საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ

მიღების თარიღი 23.05.2002
ძალის დაკარგვა 21.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №106
სარეგისტრაციო კოდი 430210000.11.101.005311
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 31/05/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,283 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.05.2002 მიღება
21.05.2003 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"ACADEMIURY A&V";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:120%; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:63.8pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-63.8pt; font-size:12.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 42.55pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.005.311 საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №106 2002 წლის 23 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ 1. “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (თავი III, მუხლი მე-18) შესაბამისად, დამტკიცდეს “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი”. 2. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებმა, სასკოლო ოლქის სამმართველოებმა, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებებმა: ა) დროულად დაიყვანონ აღნიშნული ბრძანება ყველა სასწავლო დაწესებულებამდე; ბ) პრაქტიკული დახმარება და კონტროლი გაუწიონ სასწავლო დაწესებულებებს სასწავლო წლის ორგანიზებულად დამთავრების და დამტკიცებული “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის” შესაბამისად, სახელმწიფო გამოცდების ჩატარების საქმეში. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2003 წლის 1 ივნისამდე. 4. საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 22 მაისის №116 ბრძანება “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ” ჩაითვალოს ძალადაკარგულად. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ თ. ტატიშვილს. ალ. კარტოზია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი I. მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანისა და გამოშვების წესი 1. პირველი კლასის მასწავლებელი სასწავლო წლის ბოლოს ადგენს თითოეული მოსწავლის პედაგოგიურ დახასიათებას, რის საფუძველზეც, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსწავლე გადადის მეორე კლასში. 2. II-V, VII-VIII და X კლასებიდან შემდეგ კლასში გადაჰყავთ ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში აქვთ დადებითი წლიური შეფასება. 3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსწავლეთა გათავისუფლება შრომითი სწავლების, ფიზიკური აღზრდისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების გაკვეთილებიდან არ ახდენს გავლენას შემდეგ კლასში გადაყვანასა და სკოლიდან გამოშვებაზე. 4. სემესტრული ნიშნების საფუძველზე, მასწავლებლებს გამოჰყავთ წლიური ნიშნები საგნებში მოსწავლეთა ცოდნის, უნარისა და ჩვევების ფაქტობრივი დონის გათვალისწინებით, მეცადინეობის შეწყვეტამდე 2-3 დღით ადრე. II-IV კლასებში ნიშნები ყოფაქცევაში გამოჰყავთ ამ კლასების მასწავლებლებს, ხოლო V-XI კლასებში – კლასის ხელმძღვანელებს, დადგენილი წესის შესაბამისად. 5. VI კლასის მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასება, ეძლევათ დაწყებითი განათლების მოწმობები. 6. წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში მოსწავლეს დაეწერება მხოლოდ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში II-IV კლასების მასწავლებლები და V-XI კლასების ხელმძღვანელები პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენენ შესაბამის დასაბუთებას. 7. გადასაყვანი და VI კლასების მოსწავლეები, რომელთაც აქვთ არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება ყოფაქცევაში, პირობით გადაჰყავთ შემდეგ კლასში. IX კლასის მოსწავლე, რომელსაც აქვს ყველა სასწავლო საგანში დადებითი საბოლოო შეფასება, მაგრამ, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში, ღებულობს საბაზო განათლების ატესტატს. ამ მოსწავლის მეათე კლასში ჩარიცხვის საკითხს სკოლის მიმღები კომისია განიხილავს მხოლოდ მომდევნო წელს. 8. XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში, არ დაიშვებიან გამოცდებზე და მიეცემათ ცნობა საშუალო სკოლის კურსის მოსმენის შესახებ. საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდები მათ შეუძლიათ ჩააბარონ მომდევნო წლებში ექსტერნად. 9. მოსწავლეებს, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ არა უმეტეს ორ საგანში ან საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, ენიშნებათ საშემოდგომო გამოცდა. ამ მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, დატოვების ან გამოშვების საკითხი წყდება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, საშემოდგომო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით. 10. II-X კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური ან საბოლოო შეფასება მიიღეს სამ და მეტ საგანში, აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საშემოდგომო გამოცდა, დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში. 11. I-IV კლასების მოსწავლეთა გადაყვანა დამხმარე სასწავლო დაწესებულებაში ხდება სამედიცინო-პედაგოგიური კომისიის დასკვნით. ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასცემს სამედიცინო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სკოლის ექიმი (სოფლად – რაიონის პედიატრი), ექიმი სპეციალისტი, მთავარი ექიმი იმ რაიონის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებისა, რომლის ტერიტორიაზეც არის სკოლა. 12. XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ ორზე მეტ საგანში, გადიან სკოლიდან და ეძლევათ ცნობა საშუალო სკოლის კურსის მოსმენის შესახებ. თუ მოსწავლეს გამოცდის შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუგროვდა ორზე მეტ საგანში, საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად იგი მომდევნო წელს გამოცდებს აბარებს იმ საგნებშიც, რომლებშიც არ იქნა დაშვებული წინა წელს. 13. XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ავადმყოფობის გამო გააცდინეს 45 დღეზე მეტი, მათი სურვილითა და პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დატოვებულ იქნენ იმავე კლასში. 14. დაწყებითი საფეხურის კლასების 14-ისა და VII-IX კლასების 18 წლის მოსწავლეები, რომლებიც დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებასთან შეთანხმებით, გაირიცხებიან სკოლიდან. 15. V-XI კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება აქვთ მშობლიურ ენაში ან ლიტერატურაში, ან – ორივეში, საშემოდგომო გამოცდას აბარებენ, შესაბამისად, ენაში ან ლიტერატურაში, ან – ორივეში. 16. მოსწავლეთა გადაყვანის, გამოცდებზე დაშვების, იმავე კლასში დატოვების, საშემოდგომო გამოცდების მიცემის საკითხს წყვეტს სკოლის პედაგოგიური საბჭო, რომლის გადაწყვეტილება ამ საკითხებზე ოფიციალურად უნდა ეცნობოს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. 17. საშემოდგომო გამოცდები ყველა კლასისათვის ტარდება 21-დან 29 აგვისტოს ჩათვლით. 18. მოსწავლეები ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო გამოსაშვები გამოცდებიდან, როგორც წესი, არ თავისუფლდებიან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საკითხს წყვეტს განათლების მინისტრი სკოლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობისა და სხვა სათანადო საბუთების წარმოდგენის საფუძველზე. 19. IX და XI კლასების მოსწავლეები, რომლებიც საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ გამოცდებზე დაიშვებიან შემოდგომაზე. თუ ისინი იმავე მიზეზების გამო შემოდგომაზეც ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასების შეთხვევაში, მათ მიეცემათ საბაზო ან საშუალო განათლების ატესტატები წლიური ნიშნების საფუძველზე. 20. სკოლის დირექტორი ვალდებულია გამოცდების დაწყებამდე წესები განიხილოს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, ხოლო ის პუნქტები, რომლებიც ეხება მოსწავლესა და მშობელს, გააცნოს მათ. 21. IX და XI კლასებში გამოსაშვები გამოცდების რაოდენობას, მათი ჩატარების წესს, ფორმასა და ვადებს ამტკიცებს განათლების სამინისტრო. 22. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას XI გამოსაშვებ კლასში, სკოლის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილება გამოცდების დაწყებამდე ორი კვირით ადრე. 23. მასწავლებელი (დირექტორი, მისი მოადგილე), რომელიც მოცემულ კლასში ასწავლის საგამოცდო საგანს, არ შეიძლება იყოს ამ საგანში საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. 24. საგამოცდო კომისიის წევრებად შეირჩევიან უმაღლესი განათლების, გამონაკლის შემთხვევაში, დაუმთავრებელი უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლები, მათი ფაქტობრივი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლაში შეიძლება შეიქმნას რამდენიმე საგამოცდო კომისია. 25. გამოცდები ტარდება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ცხრილით, რომელიც გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გამოიკვრება მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთათვის გასაცნობად. ცხრილში გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) თითოეულ კლასში დღეში არა უმეტეს ერთი გამოცდისა; ბ) გამოცდებს შორის შუალედების ხანგრძლივობა, თითოეული სასწავლო საგნის კურსის მოცულობის შესაბამისად (არანაკლებ ორი დღისა); გ) საგამოცდო საგნებში კონსულტაციების ჩატარების დღეები და საათები. 26. მოსწავლეებს ეკრძალებათ გამოცდებზე რვეულების, სახელმძღვანელოების, სასწავლო და საცნობარო მასალების გამოყენება. მათ უფლება ეძლევათ ისარგებლონ რუკებით, ცხრილებით, სტატისტიკური ცნობარებით, მოდელებით, სქემებით, კოლექციებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით. მოსწავლეს, რომელიც გამოცდაზე შემჩნეული იქნება ამ მოთხოვნების დარღვევაში, ჩამოერთმევა გამოცდის გაგრძელების უფლება და დაიწერება ნიშანი “2“ (ცუდი), რის შესახებაც შედგება სათანადო აქტი. 27. მოსწავლეები, რომელთაც წერითი სამუშაო შეასრულეს, ნამუშევრებს აბარებენ საგამოცდო კომისიას და გადიან საკლასო ოთახიდან. 28. საგამოცდო წერითი ნამუშევრები ინახება სკოლის დირექტორთან. მასწავლებელი მათ ასწორებს სკოლაში საგამოცდო კომისიის წევრებთან ერთად. ნამუშევრის შემოწმებისას შეცდომებს ხაზი უნდა გაესვას. მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში წერითი ნამუშევრების გასწორებისას ცალკე (რვეულის არეზე) უნდა იქნეს გამოტანილი და დაჯამებული დაშვებული შეცდომები მათი სახეების მიხედვით. 29. თუ გამოსაცდელთა რიცხვი 20-ს აღემატება, ზეპირი გამოცდისას კლასი ორ ჯგუფად იყოფა, მაგრამ გამოცდა ერთ დღეს ტარდება, თითოეულ ჯგუფს ეძლევა მოცემულ საგანში ბილეთებისა და დამატებითი მასალების სრული კომპლექტი. ნახმარი ბილეთების განმეორებით გამოყენება იმავე ჯგუფში არ შეიძლება. დამატებითი მასალა (ტესტები, ამოცანები, მაგალითები), პარალელური კლასებისათვის სხვადასხვა ვარიანტად უნდა შედგეს, ხოლო იმ კლასისათვის, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, დამატებით მასალას მასწავლებელი ადგენს ერთ ვარიანტად. 30. გამოსაცდელ მოსწავლეს პასუხის მოსამზადებლად ეძლევა 15-20 წუთი. 31. მოსწავლეს, რომელიც საგამოცდო ბილეთის აღებისთანავე განაცხადებს, რომ არ შეუძლია უპასუხოს მოცემულ კითხვებზე, საგამოცდო კომისიის ნებართვით, შეუძლია აიღოს მეორე ბილეთი, მაგრამ შეფასებისას აკლდება ერთი ნიშანი. 32. გამოცდას ხელმღვანელობს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. 33. საგამოცდო კომისიის წევრები ისმენენ მოსწავლის პასუხს ბილეთის მიხედვით. გამოსაცდელს შეიძლება მიეცეს დამატებითი კითხვები, როგორც წესი, ბილეთით გათვალისწინებული მასალის ფარგლებში. თუ მოსწავლე ბილეთზე პასუხის გაცემისას ვერ გამოამჟღავნებს მასალის დამაკმაყოფილებელ ცოდნას, მას დამატებით შეიძლება დაესვას კითხვები პროგრამული მასალიდან. მოსწავლეებს შეკითხვა შეიძლება მისცეს მხოლოდ გამომცდელმა მასწავლებელმა, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ, წევრებმა და იმ პირებმა, რომელთაც სკოლის ინსპექტირების უფლება აქვთ. 34. გამოცდაზე გარეშე პირთა დაშვება აკრძალულია. 35. ზეპირი გამოცდების დროს მოსწავლეებისათვის წესდება შესვენება ყოველი აკადემიური საათის შემდეგ, ამასთან, გამოძახებული მოსწავლის გამოკითხვა არ წყდება. პასუხის დამთავრების შემდეგ მოსწავლე გადის კლასიდან. 36. გამოცდის დამთავრების შემდეგ კომისია აფასებს მოსწავლეთა პასუხებს, წერს შეფასებებს და შეაქვს საგამოცდო ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მოცემული საგნის საგამოცდო კომისიის ყველა წევრი. ზეპირ გამოცდაზე მიღებული შეფასება გამოცდის დამთავრებისთანავე შეიტანება საგამოცდო ოქმში და ეცნობება მოსწავლეს. წერითი გამოცდის შეფასება მოსწავლეს გამოეცხადება მომდევნო გამოცდის ჩატარებამდე. 37. მოსწავლის წერითი ნამუშევრის ან ზეპირი პასუხის შეფასებისას, საგამოცდო კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში საკითხი წყდება ხმის უმრავლესობით. 38. იმ საგნებში, რომლებშიც ტარდება გამოცდები, მოსწავლეთათვის საბოლოო შეფასებები გამოჰყავთ საგამოცდო კომისიებს, წლიური და საგამოცდო შეფასებათა საფუძველზე. 39. მოსწავლის მიერ ზეპირ ან წერით გამოცდაზე დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საგამოცდო კომისიას შეუძლია მას ჩამოართვას მიმდინარე წელს გამოცდების გაგრძელების უფლება. II. გამოსაშვები გამოცდები მეცხრე კლასში და მეათე კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი 40. 5-დან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ყველა ენაზე სწავლების სახელმწიფო და არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების მე-9 კლასებში ტარდება სავალდებულო სახელმწიფო საატესტაციო ტესტური წერითი გამოცდები სამ საგანში: მათემატიკაში – 5 ივნისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 7 ივნისს, უცხოურ ენაში (რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული) – 10 ივნისს. 41. საბაზო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდებზე დაიშვება მოსწავლე, რომელსაც აქვს დადებითი წლიური შეფასება ყველა საგანში ან აქვს ერთი ან ორი არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება. 42. თუ მოსწავლეს არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვს საგამოცდო საგანში, იგი ამ საგანში გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ შემოდგომაზე. 43. თუ მოსწავლემ ერთი ან ორი არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო საგაზაფხულო გამოცდებზე, იგი ამ საგნებში გამოცდებს აბარებს შემოდგომაზე. 44. საშემოდგომო ტესტური წერითი გამოცდები ტარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 21 აგვისტოს, მათემატიკაში – 23 აგვისტოს, უცხოურ ენაში – 26 აგვისტოს. 45. მასალას IX კლასში ტესტური გამოცდებისათვის ამზადებს და სკოლებს მიაწვდის განათლების სამინისტრო. 46. ტესტურ გამოცდას ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი. თითოეულ კლასში გამოცდას ესწრება ორი მეთვალყურე: ერთი – მასწავლებელი (არასპეციალისტი), რომელიც IX კლასში არ ასწავლის, და ერთი – მშობელი, რომლის შვილი არ სწავლობს IX კლასში ან საზოგადოების წარმომადგენელი. 47. ტესტური გამოცდები ყველა სკოლაში იწყება დილის 10 სთ-ზე. საგამოცდო ტესტების დალუქული პაკეტი იხსნება გამოცდის დღეს მოსწავლეთა და გამოცდებზე დამსწრე მეთვალყურეთა თვალწინ. 48. ტესტებზე პასუხისათვის მოსწავლეს ეძლევა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში – 2 საათი და 30 წუთი, ხოლო უცხოურ ენასა და არაქართულეროვანი სკოლებისათვის ქართულ ენაში – 2 საათი. 49. IX კლასის ტესტური გამოცდების ნამუშევრებს შეფასების სქემის მიხედვით ასწორებენ ამავე სკოლის შესაბამისი საგნის მასწავლებლები. გამსწორებელთა რაოდენობას განსაზღვრავს სკოლის დირექტორი. 50. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა არის 100. მოსწავლეს, რომელიც დააგროვებს 30 ქულაზე ნაკლებს, დაეწერება “2“, 30-დან 59 ქულის ჩათვლით – “3“, 60-დან 84 ქულის ჩათვლით – “4”, 85 და მეტ ქულაზე - “5”. 51. საკლასო ჟურნალის საგამოცდო და საბოლოო ნიშნების ფურცლებში, საგამოცდო ოქმსა და მოსწავლეზე გაცემული ნიშნების ფურცელში უნდა ჩაიწეროს ტესტურ გამოცდებზე დაგროვილი ქულები და შესაბამისი ნიშნები – 3(45). 52. საბაზო განათლების ატესტატი მიეცემა მოსწავლეს, რომელსაც ყველა საგანში აქვს დადებითი საბოლოო შეფასება. 53. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების, გიმნაზიებისა და ლიცეუმების მეათე კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვა უნდა მოხდეს მოსწავლის მიერ სასწავლო დაწესებულების დირექტორის სახელზე დაწერილი განცხადებისა და საბაზო განათლების მოწმობის საფუძველზე. 54. მეათე კლასში ჩასარიცხთა შემადგენლობას და, მათგან, იმ კონტინგენტს, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე გააგრძელებს სწავლას, განსაზღვრავს სკოლის მიმღები კომისია, რომლის შემადგენლობას განიხილავს და ამტკიცებს სკოლის პედაგოგიური საბჭო. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5-7 კაცით, მათ შორის, აუცილებელია იყოს სკოლის დირექტორი და მშობელთა კომიტეტის წარმომადგენელი (მიმღები კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სკოლაში ჩასარიცხი მეათეკლასელის მშობელი). 55. მიმღები კომისია განსაზღვრავს, თუ რამდენი მოსწავლის საგანმანათლებლო მომსახურება შეუძლია სკოლას, განიხილავს მეათე კლასში სწავლის გაგრძელების მსურველთა განცხადებებს, მათ მიერ წარმოდგენილ საბუთებს და, ამის საფუძველზე, 29 აგვისტომდე ადგენს როგორც ჩასარიცხ მოსწავლეთა საერთო სიას, ასევე – ამ შემადგენლობიდან იმ მოსწავლეების კონტინგენტს, რომელიც ისწავლის სახელმწიფოს ხარჯზე. 56. მოსწავლეთა შემადგენლობა, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის, შეირჩევა მხოლოდ აღნიშნული სკოლის ცხრაკლასდამთავრებულთაგან (ეს არ ეხება დამოუკიდებელი ცხრაწლიანი სკოლის კურსდამთავრებულებს; იხ. პუნქტი 60). 57. იმ მოსწავლეთა შემადგენლობის განსაზღვრისას, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის, მიმღებმა კომისიამ, პირველ ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მიერ ტესტურ სახელმწიფო გამოცდებზე დაგროვილი ქულები, საბოლოო ნიშნების საშუალო არითმეტიკული, მონაწილეობა სასწავლო ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. თანაბარი მინიმალური გამსვლელი ქულის შემთხვევაში, ტარდება მეორადი შერჩევა და უპირატესობა მიენიჭებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უფრო მაღალი შეფასება ექნებათ მშობლიურ ენასა და მშობლიურ ლიტერატურაში, ალგებრაში, გეომეტრიაში, საქართველოს ისტორიასა და საქართველოს გეოგრაფიაში. ა) ჰუმანიტარული საგნების, მათ შორის, უცხოური ენების გაღრმავებული სწავლების პროფილის კლასში მოსწავლეთა პირველადი შერჩევა უნდა მოხდეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის ტესტურ გამოცდებზე დაგროვილი ქულების, აგრეთვე, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის, მსოფლიო ისტორიის წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. თანაბარი გამსვლელი ქულის შემთხვევაში, ტარდება მეორადი შერჩევა და უპირატესობა მიენიჭება უფრო მაღალი საბოლოო ნიშნების მქონე მოსწავლეს; ბ) ფიზიკა-მათემატიკური და ტექნიკური პროფილის კლასში მოსწავლეთა პირველადი შერჩევა უნდა მოხდეს მათემატიკაში ტესტურ გამოცდაზე დაგროვილი ქულის, აგრეთვე, ფიზიკის, მშობლური ენის, მშობლიური ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და ხაზვის წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. თანაბარი გამსვლელი ქულის შემთხვევაში, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს “ა” ქვეპუნქტის ბოლო წინადადებით; გ) ქიმია-ბიოლოგიური და სხვა საბუნებისმეტყველო პროფილის კლასში მოსწავლეთა პირველადი შერჩევა უნდა მოხდეს ტესტურ სახელმწიფო გამოცდებზე დაგროვილი ქულების, აგრეთვე, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, საქართველოს გეოგრაფიისა და საქართველოს ისტორიის წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. თანაბარი გამსვლელი ქულის შემთხვევაში, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს “ა” ქვეპუნქტის ბოლო წინადადებით; დ) ყველა არაქართულენოვან სკოლაში პირველადი შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქართულ ენაში ტესტურ გამოცდაზე დაგროვილი ქულა. 58. საგნობრივი ოლიმპიადების რესპუბლიკურ ტურებში გამარჯვებულები, აგრეთვე რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დიპლომანტები პირველთა შორის უნდა ჩაირიცხონ იმ მოსწავლეთა სიაში, რომლებიც ისწავლიან სახელმწიფოს ხარჯზე. 59. თუ თანაბარი გამსვლელი ქულა რამდენიმე მოსწავლისათვის ძალაში დარჩა მეორადი შერჩევის შემდეგადაც, მაშინ პედაგოგიურ საბჭოს უფლება ეძლევა განსაზღვროს სწავლის საფასურისაგან მოსწავლის გათავისუფლების დამატებითი პირობები. 60. დამოუკიდებელი საბაზო სკოლების კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ, საბოლოო ნიშნების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღონ თავიანთ საბაზო საშუალო სკოლაში სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა კონტინგენტის შესარჩევ კონკურსში, ზემოთ ჩამოთვლილი წესების შესაბამისად. 61. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსწავლეთა მეათე კლასში ჩარიცხვისა და სწავლის საფასურის გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ 1 სექტემბრამდე იღებს სკოლის პედაგოგიური საბჭო მიმღები კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე; მიღებული გადაწყვეტილების შედეგები დაუყოვნებლივ ეცნობება მოსწავლეთა მშობლებს. 62. მოსწავლეებს უფლება აქვთ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ მეათე კლასში სწავლის გასაგრძელებლად განცხადება და საბუთები შეიტანონ სხვა სკოლაში იმ პირობით, რომ იქ მათ მოუწევთ პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა, რის შემდეგ სახელმწიფოს ხარჯზე მოსწავლეთა კონტინგენტში მათი გადაყვანის საკითხს, ისევე, როგორც ამ კლასის სხვა მოსწავლეებისა, განსაზღვრავს როტაცია, ანუ მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული შეფასებების მიხედვით ფასიანიდან უფასოში (და – პირიქით) გადაყვანა. ამავე წესით ჩაირიცხებიან სხვა სკოლიდან გადმოსული სწავლის საფასურისაგან გათავისუფლებული მოსწავლეებიც. III. გამოსაშვები გამოცდები მეთერთმეტე კლასში 63. მე-11 კლასში, 4-დან 15 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში ტარდება სავალდებულო სახელმწიფო საატესტაციო გამოცდები შემდეგ საგნებში: ა) არაპროფილურ კლასებში: მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 4 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 11 ივნისს, საქართველოს ისტორიაში – ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენაში – ზეპირი), ფიზიკაში – (ზეპირი). ბ) ჰუმანიტარული პროფილის კლასებში: მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 4 ივნისს, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი (იმ სკოლებში, რომლებშიც გაღრმავებულად ისწავლება უცხოური ენა, უცხოურ ენაში – ზეპირი), საქართველოს ისტორიაში – ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი), სკოლის მიერ შერჩეულ ერთ მაპროფილებელ საგანში. გ) არაჰუმანიტარული პროფილის კლასებში: მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 4 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 11 ივნისს, სკოლის მიერ შერჩეულ ორ მაპროფილებულ საგანში. 64. თემებსა და მაგალითებს წერითი გამოცდებისათვის ყველა უწყებისა და არასახელმწიფო სასწავლებლების XI კლასისათვის ამზადებს და აცხადებს განათლების სამინისტრო. 65. ბილეთებს ზეპირი გამოცდებისათვის XI კლასისათვის ამზადებს და აქვეყნებს განათლების სამინისტრო, ხოლო სკოლის მიერ შერჩეულ საგნებში – სკოლა. საგამოცდო მასალა პარალელური კლასებისათვის მზადდება ცალ-ცალკე და იგი წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი მოსწავლეებისათვის. 66. XI კლასის საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე (დირექტორი, მისი მოადგილე ან მასწავლებელი), მოცემული საგნის მასწავლებელი, კომისიის ორი წევრი (იმავე ან მონათესვე საგნის სპეციალისტები). 67. საშემოდგომო გამოცდას, როგორც წესი, ატარებს იგივე კომისია, რომელიც ღებულობდა გამოცდას გაზაფხულზე. თუ საგანში არ იყო გამოცდა, საგამოცდო კომისია იქმნება ახლად, იმავე წესით, რაც საგაზაფხულო გამოცდებისათვის არის დაწესებული. 68. ცხრაწლიანი სკოლის ბაზაზე მომუშავე XI კლასის მოსწავლეები გამოცდებს, განათლების განყოფილების გადაწყვეტილებით, აბარებენ ერთ-ერთ უახლოეს საშუალო სკოლაში. ატესტატს გასცემს ის სკოლა, რომელშიც მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდები. 69. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, განმეორებითი გამოცდები ტარდება მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – 19 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 21 ივნისს. 70. საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება სასწავლო წლის დაწყებამდე. მშობლიურ ენასა-ლიტერატურაში და ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი საშემოდგომო გამოცდები ტარდება, შესაბამისად, 22 და 26 აგვისტოს. 71. წერით გამოცდებზე მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს ეძლევათ სამი თემა. მათ აქვთ არჩევის უფლება. 72. წერითი სამუშაოს შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში 6 ასტრონომიული საათი, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 4 საათი. 73. XI კლასში წერით გამოცდაზე ენასა და ლიტერატურაში (თხზულება) ნიშანი იწერება ცალ-ცალკე. წერითი ნამუშევარი ერთი ნიშნით ფასდება მხოლოდ ქართულ ენაზე სწავლების სკოლებში. მშობლიური ენა (სწავლების ენა) და ლიტერატურა, გეომეტრია, ალგებრა და ანალიზის საწყისები დამოუკიდებელ საგნებად ითვლება. 74. საგამოცდო თემები მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და მაგალითების ნომრები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში ქვეყნის ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებისათვის, აგრეთვე, ცალკე ვარიანტი ალგებრასა და ანალიზის საწყისებში ფიზიკა-მათემატიკის პროფილის კლასებისათვის, ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადაიცემა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის პირველი პროგრამით გამოცდების ჩატარების დღეს, 8 საათსა და 30 წუთზე (ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზებული სკოლები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდის საკითხებს პაკეტებით მიიღებენ გამოცდის დაწყებამდე საქართველოს განათლების სამინისტროში). 75. თემები საგამოცდო თხზულებისათვის და მაგალითები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში განმეორებითი გამოცდებისათვის გადაიცემა რადიოთი 19 და 21 ივნისს. 76. სკოლის დირექტორს ევალება უზრუნველყოს რადიო (ტელე) გადაცემების შეუფერხებელი მიღება. 77. საგამოცდო თემებს და მაგალითების ნომრებს რადიოთი (ტელევიზიით) მოისმენენ და ჩაიწერენ საგამოცდო კომისიის წევრები ცალკე ოთახში და 9 საათზე გააცნობენ მოსწავლეებს. 78. მოსწავლეებმა საგამოცდო ოთახში ადგილები უნდა დაიკავონ გადაცემის დაწყებამდე. მოსწავლე, რომელიც გამოცდაზე გამოცხადდება გადაცემის დაწყების შემდეგ, გამოცდაზე არ დაიშვება. იგი ამ გამოცდას ჩააბარებს განმეორებითი გამოცდის დღეს. 79. გამოცდების ორგანიზება და სკოლაში წესრიგის დაცვა ევალება სკოლის დირექტორს. 80. გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით განათლების განყოფილებაში იქმნება საგნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლის ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს ყველა სკოლის დირექტორმა. 81. გამოსაშვებ გამოცდებზე განათლების განყოფილება ყველა სკოლაში, მათ შორის, არასახელმწიფოშიც, მიავლენს წარმომადგენელს. 82. ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდისათვის ყველა ტიპის ქართული, აგრეთვე, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომუშავე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ კოლმოგოროვის რედაქციით 1998 და შემდგომ წლებში გამოცემული X- XI კლასების სახელმძღვანელოთი “ალგებრა და ანალიზის საწყისები”, ხოლო რუსულ ენაზე მომუშავე სკოლები – 1990 და შემდგომ წლებში გამოცემული გადამუშავებული სახელმძღვანელოთი. 83. XI კლასების საგამოცდო წერითი გამოცდებისათვის სკოლებს სპეციალური შტამპიანი ფურცლებით უზრუნველყოფენ განათლების განყოფილებები. 84. საგამოცდო კომისია ავსებს ოქმს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სკოლაში, მეორე ეგზავნება რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებას. განათლების სამინისტროში იგზავნება საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა საბოლოო ნიშნის ფურცელი. 85. განათლების განყოფილება, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, პასუხისმგებელია გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებაზე; იგი უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებას საჯაროობის ვითარებაში, ზემოაღნიშნული წესების ზუსტი დაცვით. 86. გამოცდების დამთავრების შემდეგ სკოლის პედაგოგიური საბჭო, საგამოცდო კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით, იხილავს გამოცდების შედეგებს და წყვეტს XI კლასების კურსდამთავრებულთათვის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის საკითხს. 87. საგამოცდო თემებსა და მაგალითებს XI კლასში საშემოდგომო გამოცდებისათვის სკოლებს უგზავნიან შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების განყოფილებები. 88. ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, სასკოლო ოლქის სამმართველოები, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებები, ამ წესების ზუსტი დაცვით, უზრუნველყოფენ ყველა ტიპის, მათ შორის, არასახელმწიფო (კერძო) სკოლების ინფორმირებას, გამოცდებისათვის მზადებას, სკოლებში საგამოცდო თემებისა და მასალების შეუფერხებელ მიღებას. 89. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს ატესტატთან ერთად მიეცემა საბაზო განათლების მოწმობა. IV. გარდამავალი დებულებანი 90. 2001–2002 სასწავლო წელს ქვეყნის ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მეცადინეობა შეწყდება 30 მაისს. 91. სასწავლო წლის ბოლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები არ ტარდება. 92. 2002 წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში მეათე კლასში მისაღები გამოცდები არ ტარდება.