საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 15.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №118
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000303
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 05/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.03.2008
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1253 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.10.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.5in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; font-weight:normal;} h4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.303
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №118
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
1. საერთაშორისო სამართლებრივი ურთერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, იუსტიციის სამინისტროს დებულების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, პერსპექტიული წლიური გეგმის, სამინისტროს სხვა დეპარტამეტებსა და განყოფილებებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.
3. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.
4. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები
5. დეპარტამენტის მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ევროპულ სამართალთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაცია;
ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა:
დ) დსთ-ის ორგანოების სხდომაზე განსახილველი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადება, დადება და შესრულებიის ორგანიზება;
ვ) ევროსაბჭოს აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაცია;
ზ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
თ) საერთაშორისო შეთანხმებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფა საზღვარგარეთის იუსტიციის ორგანოებთან;
კ) სამინისტროში ჩამოსულ უცხოელთა დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა მიღების ორგანიზაცია;
ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელით, საქართველოსათვის კრედიტის გამცემი ორგანოებისათვის სამართლებრივი დასკვნის მომზადება.
6. დეპარტამენტის მმართველობის სფეროს ასევე განეკუთვნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანები.
თავი III
დეპარტამენტის კომპეტენცია
7. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის შემოწმება და საქართველოს იუსტიციის მინისტრის და/ან კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილისათვის წინადადებების წარდგენა;
ბ) სამართლებრივი ერთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების ორგანიზება;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციის გარგლებში, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საქართველოს წარმომადგენლობებთან ურთიერთობების დამყარება და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინფორმაციის გამოთხოვა;
ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის და/ან კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
8. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონით დადგენილი წესით.
9. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თანამდებობაზე ინიშნება კანონით დადგენილი წესით.
10. დეპარტამენტის მრჩეველთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი საშტატო განრიგის შესაბამისად.
თავი V
დეპარტამენტის უფროსი
11. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ემორჩილება საქართველოს იუსტიციის მინისტრს და კურატორი იუსტიციის მინისტრის მოადგილეს.
12. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოველეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;
ე) ანაწილებს მოვალეობებს მისადმი დაქვემდებარებული დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ვ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
ზ) ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე;
თ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას.
ი) აბარებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიშს;
კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
მ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
თავი VI
დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები
13. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების ფუნქციებში შედის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმოება, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის ევროსაბჭო, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და ა.შ.
14. დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილის ფუნქციას წარმოადგენს ევროპულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკის წარმოება.
15. დეპარტამენტის უფროსის მეორე მოადგილის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დსთ-ის ორგანოებთან თანამშრომლობა და ამ ორგანოების ფარგლებში მიღებული დოკუმენტების განხილვა.
16. საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი ურთიერთობების წარმოებაში მოიაზრება:
ა) საქართველოს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების სამართლებრივი მხარეები;
ბ) სამართლებრივი ექსპერტიზა შესაბამის დოკუმენტაციაზე;
გ) სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
17. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის მუშაობას თავიანთი ფუნქციის ფარგლებში და ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის დავალებებსა და მითითებებს.
18. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, კურატორ იუსტიციის მინისტრის მოადგილის მითითებების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები სამინისტროს ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საერთაშორისო ორგანოიზაციებთან სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც გამოიხატება არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან ერთობლივ მუშაობაში.
თავი VII
დეპარტამენტის მრჩევლები
19. დეპარტამენტის მრჩევლები დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დავალებების საფუძველზე განახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს.
20. დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებით.
თავი VIII
გარდამავალი დებულებები
21. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.