სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.05.2001
ძალის დაკარგვა 06.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-85
სარეგისტრაციო კოდი 340010000.11.113.004788
გამოქვეყნების წყარო სსმ, 57, 01/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.004.788
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-85
2001 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 მარტის №109 ბრძანებულების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დამტკიცდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულება (დანართი №1).
2. დაევალოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციას (გ. გეწაძე) იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოსთან ერთად უზრუნველყოს:
ა) ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ბ) დადგენილი წესით ინსპექციის რეგისტრაცია სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში;
გ) ამ ბრძანების დანართთან ერთად გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 13 აპრილის №2-57 ბრძანება „მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შესახებ“ და 1997 წლის 26 დეკემბრის №2-471 ბრძანება „სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის დებულების შესახებ“.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ბ-მა ნ. დუჩიძემ.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში _ „სამინისტრო“) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექცია (შემდგომში _ „ინსპექცია“) არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. ინსპექციის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380014; გენერალ გ. გულუას ქუჩა №6;
3. ინსპექცია, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის, ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
4. ინსპექციის დებულებასა და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს _ ინსპექციის უფროსი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით.
5. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗
1. ინსპექციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საქართველოში დამზადებული და შემოტანილი, რეალიზაციისათვის განკუთვნილი ყველა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის ხარისხის კონტროლი.
2. „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ინსპექციის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული მითითებები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა (მათ შორის უცხოეთის) ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარების, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
მუხლი 3🔗
1. ინსპექციას აქვს საკუთარი დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ასევე ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
2. ინსპექციის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე კანონით ან პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული და ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლები.
3. ინსპექციის ქონებას შეადგენს მის სარგებლობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობენ ინსპექციის დამოუკიდებელ ბალანსში.
თავი II
ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4🔗
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ხელშეწყობა, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის წარმოებით და მოსახლეობის უსაფრთხო სასურსათო პროდუქციით უზრუნველყოფისათვის;
ბ) მოქალაქეთა და ორგანიზაციების განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, რომლებიც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის განსაზღვრის საკითხებს;
გ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხზე სავალდებულო სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა;
დ) სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად ხარისხის კონტროლის პროგრესული მეთოდების გამოყენება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის (მეწარმის) მიმართ;
ე) სამინისტროსთვის წინადადებების მიწოდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის ამაღლების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის;
ვ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის რაოდენობრივ-ხარისხობრივ აღრიცხვაზე, განლაგებაზე, შენახვასა (მათ შორის სახელმწიფო რეზერვში) და რაციონალურ გამოყენებაზე;
ზ) სახელმწიფოში შემოსულ, ადგილზე დამზადებულ და ტრანზიტით გამავალ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულსა და ფქვილზე ხარისხის სახელმწიფო ინსპექტირების გატარება;
თ) სათანადო მომართვის საფუძველზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ფქვილის ხარისხის განსაზღვრა და სათანადო დასკვნების გაცემა;
ი) სამომხმარებლო ბაზრის სუბიექტების (ფიზიკური და იურიდიული პირების) კუთვნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის განხორციელება;
კ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოსავლიანობის ნორმებისა და ხარისხის კონტროლის განხორციელება;
ლ) პურის მიმღებ და მარცვალგადამამუშავებელ საწარმოებში მარცვლეულისა და ფქვილის აღრიცხვიანობის სისწორის კონტროლი და მათი გადამუშავების შედეგებისა და საწარმოო კორპუსის ჩაწმენდის აქტების (ფორმა 30,30ა, 117,121) განხილვა-დამტკიცება ბუნებრივი დანაკარგების დადგენის მიზნით;
მ) საწარმოების მიერ პროდუქციის შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირების და რეალიზაციის პირობების კონტროლის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დაცვისადმი კონტროლის განხორციელება;
ო) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის საწარმოების ხარისხის ლაბორატორიებისათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
პ) შენახვის ვადაგასული და ხარისხდაქვეითებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის განსაზღვრა და დასკვნის გაცემა, მათი შემდგომი გამოყენების შესახებ;
ჟ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის დაავადება-დაზიანების კონტროლის განხორციელება.
თავი III
ინსპექციის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 5🔗
ინსპექციის უფლება-მოვალეობებს შეადგენს კანონით დადგენილი წესით:
ა) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
ბ) დააწესოს სახელმწიფო კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოში წარმოებული, იმპორტირებული და ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხზე და გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
გ) აწარმოოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის კონტროლი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრებზე (ბაზრობები, ბაზრები, სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტები) რეალიზაციის, აგრეთვე მისი იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში;
დ) განახორციელოს კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც ეწევიან სურსათის მისაღებად გამიზნული საკვები ნედლეულის წარმოებას ან იმპორტს, პროდუქციის ხარისხის კუთხით;
ე) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ეკოლოგიური სისუფთავისა და ხარისხის დასადგენად, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ისარგებლოს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ლაბორატორიებით და მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები;
ვ) დაადგინოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლები და გასცეს დასკვნა შედეგებზე;
ზ) აიღოს საანალიზო სინჯები იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სარეალიზაციოდ გათვალისწინებული პროდუქციის მოცულობიდან, ჩაატაროს ლაბორატორიული გამოკვლევები და მათი ხარისხის მაჩვენებლების მოქმედი სტანდარტებისა და ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისას, გასცეს მათი ხარისხის დამადასტურებელი დასკვნები;
თ) მიიღოს მონაწილეობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის, შენახვისა და რაციონალური გამოყენების საკითხებზე სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
ი) ითანამშრომლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის, შენახვის, რაციონალური გამოყენებისა და მიწოდების საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ორგანოებთან;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ინსტრუქციების წესებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებისას, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, ან მათთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
ლ) მოამზადოს ინსპექციისათვის სათანადო კადრები და განახორციელოს მათი კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;
მ) მიიღოს მონაწილეობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში;
ნ) განახორციელოს ღონისძიებები ინსპექციის მუშაკთა სოციალური დაცვის, შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო მომსახურების საკითხებში;
ო) შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულზე და ფქვილზე ხარისხის სერტიფიკატის (მოწმობის) ფორმებისა და მათი შევსების წესების პროექტები, შეათანხმოს შესაბამის ორგანოებთან და წარადგინოს დასამტკიცებლად დადგენილი წესით;
პ) განახორციელოს კონტროლი ინსპექციის კონტროლქვემდებარე პროდუქციაზე გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატებზე და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებები;
ჟ) განახორციელოს კონტროლი როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხზე მათი წარმოების, დამზადების რეალიზაციისა და გადამუშავების ადგილებში;
რ) მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვაში შესაბამისი უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში;
ს) დააწესოს კონტროლი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების, ბრძანებების, დადგენილებების, მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულებაზე;
ტ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის ხარისხის გაუარესების ან მათი დანაკარგების შემთხვევაში გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
უ) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ადგილზე დამზადებული და შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის შესაბამისობის სერტიფიკატის (ხარისხის მოწმობის) გარეშე რეალიზაციისა და გამოყენების შემთხვევაში.
მუხლი 6🔗
ინსპექციის თანამდებობის პირებსა და მოსამსახურეებს თავისი უფლებამოსილებების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:
ა) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შევიდნენ შესამოწმებელი ორგანიზაციის ტერიტორიაზე;
ბ) შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოითხოვონ და მიიღონ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია;
გ) შესამოწმებელ ორგანიზაციებში დადგენილი წესით აიღონ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნედლეულისა და ფქვილის სინჯები, შემოწმებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად ისარგებლონ მათი ლაბორატორიებითა და ტექნიკური საშუალებებით;
დ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის სინჯების დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევის აუცილებლობის შემთხვევაში შესამოწმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მისცენ სათანადო წინადადებები.
თავი IV
ინსპექციის სტრუქტურა
მუხლი 7🔗
1. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ინსპექციის აპარატი;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;
გ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
დ) პროდუქციის სერტიფიკაციის სამმართველო;
ე) ცენტრალური ლაბორატორია;
2. ინსპექციის შემადგენლობაშია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
გ) თბილისის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველო;
დ) ფოთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ქალაქის სამმართველო;
ე) გურიის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
ვ) იმერეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
ზ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
თ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
ი) სამცხე-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
კ) შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
ლ) ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
მ) მცხეთა-მთიანეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
ნ) კახეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო.
თავი V
საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა
მუხლი 8🔗
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში, წარმოადგენს ინსპექციას და მინდობილობის გარეშე მოქმედებს მისი სახელით.
2. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
3. ინსპექციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.
4. ინსპექციის უფროსი:
ა) წარმოადგენს ინსპექციას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს ინსპექციის, მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების საქმიანობას;
გ) ინსპექციის თანამდებობის პირების მეშვეობით წყვეტს ინსპექციის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ინსპექციის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ე) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
ვ) უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პარლამენტის, სამინისტროს და სხვა ორგანოების ნორმატიული აქტების, ბრძანებების, დავალებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, დაქვემდებარებული სამსახურების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს;
თ) კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს შეუფარდებს ინსპექციის თანამშრომლებს;
ი) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯვის წესთან დაკავშირებით.
5. ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე ასრულებს ინსპექციის უფროსის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
6. ინსპექციის უფროსის მოადგილეები სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურების ხელმძღვანელები წარმართავენ თავიანთ საქმიანობას ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული და დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
თავი VI
ინსპექციის ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 9🔗
ინსპექცია კანონით დადგენილი წესით სამინისტროს წარუდგენს ბალანსს და სათანადო ანგარიშგებას გაწეული საქმიანობის შესახებ.
თავი VII
ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 10🔗
1. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. ინსპექციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის განხორციელება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.