„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №12
2011 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანები თ (ვებ პორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
1. წესის 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 261 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 261. სისტემის გაუმართაობის განსაკუთრებული შემთხვევა
1. თუ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო მიმწოდებელი ვერ ახორციელებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან/და ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული გარანტიის წარდგენას, საფასურის გადახდასა და სატენდერო წინადადების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან/და ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს შეუძლია მხოლოდ იმ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერთან ან/და ელექტრონულ ტენდერთან მიმართებით, რომელშიც წინადადებების მიღების დასრულების დრო ემთხვევა სისტემაში ტექნიკური ხარვეზის არსებობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართულ დამატებით რაუნდებთან და მინიჭებულ სტატუსებთან დაკავშირებული საკითხები.
4. სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და ძალაშია მისი სისტემაში რეგისტრირებული ყველა მომხმარებლისთვის სისტემის მეშვეობით გაგზავნის მომენტიდან. სააგენტოს ასეთი გადაწყვეტილება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.procurement.gov.ge) სიახლეებისთვის განკუთვნილ ადგილას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი