განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.05.2001
ძალის დაკარგვა 23.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 430210000.11.101.004779
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 28/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Gorda;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Gorda","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Gorda","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Gorda","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.004.779
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №111
2001 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის “პ” ქვეპუნქტისა და 57-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს განათლების განყოფილების ტიპური დებულება (დანართი №1);
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ.კარტოზია
განათლების განყოფილების ტიპური დებულება
მუხლი 1🔗. განათლების განყოფილების სტატუსი
1. განათლების განყოფილება არის საქართველოს განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს განათლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში.
2. განათლების განყოფილება არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან.
მუხლი 2🔗. განათლების განყოფილების ვალდებულებები
განათლების განყოფილება:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის კანდიდატურას.
ბ) სასკოლო ოლქს დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის კანდიდატურას.
გ) ნიშნავს სახელმწიფო სკოლამდელი და დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს.
დ) ასრულებს შვილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონით დადგენილ ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. შვილებასთან, მეურვეობასთან და მზრუნველობასთან დაკავშირებული ვალდებულებები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, განათლების განყოფილება:
ა) გასცემს დასკვნას შვილად აყვანის შესახებ;
ბ) სასამართლო წესით მოითხოვს შვილად აყვანის გაუქმებას და/ან ბათილად ცნობას;
გ) მიმართავს სასამართლოს მშობლისათვის (მშობლებისათვის) ბავშვის (ბავშვების) ჩამორთმევისა და მის მეურვეობაში ან მზრუნველობაში გადაცემის მოთხოვნით.
დ) ნიშნავს მეურვესა და/ან მზრუნველს.
ე) ახორციელებს ზედამხედველობას მეურვისა და/ან მზრუნველის საქმიანობაზე.
ვ) ნიშნავს სამზრუნველო და/ან სამეურვეო პირის ქონების მეურვეს.
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მეურვისა და მზრუნველის გათავისუფლების თაობაზე მათი მოვალეობისაგან.
კ) იხილავს დაინტერესებული პირის (მათ შორის სამზრუნველო და/ან სამეურვეო პირის) საჩივარს მეურვისა და/ან მზრუნველის მოქმედებასთან დაკავშირებით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ლ) იღებს გადაწყვეტილებას მეურვეობისა და/ან მზრუნველობის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 4🔗. მეურვისა და მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები
1. ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილი ფუნქციების შესრულებისას განათლების განყოფილება ვალდებულია შეისწავლოს გადასაწყვეტი საკითხი, შეკრიბოს საჭირო ინფორმაცია, შეამოწმოს მიღებული ინფორმაცია და წარდგენილი დოკუმენტაცია, განსაზღვროს თავისი გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგი. მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
2. მეურვისა და/ან მზრუნველის საქმიანობაზე ხორციელდება რეგულარული და რიგგარეშე ზედამხედველობა.
3. რეგულარული ზედამხედველობა ხორციელდება მეურვეობისა და მზრუნველობის მთელ პერიოდში შემდეგი წესითა და პირობებით: განათლების განყოფილება ვალდებულია სამ თვეში არანაკლებ ერთხელ შეამოწმოს სამეურვეო და/ან სამზრუნველო პირის საყოფაცხოვრებო პირობები, მიიღოს ინფორმაცია როგორც მეურვეობისა და/ან მზრუნველობის ურთიერთობის მონაწილეების, ისე სხვა დაინტერესებული და/ან ნეიტრალური პირებისაგან, იმ სასწავლო დაწესებულებისაგან, სადაც სწავლობს ან მუშაობს სამეურვეო და/ან სამზრუნველო პირი, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მეურვესა და/ან მზრუნველს ახსნა-განმარტებანი.
4. რიგგარეშე ზედამხედველობა ხორციელდება შესაბამისი ინფორმაციის (საჩივარი, განცხადება, შეტყობინება... ) მიღების საფუძველზე ინფორმაციის მიღების დღიდან ამ მუხლით დადგენილი წესით.
5. ზედამხედველობის შედეგები უნდა შეჯამდეს შესაბამისი დასკვნით, რომელიც უნდა გაფორმდეს წერილობით. დასკვნას შეიძლება გაეცნოს ნებისმიერი პირი.
მუხლი 5🔗. განათლების განყოფილების მართვა
1. განათლების განყოფილების საქმიანობას ხელმძღვანელობს განათლების განყოფილების უფროსი, რომელსაც სასკოლო ოლქის სამმართველოს წარდგინებით არსებული კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში - ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს წარდგინებით - შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი.
2. განათლების განყოფილების უფროსს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას თანამდებობიდან ათავისუფლებს მისი დამნიშნავი ორგანო:
ა) სასკოლო ოლქის წარდგინებით;
ბ) საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 6🔗. განათლების განყოფილების უფროსის ვალდებულებები
1. განათლების განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) კოორდინაციას უწევს განყოფილების სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულებას;
გ) უზრუნველყოფს განათლების განყოფილების თანამშრომელთა, აგრეთვე პედაგოგების, საგანმანათლებლო და სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების ხელმძღვანელთა მონაწილეობას საქართველოს განათლების სამინისტროს ეგიდით გამართულ შეკრებებში, სამუშაო შეხვედრებში, სემინარებსა და სწავლებებში, სხვა მსგავს ღონისძიებებში.
2. განათლების განყოფილების უფროსი თავისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.
მუხლი 7🔗. განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე
1. განათლების განყოფილების უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე განათლების განყოფილების უფროსის წარდგენით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლების მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში - შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი.
2. განათლების განყოფილების უფროსის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას თანამდებობიდან ათავისუფლებს მისი დამნიშნავი ორგანო:
ა) სასკოლო ოლქის წარდგინებით;
ბ) განათლების განყოფილების უფროსის წარდგინებით;
გ) საკუთარი ინიციატივით.
3. განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე განყოფილების უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნისას, ან მის მიერ ვალდებულებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.
4. უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს განათლების განყოფილების უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროს.
მუხლი 8🔗. განათლების განყოფილების სტრუქტურული ქვედანაყოფები და საშტატო ნუსხა
განათლების განყოფილების სტრუქტურასა და ტიპურ საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლების მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. განათლების განყოფილების თანამშრომელთა დანიშვნის წესი
1. განათლების განყოფილების თანამშრომლის დანიშვნა ხდება კონკურსის საფუძველზე.
2. კონკურსს განათლების განყოფილების უფროსის კანდიდატურის შესარჩევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება განათლების სამინისტროს მიერ.
3. განათლების განყოფილების სხვა დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე პირებს ნიშნავს განყოფილების უფროსი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარდგინებით.