⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.01.2005)
გაუქმებულია:

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.06.2001
ძალის დაკარგვა 17.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №236/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.004821
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 28/06/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,723 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2001 მიღება
17.01.2005 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი უმაღლესი ეკონომიკური განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს.
სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს.
შრომის ბაზრის ანალიზის  განყოფილების უფროსი უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს.
პროგრამების სამმართველოს უფროსი უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს.
პროგრამების სამმართველოს უფროსის მოადგილე უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს.
შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსი უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს.
შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს.
იურიდიული განყოფილების უფროსი უმაღლესი განათლების იურისტი - სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის ერთი წლის სტაჟით, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს.
იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი უმაღლესი განათლების იურისტი - სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის ერთი წლის სტაჟით, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს.
აფხაზეთის, აჭარის დასაქმების სამსახურის უფროსი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს.
რაიონული განყოფილების უფროსი, უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან იურისტი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს.
აფხაზეთის დასაქმების სამსახურის უფროსის მოადგილე უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს.
პროგრამების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს.
რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს.
რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 110-ს.
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 70.8pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.821 საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №236/ნ 2001 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ “დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი 2-ის 5.4., 7.2., 8.1., 8.6., 8.7. პუნქტების საფუძველზე დასაქმების სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების წესის განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება “დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ვაკანტური თანამდებობების კონკურსის წესით დაკავებისა და რეზერვიდან დანიშვნის წესის შესახებ” (დანართი 1). 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით ხდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამდებობების დაკავება, გარდა დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეების, საფინანსო, საერთო განყოფილებების, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს, დალისა (კოდორის) და პანკისის ხეობის, ერედვისა და ქურთის რაიონული განყოფილებების თანამდებობებისა და მდივან-რეფერენტის თანამდებობისა. 3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, გარდა მდივან-რეფერენტის თანამდებობისა, დანიშვნა მოხდეს მხოლოდ სამი თვის გამოსაცდელი ვადით. 4. მდივან-რეფერენტის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდეს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადით. 5. დამტკიცდეს საკონკურსო პროგრამა (დანართი 2). 6. დამტკიცდეს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საკონკურსო თანამდებობათა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი 3) 7. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ჯორბენაძე დანართი 1 დებულება დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების და რეზერვიდან დანიშვნის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების საფუძველი და მიზანი 1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების დებულება შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულებით “დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ” დამტკიცებული დანართი 2-ის 5.4. პუნქტის საფუძველზე. 2. კონკურსის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების შერჩევა დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. 3. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ტარდება ტესტირების ფორმით.     მუხლი 2🔗. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.     მუხლი 3🔗. შესარჩევი კონკურსის გამოცხადება და ტესტირების დანიშვნა 1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მოხელეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს და ტესტირებას ნიშნავს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (შემდგომში _ სამსახურის დირექტორი). 2. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში შესარჩევი კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან არა უადრეს 2 კვირისა.     მუხლი 4🔗. შესარჩევი კონკურსის სამდივნო 1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღების ორგანიზაციას ახორციელებს შესარჩევი კონკურსის სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 2. შესარჩევი კონკურსის სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს მინისტრი. 3. შესარჩევი კონკურსის სამდივნო ხელმძღვანელობს ინსტრუქციით “შესარჩევი კონკურსის სამდივნოს მუშაკთათვის”, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის დირექტორი. 4. შესარჩევი კონკურსის სამდივნო მუშაობას წყვეტს შესარჩევი კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან მესამე დღეს.     მუხლი 5🔗. საკონკურსო კომისია 1. შესარჩევ კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც ქმნის მინისტრი. 2. საკონკურსო კომისიაში შეიძლება შედიოდნენ როგორც დასაქმების სახელმწიფო სამსახურის და სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მოწვეული ექსპერტები. 3. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას სამსახურის დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს მინისტრი. 4. საკონკურსო კომისიის წევრი მოვალეა მინისტრის ბრძანების გაცნობიდან 3 დღის ვადაში განაცხადოს თანხმობა ან თქვას უარი კომისიის წევრობაზე. საკონკურსო კომისიის წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დატოვოს კომისიის შემადგენლობა. 5. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც სამსახურის დირექტორის წარდგინებით ნიშნავს მინისტრი. 6. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. საკონკურსო კომისია: ა) ზედამხედველობას ახორციელებს შესარჩევი კონკურსის სამდივნოს საქმიანობაზე; ბ) ისმენს საპრეტენზიო კომისიის ანგარიშს ტესტირებისას გამოყენებული კითხვების შესახებ; გ) ამტკიცებს ტესტირების შედეგებს და საპრეტენზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეაქვს ცვლილებები მასში; დ) ამ დებულებით დადგენილი წესით გამარჯვებულად აცხადებს შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონეს; ე) ამ დებულებით დადგენილი წესით რიცხავს რეზერვში პირებს, რომლებმაც მოაგროვეს ქულათა მინიმალური ოდენობა ან მეტი, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს შესარჩევ კონკურსში; ვ) გამარჯვებულ კონკურსანტს დასანიშნად წარუდგენს შესაბამისი თანამდებობის პირს; ზ) უზრუნველყოფს ტესტირებისას ამ დებულებით გათვალისწინებული წესების დაცვას; თ) განიხილავს შესარჩევი კონკურსის სამდივნოს წევრთა და კომისიის წევრთა ოქმებს ტესტირებისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ყოველ საკითხთან დაკავშირებით; ი) უზრუნველყოფს შესარჩევი კონკურსის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში; კ) იწვევს დამკვირვებლებს და უზრუნველყოფს მათთვის ტესტირებისა და შეფასების, აგრეთვე გამარჯვებულის გამოვლენისა და რეზერვში ჩარიცხვის პროცედურებზე დაკვირვებისათვის სათანადო პირობების შექმნას. 8. საკონკურსო კომისია იქმნება ერთი წლის ვადით. 9. საკონკურსო კომისიის ორგანიზაციული მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისია თავის პირველ სხდომაზე.     მუხლი 6🔗. კონკურსზე დასაშვებად საბუთების მიღება 1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით საბუთების მიღება იწყება განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს და მთავრდება ტესტირების დღემდე 14 დღით ადრე. 2. საბუთების წარდგენის ბოლო დღის შემდეგ საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება. 3. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველს განცხადება შეაქვს შესარჩევი კონკურსის სამდივნოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება შესარჩევ კონკურსში დაშვების შესახებ; ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ასლი); შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დედანი, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ შესარჩევი კონკურსის სამდივნოს თანამშრომელი დიპლომს უბრუნებს კანდიდატს. გ) ავტობიოგრაფია; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ოთხი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3/4. 5. კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს შესარჩევი კონკურსის სამდივნო. 6. საბუთების მიღების შემთხვევაში შესარჩევი კონკურსის სამდივნო გასცემს საკონკურსო ფურცელს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. 7. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთი არ შეესაბამება დადგენილ წესს, კანდიდატის საბუთები არ მიიღება და იგი კონკურსზე არ დაიშვება. 8. შესარჩევი კონკურსის სამდივნოს უარი საბუთების მიღებაზე შეიძლება გასაჩივრდეს საკონკურსო კომისიაში, რომელიც საკითხს განიხილავს საბუთების წარდგენის ვადის გასვლიდან 24 საათის განმავლობაში. 9. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საბუთების მიღების შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ კანდიდატს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი კონკურსში დაშვებაზე. ამ შემთხვევაში შესარჩევი კონკურსის სამდივნო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს საკონკურსო ფურცელი.     მუხლი 7🔗. საკონკურსო ტესტის მომზადება 1. საკონკურსო ტესტების მომზადებას უზრუნველყოფს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 2. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა კონფიდენციალურია ტესტირების დამთავრებამდე. 3. ექსპერტთა ჯგუფი უზრუნველყოფს ტესტის შეკითხვების მომზადებას ამ დებულებით დადგენილი წესით. 4. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. 5. ექსპერტთა მოწვევა ხდება ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე.     მუხლი 8🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება სახელმწიფო ენაზე. 2. ტესტირება ტარდება საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 9🔗. საკონკურსო ტესტი 1. ტესტი შედგება 100 კითხვისაგან. 2. საკონკურსო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი შეიცავს ფაქტობრივი, ცხოვრებისეული შემთხვევის აღწერას, ხოლო მეორე ნაწილი – აღნიშნული შემთხვევის გადაწყვეტის ოთხ შესაძლო ვარიანტს. 3. კონკურსანტის ამოცანაა გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო პასუხების ფურცელზე. 4. თითოეული კითხვის ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. 5. ტესტში კითხვათა რაოდენობა საკონკურსო პროგრამის საკითხების მიხედვით უნდა განაწილდეს შემდეგი თანაფარდობით: ყოველი ჯგუფის საკითხებიდან 25 კითხვა.     მუხლი 10🔗. საკონკურსო დრო 1. ტესტირებისათვის კონკურსანტს ეძლევა ოთხი ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ საკონკურსო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და კონკურსანტს დაეწერება შეფასება 0. 2. კონკურსანტები მიიღებენ გაფრთხილებას ტესტირების დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ _ დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 30-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არ აქვს უფლება დატოვოს ტესტირების დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.     მუხლი 11🔗. ტესტის დარიგების წესი 1. ტესტირების დაწყების წინ ყოველ კონკურსანტს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია ტესტი. 2. კონვერტის გახსნამდე თითოეული კონკურსანტი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებული ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, კონკურსანტი ვალდებულია დაუყონებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას გადაეცემა ახალი კონვერტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.     მუხლი 12🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე 1. ტესტირების დროის დაწყებამდე საკონკურსო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს კონკურსანტებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლების შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია კონკურსის ნორმალურად ჩატარებისათვის. 2. სავალდებულო ინსტრუქტაჟის ტექსტს ამტკიცებს საკონკურსო კომისია. 3. ინსტრუქტაჟის ტექსტი გადაეცემა კონკურსანტს ტესტის კონვერტთან ერთად.     მუხლი 13🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა 1. ტესტირების განმავლობაში კონკურსანტს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება, კონკურსანტი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0. 2. ტესტირებაზე დაუშვებელია პირველ პუნქტში აღნიშნული მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.     მუხლი 14🔗. ტესტირების შედეგების შემოწმება 1. ტესტირების პასუხები მოწმდება საკონკურსო კომისიის მიერ კომპიუტერის ან სხვა საამისოდ გამიზნული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით. 2. გასწორების დროს დაცულია გამოსაცდელების ანონიმურობა. საკონკურსო კომისიის წევრთათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ამოწმებს კომპიუტერი.     მუხლი 15🔗. ტესტირებაზე გამოცხადების დრო 1. ტესტირების დღეს ყველა კონკურსანტი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე დილის 8 საათსა და 30 წუთზე. კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საკონკურსო ფურცელი. 2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საკონკურსო ფურცლის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება. 3. 9 საათზე იხურება შენობის შესასვლელი კარები და დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.     მუხლი 16🔗. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები ტესტირებაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა.     მუხლი 17🔗. ტესტირებისას დარბაზში ადგილის დაკავების წესი 1. ტესტირებისას დარბაზში შესვლამდე კონკურსანტები იღებენ ადგილის ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ ადგილს ტესტირების დარბაზში. 2. ტესტირებისას დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება ტესტირებიდან.     მუხლი 18🔗. ტესტირებისას დარბაზში შესვლის უფლება 1. ტესტირებისას დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ კონკურსანტები და სპეციალური საშვის მქონე პირები. 2. დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით საშვებს გასცემს შესარჩევი კონკურსის სამდივნო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დარბაზში შესასვლელი სპეციალური საშვი შეიძლება მიეცეთ: ა) კომისიის წევრებს; ბ) სამდივნოს წევრებს; გ) დამკვირვებლებს; დ) პროფკავშირების წარმომადგენლებს; ე) სამინისტროს თანამდებობის პირებს. 4. დარბაზში შესვლის უფლების მქონე პირთა რაოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია. 5. უცხო პირთა შესვლა ტესტირების დარბაზში არ დაიშვება.     მუხლი 19🔗. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას 1. ტესტირების ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ტესტირებაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან საზოგადოებრიობისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. 2. დაინტერესებულმა პირებმა ტესტირებამდე ხუთი დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია საკონკურსო კომისიაში და მიიღონ ტესტირებისას დარბაზში შესასვლელი საშვი. 3. დამკვირვებლები ტესტირებისას დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს დამკვირვებელი დაითხოვოს დარბაზიდან.     მუხლი 20🔗. ტესტირების შედეგების შეფასება 1. ტესტის ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება შემდეგნაირად: ა) კითხვებზე მე-4 ჯგუფის საკითხებიდან გამომდინარე _ 1 ქულით; ბ) კითხვებზე მე-3 ჯგუფის საკითხებიდან გამომდინარე _ 2 ქულით; გ) კითხვებზე მე-2 ჯგუფის საკითხებიდან გამომდინარე _ 3 ქულით; დ) კითხვებზე 1-ლი ჯგუფის საკითხებიდან გამომდინარე – 4 ქულით. 2. კითხვაზე არასწორი პასუხი ფასდება 0 ქულით. 3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება კი – 250.     მუხლი 21🔗. საპრეტენზიო კომისია 1. საპრეტენზიო კომისია იქმნება მინისტრის მიერ საკონკურსო კომისიისაგან დამოუკიდებლად. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო კომისიის წევრი. 2. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს მინისტრი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. 4. საპრეტენზიო კომისიის წევრებმა მინისტრის მიერ ბრძანების გამოცემიდან ორი დღის ვადაში წერილობით უნდა განაცხადონ თანხმობა კომისიის წევრობაზე. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კომისიის წევრობაზე. 5. შესარჩევი კონკურსის სამდივნო ტესტირების დროის დამთავრებიდან 3 საათის განმავლობაში ტესტის ნიმუშებს გადასცემს საპრეტენზიო კომისიას, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს რამდენად კორექტულად არის დასმული კითხვა და რამდენად შეესაბამება სწორი პასუხი დასმულ შეკითხვას. ამ თვალსაზრისით საპრეტენზიო კომისიის მიერ უნდა შემოწმდეს ყველა შეკითხვა, რომელიც გამოყენებული იქნა ტესტირებისას. 6. თუ საპრეტენზიო კომისია მიიჩნევს, რომ შეკითხვა ბუნდოვანია ან დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს სწორი პასუხი ან პასუხი არასწორადაა მითითებული ან კითხვაზე არსებობს რამდენიმე სწორი პასუხი ან კითხვა სცილდება საგამოცდო პროგრამის ფარგლებს, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და თავისი გადაწყვეტილებით გააუქმოს კითხვა. 7. კითხვის გაუქმების შემთხვევაში ყველა კონკურსანტის მიერ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ჩაითვლება სწორად და დაეწერება შესაბამისი ოდენობის ქულა. 8. საპრეტენზიო კომისია ტესტირების დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში თავის დასკვნას და ოქმებს კითხვათა გაუქმების შესახებ წარუდგენს საკონკურსო კომისიას, რომელიც საპრეტენზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ტესტირების შედეგების გადასინჯვის შესახებ საპრეტენზიო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით.     მუხლი 22🔗. ტესტირების შედეგების დამტკიცება 1. ტესტირების შედეგებს ამტკიცებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით. 2. კონკურსანტს ტესტირება გავლილად ეთვლება, თუ იგი მოაგროვებს მინისტრის ბრძანებით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით საკონკურსო თანამდებობისათვის გათვალისწინებული ქულების მინიმალურ ოდენობას მაინც.     მუხლი 23🔗. ჩაშლილი კონკურსი საკონკურსო კომისია ჩაშლილად აცხადებს კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს, თუ ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ დააგროვა ქულათა საკმარისი რაოდენობა.     მუხლი 24🔗. შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული და რეზერვში ჩარიცხვა 1. შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება კონკურსანტი, რომელიც გაივლის ტესტირებას და დააგროვებს სხვა კონკურსანტებზე მეტ ქულათა ოდენობას. 2. თუ კონკურსში მონაწილე ორი ან მეტი პირი დააგროვებს ქულათა თანაბარ ოდენობას, მათ მიერ გაცემულ სწორ პასუხებს მნიშვნელობა ენიჭება შემდეგი თანმიმდევრობით – 1-ლი ჯგუფის კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობა, მე-2 ჯგუფის კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობა, მე-3 ჯგუფის კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობა, მე-4 ჯგუფის კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობა. შენიშვნა – ქულათა თანაბარი ოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის იმ თანამშრომელს (ან ყოფილ თანამშრომელს), რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთი წელი მაინც აქვს ნამუშევარი საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში. 3. ყველა კონკურსანტი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს კონკურსში ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მაგრამ დააგროვებს ქულათა ოდენობას, რაც საკმარისი არ არის მოცემულ ვაკანტურ თანამდებობაზე ტესტირების გავლისათვის – შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში. 4. რეზერვში ჩარიცხვის შესახებ კონკურსანტმა უნდა განაცხადოს წერილობითი თანხმობა და წარადგინოს იგი შესარჩევი კონკურსის სამდივნოში. 5. წერილობითი თანხმობა რეზერვში ჩარიცხვაზე წარდგენილ უნდა იქნეს შესარჩევი კონკურსის სამდივნოში არაუგვიანეს სამი დღისა ტესტირების დღიდან. 6. რეზერვში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია შესარჩევი კონკურსის სამდივნოს და კონკურსანტის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე ტესტირების დასრულებიდან 10 დღის ვადაში. 7. რეზერვის სია ერთიანია დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ყველა თანამდებობისათვის და მასში კონკურსანტის ჩარიცხვა ხდება მათ მიერ დაგროვილ ქულათა რაოდენობის გათვალისწინებით. 8. რეზერვში ჩარიცხვის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს სამსახურის დირექტორს. 9. კონკურსში გამარჯვებულთა და რეზერვში ჩარიცხულთა შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ტესტირების დღიდან არა უგვიანეს ორი კვირისა.     მუხლი 25🔗. რეზერვიდან გამოძახების წესი და პირობები 1. თუ ვაკანტური გახდა თანამდებობა, რომელზეც მოხელის შერჩევა მოხდა ამ დებულებით დადგენილი წესით, აგრეთვე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შემთხვევაში, ვაკანსიის შევსება უნდა მოხდეს რეზერვიდან. 2. ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 დღისა სამსახურის დირექტორი განცხადებით მიმართავს საკონკურსო კომისიის წევრებს რეზერვიდან კონკურსანტის დანიშვნის მიზნით რეკომენდაციის წარდგენის შესახებ. 3. საკონკურსო კომისია უნდა შეიკრიბოს სამსახურის დირექტორის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 7 დღის ვადაში. 4. საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის დირექტორისათვის რეზერვიდან პირის დანიშვნის თაობაზე რეკომენდაციის წარდგენის შესახებ. 5. რეკომენდაცია სამსახურის დირექტორს შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეზერვში ჩარიცხული პირი განაცხადებს წერილობით თანხმობას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 6. თუ პირი, რომელიც რეზერვის სიაში ჩარიცხულ იქნა სხვა კონკურსანტებზე უკეთესი შედეგებით უარს განაცხადებს თანამდებობის დაკავებაზე, საკონკურსო კომისიამ ვაკანსიის დაკავება უნდა შესთავაზოს რეზერვის სიაში რიგით მომდევნო პირს. 7. საკონკურსო კომისიამ სამსახურის დირექტორს უნდა მისცეს რეკომენდაცია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, თუ რეზერვის სიაში არ ირიცხება არც ერთი კონკურსანტი ან ყველა რეზერვისტი უარს განაცხადებს თანამდებობის დაკავებაზე. 8. რეზერვიდან დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მისი რეზერვის სიაში აღდგენა არ დაიშვება. 9. თუ შეუძლებელია ვაკანტური ადგილის დაკავება რეზერვიის სიიდან, სამსახურის დირექტორმა ამ დებულებით დადგენილი წესით შესარჩევი კონკურსი უნდა გამოაცხადოს 7 დღის ვადაში საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის მიღებიდან. დანართი 2 დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთა საკონკურსო პროგრამის საკითხები I ჯგუფი 1. საქართველოს კანონი “დასაქმების შესახებ” 2. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესახებ” 3. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 მაისის №177 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “სამუშაოს მაძიებელთა და უმუშევართა რეგისტრაციისა და აღრიცხვის შესახებ” 4. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 7 მაისის №180 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _  საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესახებ” დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სტატუსი. მიზნები და საქმიანობის საგანი. ფონდის უფლებები და მოვალეობები. ფონდის მართვა და წარმომადგენლობა. ფონდის დაფინანსების წყაროები და სახსრების გამოყენება. ფონდის საბუღალტრო ანგარიშგება ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი. 5. საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ” სამეწარმეო საქმიანობის ცნება. საწარმოს ცნება. ინდივიდუალური საწარმო. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომანდიტური საზოგადოება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. სააქციო საზოგადოება. კოოპერატივი. რეგისტრაციის ცნება. სამეწარმეო რეესტრის ცნება და მნიშვნელობა. საწარმოს რეგისტრაციის პირობები. ფილიალის ცნება. ფილიალის რეგისტრაცია. 6. საქართველოს კანონი “მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” მცირე საწარმოს განსაზღვრის კრიტერიუმები. რა შემთხვევაში არ ჩაითვლება საწარმო მცირედ. დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრა მცირე საწარმოში. II ჯგუფი 7. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ამოცანები. მუშაკთა ძირითადი შრომითი უფლებები და მივალეობები. შრომის ხელშეკრულების მხარეები და შინაარსი. სამუშაოზე მიღების გარანტიები. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადა, შრომის ხელშეკრულების დადება. საგამოცდო ვადა სამუშაოზე მიღებისას, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ვადიანი შრომის ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მუშაკის ინიციატივით, ვადიანი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით. სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. განთავისუფლებული მუშაკის კომპენსაციები და შეღავათები. ქალის შრომა. ახალგაზრდობის შრომა. 8. საქართველოს კანონი “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” რა არის ლიცენზია. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი პირები. ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება. ლიცენზიის მოქმედების ვადა. სალიცენზიო მოსაკრებელი. ლიცენზიის გაჩერება და გაუქმება. 9. საგადასახადო კოდექსი გადასახადის სახეები საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. ადგილობრივი გადასახადები. ტერმინთა განსაზღვრებანი საწარმოები; ინდივიდუალური საწარმო; ორგანიზაციები; საბიუჯეტო ორგანიზაცია; საქველმოქმედო ორგანიზაცია; ფიზიკური პირი-მეწარმე; საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებები გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ნათესავები; დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი; დასაბეგრი ბრუნვა; მომსახურების გაწევა; სამუშაო; სამუშაოს შესრულება; საქონლის მიწოდება; ფინანსური მომსახურება; დივიდენდი; ძირითადი საშუალებები; პროცენტი; ოჯახი; წმინდა მოგება; პარტნიორი; არაპირდაპირი გადასახადი. საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები საშემოსავლო გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; ერთობლივი შემოსავალი; საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები; პრეზუმციული გადასახადი; გადასახადის დაკავება გადახდის წყაროსთან. მოგების გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; გამოქვითვები და ზარალი. დამატებული ღირებულების გადასახადი დამატებული ღირებულების გადასახადის ცნება; გადასახადის გადამხდელები; სავალდებულო რეგისტრაცია; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო განაკვეთები. აქციზი აქციზის ცნება; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი. ქონების გადასახადი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები. საწარმოთა ქონების გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები. მიწის გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; მიწის გადასახადით დაბეგვრის პრინციპები; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი; მიწის გადასახადისგან განთავისუფლება. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეთა გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; საგადასახადო შეღავათები. სოციალური გადასახადი სოციალური გადასახადის ცნება; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; საგადასახადო შეღავათები. გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი. ადგილობრივი გადასახადები გადასახადი ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები. სათამაშო ბიზნესის გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი. საკურორტო გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; სასტუმროს გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები. რეკლამის გადასახადი გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები. გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები. 10. საქართველოს კანონი “განათლების შესახებ” პროფესიული განათლება. პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. უხარისხო სწავლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სახელმწიფო დაკვეთა. სოციალური გარანტიები და უფლება-მოვალეობანი განათლების სფეროში. 11. საქართველოს კანონი “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”  გაკოტრებაუნარიანობა. გაკოტრების საფუძველი. გადახდისუნარიანობა, ზედავალიანება. გაკოტრების წარმოების ფორმალური წინაპირობა. 12. საბაჟო გადასახადები საბაჟო გადასახადის სახეები. საბაჟო გადასახდელები. გადასახადები საბაჟოში. საბაჟო მოსაკრებლები. III ჯგუფი 13. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა საბიუჯეტო სისტემის სტრუქტურა. ბიუჯეტების შემოსავალი და ხარჯები. ბიუჯეტების ურთიერთდამოკიდებულება. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია. საბიუჯეტო რეგულირება. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები. საგანგებო ბიუჯეტი. სპეციალური სახელმწიფო ფონდის არსი და მათი შექმნის წესი. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალი და ხარჯები. 14. საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობათა ცნება. საჰაერო მოსამსახურის ცნება. მოხელის სამსახურში მიღება. მოხელის გამოსაცდელი ვადა. მოსამსახურის უფლებები და გარანტიები. მოხელის ატესტაცია. სამსახურიდან განთავისუფლება. 15. საქართველოს კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ტერმინთა განმარტება სახელმწიფო შესყიდვა; შემსყიდველი ორგანიზაცია; შესყიდვის ობიექტი; პრეტენდენტი; მიმწოდებელი; სამშენებლო სამუშაო; პრეფერენციული შეღავათი. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებანი; ტენდერის ფორმის შერჩევის წესი; გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულების დადება; ხელსაყრელი ტენდერის ჩატარება; სატენდერო მოსაკრებელი; ერთ პირთან მოლაპარაკება; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში. IV ჯგუფი 16. საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები. საკრებულოს კომპეტენცია. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოები. 17. საქართველოს კანონი “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” 1. აღმასრულებელი ხელისუფლება: ა) სამთავრობო დაწესებულება; ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. სამინისტროს სტატუსი. 18. საქართველოს კანონი “ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ” ცნება “ინვალიდის” განსაზღვრა. ინვალიდთა შრომის უფლებების რეალიზაცია. ინვალიდთა შრომის პირობები. ინვალიდთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. დანართი 3 დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საკონკურსო თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ქვემოთ ჩამოთვლილი საკონკურსო თანამდებობის დაკავების უფლება აქვს: სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი უმაღლესი ეკონომიკური განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. შრომის ბაზრის ანალიზის  განყოფილების უფროსი უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. პროგრამების სამმართველოს უფროსი უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. პროგრამების სამმართველოს უფროსის მოადგილე უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსი უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. იურიდიული განყოფილების უფროსი უმაღლესი განათლების იურისტი - სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის ერთი წლის სტაჟით, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი უმაღლესი განათლების იურისტი - სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის ერთი წლის სტაჟით, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს. აფხაზეთის, აჭარის დასაქმების სამსახურის უფროსი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. რაიონული განყოფილების უფროსი, უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან იურისტი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს. აფხაზეთის დასაქმების სამსახურის უფროსის მოადგილე უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს. პროგრამების სამმართველოს, შიდა კონტროლის სამმართველოს, შრომის ბაზრის ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. თბილისის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს. პროგრამების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს. რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს. რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 110-ს. აფხაზეთის დასაქმების სამსახურის სპეციალისტი უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 100-ს.