⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.12.2006)
გაუქმებულია:

საქართველოში აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2001
ძალის დაკარგვა 08.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-71
სარეგისტრაციო კოდი 340120000.11.113.004762
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 10/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,171 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2001 მიღება
08.12.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის ჩამტარებელ დაწესებულებათა დასახელება და მისამართები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:GrigoliaMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-3.0in; font-size:13.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:GrigoliaMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:GrigoliaMtavr; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.4pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.11.113.004.762 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-71 2001 წლის 1 მაისი ქ. თბილისი საქართველოში აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ “პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად სამინისტრო, შესაბამისი სამსახურის მეშვეობით, ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას აგროქიმიკატების ეფექტურად გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სფეროში, ასევე სარეგისტრაციო გამოცდისა და ექსპერტიზის ორგანიზებას, მათ სახელმწიფო რეგისტრაციას. “პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-2 პუნქტის და 28-ე მუხლის შესრულების მიზნით საქართველოში აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის, რეგისტრაციის ჩატარების და ამ საქმის სათანადო რეგულირების აღსრულების მიზნით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს “საქართველოში აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის და რეგისტრაციის დებულება” 2. სარეგისტრაციო ორგანომ-აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურმა /ი. ცომაია/ აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდისა და სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებისას იხელმძღვანელოს “საქართველოში აგროქიმიკატების სახელმწიფო გამოცდისა და რეგისტრაციის დებულებით”. 3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილე – დ. შერვაშიძემ. დ. კირვალიძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოში აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდისა და რეგისტრაციის შესახებ 1. აგროქიმიკატების სარეგისტრაციო სახელმწიფო გამოცდები 1. აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის მისი ეფექტურობის დადგენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ეკონომიკურ ეფექტს, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებას. 2. სარეგისტრაციო ორგანო ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებას. 3. აგროქიმიკატები სარეგისტრაციო გამოცდებზე დაიშვებიან განაცხადის ექსპერტიზის საფუძველზე. 4. სარეგისტრაციო გამოცდებს ატარებენ ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი და სხვა დაწესებულებები №1 დანართის შესაბამისად მოქმედი მეთოდიკების მიხედვით, ხოლო სარეგისტრაციო აგროქიმიკატების გამოყენების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემო ობიექტებზე შეისწავლიან ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, რისთვისაც მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ გამოსაცდელი აგროქიმიკატის საჭირო რაოდენობა და შესაბამისი დაფინანსება მის გამოსაცდელად. 5. სარეგისტრაციო გამოცდების ხანგრძლივობა განისაზღვრება არა უმცირეს 2-3 სავეგეტაციო პერიოდით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას სარეგისტრაციო ორგანოსა და რეგისტრანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 6. აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდის ჩასატარებლად რეგისტრანტსა და სარეგისტრაციო ორგანოს შორის ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრება ყველა პირობა. 7. ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული აგროქიმიკატები, რომლებსაც თავის დროზე გავლილი აქვთ გამოცდები და გამოიყენებიან სოფლის მეურნეობაში, ექვემდებარებიან ხელახალ გამოცდას (თუ განვლილ პერიოდში არ იქნება მიღებული რაიმე ახალი ინფორმაცია აგროქიმიკატის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემო ობიექტებზე მავნე ზემოქმედების თაობაზე) და შეიტანება პერიოდულად გამოცემულ, გამოსაყენებლად ნებადართულ აგროქიმიკატების კატალოგში (სიაში). 8. აგროქიმიკატების საცდელი პარტიის მოწოდება ხდება რეგისტრანტის მიერ უფასოდ, ხოლო სარეგისტრაციო გამოცდა და რეგისტრაცია ტარდება სახელმწიფოს ან რეგისტრანტის ხარჯზე ხელშეკრულების შესაბამისად. 2. რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებისა და წარდგენის წესი 9. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს აგროქიმიკატის შემმუშავებელმა, დამამზადებელმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს მის შემოტანასა და რეალიზაციას. 10. რეგისტრაციაზე განაცხადი უნდა პასუხობდეს წინამდებარე დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს კონკრეტულ ცნობებს აგროქიმიკატზე (დანართი №2). 11. ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე, ხოლო განაცხადის მოკლე რეზიუმესი – 4 ცალად ქართულ ენაზე (დასაშვებია რუსულ ენაზეც). 12. მონაცემები სარეგისტრაციო აგროქიმიკატებზე შეიცავს: აგროქიმიკატის სახელმწიფო სტანდარტის ასლს, ინფორმაციას მისი გამოყენების სფეროსა და ეფექტურობის, მარკირების და შეფუთვის, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის შესაძლო ზიანის მიყენების, მისი გამოყენების ინსტრუქციის და სხვათა შესახებ. ასევე, ანალიზის ჩატარების მეთოდებს, რომლითაც განისაზღვრება აგროქიმიკატში მოქმედი ნივთიერების რაოდენობა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლები. 13. რეგისტრანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სხვა ქვეყნებში ქვეყნებში მსგავს ნიადაგურ-კლიმატურ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პირობებში სარეგისტრაციო აგროქიმიკატის რეგისტრაციის მონაცემები. 14. ინფორმაციას აგროქიმიკატის შესახებ იღებს სარეგისტრაციო ორგანო, რომელიც აფიქსირებს სპეციალურ ჟურნალში მიღების თარიღს, საბუთების ჩამბარებლის გვარის აღნიშვნითა და ხელმოწერით. 3. სარეგისტრაციო მასალების ექსპერტიზის წესი და ვადები 15. სარეგისტრაციო ორგანო იხილავს შემოთავაზებული აგროქიმიკატის გამოცდის და რეგისტრაციის მიზანშეწონილობას და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში აფორმებს კონტრაქტს რეგისტრანტთან. 16. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო ორგანო გადაწყვეტს, რომ შემოთავაზებულ აგროქიმიკატს არ სჭირდება სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარება, მაშინ იგი პირდაპირ შეიტანება საქართველოში გამოსაყენებლად დაშვებულ კატალოგში. 17. სარეგისტრაციო გამოცდების გარეშე ახალი აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარების საფუძველს წარმოადგენს მწარმოებელი ფირმის საინფორმაციო დოკუმენტების სხვა ოფიციალური მონაცემების ექსპერტიზაზე დამყარებული სარეგისტრაციო ორგანოს დეტალური დასაბუთება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია: ა) ყველა პარამეტრზე აგროქიმიკატის სრულყოფილი და სარწმუნო დოსიე; ბ) ანალოგიური აგროქიმიკატის წინა წლებში ქვეყანაში გამოყენების პრაქტიკა; გ) საქართველოს მსგავსი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და სასოფლო-სამეურნეო კუკლტურების მქონე სხვა ქვეყნებში აგროქიმიკატის გამოცდის და რეგისტრაციის მასალები. 18. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს გამოსაცდელი აგროქიმიკატის გამოცდის ვადას და არეალს, სასოფლო-სამეურნეო კულტურას და გამომცდელ ორგანიზაციას, რომელთანაც შემდგომ აფორმებს ხელშეკრულებას. 19. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაცემი არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, სარეგისტრაციო ორგანო აცნობებს რეგისტრანტს ამის შესახებ, რომელიც ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მასალები. 20. სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოცდის ვადების დაუსაბუთებლად დარღვევის, უხარისხო სამუშაოების შესრულების შემთხვევაში სარეგისტრაციო ორგანო სწყვეტს საკითხს ეკონომიკური სანქციების გატარებაზე (რაც ხელშეკრულებაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული) და აყენებს საკითხს ამ ორგანიზაციის საგამოცდო-სარეგისტრაციო ქსელიდან ამოღების შესახებ. საექსპორტო დასკვნა რეგისტრანტი - - - - - - - - აგროქიმიკატის სახელწოდება - - - - - - - - - - აგროქიმიკატის მწარმოებელი - - - - - - -- - - - ქიმიური ფორმულა - - - - - - - - - - მოქმედი ნივთიერების შემცველობა - - - - - - - - აგროქიმიკატის ფიზიკური ფორმულა - - - - - - -- შეფუთვის – ტარის ფორმა - - - - - - - - - სხვა ქვეყნებში გამოცდების შედეგები - - - - - - - - სხვა ქვეყნებში ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის შედეგები დასკვნები I. მიზანშეწონილად ჩაითვალოს მისი სარეგისტრაციო გამოცდების  ჩატარება - - - - - -წლის განმავლობაში 1. აგროქიმიკატის გამომცდელი ორგანიზაცია 2. გამოცდის არეალი 3. სასოფლო-სამეურნეო კულტურა 4. გამოცდის სქემა 5. საგამოცდო ნაკვეთის ფართობი 6. ნარჩენების რაოდენობის შესწავლა 7. ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების შესწავლა 8. პროდუქციის ხარისხის შესწავლა 9. გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემო ობიექტებზე 10. შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება II. არ არის საჭირო აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარება (დასაბუთება) ხელმოწერა 4. აგროქიმიკატის სარეგისტრაციო სახელმწიფო გამოცდის შედეგების მიღებისა და რეგისტრაციის წესი 21. სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების მიერ აგროქიმიკატების სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის შედეგები წარმოდგენილ უნდა იქნეს აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანოში თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 3). 22. ჯანმრთელობის დაცვის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები ადგენენ თავიანთ სფეროში აგროქიმიკატების გამოცდის შედეგებს სარეგისტრაციო ორგანოში. 23. სარეგისტრაციო ორგანო მოიწვევს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ჯანდაცვისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ერთად იხილავს წარმოდგენილ მასალებს, აძლევს შეფასებას და დადებითი დასკვნების შემთხვევაში ღებულობს გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ 24. რეგისტრირებულ აგროქიმიკატს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ფიქსირდება სპეციალურ ჟურნალში და შეიტანება საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართულ აგროქიმიკატთა სახელმწიფო კატალოგში (სიაში), ხოლო რეგისტრანტს მიეცემა სარეგისტრაციო მოწმობა დადგენილი ნიმუშების მიხედვით. 25. აგროქიმიკატის სახელმწიფო კატალოგი (სია) ქვეყნდება 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო დამატებითი სიები საჭიროების მიხედვით. 26. კატალოგში (სიაში) მიეთითება აგროქიმიკატის დასახელება, ქიმიური ფორმულა, საკვები ნივთიერების % შემცველობა, ტენი და მოკლე დახასიათება. 27. ნებადართულია განსაზღვრული რაოდენობის არარეგისტრირებული აგროქიმიკატების შემოტანა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, სარეგისტრაციო ორგანოს ნებართვით. 28. აგროქიმიკატის რეგისტრაცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 29. სარეგისტრაციო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) რეგისტრანტის მიერ განაცხადის შემოტანა; ბ) სარეგისტრაციო მასალების ექსპერტიზა; გ) სარეგისტრაციო გამოცდები; დ) სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების მიღება, ექსპერტიზა; ე) ჰიგიენური ნორმატივების და სანიტარული წესების დადგენა; ვ) აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტის ეკოლოგიური შეფასება, გარემოს დაცვის ნორმების და წესების დადგენა; ზ) აგროქიმიკატის რეგისტრაციისათვის და კატალოგის შესადგენად მასალების მომზადება; 5. შეზღუდვები აგროქიმიკატების შემოტანა-გამოყენებაში. 30. იკრძალება არარეგისტრირებული აგროქიმიკატის რეკლამა. 31. არარეგისტრირებული აგროქიმიკატის გამომყენებლის პრეტენზიები არ მიიღება 6. ნიადაგში, გრუნტის და გამდინარე წყლებში და საკვებ პროდუქტებში აგროქიმიკატების ტოქსიკური ნაერთების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები (დასაშვებია უკვე ადაპტირებული მეთოდების გამოყენება). 32. წყალში და საკვებ პროდუქტებში ნიტრიტების და ნიტრატების ნარჩენი   რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებები. 33. ნიადაგში, წყალში და საკვებ პროდუქტებში მძიმე მეტალების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდური მითითებები. 34.  ნიადაგში რადიონუკლეიდების განსაზღვრის მეთოდები. რეგისტრანტი ვალდებულია ჩაატაროს ამ მეთოდების ადაპტაცია საქართველოს პირობებისათვის დანართ №1-ში მითითებულ ერთ-ერთ ან სხვა დაწესებულებებში, რომელთაგანაც სარეგისტრაციო ორგანო დადებს ხელშეკრულებას კვლევის ჩატარებაზე. 7. აგროქიმიკატების გამოყენების რეკომენდაციები 35. სარეგისტრაციო გამოცდის შედეგების მიღების შემდეგ აგროქიმიკატის გამომცდელი ორგანიზაცია შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ძირითად მასალებთან ერთად წარადგენს სარეგისტრაციო ორგანოში. 36. სარეგისტრაციო ორგანო განიხილავს წარმოდგენილ რეკომენდაციას, ამტკიცებს მას და გამოსცემს საჭირო ტირაჟით, რომელიც აგროქიმიკატის რეალიზაციისას გადაეცემა მიწათმოსარგებლეს. 8. რეკომენდაციის ძირითადი მონაცემები აგროქიმიკატის დასახელება ფორმულა, პროცენტული შემცველობა აგროქიმიკატის გამოყენების არეალი (ნიადაგური ტიპები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები) ნიადაგში შეტანის დოზები ნიადაგში შეტანის წესები და ვადები სხვა სასუქებთან შეთავსება სასუქის გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობა სასუქის გავლენა ნიადაგის აგროქიმიურ მაჩვენებლებზე სასუქის გამოყენების ტექნიკა პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები სასუქის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემო ობიექტებზე მწვავე მოწამვლებისას პირველი ექიმამდელი სამედიცინო დახმარება. მეთოდური დოკუმენტების ჩამონათვალი 1. საქართველოს აგროქიმიური სამსახური, თბილისი 1986წ. 2. სოფლის მეურნეობისათვის მინერალური სასუქების მოთხოვნილების გაანგარიშების ნორმატივები, 1980წ. 3. სასუქების გამოყენების ეფექტურობა საქართველოში, 1983წ. 4. რეკომენდაცია მინერალური სასუქების დოზების გაანგარიშების შესახებ ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, 1987წ. 5. მინერალური სასუქების გამოყენების ეფექტიანობის ნორმატივები, 1987წ. 6. მემცენარეობის პროდუქტების ხარისხის განსაზღვრის მეთოდური მითითება, 1986წ. 7. მინდვრის ცდების ჩატარების მეთოდური მითითება, 1988წ. 8. ნიტრატები და მისი შეზღუდვის ღონისძიებები, 1998წ. 9. სასუქების გამოყენების მეცნიერული საფუძვლები მეთოდური მითითება, 1977წ. 10. აზოტიანი სასუქების გავლენა საშემოდგომო ხორბლის მოსავალზე და ხარისხზე – მეთოდური მითითება, 1984წ. 11. კალიუმიანი სასუქების რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობაში, 1977წ. 12. მიკროსასუქების გამოყენების რეკომენდაციები, 1988წ. 13. ბიცობი ნიადაგების გაუმჯობესების ინსტრუქცია, 1966წ. 14. ფოსფორთაბაშირის, დეფეკატის მელიორანტად გამოყენების მეთოდური მითითება, 1974წ. 15. მჟავე ნიადაგების მოკირიანების ქიმიური მელიორანტები – მეთოდური მითითება, 1977წ. 16. მაგნიუმიანი სილიკატების გამოყენების მეთოდები, მითითებანი, 1977წ. 17. ნიადაგში, ბუნებრივ წყლებში და მცენარეებში ნიტრატების და ნიტრიტების განსაზღვრის მეთოდური მითითება, 1984წ. დანართი №1 აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის ქსელი № აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდის ჩამტარებელ დაწესებულებათა დასახელება და მისამართები სასოფლო-სამეურნეო კულტურა 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ოზურგეთი-ანასეული მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ფონიჭალა მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მცხეთა, წეროვანი ლაგოდეხის საცდელი სადგური “თამბაქო”, ლაგოდეხი აგროქიმიური სამსახურის და ნიადაგის ნაყოფიერების თბილისის ცენტრი, თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. აგროქიმიური სამსახურის და ნიადაგის ნაყოფიერების ანასეულის ცენტრი. ოზურგეთი, ანასეული ჩაი, ციტრუსები, დაფნა, სხვა სუბტროპიკული კულტურები ვაზი, ხეხილი ბოსტნეული კულტურები, მინდვრის კულტურები ბოსტნეული კულტურები, მინდვრის კულტურები თამბაქო მინდვრის კულტურები, ვაზი, ხეხილი, ბოსტნეული კულტურები ჩაი, ციტრუსები, სხვა სუბტროპიკული კულტურები, სიმინდი, ბოსტნეული და სხვა ერთწლიანი კულტურები დანართი №2 განაცხადი რეგისტრაციაზე I. რეგისტრანტის განცხადება        1. რეგისტრანტი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი) 2. აგროქიმიკატის დამამზადებელი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი) 3. რეგისტრანტის უფლება იყოს დამამზადებლის წარმომადგენელი 4. განმასხვავებელი დასახელება (სავაჭრო) 5. აგროქიმიკატის დანიშნულება 6. სხვა ქვეყნებში რეგისტრაცია (სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეფექტურობა) II. აგროქიმიკატის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები 1. ქიმიური ფორმულა 2. მოქმედი ნივთიერება 3. აგრეგატული მდგომარეობა 4. აგრეგატების ნაწილაკების ზომა 5. ფერი, სუნი 6. წყალში ხსნადობა 7. ლღობის ტემპერატურა 8. აფეთქების და აალების ტემპერატურა 9. ტენი 10. PH 11. კოროზიული თვისებები 12. სტაბილურობა 13. შენახვის პირობები და ვადები 14. სხვა სასუქებთან შერევა 15. ჰიგროსკოპულობა, შებელტვის ხარისხი 16. შეფუთვის ფორმა III. აგროქიმიკატის ტოქსიკურ-ჰიგიენური დახასიათება 1. მძიმე მეტალების შემცველობა 2. გამაღიზიანებელი მოქმედება მომუშავე პერსონალის კანზე და ლორწოვან გარსზე 3. მოქმედება შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე IV. მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტაცია 1. აგროქიმიკატებში მოქმედი ნივთიერების განსაზღვრა 2. მძიმე მეტალების შემცველობა ნიადაგში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში 3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში – ნიტრატების ზღვრულად დასაშვები დონე 4. ტრანსპორტირების, შენახვის და გამოყენების ნორმატივები 5. აგროქიმიკატის გავლენა ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე მიკროფლორაზე 6. აგროქიმიკატის გამოყენების სანიტარიულ-ჰიგიენური წესები და ნორმები დანართი №3 აგროქიმიკატის გამოცდის შედეგები 1. გამომცდელი ორგანიზაციის დასახელება 2. აგროქიმიკატის დასახელება, მოქმედი ნივთიერების პროცენტული შემცველობა 3. სასოფლო-სამეურნეო კულტურა 4. გამოცდის სქემა და მონაცემები 5. საცდელი ნაკვეთის ფართობი 6. ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლები საწყისი დ გამოცდის დამთავრების შემდეგ 7. პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები გამოცდის სქემის მიხედვით 8. მონაცემები გამოსაცდელი აგროქიმიკატის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ 9. დასკვნა გამოცდის შედეგებზე 10. აგროქიმიკატის გამოყენების კონკრეტული რეკომენდაცია.