საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 12.08.1999
ძალის დაკარგვა 01.07.2005
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-196
სარეგისტრაციო კოდი 000001500.12.003.000774
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 15/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.774
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება № 2-196
1999 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულება და ხარჯთა ნუსხა (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დღემდე მოქმედი დებულება (1998 წლის 20 აგვისტოს № 2-368 ბრძანება).
3. ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბატონმა გ. ჯიქიამ:
- უზრუნველყოს დამტკიცებული დებულების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სახელმწიფო კანცელარიაში არსებული წესით და მისი გამოქვეყნება პრესაში;
- საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 1 ოქტომბრის № 544 ბრძანებულების მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ახალ სტატუსს შეუსაბამოს ,,ვეტერინარიის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 კარის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვეტერინარული ქსელის ორგანიზაცია-დაწესებულებათა სამართლებრივი ფორმები და სამუშაო დებულებები.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეკს ბ-ნ ვლ. გვარჯალაძეს.
ბ. გულუა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია ,,ვეტერინარული მედიცინის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 19 აპრილის დადგენილების საფუძველზე.
2. დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 1 ოქტომბრის № 544 ბრძანებულებით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და თავის საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად.
დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა № 15ა.
3. დეპარტამენტი არის სახელმწიფო დაწესებულება. ქვეყანაში დარგის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ვეტერინარიის დარგში და სახელმწიფო ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს.
4. დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე.
6. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, არასაბიუჯეტო შემოსავლები, შემოწირულობანი, ფასიანი მომსახურებიდან მიღებული თანხები და კანონით დაშვებული სხვა სახსრები.
7. დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, დეპარტამენტის თანამდებობის პირს არა აქვს უფლება იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში და ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
8. დეპარტამენტის კომპეტენცია დადგენილია კანონით ან კანონის საფუძველზე – კანონქვემდებარე აქტებით. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.
9. დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონების, კანონქვემდებარე აქტების, ვეტერინარული კანონმდებლობის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბრძანებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
10. დეპარტამენტის გამგებლობაში არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ვეტერინარული დაწესებულებები.
11. დეპარტამენტს, ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ წარმომადგენლობს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მისი მიერ უფლებამოსილი პირი.
12. დეპარტამენტის დებულება ტარდება რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
13. დეპარტამენტის აპარატი შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დეპარტამენტის დებულების შესაბამისად.
14. ვეტერინარული მმართველობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, ვეტერინარული სტრატეგიის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისა და სისტემის სახელმწიფო ვეტერინარულ უწყებებთან კოორდინირებული ქმედების მიზნით ,,ვეტერინარრიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ქმნის სათათბირო ორგანოებს ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს და ვეტერინარულ-ფარმაკოლოგიურ კომისიას.
15. ვეტერინარულ საქმეთა საბჭო, კოლეგიალური ორგანო – საბჭო და ვეტერინარულ-ფარმაკოლოგიური კომისია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არიან სათათბირო ორგანოები და მათი გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
16. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
II. დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის მიზნები
17. ცხოველების, (მ.შ. ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადამდები და არგადამდები სნეულებების თავიდან აცილება; დაავადების წარმოშობის შემთხვევაში – კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია.
18. ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით მეცხოველეობის კეთილხარისხოვანი პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოების ორგანიზაციაზე ზედამხედველობის დამყარება.
19. მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო დაავადებებისაგან.
20. საქართველოს ტერიტორიის დაცვა საზღვარგარეთიდან ცხოველების გადამდები დაავადებების აღმძვრელების შემოტანისა და გავრცელებისაგან.
21. ,,ვეტერინარიის შესახებ“ და ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ვეტერინარული კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, საქართველოს კანონმდებლობით და ვეტერინარული დარგის კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი.
22. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის დამამზადებელ, გადამმუშავებელ, შემნახველ და მარეალიზებელ საწარმოებში ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი.
23. ბაზრებში და ბაზრობებზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულის, პროდუქტების, მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის განხორციელება და კონტროლი.
24. ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების წარმოებასა და ხარისხზე კონტროლი.
25. ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვების და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე სხვა (მ.შ. ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების) საექსპერტო, საიმპორტო, სატრანზიტო ტვირთებზე ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლი.
26. ცხოველების დაავადებების პროფილაქტიკაზე, მკურნალობაზე, ინფექციური, ინვაზიური და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი.
27. ცხოველების (ფრინველის, თევზის, ფუტკრის) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და ნედლეულის, მცენარეული საკვები პროდუქტების, ცხოველის საკვებისა და სასმელი წყლის ექსპერტიზა და ვეტერინარული კეთილსაიმედობის განსაზღვრა.
28. საუწყებო და კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.
29. ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოების უზრუნველყოფაზე ვეტერინარული კონტროლი.
30. ცხოველების გადამდები დაავადებების, ინფექციის წყაროს, გაჩენა-გავრცელების დადგენა.
31. ეპიზოოტური სიტუაციების განსაზღვრა, გადამდები დაავადებების პროგნოზირების, პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის, ასევე დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის, დერატიზაციის, დეზინვაზიის, სხვა ღონისძიებების ორგანიზაცია და კონტროლი მათ განხორციელებაზე.
32. მეცხოველეობის ფერმების, კომპლექსების, მეფრინველეობის ფაბრიკების, მეთევზეობის ტბორების, ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი საწარმოების, ობიექტების, ფირმების, ცხოველების დასაწყურვებელი წყალსაცავებისა და სისტემების მშენებლობისათვის ადგილის შერჩევასა და სამშენებლო პროექტების ექსპერტიზის კომისიებში მონაწილეობის მიღება.
33. მეცხოველეობის ფერმების, ფაბრიკების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი სამრეწველო ობიექტების მიმღებ სახელმწიფო კომისიაში მონაწილეობა, აგრეთვე ამ ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტა ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
34. ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ვეტერინარული კანონმდებლობით და საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული ნორმებისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით კანონით გათვალისწინებული სანქციების განხორციელება.
35. ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური ეპიზოოტური კეთილსაიმედობის შენარჩუნების საქმეში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა. მათი განხორციელებისათვის აუცილებელ სამუშაოთა კოორდინაცია და კონტროლი.
36. სახელმწიფო ვეტერინარულ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის და განმტკიცებისათვის ხელშეწყობა.
37. ქვეყანაში ცხოველების განსაკუთრებით საშიში დაავადებების მიმართ ბუფერული ზონის შექმნის მიზნით ვეტერინარული პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი.
38. ვეტერინარული სამსახურის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრა.
39. დადგენილი წესით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტების აღრიცხვა, რეგისტრაცია, სერტიფიკაცია და ლიცენზირება.
40. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვეტერინარული მომსახურების ერთიანი წესების და ნორმატივების შემუშავება, მათ შესრულებაზე კონტროლი. ხარისხიანი ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა დამტკიცებული წესებისა და ნორმების ფარგლებში.
41. ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონების (ქალაქების), ეპიზოოტური თვალსაზრისით გაჯანსაღების პროგრამების შემუშავებისა და შესრულების კოორდინაცია და კონტროლი.
42. სახელმწიფო, საუწყებო და კერძო ვეტერინარულ დაწესებულებათა სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის საქმიანობაზე კონტროლი.
43. დადგენილი წესით ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის საქმიანობაზე კონტროლი.
44. ქვეყნის შიგნით წარმოებულ, საექსპერტო, შიდა და სხვა სახის გადაზიდვებისას ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვების და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე (მ.შ. ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, ვეტერინარული პრეპარატების, საკვებ-დანამატების) ტვირთებსა და მათ გადასაზიდ საშუალებებზე ვეტერინარული კონტროლი.
45. საქართველოში დამზადებული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების წარმოებასა და ხარისხზე კონტროლი, ასევე იმპორტული პრეპარატების რეგისტრაცია და ხარისხზე კონტროლი.
III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
46. საქართველოში ვეტერინარული სამსახურის ორგანიზაცია. დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, სტრუქტურებში რეფორმებისა და რეორგანიზაციის ჩატარება.
47. ეპიზოოტური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება.
48. საქართველოს მთავრობაში განსახილველად ვეტერინარულ სფეროში პერსპექტიულ, პრობლემატურ და საგანგებო საკითხებზე წინადადებების შეტანა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
49. ცენტრალური სახელმწიფო საქვეუწყებო ვეტერინარული სამსახურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტების, სამხარეო, რაიონების, ქალაქების ვეტერინარული სამსახურების დებულებების, ეპიზოოტიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გეგმების განხილვა-დამტკიცება.
50. ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის ექსპორტ-იმპორტის, შემოტანა-გადატანის და გამოყენების ნებართვის გაცემა.
51. სამამულო ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, სხვა ვეტერინარული საშუალებების, საკვებ-დანამატების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება. ჯანმრთელ ცხოველებზე, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ხარისხზე აღნიშნული პრეპარატების მოქმედების განსაზღვრა და ამ პრეპარატებზე ტექნიკური დოკუმენტების გაფორმება - დამტკიცება და რეგისტრაცია.
52. ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების და ნედლეულის გადამუშავების, შენახვის, გადავზიდვის და რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებების შემუშავება.
53. საკარანტინო-შემზღუდავი და სხვა სპეციალური ღონისძიებების შემუშავება და დამტკიცება.
54. შესაბამისი სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა წინაშე ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ვეტერინარული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაში დამნაშავე თანამდებობის პირთა დისციპლინური და სხვა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
55. ვეტერინარული საქმიანობის სამართალსუბიექტის რეგისტრაცია და სერტიფიცირება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
56. საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და ყველა სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებებთან, აგრეთვე იურიდიულ და კერძო პირებთან დამოუკიდებელი მიმოწერის წარმოება.
57. ,,საქართველოში ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის წესების“ შემუშავება.
58. დაავადებებთან ბრძოლის ინსტრუქციების, დარიგებების, წესების, დებულებების და სხვა ვეტერინარული საკანონმდებლო აქტების შემუშავება, დამტკიცება და სავეტერინარო კანონმდებლობის სახით გამოცემა.
59. ვეტერინარიის დარგში აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის რეკომენდირება საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისათვის და საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშ ზოოანთროპონოზურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებზე კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულებების გაფორმება.
60. იმ უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც ენიჭება დეპარტამენტს ,,ვეტერინარიის შესახებ“, ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ვეტერინარული კანონმდებლობით. ,,ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 და ,,ადგილობრივი ვეტერინარული ბიოლოგიური მრეწველობის ფუნქციონირების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 1 ოქტომბრის №544 ბრძანებულებებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.
61. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ვეტერინარული ქსელის მიერ საკანონმდებლო აქტების შესრულება.
IV. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
62. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.
63. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე რეფორმებისა და რეგიონული მართვის დარგში, რომლებიც იმავდროულად არიან საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილეები.
64. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ დარგში და სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსი.
65. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
66. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას.
67. დეპარტამენტის თავმჯდომარის დანარჩენ მოადგილეებს და სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით.
68. ფუნქციების გადანაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
69. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე დეპარტამენტის საქმიანობისათვის, ხოლო როგორც საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი, რომლის კომპეტენციაშიც შედის სახელმწიფო იძულების განხორციელება – საქართველოს მთავრობის წინაშე.
70. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსი, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის – ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის წინაშე.
71. დეპარტამენტის თავმჯდომარე – საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტეინარი ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელი:
ა. პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის მმართველობას განეკუთვნება;
ბ. წარმართავს დეპარტამენტისა და ქვეყნის ვეტერინარული სახელმწიფო სამსახურების საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ. ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დეპარტამენტის მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო, საუწყებო და კერძო ვეტერინარულ დაწესებულებებზე და დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე;
დ. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტისა და ვეტერინარული ექსპედიციის მუშაკებს, ასევე დეპარტამენტის დაქვემდებარების საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებს და მთავარ (უფროს) ბუღალტრებს;
ე. შეაქვს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან წლიური ბიუჯეტის შემოსვლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ასიგნაციების გამოყოფის თაობაზე. იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანმიმართულად შესრულებისათვის;
ვ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს დეპარტამენტის მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულებისადმი კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ზ. უზრუნველყოფს ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შესრულებას, აკონტროლებს მათ მიმდინარეობას და აწვდის ინფორმაციას მათ შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს;
თ. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტში და მისი სისტემის დაწესებულებებში კანონით დადგენილი წესით ატარებს რეფორმებს. რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის ღონისძიებებს;
ი. ანგარიშს წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პერიოდულად დადგენილ ვადებში;
კ. საქართველოს მთავრობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით წარუდგენს ინფორმაციას ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ვეტერინარული მუნიციპალური პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ლ. ათანხმებს საკითხებს შესაბამისი დარგის სამნისტროებთან, დეპარტამენტებთან თუ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა ეხება სხვა სამინისტროებს, დეპარტამენტებს. საკითხს სხდომაზე განსახილველად წარუდგენს ,,ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიას“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად;
მ. პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
72. დეპარტამენტის თავმჯდომარის – საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსრპექტორის მიერ გამოცემული ბრძანება არის ვეტერინარიის დეპარტამენტისა და მისი სისტემის ორგანიზაცია – დაწესებულებებისათვის უფლებააღმჭურველი ან ამკრძალავი ფაქტი.
73. დეპარტამენტის თავმჯდომარის – საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, თუ მასში არ არის მითითებული სხვა ვადა და დაუყოვნებლივ ეცნობება ან გადაეცემა დაინტერესებულ პირებს.
74. დეპარტამენტის თავმჯდომარე – საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის აპარატისა და დეპარტამენტს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო ორგანიზაცია – დაწესებულებების მეშვეობით.
75. დეპარტამენტის ფუნქციების შესრულება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ნაწილდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებზე, სამმართველოებზე, სამსახურებსა და თითოეულ პასუხისმგებელ მუშაკზე.
76. დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს დეპარტამენტის ცალკეული სამსახურებისა და მისი სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის შემოწმებას.
77. დეპარტამენტის უშუალო მმართველობის სფეროს განეკუთვნება დეპარტამენტის აპარატის ფუნქციური სამსახურები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია-დაწესებულებები. რომლებიც დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულების (წესების) საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, იღებენ გადაწყვეტილებებს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
78. დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს პირველი მოადგილის, მოადგილეების, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირების აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტების, სამხარეო, რაიონების (ქალაქების) ვეტერინარიის სამსახურების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებს და ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს.
V. დასკვნითი დებულებანი
79. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში.
80. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
81. დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
VI. ვეტერინარიის დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა
82. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.
83. სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია:
ა. ეპიზოოტიებთან ბრძოლის ინსპექცია;
ბ. სამკურნალო-პროფილაქტური ღონისძიებების ინსპექცია;
გ. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის და ხარისხის კონტროლის ინსპექცია.
84. ეპიზოოტიებთან ბრძოლისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციის სამმართველო.
85. რეფორმების, იურიდიული უზრუნველყოფისა და უცხოეთთან ურთიერთობის სამმართველო;
ა. რეფორმებისა და იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური;
ბ. უცხეთთან ურთიერთობის სამსახური;
გ. ექსპრეს-საინფორმაციო მონიტორინგის სამსახური.
86. სანებართვო სამმართველო.
87. ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო:
ა. კანცელარია.
88. ბუღალტერია.
89. ვეტერინარული ექსპედიცია.
VII. დეპარტამენტის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებათა ნუსხა
90. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტი და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები.
91. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტი და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო ვეტერინარული დაწესებულებები.
92. ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი და მისი სისტემის დაწესებულებები:
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ვეტერინარული ლაბორატორიები; სარაიონათაშორისო (რეგიონული) ვეტერინარული ლაბორატორიები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ბაზრებში და ბაზრობებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიები; რაიონული ვეტერინარული ლაბორატორიები; ქ. თბილისის ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის სამსახური და მისი სისტემის ქ. თბილისის ბაზრებში და ბაზრობებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიები.
93. ვეტერინარული პრეპარატების სამეცნიერო-საკონტროლო ცენტრი.
94. სასაზღვრო-სატრანსპორტო სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველო და მისი სისტემის სამსახურები: ცენტრალური დაქვემდებარების სასაზღვრო-საკონტროლო ვეტერინარული, სასაზღვრო-სატრანსპორტო საკონტროლო ვეტერინარულ-სანიტარიული უბნები; სადეზინფექციო-გამრეცხი ვეტერინარული უბნები.
95. ქ. თბილისის სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია და მისი სისტემის ქ. თბილისის რაიონული ვეტერინარული სამკურნალოები.
96. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეებში დეპარტამენტის სახელმწიფო ვეტერინარული ინსრპექციების და მათში შემავალი რაიონების (ქალაქების) ვეტერინარული სამსახურები და მათი სისტემის საუბნო ვეტერინარული სამკურნალოები, ვეტერინარული (მ.შ. მომთაბარე) უბნები.
97. ქ. ქუთაისის ვეტერინარიის სამმართველო.
98. ქ. რუსთავის ვეტერინარიის სამმართველო.
99. ქ. ფოთის ვეტერინარიის სამმართველო.
VIII. კერძო სამართლის იურიდიული პირების ნუსხა, რომელთა მართვის უფლება დელეგირებულია ვეტერინარიის დეპარტამენტზე
100. დეპარტამენტის სისტემის კომერციული სტრუქტურების მართვისა და კოორდინაციის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ვეტბიოფარმი“.
101. დეპარტამენტის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,დონორი“.