„საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.09.2003
ძალის დაკარგვა 01.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №01/01-01/176
სარეგისტრაციო კოდი 240140000.11.104.006049
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 10/09/2003
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.10.2010
- საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.09.2003
დოკუმენტის ტექსტი
„საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.StylecxrilixmlSylfaen, li.StylecxrilixmlSylfaen, div.StylecxrilixmlSylfaen {mso-style-name:"Style cxrili_xml + Sylfaen"; mso-style-link:"Style cxrili_xml + Sylfaen Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.StylecxrilixmlSylfaenChar {mso-style-name:"Style cxrili_xml + Sylfaen Char"; mso-style-link:"Style cxrili_xml + Sylfaen"; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 240.140.000.11.104.006.049
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის
ბრძანება №01/01-01/176
2003 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული “საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის” თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ” დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია.
3. დაევალოს სამინისტროს აპარატს (მ.ყიფიანი) რეგისტრაციის შემდეგ წინამდებარე დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. დასახელებული დებულების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს “სახელმწიფოს საკუთრებაში აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” ყოფილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/154 ბრძანება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. მეგრელიძეს.
გ. გაჩეჩილაძე
დებულება „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ შესაბამისად და განსაზღვრავს საწარმოთა მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით კონკურსის ფორმით გადაცემის წესს.
2. სააგენტოს მართვაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანია სააქციო საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.
3. აქციების და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც აგრეთვე ადგენს შესაბამის საკონკურსო პირობებს.
4. აქციების და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გაცემის საკითხს იხილავს მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია (შემდგომში – ”კომისია”), რომელიც იქმნება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში, შესაბამისი სამინისტროების და უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
5. სააგენტოს მართვაში არსებული აქციები და წილები კონკურსის ფორმით, მართვის უფლებით შეიძლება გადაეცეს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მართვაში არსებული აქციების და წილების კონკურსის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში იქმნება მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისია შეიმუშავებს თავის სამუშაო რეგლამენტს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილებისას, თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოფს აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 30 დღით ადრე, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების აქციათა ან წილის მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში არანაკლებ 2 თვისა, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს:
ა) ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში;
ბ) ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის ქსელით;
გ) ინფორმაციის დაგზავნა საქართველოს საელჩოებზე უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებზე საქართველოში.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აქციების და წილის მართვის უფლებით კონკურსის ფორმით გადამცემის დასახელება;
ბ) აქციების და წილის მართვის უფლებით გადაცემის საკონკურსო პირობებს;
გ) სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
დ) კონკურსზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;
ე) აქციების წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, სახელმწიფოს წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;
ვ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების თარიღს;
ზ) საკონკურსო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა.
7. კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, რის შემდეგაც პრეტენდენტი იღებს მონაწილის სტატუსს.
8. მონაცემები, კონკურსში მონაწილეთა შესახებ არ ექვემდებარება გამოქვეყნებას კონკურსის დაწყების მომენტამდე.
მუხლი 3🔗. აქციების ან წილის მართვის უფლებით კონკურსის ფორმით გადაცემის წესი
1. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება საკონკურსო კომისიის შესაბამის წიგნში რეგისტრაციის თარიღით.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც განაცხადების მიღების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აქციების ან წილის მართვის უფლების მიღებით დაინტერესებული პირი განაცხადით მიმართავს კომისიას.
4. დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებულ განაცხადს, რომელშიც სავალდებულოა აისახოს თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე, თან ერთვის დალუქულ კონვერტში მოთავსებული საკონკურსო პირობებით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტები.
5. დადგენილ დღესა და საათზე, კომისიის სხდომაზე იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის წინადადებები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და წინადადებები არ იხილება. აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში.
6. კომისია კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებიდან გამომდინარე. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებებიც აკმაყოფილებს გამოქვეყნებულ პირობებს და მესაკუთრეს შესთავაზებს საუკეთესო წინადადებებს.
7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.
მუხლი 4🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 20 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გამარჯვებულ მონაწილესთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები იფარება მართვის უფლების მიმღების მიერ.
2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს საკონკურსო პირობებით გათვლისწინებულ მოთხოვნებს, საწარმოს ფუნქციონირების ეფექტურობის ამაღლებისათვის საჭირო საინვესტიციო პროგრამით (ბიზნეს-გეგმით) გათვალისწინებულ ვალდებულებებს, შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე და ამ დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს.
მუხლი 5🔗. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირის პასუხისმგებლობა
1. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ყოველ 6 თვეში წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიშს) ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
2. აქციების ან წილის მართვის უფლების მქონე პირს მესაკუთრესთან (საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან, მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში აქციების ან წილის მართვის უფლების მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების შესაბამისი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდება გადაცემული აქციების/წილის ნომინალური ღირებულების ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად. მართვის უფლების მიმღებ პირს ჩამოერთმევა აქციების ან წილის მართვის უფლება და არ უნაზღაურდება გაწეული დანახარჯები. წილები და აქციები უბრუნდება საწარმოთა მართვის სააგენტოს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 6🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვლისწინებულ პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ მხარეთა შეთანხმებისა და არჩევანის საფუძველზე.