⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2009)
გაუქმებულია:

„საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.01.2001
ძალის დაკარგვა 29.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 040030000.11.106.004590
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 10/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 991 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.01.2001 მიღება
29.12.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; } p.gazeti, li.gazeti, div.gazeti { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; } p.t-1, li.t-1, div.t-1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 52.15pt 49.6pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.004.590 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №17 2001 წლის 8 იანვარი ქ. თბილისი „ საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის თანდართული დებულება და საშტატო განრიგი. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №115 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი „ საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „ საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქცია (შემდგომში – რედაქცია) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. რედაქცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. რედაქციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ქონება, საბიუჯეტო და სპეციალური ანგარიშები, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. იგი ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით და ფლობს იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს მოქმედი კანონმდებლობით. 4. რედაქცია ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს რედაქციის საქმიანობასა და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 5. რედაქციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №30.     მუხლი 2🔗. რედაქციის მიზნები და ამოცანები რედაქციის მიზნები და ამოცანებია: 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება. 2. საქართველოს ოფიციალური ბეჭდვ ითი ორგანოს – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოცემა. 3. მოქმედი საკანონმდებლო მასივის რედაქციული დამუშავება. 4. სახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირება მიმდინარე კანონმდებლობის შესახებ.     მუხლი 3🔗. რედაქციის კომპეტენცია დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად რედაქცია უფლებამოსილია: 1. კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოაქვეყნოს ნორმატიული აქტები, აგრეთვე კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაცია. 2. საქართველოს კანონთა წიგნის, კანონთა კრებულების მომზადებისა და ოფიციალურად მათი გამოცემის უზრუნველყოფა. 3. კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსაქვეყნებლად მიიღოს ნორმატიული აქტები, აგრეთვე სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაცია დოკუმენტური ფორმითა და მაგნიტური დისკეტის საშუალებით. 5. ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის, აგრეთვე სამინისტროებისა და სხვა უწყებების შესაბამის სამსახურებთან. 6. თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების მუშაობაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 7. ნორმატიული აქტების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სახელშეკრულებო საფუძველზე მიაწოდოს როგორც ცალკეული ნორმატიული აქტი, ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ცალკეული ნომრები და მათი კრებულები. 8. ნორმატიულ აქტში რედაქციული უზუსტობის შემთხვევაში აცნობოს იუსტიციის მინისტრს. 9. რედაქციის მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. რედაქციის მართვა 1. რედაქციას ხელმძღვანელობს მთ. რედაქტორი, რომელსაც ჰყავს მოადგილე – უფროსი რედაქტორი. რედაქციის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. მთ. რედაქტორი: ა) წარმოადგენს რედაქციას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რედაქციის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას; გ) ხელმძღვანელობს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოცემას; დ) დამტკიცებული საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს რედაქციის თანამშრომლებს; ე) პერსონალურად პასუხისმგებელია რედაქციის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე. 3. უფროსი რედაქტორი: ა) ხელმძღვანელობს კანონთა წიგნისა და „საქართველოს საკანმდებლო მაცნეს” მომზადებას; ბ) ანაწილებ დავალებებს რედაქციის თანამშრომლებს შორის; გ) რედაქციის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. რედაქციის სტრუქტურა რედაქციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მომზადების ჯგუფი; ბ) კანონთა წიგნის მომზადების ჯგუფი; გ) საქმეთა მმართველობა; დ) რედაქციის სტამბა.     მუხლი 6🔗. რედაქციის სახელმწიფო კონტროლი რედაქციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, აგრეთვე შეაჩეროს ან გააუქმოს მთავარი რედაქტორისა და უფროსი რედაქტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 7🔗. რედაქციის დაფინანსება 1. რედაქციის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავალი მთლიანად ხმარდება რედაქციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.     მუხლი 8🔗. რედაქციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია რედაქციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობის შესაბამისად.