⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2000 წლის 16 ოქტომბერს ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული “მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების” შესრულებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 09.08.2001
ძალის დაკარგვა 25.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-121
სარეგისტრაციო კოდი 340170000.11.113.004907
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 16/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,496 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2001 მიღება
25.11.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2000 წლის 16 ოქტომბერს ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული “მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების” შესრულებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 56.7pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.11.116.004.890 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №2-121–№177 2001 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2000 წლის 16 ოქტომბერს ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული “მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების” შესრულებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2000 წლის 16 ოქტომბერს ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული “მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების” შესრულების მიზნით, ვბრძანებთ: 1. საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის დადებული საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული “მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების” შესაბამისად შეიქმნას “სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრი (შემდგომში – პროგრამის მართვის ცენტრი), როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი” და დამტკიცდეს პროგრამის მართვის ცენტრის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან. დ. კირვალიძე ზ. ნოღაიდელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის” დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. “სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD-ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრი (შემდგომში – პროგრამის მართვის ცენტრი), წარმოადგენს საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2000 წლის 16 ოქტომბერს ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული “მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების” საფუძველზე “საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის” (შემდგომში – პროგრამის) მომზადებისა და განხორციელებისათვის შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2. პროგრამის მართვის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. პროგრამის მართვის ცენტრის სახელწოდებაა: “სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი”. 4. პროგრამის მართვის ცენტრი შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 5. პროგრამის მართვის ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, აქვს ანგარიშსწორების და სხვა სათანადო ანგარიშები ფონდისათვის მისაღებ ბანკში, რომელსაც იგი შეარჩევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და ემბლემით და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.     მუხლი 2🔗. პროგრამის მართვის ცენტრის მიზნები და ამოცანები 1. პროგრამის ძირითადი მიზანია მთიანი რეგიონების მოსახლეობის დახმარება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში შემოსავლების ზრდის მეშვეობით, აგრეთვე აღნიშნულ რეგიონებში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა. 2. პროგრამის მიზნებია: ა) გააუმჯობესოს ბენეფიციართა თვითორგანიზების შესაძლებლობები, საბაზრო ეკონომიკასთან და ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში მათი სრული მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, რაზედაც დამოკიდებულია მოსახლეობის კეთილდღეობა; ბ) ფინანსური, ტექნიკური და კომერციული მომსახურების ხელმისაწვდომობის  სრულყოფის მეშვეობით, ბუნებრივი რესურსული ბაზის მართვის გაუმჯობესება და ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა; გ) თემზე დაფუძნებული ინსტიტუციონალური მექანიზმების დანერგვის მეშვეობით გარემოს რეაბილიტაცია და დაცვა;   დ) მთიანი რეგიონების განვითარების პრობლემების განსაზღვრისა და მათზე რეაგირებისთვის ადგილობრივი ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების მეშვეობით საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება. 3. პროგრამის მართვის ცენტრის საქმიანობის საგანია: ა) საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი გეგმისა და ბიუჯეტის საფუძველზე პროგრამის მართვის ცენტრის ყოველწლიური სამუშაო გეგმების შემუშავება, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ფონდთან შეთანხმება და განხორციელება; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად შესყიდვების განხორციელება; გ) თანხების ხარჯვის ექვსი თვის და ყოველწლიური გეგმის შედგენა და ფონდში, საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებში წარდგენა; დ) პროგრამის მართვის ცენტრის საქმიანობისა და პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშების დროულად მომზადება და ფონდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოში წარდგენა; ე) სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.     მუხლი 3🔗. პროგრამის მართვის ცენტრის მართვა 1. პროგრამის მართვის ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც წარმოადგენს პროგრამის მართვის ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ფონდთან შეთანხმებით. 3. დირექტორთან  შრომის ხელშეკრულებას აფორმებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. დირექტორთან ხელშეკრულება იდება ერთი წლით, შემდგომში კონკურსის გარეშე ვადის გაგრძელების შესაძლებლობით ფონდთან შეთანხმების საფუძველზე. 4. პროგრამის მართვის ცენტრში იმუშავებენ პროგრამის დირექტორი, ფერმერული მეურნეობის ორი სპეციალისტი, ეკონომისტი/მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი, ფინანსების/შესყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი და დამხმარე პერსონალი. 5. ფერმერული მეურნეობის სპეციალისტის, ეკონომისტი/მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტის, ფინანსების/შესყიდვების მენეჯერის, ბუღალტრის და დამხმარე პერსონალის ტექნიკურ დავალებებს ამტკიცებს და ამ პირებს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი, ერთწლიანი განახლებადი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და ფონდთან შეთანხმებით. 6. ამ თავის პირველ და მე-5 მუხლებში აღნიშნული პირები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. მათი შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისიებს ქმნიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 7. პროგრამის მართვის ცენტრის ცალკეული პროექტების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების საშტატო განრიგი, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროების მიერ, ფონდთან შეთანხმებით. 8. პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორი ამტკიცებს საშტატო განრიგში მითითებული თითოეული თანამშრომლის ტექნიკურ დავალებებს და ფონდისათვის მისაღები პროცედურების შესაბამისად ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალისა და კონსულტანტების დაქირავებას.     მუხლი 4🔗. პროგრამის მართვის ცენტრის ქონება და ფინანსური საქმიანობა 1. პროგრამის მართვის ჯუფის ფინანსური საქმიანობის საგანია პროგრამისათვის გათვალისწინებული კრედიტის/გრანტის სახსრებისა და საქართველოს მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვა. 2. პროგრამის მართვის ცენტრის ქონება ფორმირდება ზემოთ აღნიშნული პროგრამისათვის გათვალისწინებული კრედიტის/გრანტის სახსრებითა და საქართველოს მიერ გამოყოფილი თანხებით. 3. პროგრამის მართვის ცენტრი შეიმუშავებს პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და ათანხმებს მას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებთან და ფონდთან. 4. პროგრამის მართვის ცენტრის ყოველწლიურ ფინანსურ საქმიანობას ამოწმებს დამოუკიდებელი აუდიტორი რომელიც შეირჩევა ფონდის მიერ. 5. პროგრამის მართვის ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება ფონდისთვის მისაღები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. პროგრამის მართვის ცენტრის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო  და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს პროგრამის მართვის ცენტრის მიერ პროგრამის მიზნობრივ და ეფექტურ განხორციელებაზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს კონტროლს პროგრამის მართვის ცენტრის ფინანსურ საქმიანობაზე.     მუხლი 6🔗. პროგრამის მართვის ცენტრის კოორდინაცია პროგრამის მართვის ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს ფინანსთა მინისტრები ერთობლივი ბრძანებით აფუძნებენ პროგრამის საკოორდინაციო კომიტეტს. პროგრამის საკოორდინაციო კომიტეტის ფუნქციაა კოორდინაცია გაუწიოს პროგრამის განხორციალებას და ხელი შეუწყოს პროგრამის ეფექტიან მართვას. პროგრამის საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობას თავმჯდომარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, ხოლო პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორი წარმოადგენს პროგრამის საკოორდინაციო კომიტეტის მდივანს.     მუხლი 7🔗. ანგარიშგება პროგრამის მართვის ცენტრი განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშებს, ასევე ყოველწლიური აუდიტორული შემოწმების ანგარიშს დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარუდგენს ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი პროგრამის მართვის ცენტრის დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, ფონდთან შეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 9🔗. პროგრამის მართვის ცენტრის ლიკვიდაცია პროგრამის მართვის ცენტრის ლიკვიდაცია ხდება პროექტების შეწყვეტის, დასრულების და/ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.