საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით `საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№116-უ.ს.გ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110523018, 24/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით �საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე�საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი �საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ����������������� ნ. ზოსიძე

ბათუმი,

2011 წლის 19 მაისი.

�116-უ.ს.გ.ს.

 

პროექტი

საქართველოს კანონი

�საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.�საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, �41, 30.12.2008, მუხლი: 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 31-ე მუხლის �გ1და �გ2� პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ1) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია � 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში � 30 კალენდარული დღის ვადაში � 50 ლარი;�;

�გ2) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია � 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში � 30 კალენდარული დღის ვადაში � 300 ლარი;�.

2. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ა1�ქვეპუნქტი.

�ა1) საქართველოს კანონის �მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ� დანართში ჩამოთვლილი სოფლების, თემების და დაბების საზღვრებში მოქცეულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია � 4 სამუშაო დღის ვადაში�.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი������ მ. სააკაშვილი

 

განმარტებითი ბარათი

�საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა დამატების თაობაზე� საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის რეალიზაცია, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შეღავათების დადგენა.

მოქალაქეები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ უძნელდებათ საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ აღნიშნული კატეგორიის მართლზომიერ მფლობელებს მიწის ნაკვეთები გააჩნიათ რამდენიმე ადგილას და შესაბამისად მათი რეგისტრაციისათვის საფასურის გადახდა თითოეულ ნაკვეთზე ხდება ცალ-ცალკე. ამის გამო, მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მაღალმთიან რეგიონებში დაინტერესებულ პირთა მიერ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მაჩვენებელი არ აღემატება 10%-ს. არსებული მდგომარეობა უარყოფითად აისახება,ზოგადად, როგორც საკუთრების უფლების დაცვაზე, ასევე მაღალმთიან რეგიონებში არსებული უძრავი ნივთების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევასა და მიწის ბაზრის განვითარებაზე.

კანონპროექტის მიღების მიზეზია აგრეთვე ქალაქ თბილისისა და ბათუმის ურბანული განვითარებით წარმოშობილი პრობლემების მოგვარება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ თბილისისა და ბათუმის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფასური შეადგენს 300 ლარს, ხოლო სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში � 50 ლარს. აქედან გამომდინარე,იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთები გააჩნდათ ქალაქ თბილისისა და ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე და ურბანული განვითარების გამო მოექცნენ ამ ქალაქების საზღვრებში, წარმოდგენილი კანონპროექტით, უწესდებათ ორწლიანი საშეღავათო პერიოდი.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონის სრულყოფა, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობების სამართლიანად გადაწყვეტა, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წახალისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

1. 31-ე მუხლის �გ1�და �გ2� პუნქტებში შეტანილი ცვლილებებით დგინდება საშეღავათო ორ-წლიანი პერიოდი იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციაზე, რომლებიც ქალაქ თბილისისა და ბათუმის საზღვრებში მოექცა მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან შემოერთების ხარჯზე. ამ კატეგორიის დაინტერესებულ პირებს 300 ლარის ნაცვლად ორი წლის განმავლობაში უძრავი ქონების რეგისტრაცია შეეძლებათ 50 ლარად.

2. 33-ე მუხლის �ა1�ქვეპუნქტის დამატებით შესაძლებელი ხდება მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის შეღავათიანი პირობების დადგენა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, ამ კატეგორიის მოქალაქეები თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის 50 ლარის გადახდისაგან.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება საწყის ეტაპზე გარკვეულწილად შეამცირებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, თუმცა უძრავი ნივთების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევით, სამომავლოდ დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამ ეტაპზე კანონპროექტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზუსტი გავლენის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი დამოკიდებულია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტაციის რაოდენობაზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტი არ იწვევს საზოგადოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

პირები, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში შეღავათიან პირობებში შეეძლებათ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც დადებითად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლების ან სხვა სახის გადასახადების ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს.

გ) კანონპროექტის მიმართება საე რ თაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფი ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე.

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი.

კანონპროექტის ინიციატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.