საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 15.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000304
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 05/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 52.15pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.304
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №119
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებებლი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის „ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 დეკემბრის №638 ბრძანებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურის თანდართული დებულება;
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფოს წარმომადგენლის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, საერთაშორისო აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 დეკემბრის № 638 და სხვა შესაბამისი ბრძანებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფოს წარმომადგენლის – იუსტიციის მინისტრის მოადგილის (შემდგომში –წარმომადგენელი) წინაშე.
4. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.
5. სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს წარმომადგენელი, რომელიც ასევე ახორციელებს სამსახურის მიმართ სამართლებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
სამსახურის ამოცანები
6. სამსახურის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" 1950 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ საკონტროლო მექანიზმში – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს (შემდგომში – სასამართლო) პროცედურებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;
გ) საქართველოს კანონმდებლობის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, სამართალგამოყენებით პრაქტიკასთან, შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ზომების მიღება;
დ) სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების, შესაბამის ორგანოთა რეკომენდაციების შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი;
ე) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" 1950 წლის კონვენციის და ამ სფეროში დადებული სხვა საერთაშორისო აქტების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
7. სამსახური თავის საქმიანობას ასევე წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან წარმომადგენლის დავალებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განსახორციელებლად.
თავი III
სამსახურის კომპეტენცია
8. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სასამართლოსთან, მის სამდივნოსთან, შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება;
ბ) საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი განცხადებების, გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა და წარმომადგენლისათვის დაუყონებლივ გადაცემა;
გ) მითითებული განცხადებების და გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე თარგმნის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის, ხოლო მისი და წარმომადგენლის მითითებით – სხვა დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;
დ) სასამართლოს მიერ მიღებულ განცხადებებზე და მიმართვებზე სახელმწიფოს პოზიციის და გასაგზავნი პასუხის პროექტის შემუშავება, პროცესში მესამე მხარედ ჩართვის შემთხვევაში – კომენტარების, გენერალური მდივნის მოთხოვნით – ახსნა-განმარტების, საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორისო საქმის აღძვრის შესახებ, სასამართლოს პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ მოხსენებების მომზადება, ამისათვის:
– შესაბამისი საერთაშორისო აქტების, სასამართლო პრეცედენტების, შიდა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი;
– სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, წლიური ანგარიშების და სხვა დოკუმენტების გამოთხოვა, მიღების ორგანიზაცია და დამუშავება;
– სპეციალური საუწყებათაშორისო კომისიების მუშა ჯგუფების საქმიანობის უზრუნველყოფა და ორგანიზაცია, სათანადო უწყებებთან, დაწესებულებებთან, მეცნიერ-სპეციალისტებთან, მოწვეულ ადვოკატებთან კონსულტაციების გამართვა;
ე) სასამართლოს ცალკეული მოთხოვნების ან წინადადებების მიღება და წარმომადგენლისათვის დაუყოვნებლივად მიწოდება, მისი მითითების შესაბამისად მათზე პასუხების და მისაწოდებელი დოკუმენტების მომზადება;
ვ) სასამართლოს მიერ საქართველოში წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობის მიღება და დახმარების აღმოჩენა, მტკიცებულებათა მოპოვების შესახებ მოთხოვნების მომზადება, შესაბამისი ორგანოების წარმომადგენელთა მიღება და მათთან თანამშრომლობა;
ზ) მეგობრული მოგვარების პროცესთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება;
თ) შემუშავებული პოზიციისა და მომზადებული დოკუმენტების პროექტების სათანადო ორგანოებთან და უწყებებთან შეთანხმების ორგანიზაცია;
ი) სასამართლოს სხდომებზე და შესაბამის ორგანოთა მუშაობაში წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფა, გამოსვლების ტექსტების ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე მომზადება, მოწვეულ სპეციალისტებთან, ადვოკატებთან კონსულტაციების და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
კ) სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების, შესაბამის ორგანოთა რეკომენდაციების შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი, ამისათვის:
– გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციების შესახებ სახელმწიფოს სათანადო ორგანოთა ინფორმირება, მათი გათვალისწინებით მისაღები ფინანსური, საკანონმდებლო, ორგანიზაციული ან ადმინისტრაციული ზომების შესახებ წინადადებების შემუშავება;
– გადაწყვეტილებების, რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის დაწესება და სახელმწიფოს სათანადო ორგანოებიდან პასუხის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
– მიღებული ზომების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გასაგზავნი ინფორმაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ 1950 წლის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას აღნიშნული წარმომადგენლობისათვის კონსულტაციების გაწევა;
ლ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხებიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს სამდივნოსთან, შესაბამის დეპარტამენტებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან თანამშრომლობა;
მ) აქტიური სამუშაო კონტაქტების დამყარება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან;
ნ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ინფორმაციით უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო მდგომარეობის მიმოხილვისა და წლიური ანგარიშების მომზადების პროცესში;
ო) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ 1950 წლის კონვენციის და ამ სფეროში დადებული სხვა საერთაშორისო აქტების პოპულარიზაციაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
თავი IV
სამსახურის სტრუქტურა
9. სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფოს წარმომადგენლის სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინიტრი.
10. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენელს.
11. სამსახურებრივი ფუნქციების განაწილებას საგნობრივ-თემატური კრიტერიუმების და სპეციალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით განსაზღვრავს წარმომადგენელი.
12. სამსახურის უფროსი :
ა) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანაწილებს სამსახურის მიერ შესასრულებელ სამუშაოს თანამშრომლებს შორის განსაზღვრული ფუნქციონალური განაწილების მიხედვით და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ე) აკონტროლებს სამსახურის საქმის წარმოებას;
ვ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
ზ) აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
თ) წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრს და წარმომადგენელს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა ხელფასისა და მატერიალური სტიმულირების, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
კ) წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ.
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან წარმომადგენლის დავალებით სამსახურის უფროსი ცალკეულ შემთხვევებში უშუალოდ ასრულებს წარმომადგენლის ფუნქციებს დელეგირების პრინციპის საფუძველზე.
13. სამსახურის მრჩეველი ასრულებს ამავე დებულების მე-11 პუნქტის შესაბამისად დაკისრებულ ფუნქციებს და ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
14. სამსახურის სპეციალისტის ფუნქციებში შედის წარმომადგენლისათვის, სამსახურის თანამშრომლებისათვის დახმარების გაწევა და ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
15. სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.