საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის თაობაზე
მიღების თარიღი 04.06.2001
ძალის დაკარგვა 09.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №196
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.106.004797
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 06/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.106.004.797
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის №196
2001 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის თაობაზე
“აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირინე იმერლიშვილი – მინისტრის მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარე);
ბ) მაკა ბულეიშვილი – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციულ რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე;
დ) ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
ე) თინათინ დევდარიანი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;
ვ) პაატა ზაქარეიშვილი – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
ზ) მერაბ რაფავა – შიდა კონტროლის სამსახურის სამსახურებრივი მოკვლევის, ანალიზისა და მონიტორინგის მთ. სამმართველოს უფროსი;
თ) ირაკლი გიორგობიანი – სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალისტი (საბჭოს მდივანი).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოს თანდართული დებულება (დანართი №1).
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოს დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციასა და საქმიანობის წესს.
2. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
3. საბჭოს გაუქმება ან მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
II. საბჭოს კომპეტენცია
4. საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო სამსახურებისათვის მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვა, იუსტიციის მინისტრისათვის წინადადების წარდგენა მინდობილ სფეროში სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.
III. საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი
5. სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პერიოდულად ან საჭიროების შემთხვევაში.
6. სხდომის მოწვევის დროს და დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
7. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.
8. საბჭო უფლებამოსიალია თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
9. საბჭოს ყოველი წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
10. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმარვლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
11. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს წევრი.
12. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით. ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი. სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი.
13. საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
14. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი.
IV. დასკვნითი დებულებანი
15. სხდომის ოქმი, აგრეთვე სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და სხვა მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება სამედიცინო დეპარტამენტში დადგენილი წესით.
16. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ახორცილებენ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
17. საბჭოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საქმიანობის წესში ცვლილების შეტანის საკითხს წყვეტს მინისტრი.
18. საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე საბჭოს მიერ გაწეულ მუშაობაზე.