⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და კანონმდებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.07.2001
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000297
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 09/07/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,637 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2001 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და კანონმდებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:63.0pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:63.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 45.0pt 56.75pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.004.851 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №227 2001 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და კანონმდებლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და კანონმდებლობის დეპარტამენტის დებულება. 2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №109 ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის სისტემატიზაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და კანონმდებლობის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელსაც არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული აქტებით. თავი II დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 3🔗 დეპარტამენტის ამოცანები, უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.     მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კანონპროექტების მომზადება და სამინისტროში შემოსული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების კანონშემოქმედებით სფეროში საქმიანობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ” კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა; გ) სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება; დ) კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; ე) კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით; ვ) პერიოდულად ნორმატიული აქტების ინვენტარიზაცია, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; თ) ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ი) სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა; კ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება-სრულყოფა; ლ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი; მ) სამინისტროს ბიბლიოთეკის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ნ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.     მუხლი 5🔗 წინამდებარე დებულების დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი: ა) ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს და ახორციელებს კანონპროექტების ექსპერტიზას ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად; ბ) ახდენს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სისტემატიზაციას (ინვენტარიზაციას) და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფას; გ) კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) მიმართავს უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს) ნორმატიული აქტების გაუქმების შეჩერების მოთხოვნით; დ) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს; ე) შეიმუშვებს სამართალშემოქმედებითი ტექნიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგად პრინციპებს; ვ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეისწავლის დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკას, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობასა და პერსპექტივებს, ანალიზს უკეთებს და შეისწავლის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობას; ზ) დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოების, მოქალაქეების და იურიდიული პირების მოთხოვნით იძლევა ინფორმაციას ნორმატიული აქტის რეგისტრაციის თაობაზე; თ) დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოების, მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მოთხოვნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტისადმი მიკუთვნების და მოქმედების საკითხებს; ი) ახორციელებს ინფორმატიზაციის სისტემის კოორდინაციასა და კონტროლს; კ) ამზადებს სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამებს, უზრუნველყოფს ერთიანი სისტემის ფორმირებას და ფუნქციონირებას, განავითარებს და სრულყოფს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემას; ლ) ახორციელებს სამინისტროს ბიბლიოთეკის მეთოდურ ხელმძღვანელობას; მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის 4 სამმართველო: ა) კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო; ბ) კანონმდებლობის სისტემატიზაციის სამმართველო; გ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველო; დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სამმართველო.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 10🔗 დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით – პირველი მოადგილის წინაშე.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; თ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას; ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებს და დავალებებს.     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი დეპარტამენტის უფროსის დავალებით.     მუხლი 13🔗 კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო ახორციელებს: ა) კანონპროექტების მომზადებას; ბ) სამინისტროში შემოსული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლას, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლასა და ანალიზს. დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლას სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას; ე) აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებით სფეროში დეპარტამენტის საქმიანობისათვის ხელშეწყობას; ვ) სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და სამართლებრივი ტექნიკის შემუშავებას.     მუხლი 14🔗 კანონმდებლობის სისტემატიზაციის სამმართველო ახორციელებს: ა) ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას; ბ) ნორმატიული აქტების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას; გ) ნორმატიული აქტების ინვენტარიზაციას, მათ უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) ნორმატიული აქტების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის უზრუნველყოფას.     მუხლი 15🔗 ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სამმართველო ახორციელებს: ა) ნორმატიული აქტების რეგისტრაციასა და ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას; ბ) “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების გამოვლენასა და წინადადებების მომზადებას ასეთი აქტების გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნის შესახებ; გ) დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოთა და მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნით ინფორმაციის გაცემას ნორმატიული აქტების რეგისტრაციის თაობაზე; დ) დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოების, მოქალაქეებისა და იურიდიულ პირთა მოთხოვნით კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტისადმი მიკუთვნებისა და მოქმედების საკითხის დადგენას.     მუხლი 16🔗 სამართლებრივი ინფორმატიზაციის სამმართველო ახორციელებს: ა) სამართლებრივი პროგრამების მომზადებას; ბ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნას; გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის კოორდინაციასა და კონტროლს; დ) სამინისტროს კომპიუტერული ლოკალური ქსელის ადმინისტრირებას.     მუხლი 17🔗 სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 18🔗 დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს და ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.     მუხლი 19🔗 დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას; დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 20🔗 დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.     მუხლი 21🔗 დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით. თავი VI დასკვნითი დებულებანი     მუხლი 22🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.