⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.09.2006)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.12.2004
ძალის დაკარგვა 04.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1549
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.006911
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 09/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,390 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2004 მიღება
04.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:47.55pt 52.0pt 61.1pt 55.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.006.911 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1549 2004 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №482 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” თანდართული დებულება. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 440 საშტატო ერთეულით. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 10 დეკემბრიდან. გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” (შემდგომში – ბიურო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. ბიუროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე იურიდიული პირის უფლებების დაცვის, ექსპერტის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით წარმოებული ყოველმხრივი და სრული კვლევის პრინციპებს. 5. ბიუროს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.” 6. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 7. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №84. თავი II ბიუროს ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება     მუხლი 2🔗. ბიუროს ამოცანები 1. ბიუროს ამოცანაა ხელი შეუწყოს მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს ან სასამართლოს იმ გარემოებების დადგენაში, რომლებიც სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე საკითხების გადაწყვეტისას საჭიროებენ სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად ბიურო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და მის წარმოებას.     მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები ბიურო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: ა) ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და მის წარმოებას; ბ) ახორციელებს რევიზიას, ინვენტარიზაციას, საუწყებო შემოწმებას და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენას; გ) ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე საექსპერტო საქმიანობას მ.შ. კონსულტაციების გაწევას; დ) ახორციელებს აუდიტორულ მომსახურებას; ე) ახორციელებს სამეცნიერო და მეთოდურ მუშაობას, გამოკვლევათა მეთოდიკის სრულყოფას და ახალი მეთოდების დანერგვას; ვ) ახორციელებს კადრების შერჩევას, მომზადებას და გადამზადებას (სტაჟირებას); ზ) ახორციელებს სასამართლო-საექსპერტო პრაქტიკის მეცნიერულ განზოგადებასა და აქტუალური პრობლემატიკის გამიჯვნას; თ) თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებებთან და საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციებთან, ახორციელებს ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზებას; ი) ახორციელებს სასამართლო ექსპერტიზის საკითხებზე ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემას; კ) ახორციელებს დაქტილოსკოპიური (თითის ანაბეჭდთა) მონაცემთა ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის მონაცემთა ბაზის და ნარკოლოგიური მონაცემთა ბაზის შექმნასა და წარმოებას; ლ) ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მუშაობას; მ) ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.     მუხლი 4🔗. ბიუროს უფლებამოსილება ბიურო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს: ა) დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა; ბ) ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა; გ) ბალისტიკური ექსპერტიზა; დ) ტრასოლოგიური ექსპერტიზა; ე) ავტო-ტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზა; ვ) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, ჰომეოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა; ზ) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა; თ) ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა; ი) ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების ექსპერტიზა; კ) მცენარეული ობიექტების ექსპერტიზა; ლ) ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა; მ) კვების პროდუქტების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ექსპერტიზა; ნ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; ო) სასაქონლო ექსპერტიზა; პ) სამედიცინო ექსპერტიზა; ჟ) ბიოლოგიური და ციტოლოგიური ექსპერტიზა; რ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა; ს) ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა; ტ) სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა; უ) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა; ფ) ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა. თავი III ბიუროს სტრუქტურა და მართვა     მუხლი 5🔗. ბიუროს სტრუქტურა 1. ბიურო შედგება ბიუროს ძირითადი სტუქტურული ქვედანაყოფებისაგან – სამსახურებისა და განყოფილებებისაგან. 2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამსახური; გ) ფინანსური, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის სამსახური; დ) ქიმიური ექსპერტიზის სამსახური; ე) სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური; ვ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური; ზ) ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახური; თ) იმერეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური; ი) აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური; კ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; მ) ფოთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; ნ) კახეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; ო) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; პ) შიდა ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; ჟ) ქვემო ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; რ) ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის განყოფილება.     მუხლი 6🔗. მართვა და წარმომადგენლობა. ბიუროს უფროსი 1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. ბიუროს უფროსი წარმართავს ბიუროს საქმიანობას და მოქმედებს დამოუკიდებლად საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში. 3. ბიუროს უფროსი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, წარმოადგენს ბიუროს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ბიუროს სახელით და პირადად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. 4. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ბიუროს ყველა თანამშრომლისათვის; ბ) ბიუროს სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში; გ) დანიშნოს და გაათავისუფლოს ბიუროს თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ე) გაანაწილოს ფუნქციები და მოვალეობები ბიუროს თანამშრომლებს შორის, მისცეს მათ მითითებები და დავალებები, გააკონტროლოს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მოისმინოს მათი მუშაობის შედეგები; ვ) დაამტკიცოს ბიუროს შინაგანაწესი და თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციები; ზ) განახორციელოს საკადრო პოლიტიკა; თ) მიავლინოს თანამშრომლები სემინარებზე, კონფერენციებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე; ი) ბიუროს სახელით დადოს ხელშეკრულებები და შეთანხმებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად; ლ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები. 5. ბიუროს უფროსი ვალდებულია: ა) დაიცვას ეს დებულება და მოქმედი კანონმდებლობა; ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს იუსტიციის მინისტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოს სამსახურის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; დ) უზრუნველყოს სასამართლო-საექსპერტო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა; ე) განახორციელოს მოქალაქეთა მიღება; ვ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო, კვლევით, მეთოდურ მუშაობას და გააკონტროლოს მათი შესრულება, აგრეთვე განახორციელოს ექსპერტიზის წარმოებაში ახალი მეთოდების აპრობაცია და დანერგვა; ზ) ორგანიზება გაუწიოს ექსპერტიზის, გამოკვლევის, შემოწმების, რევიზიის ჩატარებას, უზრუნველყოს გამოსაკვლევი ობიექტების დაცვა, გააკონტროლოს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების ვადები. 6. ბიუროში იქმნება სათათბირო ორგანო – სამეცნიერო (მრჩეველთა) საბჭო, რომლის შემადგენლობაში ბიუროს უფროსისა და უფროსის მოადგილეების გარდა, ბიუროს უფროსის ბრძანებით შეიძლება შევიდნენ სამსახურის (განყოფილების) უფროსები, ექსპერტები და სპეციალისტები. საბჭოს წევრებად, შესაბამისი ანაზღაურებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.     მუხლი 7🔗. ბიუროს უფროსის მოადგილეები 1. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მ.შ. ერთი პირველი. 2. ბიუროს უფროსის მოადგილეებს ბიუროს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. ბიუროს უფროსის მოადგილეები ახორციელებენ ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ამოცანების შესრულებას. 4. ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ბიუროს საქმიანობას ბიუროს უფროსის არყოფნისას. 5. ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები ბიუროს უფროსის ბრძანებით ხელმძღვანელობენ განსაზღვრული ქვედანაყოფების მუშაობას. თავი IV ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები     მუხლი 8🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა 1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები და სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი. 2. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამსახურს, დამოუკიდებელ განყოფილებას) ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება ბიუროს უფროსს, უფროსის პირველ მოადგილეს ან უფროსის მოადგილეს. 4. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამსახურის, განყოფილების) უფროსი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახდენს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებული დოკუმენტის ვიზირებას; დ) ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ე) საჭიროების შემთხვევაში პირადად ატარებს ექსპერტიზას; ვ) უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფში ჩატარებული ექსპერტიზის ხარისხის კონტროლს; ზ) წარუდგენს ბიუროს უფროსს წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ; თ) ხელმძღვანელობს კადრების მომზადებას და გადამზადებას (სტაჟირებას); ი) ასრულებს ბიუროს უფროსის მიერ ამ დებულების საფუძველზე დაკისრებულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახური ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოება, თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლის განხორციელება; ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაციის და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მისი გაუმჯობესება და სრულყოფა; ბიუროს მომარაგება; საპროექტო-სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი; ბიუროში მომზადებული სამეცნიერო და კვლევითი მასალების გამოცემის უზრუნველყოფა; ბიუროს საქ-მიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბიუროს ინტერესების დაცვა სასამართლოში სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას; საქმის წარმოების ორგანიზაცია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბიუროს უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში საშტატო ნუსხის ფორმირება და შესათანხმებლად წარდგენა; ბალანსის შედგენა, მუშაკთა მატერიალური სტიმულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე გადასახადების გამოანგარიშება და მათი თავისდროული გადახდა.     მუხლი 10🔗. ფინანსური, საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის სამსახური ფინანსური, საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსური, საბუღალტრო, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტროტექნიკური, სამშენებლო-ეკონომიკური და სასაქონლო ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა.     მუხლი 11🔗. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამსახური კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური, ტრასოლოგიური, ხელნაწერების და ხელმოწერების, დოკუმენტების ტექნიკური, ფონოსკოპიური, ხმის გაიგივების, ავტოტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტოსასაქონლო, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, დაქტილოსკოპიური, აფეთქების ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, აგრეთვე დაქტილოსკოპიური (თითის ანაბეჭდთა) და ცეცხლსასროლი იარაღის მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება.     მუხლი 12🔗. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მინის, კერამიკის, სილიკატური სამშენებლო მასალების, ლითონების, შენადნობების და მათი ნაკეთობების გამოკვლევა, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საცხები მასალების, დაუდგენელი (უცხო) ობიექტებისა და ნივთიერებების, ნიადაგის, სპირტშემცველი ნივთიერებების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, კვების პროდუქტების, ლაკსაღებავებისა და მათი საფარის, ბოჭკოვანი ობიექტებისა და მათი ნაწარმის, პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ქიმიური ობიექტების, აგრეთვე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების, ფარმ-პრეპარატების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ობიექტების, სახანძრო (ქიმიური და ფიზიკური მეთოდების გამოყენებით) ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 13🔗. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა გვამების გამოკვლევა, ცოცხალ პირთა გამოკვლევა, ნივთმტკიცებათა გამოკვლევა, სამედიცინო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-ქიმიური, სასამართლო-ბიოლოგიური, ციტოლოგიური, სასამართლო-ჰისტოლოგიური, სასამართლო-ბიოქიმიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, აგრეთვე სასამართლო ექსპერტიზის წარმოება სამედიცინო დოკუმენტებითა და საქმის მასალებით.     მუხლი 14🔗. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერაცხადობის განსაზღვრა, ქმედუნარიანობის განსაზღვრა, სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული შემოწმება.     მუხლი 15🔗. ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახური ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის) მიღების ფაქტის კლინიკური და ლაბორატორიული დადგენა, სტაციონარული და ამბულატორიული ნარკოლოგიური შემოწმება, აგრეთვე სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება და ნარკოლოგიური მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება.     მუხლი 16🔗. იმერეთისა და აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურები იმერეთისა და აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურების ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე ავტოტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტო-სასაქონლო, საინჟინრო-ტექნიკური, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 17🔗. მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ფოთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის ექსპერტიზის რეგიონალური განყოფილებები მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ფოთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის რეგიონალური განყოფილებების ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 18🔗. ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის განყოფილება ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, პერსონალის ანალიტიკური უნარის გაუმჯობესება, ბიუროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამართლებრივი მოკვლევა, ბიუროს მუშაკთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და სრულყოფისათვის ხელშეწყობა, შესაბამის სამსახურებთან ერთად მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება, ექსპერტის კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით ტესტირების ორგანიზება. თავი V ბიუროს ქონება და ფინანსები     მუხლი 19🔗. ბიუროს ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროს უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ქონება. 2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 20🔗. ბიუროს დაფინანსება 1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; დ) გრანტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ბიურო უფლებამოსილია თავისი მიზნების განსახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესს ადგენს ბიუროს უფროსი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით ბიურომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ). საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 21🔗. საბუღალტრო ანგარიშგება ბიურო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.     მუხლი 22🔗. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სახელმწიფო კონტროლს ბიუროს საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. ბიუროს სახელმწიფო კონტროლის, მისი საბუღალტრო ანგარიშგების, აგრეთვე ქონების შეძენისა და გასხვისების წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით. 3. ბიუროს საქმიანობის შესამოწმებლად დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. თავი VI დასკვნითი დებულებები     მუხლი 23🔗. ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 24🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.