაყოვნებას.
4. თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებები გამოიწვევს:
a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიწერ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის შესაბამისად იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურ წარმართვასა და შენარჩუნებაში,
ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის განხორციელების მიზნით, შეუძლია დასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთ საფუძველზეც გაიცა ან მოქმედებს საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟთა მოწმობები და ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები,რომელთა საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ შეესაბამება ან არ აღემატება კონვენციის მიერ დ ა დგენილ მინიმალურ სტანდარტ ებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენლების მიერ უარყოფილი იქნება წინამდებარე მუხლის მე-3პუნქტის თანახმად ბაქ ა ნზე შემოწმების უფლება, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შესაძლოა გამოიტანოს წინამდებარე მუხლის მე-4პუნქტთნ დაკავშირდებით შესაბამისი დასკვნები.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყონებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავი ა საწარმოს ან ავი ა საწარმოების საექსპლუატაციო უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან ბაქან ზ ე მთელი რიგი შემოწმებების შედეგად, ასევე ბაქ ა ნზე შემოწმების,კონსულტაციებს ან სხვაგვარ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწ ა რმოსთ ა ნ მიმართებაში ამ მუხლის მე-2და მე-6პუნქტების შესაბამისად, როგორც კი აღარ იარსებეს ამ ქმედების საფუძვ ელი.
8. როცა პოლონეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს რეგულირების კონტროლი ხორციელდება ევროგაერთიანების სხვა წევრიო სახელ მ წიფოების მიერ, მეორე ხელშემკვრელ მხარეს, წინამდებარე მუხლის თანახმად,ეძლ ე ვა თ ა ნაბარი უფლება გამოიყენოს უსაფრთხოების სტანდარტები და გამოიყენოს აღნიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილ ება.
9. წინამდებარე შეთანხმები თ განსაზღვრული შ ე თანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი ვა რ გისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, პოლონეთის რესპუ ბ ლიკის შ ე მთხვევაში ევროგაერთიანების წესები და კანონები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იქნება ვა რ გისად აღიარებული იმის გათ ვა ლისწინები თ,რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების მიმართ წაყენებული მოთხოვნები უტოლდება როგორც მინიმუმ კონვენციის შ ე საბამისად ჩამოყალიბებულ მინიმა ლ ურ სტანდარტე ბს.
10. მიუხედავად ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ტოვებს უფლებას არ ცნოს ვარგისად მის ტერი ტ ო რ იაზე რეისის შ ე სრულებისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარ ი ს ან მესამე ქვეყნის მიერ თვის მოქალაქეებზე გაცემული ან აღიარებული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები.
მუხლი 17
ცვლილებები
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შ ე სთავაზოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მისთვის სასურველი შესწორების შეტან ა წინამდებარე შეთანხმებაში. კონს უ ლტაციები შეთ ა ნხმებაში შ ესწორების შეტანის თაობაზე,რომელიც შესაძლებელია გაიმართოს როგორც მოლაპარაკებების, ასევე მიმოწერის გზით, დაიწყება მათი ჩ ა ტარების თაობაზე მოთხოვნ ი ს მიღ ე ბიდან სამოცი (60) დღ ი ს განმავლობაში,თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შ ე თ ა ნხმდნენ.
2. წ ი ნამდებარე შეთ ა ნხმების ნებისმიერ ი ცვლი ლ ება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ფორმდება ცალკეული ოქმის სახი თ,რომელიც ძალაში შევა შეთ ა ნხმების მე-20მუხლ ში მოცემული წესის შესაბამისად.
მუხლი 18
მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი დროით.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია გაუგზავნოს შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.
3. ამ შ ე მთხვევაში შეთ ა ნხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შ ე ტყობინების მიღებიდან (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა.იმ შ ე მთხვევაში,თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავი ა ციის ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მი ღ ებიდან თოთხმეტი (14) დღის შემ დეგ.
მუხლი 19
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში რეგისტრაცია
წინამდებარე შეთ ა ნხმება და მისი ნებისმიერი ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს სამოქ ა ლაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
მუხლი 20
ძალაში შესვლა
წინამდებარე შეთანხმება დამტკიცდება თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ორივე ხელშემკვრელი მხარე დაადასტურებს დიპლომატიური ნოტების გაცვლით. წინამდებარე შეთ ა ნხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან,რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შ ე თანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულებ ას.
შ ე სრულებული ა 2010 წლის 26 ნოემბერს, ქ. ვარშავაში ორ დედნად, ქართულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ა ვ თენტ იკუ რია. ტექსტების განსხვავებული განმარტების ან გამოყენებისას უპირატესობა ენიჭ ე ბა ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს მთავრობის სახელით /ხელმოწერილია/ | პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით /ხელმოწერილია/ |
დანართი 1
სამარშრუტო განრიგი
1. საქართველოს მარშრუტები
| საწყისი პუნქტები | შუალედური პუნქტები | პუნქტები პოლონეთის რესპუბლიკაში | პუნქტები საზღვრებს მიღმა |
| ნებისმიერი პუნქტი საქართველოში | ნებისმიერი პუნქტი | ნებისმიერი პუნქტი | ნებისმიერი პუნქტი |
2. პოლონეთის მარშრუტები
| საწყისი პუნქტები | შუალედური პუნქტები | პუნქტები საქართველოში | პუნქტები საზღვრებს მიღმა |
| ნებისმიერი პუნქტი პოლონეთში | ნებისმიერი პუნქტი | ნებისმიერი პუნქტი | ნებისმიერი პუნქტი |
3. შუალედური და საზღვრებს მიღმა მდებარე პუნქტები განისაზღვრება დანიშ ნ ული ავიასაწარმოების მიერ და წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას.
4. შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი რეისის შესრულებისას, იმ პირობით, რომ შეთანხმებული მომსახურება იწყება ან წყდება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა აღნიშნული ავიასაწარმო.
5. ჰაერის მეხუთე თავისუფლების განხორციელების უფლება შეიძლება შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის.
6. შეთანხმებულ მარშრუტებზე მომსახურების განხორციელებისას ან მათზე უფლებების ფლობისას, ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ნებისმიერ ავიასაწარმოს შეუძლია გააფორმოს ერთობლივი კომერციული ხელშეკრულებები, როგორიცაა ბლოკ-ადგილების ან კოდის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმებები:
a) რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან;
b) მესამე მხარის ავიასაწარმოსა ან ავიასაწარმოებთან;
იმ პირობით, თუ:
a) აკმაყოფილებს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მოთხოვნებს, რომ ე ლიც განისაზღვრება აღნიშნული სახის ხელშეკრულებაში;
b) უზრუნველყოფს მომხმარებელს ზუსტი ინფორმაციით, თუ რომელი ავიასაწარმო რომელ მონაკვეთზე შეასრულებს საჰაერო მომსახურებას და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან დებს მომხ მ არებელი ხელშეკრულებას.
დანართი 2
წინამდებარე შეთანხმების მე-3და მე-4მუხლებში მოხსენებული სხვა სახელმწიფოთა ჩამონათვალი:
1. ისლანდიის რესპუბლიკა (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების შესაბამისად).
2. ლიხტენშტეინის სამთავრო (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების შესაბამისად).
3. ნორვეგიის სამეფო (ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების შესაბამისად).
4. შვეიცარიის კონფედერაცია (ევროგაერთიანებასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად).