საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ
მიღების თარიღი 22.05.2001
ძალის დაკარგვა 31.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 430210000.11.101.004784
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 29/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"ACADEMIURY A&V";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:63.8pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-63.8pt; font-size:12.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 49.65pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.004.784
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №116
2001 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ
1. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (თავი III, მუხლი მე-18) შესაბამისად, დამტკიცდეს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი”.
2. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებმა, სასკოლო ოლქის სამმართველოებმა, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებებმა:
ა) დროულად დაიყვანონ აღნიშნული ბრძანება ყველა სასწავლო დაწესებულებამდე;
ბ) პრაქტიკული დახმარება და კონტროლი გაუწიონ სასწავლო დაწესებულებებს სასწავლო წლის ორგანიზებულად დამთავრების საქმეში.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2002 წლის 1 სექტემბრამდე.
4. საქართველოს განათლების მინისტრის 1999 წლის 10 მაისის №141 ბრძანებით დამტკიცებული ,,წესები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, გამოშვებისა და მე-10 კლასში მიღების შესახებ” ჩაითვალოს ძალადაკარგულად.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ თ. ტატიშვილს.
ალ. კარტოზია
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი
I. მოსწავლეთა გადაყვანისა და გამოშვების წესი
1. პირველი კლასის მასწავლებელი სასწავლო წლის ბოლოს ადგენს თითოეული მოსწავლის პედაგოგიურ დახასიათებას, რის საფუძველზეც, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსწავლე გადადის მეორე კლასში.
2. II-V, VII-VIII და X კლასებიდან შემდეგ კლასში გადაჰყავთ ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში აქვთ დადებითი წლიური შეფასება.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსწავლეთა გათავისუფლება შრომითი სწავლების, ფიზიკური აღზრდისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების გაკვეთილებიდან არ ახდენს გავლენას შემდეგ კლასში გადაყვანასა და სკოლიდან გამოშვებაზე.
4. სემესტრული ნიშნების საფუძველზე, მასწავლებლებს გამოჰყავთ წლიური ნიშნები საგნებში მოსწავლეთა ცოდნის, უნარისა და ჩვევების ფაქტობრივი დონის გათვალისწინებით, მეცადინეობის შეწყვეტამდე 2-3 დღით ადრე. II-IV კლასებში ნიშნები ყოფაქცევაში გამოჰყავთ ამ კლასების მასწავლებლებს, ხოლო V-XI კლასებში – კლასის ხელმძღვანელებს, დადგენილი წესის შესაბამისად.
5. VI და IX კლასების მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასება, შესაბამისად, ეძლევათ დაწყებითი და საბაზო განათლების მოწმობები.
6. წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში მოსწავლეს დაეწერება მხოლოდ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში II-IV კლასების მასწავლებლები და V-XI კლასების ხელმძღვანელები პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენენ შესაბამის დასაბუთებას.
7. გადასაყვანი და VI კლასების მოსწავლეები, რომელთაც აქვთ არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში, პირობით გადაჰყავთ შემდეგ კლასში.
IX კლასის მოსწავლე, რომელსაც აქვს ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასება, მაგრამ, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში, ღებულობს საბაზო განათლების მოწმობას. ამ მოსწავლის მეათე კლასში ჩარიცხვის საკითხს სკოლის მიმღები კომისია განიხილავს მხოლოდ მომდევნო წელს.
8. XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში, არ დაიშვებიან გამოცდებზე და მიეცემათ ცნობა საშუალო სკოლის კურსის მოსმენის შესახებ. საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდები მათ შეუძლიათ ჩააბარონ მომდევნო წლებში ექსტერნად.
9. V-XI კლასების მოსწავლეებს, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ არა უმეტეს ორ საგანში, ან ავადმყოფობისა და სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, ენიშნებათ საშემოდგომო გამოცდა. ამ მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, დატოვების ან გამოშვების საკითხი წყდება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, საშემოდგომო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.
10. II-X კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური ან საბოლოო შეფასება მიიღეს სამ და მეტ საგანში, აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საშემოდგომო გამოცდა, დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში.
11. II-IV კლასების მოსწავლეები, რომელთაც ვერ დაძლიეს პროგრამა მშობლიურ ენასა და მათემატიკაში, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დატოვებულ იქნენ იმავე კლასში კურსის განმეორებით გასავლელად.
12. I-IVკლასების მოსწავლეთა გადაყვანა დამხმარე სასწავლო დაწესებულებაში ხდება სამედიცინო-პედაგოგიური კომისიის დასკვნით. ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასცემს სამედიცინო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სკოლის ექიმი (სოფლად – რაიონის პედიატრი), ექიმი სპეციალისტი, მთავარი ექიმი იმ რაიონის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებისა, რომლის ტერიტორიაზეც არის სკოლა.
13. XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ ორზე მეტ საგანში, გადიან სკოლიდან და ეძლევათ ცნობა საშუალო სკოლის კურსის მოსმენის შესახებ (თუ მოსწავლეს გამოცდის შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუგროვდა ორზე მეტ საგანში, საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად იგი მომდევნო წელს გამოცდებს აბარებს იმ საგნებშიც, რომლებშიც არ იქნა დაშვებული წინა წელს. მოსწავლეს, რომელიც მომდევნო წელს ვერ ან არ ჩააბარებს გამოცდას თუნდაც ერთ დარჩენილ საგანში, უფლება ეძლევა შემდგომში საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად გამოცდები ჩააბაროს მხოლოდ ექსტერნად.
14. XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ავადმყოფობის გამო გააცდინეს 45 დღეზე მეტი, მათი სურვილით და პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დატოვებულ იქნენ იმავე კლასში.
15. დაწყებითი საფეხურის კლასების 14 წლის და VII-IX კლასების 18 წლის მოსწავლეები, რომლებიც დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებასთან შეთანხმებით, გაირიცხებიან სკოლიდან.
16. მოსწავლეთა იმავე კლასში დატოვებისა და გამოცდებზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას მშობლიური ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა (არარუსულ სკოლებში) ჩაითვლება ერთ საგნად.
17. V-XI კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება აქვთ მშობლიურ ენაში ან ლიტერატურაში, ან ორივეში, საშემოდგომო გამოცდას აბარებენ შესაბამისად, ენაში ან ლიტერატურაში, ან – ორივეში.
18. მოსწავლეთა გადაყვანის, გამოცდებზე დაშვების, იმავე კლასში დატოვების, საშემოდგომო გამოცდების მიცემის საკითხს წყვეტს სკოლის პედაგოგიური საბჭო, რომლის გადაწყვეტილება ამ საკითხებზე ოფიციალურად უნდა ეცნობოს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
19. საშემოდგომო გამოცდები ყველა კლასისათვის ტარდება 21-დან 27 აგვისტოს ჩათვლით.
20. XI კლასების მოსწავლეები ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო გამოსაშვები გამოცდებიდან, როგორც წესი, არ თავისუფლდებიან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საკითხს წყვეტს განათლების მინისტრი.
21. მოსწავლე, რომელიც ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა გამოცდებზე, სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ გამოცდებზე დაიშვება შემოდგომაზე. თუ მოსწავლე ავადმყოფობის გამო შემოდგომაზეც ვერ გამოცხადდა გამოცდებზე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასების შეთხვევაში, მას მიეცემა საშუალო განათლების ატესტატი წლიური ნიშნების საფუძველზე.
22. სკოლის დირექტორი ვალდებულია გამოცდების დაწყებამდე წესები განიხილოს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, ხოლო ის პუნქტები, რომლებიც ეხება მოსწავლესა და მშობელს, გააცნოს მათ.
23. XI კლასში გამოსაშვები, აგრეთვე, ექსტერნების გამოცდების რაოდენობას, მათი ჩატარების წესს, ფორმასა და ვადებს ამტკიცებს განათლების სამინისტრო.
24. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას XI გამოსაშვებ კლასებში, სკოლის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილება გამოცდების დაწყებამდე ორი კვირით ადრე.
25. მასწავლებელი (დირექტორი, მისი მოადგილე), რომელიც მოცემულ კლასში ასწავლის საგამოცდო საგანს, არ შეიძლება იყოს ამ საგანში სააგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.
26. საგამოცდო კომისიის წევრებად მტკიცდებიან უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლები. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის წევრებად შეიძლება დამტკიცდნენ დაუმთავრებელი უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლები, მათი ფაქტობრივი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლაში შეიძლება შეიქმნას რამდენიმე საგამოცდო კომისია.
27. გამოცდები ტარდება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ცხრილით, რომელიც გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გამოიკვრება მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთათვის გასაცნობად. ცხრილში გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) თითოეულ კლასში დღეში არა უმეტეს ერთი გამოცდისა;
ბ) გამოცდებს შორის შუალედების ხანგრძლივობა, თითოეული სასწავლო საგნის კურსის მოცულობის შესაბამისად (არანაკლებ ორი დღისა);
გ) საგამოცდო საგნებში კონსულტაციების ჩატარების დღეები და საათები.
28. მოსწავლეებს ეკრძალებათ გამოცდებზე რვეულების, სახელმძღვანელოების, სასწავლო და საცნობარო მასალების მიტანა. XI კლასის მოსწავლეებს უფლება ეძლევათ ისარგებლონ რუკებით, ცხრილებით, სტატისტიკური ცნობარებით, მოდელებით, სქემებით, კოლექციებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით.
29. მოსწავლეები, რომელთაც წერითი სამუშაო შეასრულეს, ნამუშევრებს აბარებენ საგამოცდო კომისიას და გადიან საკლასო ოთახიდან.
30. საგამოცდო წერითი ნამუშევრები ინახება სკოლის დირექტორთან. მასწავლებელი მათ ასწორებს სკოლაში, საგამოცდო კომისიის წევრებთან ერთად. ნაშრომის შემოწმებისას შეცდომებს ხაზი უნდა გაესვას. მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში წერითი ნამუშევრების გასწორებისას ცალკე (რვეულის არეზე) უნდა იქნეს გამოტანილი და დაჯამებული დაშვებული შეცდომები მათი სახეების მიხედვით.
31. თუ გამოსაცდელთა რიცხვი 20-ს აღემატება, ზეპირი გამოცდისას კლასი ორ ჯგუფად იყოფა, მაგრამ გამოცდა ერთ დღეს ტარდება, თითოეულ ჯგუფს ეძლევა მოცემულ საგანში ბილეთებისა და დამატებითი მასალების სრული კომპლექტი. ნახმარი ბილეთების განმეორებითი გამოყენება იმავე ჯგუფში არ შეიძლება. დამატებითი მასალა (ტესტები, ამოცანები, მაგალითები, პარალელური კლასებისათვის სხვადასხვა ვარიანტად უნდა შედგეს, ხოლო იმ კლასისათვის, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, დამატებით მასალას მასწავლებელი ადგენს ერთ ვარიანტად.
32. გამოსაცდელ მოსწავლეს პასუხის მოსამზადებლად ეძლევა 15-20 წუთი.
33. მოსწავლეს, რომელიც საგამოცდო ბილეთის აღებისთანავე განაცხადებს, რომ არ შეუძლია უპასუხოს მოცემულ კითხვებზე, საგამოცდო კომისიის ნებართვით, შეუძლია აიღოს მეორე ბილეთი, მაგრამ შეფასებისას აკლდება ერთი ნიშანი.
34. გამოცდას ხელმძღვანელობს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.
35. საგამოცდო კომისიის წევრები ისმენენ მოსწავლის პასუხს ბილეთის მიხედვით. გამოსაცდელს შეიძლება მიეცეს დამატებითი კითხვები, როგორც წესი, ბილეთით გათვალისწინებული მასალის ფარგლებში. თუ მოსწავლე ბილეთზე პასუხის გაცემისას ვერ გამოამჟღავნებს მასალის დამაკმაყოფილებელ ცოდნას, მას დამატებით შეიძლება დაესვას კითხვები პროგრამული მასალიდან. მოსწავლეებს შეკითხვა შეიძლება მისცეს მხოლოდ გამომცდელმა მასწავლებელმა, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ, წევრებმა და იმ პირებმა, რომელთაც სკოლის ინსპექტირების უფლება აქვთ.
36. გამოცდაზე გარეშე პირთა დაშვება აკრძალულია.
37. ზეპირი გამოცდების დროს მოსწავლეებისათვის წესდება შესვენება ყოველი აკადემიური საათის შემდეგ, ამასთან, გამოძახებული მოსწავლის გამოკითხვა არ წყდება. პასუხის დამთავრების შემდეგ მოსწავლე გადის კლასიდან.
38. გამოცდის დამთავრების შემდეგ კომისია აფასებს მოსწავლეთა პასუხებს, წერს შეფასებას და შეაქვს საგამოცდო ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მოცემული საგნის საგამოცდო კომისიის ყველა წევრი. ზეპირ გამოცდაზე მიღებული შეფასება გამოცდის დამთავრებისთანავე შეიტანება საგამოცდო ოქმში და ეცნობება მოსწავლეს. წერითი გამოცდის შეფასება მოსწავლეს გამოეცხადება მომდევნო გამოცდის ჩატარებამდე.
39. მოსწავლის წერითი ნამუშევრის ან ზეპირი პასუხის შეფასებისას, საგამოცდო კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, საკითხი წყდება ხმის უმრავლესობით; აზრი კომისიის იმ წევრებისა, რომლებიც არ ეთანხმებიან უმრავლესობის გადაწყვეტილებას, შეტანილ უნდა იქნეს ოქმში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარე არ ეთანხმება უმრავლესობის აზრს, საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს განათლების განყოფილება.
40. იმ საგნებში, რომლებშიც ტარდება გამოცდები, მოსწავლეთათვის საბოლოო შეფასებები გამოჰყავთ საგამოცდო კომისიებს, წლიურ და საგამოცდო შეფასებათა საფუძველზე.
41. მოსწავლის მიერ ზეპირ ან წერით გამოცდაზე დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში საგამოცდო კომისიას შეუძლია მას ჩამოართვას მიმდინარე წელს გამოცდების გაგრძელების უფლება. მოსწავლეს, რომელიც გამოცდაზე შემჩნეული იქნება ,,შპარგალკის” გამოყენებაში ან გამოყენების მცდელობაში, ჩამოერთმევა მოცემული გამოცდის გაგრძელების უფლება და გაუფორმდება ნიშანი ,,2” (ცუდი), რის შესახებაც გაფორმდება სათანადო აქტი, ხოლო საგამოცდო ოქმში გაკეთდება აღნიშვნა ,,შპარგალკა”.
II. მეათე კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი
42. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების, გიმნაზიებისა და ლიცეუმების მეათე კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვა უნდა მოხდეს მოსწავლის მიერ სასწავლო დაწესებულების დირექტორის სახელზე დაწერილი განცხადებისა და საბაზო განათლების მოწმობის საფუძველზე. საბუთების შეტანის საბოლოო ვადაა 25 აგვისტო.
43. მეათე კლასში ჩასარიცხთა შემადგენლობას და მათგან იმ კონტინგენტს, ვინც სახელმწიფოს ხარჯზე გააგრძელებს სწავლას, განსაზღვრავს სკოლის მიმღები კომისია, რომლის შემადგენლობას განიხილავს და ამტკიცებს სკოლის პედაგოგიური საბჭო. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5-7 კაცით, მათ შორის, აუცილებელია იყოს სკოლის დირექტორი და მშობელთა კომიტეტის წარმომადგენელი (მიმღები კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სკოლაში ჩასარიცხი მეათეკლასელის მშობელი).
44. მიმღები კომისია განსაზღვრავს, თუ რამდენი მოსწავლის საგანმანათლებლო მომსახურება შეუძლია სკოლას, განიხილავს მეათე კლასში სწავლის გაგრძელების მსურველთა განცხადებებს, მათ მიერ წარმოდგენილ საბუთებს და, ამის საფუძველზე, 29ს აგვისტომდე ადგენს როგორც ჩასარიცხ მოსწავლეთა საერთო სიას, ასევე – ამ შემადგენლობიდან კონტინგენტს იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ისწავლიან სახელმწიფოს ხარჯზე.
45. მოსწავლეთა შემადგენლობა, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის, შეირჩევა მხოლოდ აღნიშნული სკოლის ცხრაკლასდამთავრებულთაგან (ეს არ ეხება დამოუკიდებელი ცხრაწლიანი სკოლის კურსდამთავრებულებს; იხ. პუნქტი 48).
46. იმ მოსწავლეთა შემადგენლობის განსაზღვრისას, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის, პირველ ყოვლისა, უნდა გაითვალისწინონ მოსწავლის აკადემიური მოსწრება, მონაწილეობა სასწავლო ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. მას შემდეგ, რაც კომისია განსაზღვრავს სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა კონტინგენტის რიცხოვნობას, მასში ჩარიცხვა მოხდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) ჩვეულებრივ არაპროფილურ კლასში მოსწავლეთა პირველადი შერჩევა უნდა მოხდეს წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკული ქულის შესაბამისად. თანაბარი მინიმალური გამსვლელი ქულის შემთხვევაში ტარდება მეორადი შერჩევა და უპირატესობა მიენიჭებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უფრო მაღალი საშუალო არითმეტიკული შეფასება ექნებათ შემდეგ საგნებში: მშობლიური ენა, მშობლიური ლიტერატურა, ალგებრა, გეომეტრია, საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია;
ბ) ჰუმანიტარული საგნების, მათ შორის, უცხო ენების გაღრმავებული სწავლების პროფილის კლასში მოსწავლეთა პირველადი შერჩევა უნდა მოხდეს მშობლიური ენის, მშობლიური ლიტერატურის, რუსული ენის, რუსული ლიტერატურის, უცხოური ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის, მსოფლიო ისტორიის წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკული ქულის შესაბამისად. თანაბარი გამსვლელი ქულის შემთხვევაში ტარდება მეორადი შერჩევა და უპირატესობა მიენიჭება უფრო მაღალქულიანი წლიური ნიშნების მქონე მოსწავლეს;
გ) ფიზიკა-მათემატიკური და ტექნიკური პროფილის კლასში მოსწავლეთა პირველადი შერჩევა უნდა მოხდეს ალგებრის, გეომეტრიის, ფიზიკის, მშობლური ენის, მშობლიური ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ხაზვის წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკული ქულის შესაბამისად. თანაბარი გამსვლელი ქულის შემთხვევაში, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ბ) ქვეპუნქტის ბოლო წინადადებით;
დ) ქიმია-ბიოლოგიური და სხვა საბუნებისმეტყველო პროფილის კლასში მოსწავლეთა პირველადი შერჩევა უნდა მოხდეს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, საქართველოს გეოგრაფიის, მშობლიური ენის, მშობლიური ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკული ქულის შესაბამისად. თანაბარი გამსვლელი ქულის შემთხვევაში, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ბ) ქვეპუნქტის ბოლო წინადადებით.
ე) ყველა არაქართულენოვან სკოლაში პირველადი შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს წლიური ნიშანი ქართულ ენაში.
47. საგნობრივი ოლიმპიადების რესპუბლიკურ ტურებში გამარჯვებულები, აგრეთვე, რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დიპლომანტები პირველთა შორის უნდა ჩაირიცხონ იმ მოსწავლეთა სიაში, რომლებიც ისწავლიან სახელმწიფოს ხარჯზე.
48. თუ თანაბარი გამსვლელი ქულა რამდენიმე მოსწავლისათვის ძალაში დარჩა მეორადი შერჩევის შემდეგადაც, მაშინ პედაგოგიურ საბჭოს უფლება ეძლევა განსაზღვროს სწავლების გადასახადიდან მოსწავლის გათავისუფლების დამატებითი პირობები.
49. დამოუკიდებელი საბაზო სკოლების კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ, წლიური ნიშნების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღონ თავიანთ საბაზო საშუალო სკოლაში სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა კონტინგენტის შესარჩევ კონკურსში, ზემოთ ჩამოთვლილი წესების შესაბამისად.
50. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსწავლეთა მეათე კლასში ჩარიცხვისა და სწავლის საფასურის გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ 1 სექტემბრამდე იღებს სკოლის პედაგოგიური საბჭო მიმღები კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე; მიღებული გადაწყვეტილების შედეგები დაუყოვნებლივ ეცნობება მოსწავლეთა მშობელს.
51. მოსწავლეებს უფლება აქვთ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ მეათე კლასში სწავლის გასაგრძელებლად განცხადება და საბუთები შეიტანონ სხვა სკოლაში იმ პირობით, რომ იქ მათ მოუწევთ პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა, რის შემდეგადაც სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა კონტინგენტში მათი გადაყვანის საკითხს, ისევე, როგორც ამ კლასის სხვა მოსწავლეებისა, განსაზღვრავს როტაცია, ანუ მოსწავლის სემესტრული შედეგების მიხედვით ფასიანიდან უფასოში (და – პირიქით) გადაყვანა. ამავე წესით ჩაირიცხებიან სხვა სკოლიდან გადმოსული სწავლის საფასურის გადასახადიდან გათავისუფლებული მოსწავლეებიც.
III. გამოსაშვები გამოცდები მეთერთმეტე კლასში
52. მე-11 კლასში, 19-დან 25 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში ტარდება სავალდებულო სახელმწიფო საატესტაციო გამოცდები შემდეგ საგნებში:
ა) არაპროფილურ კლასებში:
მშობლიური ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 19 ივნისს
ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 22 ივნისს
საქართველოს ისტორაში – (ზეპირი), არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენაში – (ზეპირი).
ბ) ჰუმანიტარული პროფილის კლასებში:
მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 19 ივნისს
მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – (ზეპირი), იმ სკოლებში, რომლებშიც გაღრმავებულად ისწავლება უცხოური ენა – უცხოურ ენაში – (ზეპირი)
საქართველოს ისტორიაში – (ზეპირი), არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში – (ზეპირი).
გ) არაჰუმანიტარული პროფილის კლასებში:
მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 19 ივნისს
ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 22 ივნისს
სკოლის მიერ შერჩეულ ერთ მაპროფილებულ საგანში.
53. თემებსა და მაგალითებს წერითი გამოცდებისათვის ყველა უწყებისა და არასახელმწიფო სასწავლებლების XI კლასისათვის ამზადებს და აქვეყნებს განათლების სამინისტრო.
54. ბილეთებს ზეპირი გამოცდებისათვის XI კლასისათვის ამზადებს და აქვეყნებს განათლების სამინისტრო, ხოლო სკოლის მიერ შერჩეულ საგნებში – სკოლა. საგამოცდო მასალას ზეპირი გამოცდებისათვის ადგენს შესაბამისი საგნის მასწავლებელი. საგნობრივი მეთოდგაერთიანების სხდომაზე განხილვის შემდეგ კი ამტკიცებს სკოლის დირექტორი გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. საგამოცდო მასალა პარალელური კლასებისათვის მზადდება ცალ-ცალკე და იგი წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი მოსწავლეებისათვის.
55. XI კლასის საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე (დირექტორი, მისი მოადგილე ან მასწავლებელი), მოცემული საგნის მასწავლებელი, კომისიის ორი წევრი (იმავე ან მონათესვე საგნის სპეციალისტები).
56. საშემოდგომო გამოცდას, როგორც წესი, ატარებს იგივე კომისია, რომელიც ღებულობდა გამოცდას გაზაფხულზე. თუ საგანში არ იყო გამოცდა, საგამოცდო კომისია იქმნება ახლად, იმავე წესით, რაც საგაზაფხულო გამოცდებისათვის არის დაწესებული.
57. ცხრაწლიანი სკოლის ბაზაზე მომუშავე XI კლასის მოსწავლეები გამოცდებს, განათლების განყოფილების გადაწყვეტილებით, აბარებენ ერთ-ერთ უახლოეს საშუალო სკოლაში. ატესტატს გასცემს ის სკოლა, რომელშიც მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდები.
58. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, განმეორებითი გამოცდები ტარდება მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – 27; ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 29 ივნისს.
59. საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება სასწავლო წლის დაწყებამდე. მშობლიურ ენა-ლიტერატურასა და ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი საშემოდგომო გამოცდების ჩატარების თარიღებს განსაზღვრავენ ადგილობრივი განათლების ორგანოები.
60. წერით გამოცდებზე მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს ეძლევათ სამი თემა. მათ აქვთ არჩევის უფლება.
61. წერითი სამუშაოს შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში 6 ასტრონომიული საათი, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 4 საათი.
62. XI კლასში წერით გამოცდაზე ენასა და ლიტერატურაში (თხზულება) ნიშანი იწერება ცალ-ცალკე. წერითი ნამუშევარი ერთი ნიშნით ფასდება მხოლოდ ქართულ ენაზე სწავლების სკოლებში. მშობლიური ენა (სწავლების ენა) და ლიტერატურა, გეომეტრია, ალგებრა და ანალიზის საწყისები დამოუკიდებელ საგნებად ითვლება.
63. საგამოცდო თემები მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და მაგალითების ნომრები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში ქვეყნის ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებისათვის, აგრეთვე, ცალკე ვარიანტი ალგებრისა და ანალიზის საწყისებში ფიზიკა-მათემატიკის პროფილის კლასებისათვის, ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადაიცემა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის პირველი პროგრამით გამოცდების ჩატარების დღეს, 8 საათსა და 30 წუთზე (ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზებული სკოლები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდის საკითხებს პაკეტებით მიიღებენ გამოცდის დაწყებამდე საქართველოს განათლების სამინისტროში).
64. თემები საგამოცდო თხზულებისათვის და მაგალითები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში განმეორებითი გამოცდებისათვის გადაიცემა რადიოთი 27 და 29 ივნისს.
65. სკოლის დირექტორს ევალება უზრუნველყოს რადიო (ტელე) გადაცემების შეუფერხებელი მიღება.
66. საგამოცდო თემებს და მაგალითების ნომრებს რადიოთი (ტელევიზიით) მოისმენენ და ჩაიწერენ საგამოცდო კომისიის წევრები ცალკე ოთახში და 9 საათზე გააცნობენ მოსწავლეებს.
67. მოსწავლეებმა საგამოცდო ოთახში ადგილები უნდა დაიკავონ გადაცემის დაწყებამდე. მოსწავლე, რომელიც გამოცდაზე გამოცხადდება გადაცემის დაწყების შემდეგ, გამოცდაზე არ დაიშვება. იგი ამ გამოცდას ჩააბარებს განმეორებითი გამოცდის დღეს, განათლების განყოფილების ნებართვით.
68. გამოცდების ორგანიზება და სკოლაში წესრიგის დაცვა ევალება სკოლის დირექტორს.
69. გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით განათლების განყოფილებაში იქმნება საგნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლის ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს ყველა სკოლის დირექტორმა.
70. გამოსაშვებ გამოცდებზე განათლების განყოფილება ყველა სკოლაში, მათ შორის, არასახელმწიფოშიც, მიავლენს წარმომადგენელს.
71. ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდისათვის ყველა ტიპის ქართული, აგრეთვე, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომუშავე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ ა. ნ. კოლმოგოროვის რედაქციით 1988 და შემდგომ წლებში გამოცემული X-XI კლასების სახელმძღვანელოთი ,,ალგებრა და ანალიზის საწყისები”, ხოლო რუსულ ენაზე მომუშავე სკოლები 1990 და შემდგომ წლებში გამოცემული გადამუშავებული სახელმძღვანელოთი.
72. XI კლასების საგამოცდო წერითი გამოცდებისათვის სკოლებს სპეციალური შტამპიანი ფურცლებით უზრუნველყოფენ განათლების განყოფილებები.
73. საგამოცდო კომისია ავსებს ოქმს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სკოლაში, მეორე ეგზავნება რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებას. განათლების სამინისტროში იგზავნება საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა საბოლოო ნიშნის ფურცელი.
74. განათლების განყოფილება, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, პასუხისმგებელია გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებაზე, იგი უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას საჯაროობის ვითარებაში, ამ მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
75. გამოცდების დამთავრების შემდეგ სკოლის პედაგოგიური საბჭო, საგამოცდო კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით, იხილავს გამოცდების შედეგებს და წყვეტს XI კლასების კურსდამთავრებულთათვის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის საკითხს.
76. საგამოცდო თემებსა და მაგალითებს XI კლასში საშემოდგომო გამოცდებისათვის სკოლებს უგზავნიან შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების განყოფილებები.
77. ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, სასკოლო ოლქის სამმართველოები, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებები, ამ წესების ზუსტი დაცვით, უზრუნველყოფენ ყველა ტიპის სკოლის ინფორმირებას, გამოცდებისათვის მზადებას, სკოლებში საგამოცდო თემებისა და მასალების შეუფერხებელ მიღებას.
78. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს ატესტატთან ერთად მიეცემა საბაზო განათლების მოწმობა.
IV. გარდამავალი დებულებანი
79. 2000-2001 სასწავლო წელს ქვეყნის ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში მეცადინეობა შეწყდება 15 ივნისს.
80. სასწავლო წლის ბოლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში გადასაყვანი გამოცდები არ ტარდება.
81. საავტორო და ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მომუშავე სკოლებს, განათლების სამინისტროში დასაბუთებული მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ, შეიძლება ნება დაერთოთ V, VII, VIII და X კლასებში ჩაატარონ გადასაყვანი გამოცდები არა უმეტეს ორ საგანში.
82. 2001 წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში მეათე კლასში მისაღები გამოცდები არ ტარდება.