ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის(ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 20.05.2011
გამომცემი ორგანო თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 300390000.35.132.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110524072, 30/05/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ¹ | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის(ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Century Gothic"; panose-1:2 11 5 2 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h3 {mso-style-link:"Heading 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading3Char {mso-style-name:"Heading 3 Char"; mso-style-link:"Heading 3"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:"Без интервала1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.10 {mso-style-name:"Верхний колонтитул Знак1"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} span.11 {mso-style-name:"Нижний колонтитул Знак1"; mso-style-link:Footer;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.12 {mso-style-name:"Текст выноски Знак1"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.8pt 42.5pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №26
2011 წლის 20 მაისი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია), თანახმად დანართი №1-ისა.
2. დამტკიცდეს საწვავის გაცემის უწყისების ფორმები, თანახმად დანართი №2-ისა.
3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
დანართი №1
ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია)
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი (ინსტრუქცია) განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ტალონი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ;
2. პლასტიკური ბარათი – საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ;
3. ორგანიზაცია – თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერია;
4. ლიმიტი – ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗. საწვავის (ბენზინის/დიზელის) გაცემა
1. პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა, ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
2. სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით, 10 ლიტრამდე განულებით.
3. საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმყოფებიან სამსახურებრივ მივლინებაში.
4. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.
5. ქ. ბათუმის მერიის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია ქ. ბათუმის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-ს. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს.
მუხლი 4🔗. საწვავის (ბენზინის/დიზელის) ჩამოწერა
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის უწყისების საფუძველზე.
დანართი №2
ფორმა ს-1
ელექტრონული საწვავის გაცემის უწყისი
«-----------------------» 20 წელი
თანამდებობა
ბარათის №
დარიცხვის თარიღი
საწვავის სახე
ოდენობა
(ლიტრი)
შენიშვნა
1
2
3
. . .
სულ ჯამი
X
X
X
X
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი
სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - .
(ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
ფორმა ს-2
საწვავის ტალონის გაცემის უწყისი
«-----------------------» 20 წელი
¹
თანამდებობა
საწვავის სახე
ოდენობა
(ლიტრი)
ხელწერა
1
2
3
. . .
სულ ჯამი
X
X
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი
სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - .
(ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)