საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.06.2001
ძალის დაკარგვა 08.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 040030000.11.109.004803
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 19/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრილებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.11.2006
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 1.25in 63.8pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.109.004.803
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №65
2001 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მესამე პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივლისის 337 ბრძანებულების მე-6 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის “დ“ ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლების თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოური ტექსტების ქართულად თარგმნის მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს შესახებ.“
2. დაევალოს გენერალურ სამდივნოს კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართვლოს იუსტიციის სამინისტროში.
3. აღნიშნული ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ი. მენაღარიშვილი
დებულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიუროს შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიურო (შემდგომში „ბიურო“) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ბიურო საჯარო მიზნების განსახორციელებლად შექმნილია გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით და უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და დამოწმებას.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ბიუროს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
4. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
5. ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
6. ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე ანგარიშები ბანკში.
9. ბიუროს იურიდიული მისამართია:ქ. თბილისი შიო ჩიტაძის ქ. №4.
10. ბიუროს საქმიანობის ვადა განუსაზღვრელია.
მუხლი 2🔗. ბიუროს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. ბიუროს ქონებას წარმოადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომლებიც აისახება მის ბალანსში.
ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოეთის ქვეყნების მთავრობების მიერ გამოყოფილი სახსრები;
გ) საქველმოქმედო შენატანები;
დ) საქართველოს და უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები;
ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 3🔗. ბიუროს მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ბიუროს ძირითად მიზანს წარმოადგენს:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოენოვანი ტექსტების თარგმნა და მათი ოფიციალური დამოწმება.
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოფა მაღალი კვალიფიკაციის სინქრონისტ თარჯიმნებით.
2. ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
ა) სპეციალისტების მოწვევა და გაცვლა;
ბ) სამეცნიერო და კულტურული საქმიანობა;
გ) მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთკავშირის დამყარება და სხვა;
მუხლი 4🔗. ბიუროს მართვის ორგანოები და მათი კომპეტენცია
1. ბიუროს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად.
2. ბიუროს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. ბიუროს დირექტორი:
ა) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას ბიუროს მიმდინარე საქმიანობაზე;
ბ) ვალდებულია ბიუროს საქმეები წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებით, განკარგავს ბიუროს მატერიალურ და ფულად სახსრებს;
დ) ბიუროს სახელით დებს ხელშეკრულებებს;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს მოსამსახურეებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომლებს შორის;
4. დირექტორი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველკვარტალურად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ბიუროს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
6. ბიუროს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დირექტორი;
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ბიურო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. კონტროლისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს ბიუროს დირექტორისაგან მოითხოვოს საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბიუროს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილებები.
მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ბიუროს უფლება აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად, აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ბიურო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. ბიუროს წლიურ ბალანს ამოწმებს საქათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.