საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.05.2001
ძალის დაკარგვა 20.12.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №195/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.004776
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 28/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,420 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2001 მიღება
20.12.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.009.004.776 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №195/ნ 2001 წლის 14 მაისი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-19 და 81-ე მუხლების შესაბამისად, “ 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის მაღალკვალიფიციურად ჩატარების მიზნით, ვბრძანებ: დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა თანდართული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. იმ შესაბამისი კანონმდებლობის სრულ ნუსხას, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეებს, მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 3. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ა. გამყრელიძეს. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ჯორბენაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი 1. იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილეები – უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს კონსტიტუციის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე)  2. იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი, წამყვანი სპეციალისტი და სპეციალისტი – უმაღლესი იურიდიული განათლება, “საქართველოს კონსტიტუციისა და ”შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე) სამკურნალო დახმარების ორგანიზაციის დეპარტამენტი 1. სამკურნალო დახმარების ორგანიზაციის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე – უმაღლესი სამედიცინო განათლება. საქართველოს კონსტიტუციის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “საქართველოს კანონისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. სამკურნალო დახმარების ორგანიზაციის დეპარტამენტის სპეციალისტი (მთავარი, წამყვანი, სპეციალისტი) – საქართველოს კონსტიტუციის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონების ცოდნა. შენიშვნა: მთავარ და წამყვან სპეციალისტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება. უნდა ფლობდნენ კომპიუტერს სამომხმარებლო დონეზე. სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტი 1. სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება. “დაზღვევის შესახებ” კანონის, საგადასახადო კოდექსის, “სამედიცინო საზღვევის შესახებ” კანონისა და შესაბამისი სადაზღვევო სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის,“საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა. 2. სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, მთავარი და წამყვანი სპეციალისტი – უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება “დაზღვევის შესახებ” კანონის, “სამედიცინო დაზღვევისა და შესაბამისი სადაზღვევო ”სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა” შესახებ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნა (სასაუბრო დონეზე)  3. სპეციალისტი – სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება, მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ზოგადი ანალიზის ცოდნა, კომპიუტერის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). შრომითი დავების მარეგულირებელი სამმართველო 1. შრომითი დავების მარეგულირებელი სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, შრომის კანონთა კოდექსის, “კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. შრომითი დავების მარეგულირებელი სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი იურიდიული განათლება, შრომის კანონთა კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც ძირითადია მუშაობის პროცესში, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტი 1. დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი სამედიცინო განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და “შვილად აყვანის წესის შესახებ”, საქართველოს კანონის, სამოქალაქო კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, იმ საერთაშორისო აქტების ცოდნა, რომელიც უკავშირდება ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებს. კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). 2. დედათა და ბავშვთა საკითხების სამმართველოს უფროსი და მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი სამედიცინო განათლება, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და დედათა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი 1. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი ფარმაცევტული განათლება. “საქართველოს კონსტიტუციის” “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დარგში საერთაშორისო კონვენციებისა და აქტების ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). 2. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის”, “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). 3. სპეციალისტი – უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, კომპიუტერის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე) და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც საჭიროა მისი მუშაობისთვის. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი 1. სტანდარტიზაციის ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი განათლება. საქართველოს კონსტიტუციის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის”, “სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის, “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის, “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ სისტემის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, კომპიუტერის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე) 2. სტანდარტიზაციისა და რეესტრის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი სამედიცინო განათლება. ”სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირბის შესახებ” კანონის, “მეწარმეთა შესახებ” კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, საერთაშორისო აქტების ზოგადი ცოდნა სტანდარტიზაციის დარგში, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე) 3. ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სამმართველოს უფროსი – უმაღლესი სამედიცინო განათლება. “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე) 4. სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივების სამმართველოს უფროსი – უმაღლესი ეკონომიკური განათლება, “საგადასახადო კოდექსის”, “ საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი საფინანსო კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე) 5. ჰიგიენური ნორმირების სამმართველოს უფროსი – უმაღლესი სამედიცინო განათლება, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, “გარემოს დაცვის შესახებ” კანონისა და ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა, საერთაშორისო კონვენციების და ხელშეკრულების ზოგადი ანალიზი, უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნა (სასაუბრო დონეზე), კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 6. სტანდარტიზაციის ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის სპეციალისტი (ყველა კატეგორიის) – უმაღლესი პროფილური განათლება “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის” და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველო 1. ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსი და მოადგილე – უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, საგადასახადო კოდექსის, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ’’ საქართველოს კანონის, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ‘’ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და ყველა შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა. კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება, ინვალიდებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ზოგადი ანალიზი და იმ კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 3.ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს სპეციალისტი – უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლებით. იმ შესაბამისი კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტი 1. მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება შესაბამისი ხარისხით. (სასურველია დოქტორი) საქართველოს კონსტიტუციის, “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, “მეცნიერებათა აკადემიის შესახებ საქართველოს კანონის, “კულტურის შესახებ”, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებისა და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, საერთაშორისო აქტების ცოდნა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნა (სასაუბრო დონეზე), კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე,) 2. მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი მთავარი და წამყვანი სპეციალისტი – უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება. “ჯამრთელობის დაცვის შესახებ”, “განათლების შესახებ” საქართველოს კანონებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამმართველო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი--უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს კონსტიტუციის, ‘’ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, ადამიანის უფლებათა ევროპული აქტების ზოგადი ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტი 1.რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, “აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა. კომპიუტერის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე) 2. რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, განყოფილების გამგე და სპეციალისტი (მთავარი, წამყვანი)-უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამის კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე) 3. რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი-უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება, იმ შესაბამისი კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა, რომელიც საჭიროა მის სამედიცინო ან ეკონომიკური უფლებამოსილების განსახორციელებლად, კომპიუტერის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტი. 1. დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე, სამმართველოს უფროსი - უმაღლესი სამედიცინო ან ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, “დასაქმების შესახებ’’ საქართველოს კანონის, შრომის კანონთა კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნა (სასაუბრო დონეზე) 2. სპეციალისტი (მთავარი, წამყვანი) – უმაღლესი ეკონომიკური განათლება-“დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონისა და შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი 1. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის, “ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის, “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. სამმართველოს უფროსი, მთავარი და წამყვანი სპეციალისტები – უმაღლესი ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის, “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის, “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 3. სპეციალისტი – უმაღლესი ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამისილებათა შესახებ” საქართველოს კანონის, “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და იმ შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტი 1. სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი სამედიცინო, ეკონომიკური ან იურიდიული განათლება. საქართველოს კონსტიტუციის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ყველა შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა. კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, მთავარი და წამყვანი სპეციალისტები – უმაღლესი სამედიცინო, იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, საქართველოს კონსტიტუციის და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა(სამომხმარებლო დონეზე). 3. სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი სამედიცინო, იურიდიული ან ეკონომიკური განათლება. კონსტიტუციისა და ჯანდაცვის სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის ძირითადი პრინციპეპის ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი განათლება. საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, კომპიუტერის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, განყოფილების გამგე – უმაღლესი განათლება – “საქართველოს კონსტიტუციისა” და იმ შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც დაკავშირებულია მის სამსახურებრივ უფლებამოსილებასთან, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი, (მთავარი წამყვანი რიგითი ) - კომპიუტერის ცოდნა პროფესიულ დონეზე. და იმ შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. 4. მინისტრის მრჩეველი – უმაღლესი განათლება “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და იმ ყველა შესაბამისი კანონის ცოდნა რომელიც საჭიროა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნა (სასაუბრო დონეზე), კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო) დონეზე. სოციალური სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტი 1. სოციალური სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი ეკონომიკური განათლება – საქართველოს კონსტიტუციის კვალიფიციურ დონეზე, “დაზღვევის შესახებ,” “სამედიცინო დაზღვევის შესახებ” კანონების, შრომის კანონთა კოდექსის და ყველა სხვა საფინანსო სოციალური სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა, დარგთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. სოციალური სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება, საქართველოს კონსტიტუციის და სოციალური სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა, კომპიუტერის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი 1. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე, სამმართველოს უფროსი – უმაღლესი განათლება, – საქართველოს კონსტიტუციის, “საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ” კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა კვალიფიციურ დონეზე, უცხო ენის ცოდნა (რუსული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური) სასაუბრო და წერილობით დონეზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე). 2. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპაციალისტი – უმაღლესი განათლება და სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის ზოგადი ანალიზი, – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე), უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნა (სასაუბრო დონეზე). საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე – უმაღლესი განათლება – საქართველოს კონსტიტუციის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა. “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა. რუსული ენისა და კომპიუტერის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, მთავარი სპეციალისტი – “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონისა და იმ შესაბამისი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების ცოდნა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 3. წამყვანი სპეციალისტი და სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (კვალიფიციურ დონეზე) და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც საჭიროა მისი მუშაობისთვის. მინისტრის საგანგებო დავალებების და კონტროლის ბიურო 1. მინისტრის საგანგებო დავალებების და კონტროლის ბიუროს უფროსი და მოადგილე – უმაღლესი განათლება, საქართველოს კონსტიტუციის, “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის კვალიფიციურ დონეზე ცოდნა, კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე). 2. მინისტრის საგანგებო დავალებების და კონტროლის ბიუროს უფროსი რეფერენტი,- საქართველოს კონსტიტუციის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის (ფრანგული, გერმანული, ინგლისური) ცოდნა (სასაუბრო დონეზე) და კომპიუტერის ცოდნა (პროფესიულ) დონეზე. 3. მინისტრის საგანგებო დავალებების და კონტროლის ბიუროს სპეციალისტი მთავარი, წამყვანი და სპეციალისტი – “საქართველოს კონსტიტუციის”, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების “საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ” და იმ შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. კომპიუტერის ცოდნა (პროფესიულ დონეზე.)