⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.12.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2001
ძალის დაკარგვა 09.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 040030000.11.106.004875
გამოქვეყნების წყარო სსმ, 81, 03/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,912 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2001 მიღება
09.12.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; position:relative; top:-10.0pt;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; position:relative; top:-10.0pt;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; position:relative; top:-10.0pt;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:127.6pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-91.6pt; font-size:15.0pt; font-family:AcadMtavr; position:relative; top:-10.0pt;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:GeoDumba; position:relative; top:-10.0pt;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:113.4pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-77.4pt; font-size:15.0pt; font-family:AcadMtavr; position:relative; top:-10.0pt;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:15.0pt; font-family:GeoDumba; position:relative; top:-10.0pt;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; position:relative; top:-10.0pt;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 63.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.004.875 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №289 2001 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს დადებული შეთანხმებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 16 სექტემბრის №269 ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ”. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი (შემდეგში – ცენტრი) არის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ანგარიში, ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, ანგარიშსწორების და სპეციალური ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 4. ცენტრის მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო. თავისი საქმიანობის შესახებ ცენტრი ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს სამინისტროს. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-3 კვარტალი, მე-8ა კორპუსი.     მუხლი 2🔗. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები ცენტრის ამოცანებია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით ექსპერტიზის განხორციელება სახელშეკრულებო საფუძველზე; ბ) სასამართლოს ბრძანების, განჩინების, დადგენილების, მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით ექსპერტიზის, გამოკვლევის, შემოწმების, რევიზიის და კონსულტაციების ჩატარება შესაბამისი ხელშეკრულებით; გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება, სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა, კადრების მომზადება; დ) საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობა; ე) საქართველოსა და საერთაშორის საექსპერტო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დაკისრებული სხვა მიზნებისა და ამოცანების განხორციელება.     მუხლი 3🔗. ცენტრის სტრუქტურა და ორგანიზაცია 1. ცენტრი შედგება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების – სამსახურებისაგან და ფილიალებისაგან. 2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კრიმინალისტიკის სამსახური; ბ) საექსპერტო სამედიცინო-ბიოლოგიური სამსახური; გ) საექსპერტო-ქიმიური სამსახური; დ) საექსპერტო-ეკონომიკური სამსახური; ე) საექსპერტო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სამსახური; ვ) იურიდიული სამსახური; ზ) კანცელარია; თ) ბუღალტერია; ი) სამეურნეო ჯგუფი. 3. ცენტრის სტრუქტურაშია: ა) აჭარის ფილიალი; ბ) აფხაზეთის ფილიალი; გ) ქუთაისის ფილიალი; დ) თელავის ფილიალი.     მუხლი 4🔗. სამსახურების კომპეტენცია 1. კრიმინალისტიკური სამსახურის კომპეტენციაა: ა) ბალისტიკური ექსპერტიზა (გამოკვლევა, შემოწმება); ბ) ტრასოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); გ) ხელნაწერების ექსპერტიზა (გამოკვლევა); დ) დოკუმენტების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა (გამოკვლევა); ე) ტექსტის ავტორის დადგენის ექსპერტიზა (გამოკვლევა); ვ) ფონოსკოპიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); ზ) ხმით გაიგივების ექსპერტიზა (გამოკვლევა); თ) ფოტოტექნიკური ექსპერტიზა (გამოკვლევა); ი) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); კ) ჰომეოსკოპიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); ლ) მექანოსკოპიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); მ) პორტრეტული ექსპერტიზა (გამოკვლევა). ნ) შუშის ექსპერტიზა, (გამოკვლევა); ო) მეტალების, შენადნობების ექსპერტიზა და მათი ნაწარმის (გამოკვლევა); პ) ლაქსაღებავებისა და მათი საფარების ექსპერტიზა, (გამოკვლევა). 2. საექსპერტო-სამედიცინო-ბიოლოგიური სამსახურის კომპეტენციაა: ა) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, (გვამისა და ცოცხალ პირთა გამოკვლევა, შემოწმება); ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); გ) სამედიცინო-ბიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); დ) ნარკოლოგიური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); ე) ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); ვ) ეკოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა, შემოწმება); ზ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); თ) მიკრობიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); ი) ციტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); კ) ზოოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა); ლ) ბოტანიკური ექსპერტიზა (გამოკვლევა). 3. საექსპერტო-ქიმიური სამსახურის კომპეტენცია: ა) შუშის ექსპერტიზა (გამოკვლევა); ბ) მეტალების, შენადნობების ექსპერტიზა და მათი ნაწარმის (გამოკვლევა); გ) საწვავ-საპოხი მასალების ექსპერტიზა (გამოკვლევა); დ) დაუდგენელი ობიექტებისა და ნივთიერების ექსპერტიზა, (გამოკვლევა); ე) ნიადაგის ექსპერტიზა (გამოკვლევა); ვ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსპერტიზა (გამოკვლევა); ზ) ფარმაცევტული პრეპარატების ექსპერტიზა (გამოკვლევა); თ) მცენარეული, მინერალური, სინთეზური წარმოშობის ობიექტებში და ბიომასალაში ნარკოტიკულ და ძლიერმოქმედ ნივთიერებათა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა; ი) სპირტის შემცველი ნივთიერებების ექსპერტიზა (გამოკვლევა); კ) უალკოჰოლო პროდუქტების ექსპერტიზა (გამოკვლევა); ლ) კვების პროდუქტების ექსპერტიზა (გამოკვლევა); მ) ლაქსაღებავებისა და მათი საფარების ექსპერტიზა (გამოკვლევა); ნ) ბოჭკოვანი ობიექტების ექსპერტიზა (გამოკვლევა); ო) პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაწარმის ექსპერტიზა (გამოკვლევა); პ) საყოფაცხოვრებო ქიმიის ობიექტების ექსპერტიზა (გამოკვლევა). 4. საექსპერტო-ეკონომიკური სამსახურის კომპეტენცია: ა) საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზა (საფინანსო-ეკონომიკური-სამეურნეო შემოწმება, რევიზია); ბ) საბუღალტრო ექსპერტიზა ( საბუღალტრო შემოწმება, რევიზია); გ) სასაქონლო ექსპერტიზა (სასაქონლო გამოკვლევა, შემოწმება); დ) სატრანსპორტო-საინჟინრო-ეკონომიკური (გამოკვლევა, შემოწმება); ე) საამშენებლო-ეკონომიკური (გამოკვლევა, შემოწმება). 5. საექსპერტო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სამსახურის კომპეტენცია: ა) საამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); ბ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); გ) სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); დ) სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); ე) შრომის უსაფრთხოების ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); ვ) ვიდეოფონოგრაფიული ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); ზ) კომპიუტერული ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა); თ) აფეთქების ტექნიკური ექსპერტიზა (შემოწმება, გამოკვლევა). 6. იურიდიული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საექსპერტო სტატისტიკის დამუშავება; ბ) საინფორმაციო ბანკის შექმნა; გ) იურიდიული ექსპერტიზა; დ) კრიმინოლოგიური კვლევა; ე) ცენტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადება.     მუხლი 5🔗. ცენტრის მართვა. ცენტრის დირექტორი 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) 2. ცენტრის დირექტორი: ა) წარმოადგენს ცენტრს და ანიჭებს ცენტრს წარმომადგენლობას; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მინისტრის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც ეხება ცენტრის საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს საექსპერტო საქმიანობის ხარისხის კონტროლს და მეთოდურ ზედამხედველობას; დ) ამ დებულებით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; თ) ხელს აწერს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით შემუშავებულ დოკუმენტებს ან ახდენს მათ ვიზირებას; ი) ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას; კ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად; ლ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან (მათ შორის, სხვა სახელმწიფოს) საექსპერტო შემოწმების, გამოკვლევების, რევიზიების, კონსულტაციების მოწყობის შესახებ; ნ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კვლევით, მეთოდურ მუშაობას და აკონტროლებს მათ შესრულებას, საექსპერტო პრაქტიკაში ახალი მეთოდების აპრობაციასა და დანერგვას; ო) ამოწმებს საექსპერტო და სარევიზიო მასალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გასცემს განკარგულებას ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ავალებს ცენტრის ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს ან სპეციალისტს; პ) პირადად ატარებს ექსპერტიზებს (გამოკვლევებს, შემოწმებებს, რევიზიებს); ჟ) ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის, გამოკვლევის, შემოწმების რევიზიის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, აკონტროლებს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების ვადებს; რ) ექსპერტიზაზე, გამოკვლევაზე, შემოწმებაზე ან რევიზიისათვის შემოსული მასალების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, როცა ექსპერტიზის, გამოკვლევის, შემოწმების, რევიზიის სახეობა არ მიეკუთვნება ცენტრის კომპეტენციას, ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ იურიდიულ სამსახურთან შეთანხმებით აცნობებს ექსპერტიზის, შემოწმების, გამოკვლევის, რევიზიის დამკვეთ პირს; ს) ექსპერტიზის, შემოწმების, გამოკვლევის, რევიზიის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ, აცნობებს დამკვეთს; ტ) განსაკუთრებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს ექსპერტიზის, შემოწმების, გამოკვლევის ან რევიზიის განხორციელებას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; უ) ატარებს ცენტრის თანამშრომელთა თათბირებს, ისმენს მუშაობის შედეგებს. 3. ცენტრის შინაგანაწესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. 4. ცენტრის დირექტორი ამტკიცებს მოწვეულ სპეციალისტთა სარეკომენდაციო სიას. 6. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. დირექტორის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. ცენტრის დირექტორის მოადგილე 1. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 2. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი დავალებით ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მოადგილე ცენტრის საექსპერტო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით, იურიდიულ სამსახურთან წერილობით შეთანხმებით. სხვა დანარჩენი უფლებამოსილება განესაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ. 3. ცენტრის დირექტორის მოადგილე ახორციელებს სამეცნიერო და მეთოდურ მუშაობას, ხელმძღვანელობას უწევს კვლევის მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების აპრობაციას, დანერგვას, ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებას. 4. ცენტრის დირექტორის მოადგილე და თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის წინაშე.     მუხლი 7🔗. ცენტრის დირექტორის თანაშემწე 1. ცენტრის დირექტორს ჰყავს თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. დირექტორის თანაშემწე კანონით დადგენილი წესითა და ამ დებულების საფუძველზე ასრულებს უშუალოდ ცენტრის დირექტორის დავალებებს. 2. ცენტრის დირექტორის თანაშემწე ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე.     მუხლი 8🔗. ცენტრის თანამდებობის პირები ცენტრის თანამდებობის პირები არიან: ა) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამსახურების) უფროსები; ბ) ცენტრის ფილიალების უფროსები.     მუხლი 9🔗. ცენტრის სხვა თანამშრომლები ცენტრის საშტატო შემადგენლობაში არიან: ა) ჯგუფის უფროსები; ბ) მთავარი სპეციალისტები; გ) წამყვანი სპეციალისტები; დ) სპეციალისტები; ე) ინსპექტორები. ვ) დამხმარე მოსამსახურეები.     მუხლი 10🔗. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი 1. ცენტრის ქვედანაყოფის (სამსახურის) უფროსი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის ჯგუფის უფროსებს შორის, აძლევს მათ მითითებებს; ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტს; დ) ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ე) პირადად ატარებს ექსპერტიზებს (გამოკვლევებს, შემოწმებებს, რევიზიებს); ვ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამსახურს) საკუთარი მოვალეობის შესრულებისას, ახორციელებს ექსპერტიზათა (გამოკვლევა, შემოწმება, რევიზია) ხარისხის კონტროლს; ზ) წარუდგენს ცენტრის დირექტორს წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის ქვედანაყოფის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებელი საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე; ი) შუამდგომლობს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ დანაყოფში სტაჟირებას; ლ) ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ სხვა ამოცანებს; მ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეთა უფლებამოსილება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.     მუხლი 11🔗. ცენტრის ქონება და ფინანსები 1. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 2. ცენტრის დაფინანსება ხორციელდება: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლით; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლით; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. 3. ცენტრს სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ცენტრის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 12🔗. ცენტრის დირექტორის სათათბირო ორგანო 1. ცენტრის დირექტორის სათათბირო ორგანოა მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – მრჩეველთა საბჭო), რომელიც წარმოადგენს უწყებათაშორის, წარმომადგენლობით პრინციპზე აგებულ სათათბირო ორგანოს, რომელშიც პარიტეტულ საწყისებზე არის წარმოდგენილი სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების წარმომადგენლობა ქვეყნის მასშტაბით საექსპერტო საქმიანობის პოლიტიკის შემუშავებისათვის. 2. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 13🔗. საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისია ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.