სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2001
ძალის დაკარგვა 26.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №212
სარეგისტრაციო კოდი 100020010.11.106.004808
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 19/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:121.9pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-121.9pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Dumbadze","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:4.5pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.gamoqveyneba, li.gamoqveyneba, div.gamoqveyneba {mso-style-name:gamoqveyneba; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.prezidenti, li.prezidenti, div.prezidenti {mso-style-name:prezidenti; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.808
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №212
2001 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონისა და „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახდენს სწრაფ რეაგირებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი არეულობების, თავდასხმის, გაქცევის და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით..
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი “პატიმრობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (ტექსტში შემდგომ – მინისტრი) ბრძანებები, ეს დებულება, სამსახურის წესდება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება მინისტრს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავის საქმიანობას ახორციელებს მათი უშუალო ხელმძღვანელობით.
2. სამსახურის უფროსსა და მოსამსახურეებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამსახურის სტრუქტურაშია:
ა) შტაბი;
ბ) საბრძოლო განყოფილება.
4. შტაბი ხელმძღვანელობს მოსამსახურეთა პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შეიმუშავებს სწავლების პროგრამებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო შეკრებებსა და მეცადინეობებს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებებისა და საგანგებო სიტუაციებში საბრძოლო ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში, აწესრიგებს კავშირგაბმულობისა და კინოლოგიური სამსახურის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურის იარაღით, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით.
5. საბრძოლო განყოფილება უშუალოდ ასრულებს საბრძოლო დავალებებს.
მუხლი 5🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სწრაფი რეაგირება სამინისტროს დაწესებულებებში მასობრივი არეულობების, თავდასხმის, გაქცევის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით;
გ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები.
2. სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე;
ბ) შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
გ) შეიმუშავებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშულებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
დ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს სამსახურებრივი ძაღლების წვრთნასა და გამოყენებას, ვეტერინარულ დახმარებას;
ვ) შეიმუშავებს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო-მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას;
ზ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყო-ფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით;
თ) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს;
ი) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს;
კ) ამზადებს და დეპარტამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს;
ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე.
2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:
ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის განყოფილებიდან;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის განყოფილებებისა და დანაყოფების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
გ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
დ) განიხილოს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებები და წინადადებები;
ე) განახორციელოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა) გაანაწილოს ფუნქციები დაქვემდებარებულ განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის;
ბ) ორგანიზაცია გაუკეთოს სამსახურის საქმიანობას და წარმართოს დანაყოფების მუშაობა;
გ) შეიმუშაოს ან მონაწილება მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
დ) გაანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები;
ე) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონიერების, სამსახურებრივი დისციპლინისა და წესდების მოთხოვნათა დაცვა;
ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალიწინებული სხვა მოვალეობები.
4. სამასხურის უფროსის მოადგილე:
ა) სამსახურის უფროსის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.
მუხლი 7🔗. სამსახურის დაკომპლექტება
1. მოსამსახურეთა კანდიდატების შერჩევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევა, დასანიშნად წარდგენამდე გაივლიან ერთთვიან მოსამზადებელ კურსებს.
მუხლი 8🔗. მოსამსახურის უფლება მოვალეობები
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები;
ბ) ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები.
2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.