საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
მიღების თარიღი 04.06.2001
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №124
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.004799
გამოქვეყნების წყარო სსმ, 60, 07/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.004.799
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №124
2001 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
საქართველოს კანონების “საჯარო სამსახურის შესახებ” მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 81-83-ე მუხლების, “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულების “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციის და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანების “საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ” შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლებიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს სახაზინო სამსახურის სისტემის სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რასაც მოჰყვება საშტატო რიცხოვნობის შემცირება, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოხელეთა პროფესიული ჩვევებისა და კვალიფიკაციის დადგენას ატესტაციის მეშვეობით, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალურ ხაზინებში ჩატარდეს ატესტაცია, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით.
2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოხელეთა საატესტაციო და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნათა თანდართული პროგრამა.
3. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ზურაბ სოსელიას.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მოხელეთა საატესტაციო და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნათა პროგრამა
1. ზოგადი მოთხოვნები. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა. სახელმწიფო ბიუჯეტის არსი და მნიშვნელობა. სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სახეები და ხარჯების ძირითადი მიმართულებები. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაცია, მისი არსი და მნიშვნელობა. სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო მოწყობის პრინციპები. ბიუჯეტის შესრულება, როგორც საბიუჯეტო პროცესის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი. სახელმწიფო ბიუჯეტის დამოუკიდებლობა, რეალურობა და საჯაროობა. სახელმწიფო ბიუჯეტის დაცული მუხლები და მათი დაფინანსების თავისებურებანი. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და პროფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროები, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები, მათი არსი და მნიშვნელობა.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა და მისი ძირითადი მიმართულებების დახასიათება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების განწერა და მისი შესრულების წესი. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ხარჯების სეკვესტრი და განხორციელების მექანიზმი.
3. საბიუჯეტო სესხი, მისი გაცემის, დაფარვისა და მომსახურების წესი. თავდაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების ხარჯები, რომლებიც არ ექვემდებარება ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
4. სპეციალური სახელმწიფო ფონდების ხარჯების ძირითადი სახეები და მათი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების თავისებურებანი. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სარეზერვო და სხვა მიზნობრივი ფონდები და მათი გამოყენების წესი. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები.
5. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროებისა და უწყებებისგან გეგმით გათვალისწინებული ასიგნებების მათდმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის განაწილების ოფიციალური დოკუმენტების მიღება და შემოწმება, ამ დოკუმენტების მაჩვენებლები და მათი ბიუჯეტის მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებები.
6. სახაზინო სამსახურიდან მიღებული და სამინისტროებიდან (უწყებებიდან) წარმოდგენილი ხარჯების განაწილების ურთიერთშედარებისა და ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფის სამუშაოები. სახაზინო სამსახურიდან ხარჯების დაზუსტების თაობაზე მიღებული ცვლილებების შესრულების წესი.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულების ანგარიში. საანგარიშო პერიოდის (თვის, კვარტალის, წლის) დამთავრების შემდეგ რეგიონალური ხაზინებიდან ხარჯების საკასო შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადების, განხილვის (ანალიზის), გამოვლენილი უზუსტობებისა და შეუსაბამობის დაძლევის სამუშაოები.
8. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება. სახაზინო სამსახურის საანგარიშსწორებო ცენტრიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კვარტალური გეგმებისა და დამტკიცებული ხარჯთანუსხების მიხედვით დაფინანსების მოქმედი წესი.
9. საბიუჯეტო დავალებათა შესრულება და ურთიერთანგარიშსწორება ცენტრალურ ბიუჯეტსა და საბიუჯეტო დაწესებულებებს (მომსახურე სუბიექტებს) შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მომსახურე სუბიექტებთან თანხის მინიმალური ოდენობის (5 ათ. ლარი) ზემოთ, საბიუჯეტო ასიგნებების გამოყენებისას ხელშეკრულების (კონტრაქტების) გაფორმების, რეგისტრაციისა და შესრულების მოქმედი წესი. ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის რომელი მუხლების მიხედვით არის სავალდებულო აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება და სახაზინო სამსახურში რეგისტრაცია. ამ ხელშეკრულებების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკის შედგენის პრინციპები შემოსავლების ყოველი თვის საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით. ხელშეკრულების შესრულებასა და გადავადებაზე მოქმედი ფაქტორი.
10. საქართველოს ეროვნულ ბანკში სახაზინო სამსახურის მიმდინარე ანგარიშზე მუდმივი რეზერვის თანხის ოდენობა და მისი განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოყენების წესი.
11. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დახასიათება. საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა. ძირითადი საშუალებების, მატერიალური მარაგებისა და ფულადი საშუალებების აღრიცხვა. ფაქტობრივი და საკასო ხარჯები. ბიუჯეტური დაფინანსების სახეები, აქტიური და პასიური ანგარიშები. ბრუნვებისა და ნაშთების გამოყვანა ანგარიშებზე. ანგარიშთა კორესპონდენცია. მარტივი და რთული მუხლები. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის ბრუნვათა უწყისი. ანგარიშთა კლასიფიკაცია ეკონომიკური შინაარსის, სტრუქტურისა და დანიშნულების მიხედვით. პირველადი აღრიცხვის ორგანიზაციის საფუძვლები-დოკუმენტები, მათი რეკვიზიტები, შედგენისა და გაფორმების წესი. ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები. დაწესებულების ხარჯებისათვის ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე ოპერაციების განხორციელების წესი. სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და სპეციალური შემოსავლების ბუღალტრული აღრიცხვა. მცირეფასიანი საგნების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა. ურთიერთკავშირი ანგარიშებსა და ბუღალტრულ ბალანს შორის.
12. ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შემოსავლების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე და ხარჯების აღრიცხვა უნიფიცირებული კომპიუტერული პროგრამებით.
13. ზოგადი წარმოდგენა კომპიუტერისა და პერიფერიის (სკანერი, პრინტერი, მოდემი და ა.შ.) მოწყობილობები, მათი ფუნქციები და გამოყენების სფერო. MS WORD, MS EXCEL და სახაზინო სამსახურის მიერ შემუშავებულ პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.