საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000306
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 06/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.306
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №121
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობს შიდასაუწყებო ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. განყოფილებას აქვს მრგვალი ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია წარწერა – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება და ბეჭდის ნომრის აღმნიშვნელი ციფრი.
4. განყოფილება ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
5. განყოფილების ძირითად ფუნქციას განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების რეგისტრაცია, სამინისტროში რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით.
6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განყოფილების ძირითადი მიმართულებებია:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა, სამართლებრივი ექსპერტიზა, სარეგისტრაციოდ მომზადება და სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
ბ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმიანობის კონტროლი, კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით, მათი ხელმძღვანელი ორგანოებისაგან გადაწყვეტილებათა, დადგენილებათა, ინსტრუქციული და ინფორმაციული წერილების და სხვა დოკუმენტების გამოთხოვის ან კონკრეტული საკითხის ადგილზე შესწავლის გზით;
გ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მიერ მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა;
დ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მოქალაქეთა მიღება, კონსულტაციების გაწევა, წერილების, საჩივრების, განცხადებების, მომართვების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება;
ე) განყოფილების მუშაობის სრულყოფისათვის სისტემატური ანალიტიკური საქმიანობა;
ვ) ერთიანი საჯარო რეესტრის წარმოებისათვის ინფორმაციის მომზადება და მიწოდება;
ზ) სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა არქივის შექმნა.
3. განყოფილების საქმიანობის ორგანიზაცია
7. განყოფილების მუშაობის წარმმართველი უმაღლესი კოლეგიური ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
8. განყოფილების საქმიანობას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. განყოფილების უფროსი უშუალოდ ემორჩილება იუსტიციის მინისტრს და მინისტრის მოადგილეს საკურატორო სფეროს მიხედვით.
9. განყოფილების უფროსი განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის პოლიტიკას, უზრუნველყოფს ხელმძღვანელობას სამუშაო გეგმების, მეთოდიკის, რეკომენდაციების, ინსტრუქციების და წესების მომზადების საქმეში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შრომის დისციპლინის დაცვას, უშუალოდ მონაწილეობს განყოფილების ფუნქციების განხორციელებაში.
10. განყოფილების უფროსი ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობას, ამ მიზნით:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და განყოფილების სახელით იძლევა დასკვნებს;
ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების თანამშრომლების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს განყოფილების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) პრაქტიკულ დახმარებას უწევს განყოფილების თანამშრომლებს, აკონტროლებს მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეს, ხელს აწერს სარეგისტრაციო დოკუმენტებს (რეგისტრაციის მოწმობის გარდა), ვიზირებას უკეთებს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, განყოფილების წინამდებარე დებულებით, მინისტრის და მინისტრის მოადგილის (საკურატურო სფეროს მიხედვით) მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
11. სამინისტროს (განყოფილების) მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონით დადგენილი წესით.
12. მრჩეველი თანამდებობრივად ექვემდებარება განყოფილების უფროსს.
13. მრჩეველი:
ა) განიხილავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირების, ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და განცხადებებს მათი რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ატარებს აღნიშნული მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს მათზე დასკვნას, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებასა და კონსულტაციების გაწევას მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებისა და სადამფუძნებლო მასალების (სარეგისტრაციო დოკუმენტების) მომზადების საკითხებზე;
გ) განიხილავს წერილებს, საჩივრებს, განცხადებებს და ამზადებს მათ შესახებ პასუხებს, დასკვნებს;
დ) აწარმოებს განყოფილების მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გადამუშავებასა და შენახვას (ქმნის მონაცემთა ბანკს), ამზადებს მონაცემებს სახელმწიფო რეესტრის წარმოებისათვის, კომპიუტერული დამუშავებისათვის, აფორმებს რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმეებს არქივში გადასაცემად, დადგენილი წესით;
ე) გასცემს რეგისრტაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს, კერძოდ, დადგენილი ნიმუშის მოწმობას და ზონარგაყრილი წესდების ეგზემპლარს, დამოწმებულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების ბეჭდით. (მოწმობას ხელს აწერს სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე, წესდებას – რეგისტრაციის განყოფილების უფროსი).
14. მრჩეველს უფლება აქვს:
ა) თანამდებობრივი მოვალეობების განხორციელებისას ექსპერტიზის ჩატარების დროს სარეგისტრაციო დოკუმენტები მოიყვანოს შესაბამისობაში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან, მიუთითოს დოკუმენტების წარმომდგენის კანონქვემდებარეობიდან გამომდინარე დამატებითი დოკუმენტების (მასალების) ან დოკუმენტების ცალკეული დებულებების შეცვლის საჭიროება, ამომწურავია თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტების ნუსხა, მონაწილეობა მიიღოს მის მიერ ექსპერტიზაჩატარებული მასალების განხილვაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის სხდომაზე;
ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმიანობის შესახებ მათი ხელმძღვანელი ორგანოებისაგან გადაწყვეტილებათა, დადგენილებათა, ინსტრუქციული და ინფორმაციული წერილების და სხვა მასალების გამოთხოვის გზით.
4. დასკვნითი დებულებები
15. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.