⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.01.2008)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.12.2004
ძალის დაკარგვა 23.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/246
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.006909
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 09/12/2004
matsne.gov.ge 1,382 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2004 მიღება
23.01.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.006.909 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/246 2004 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 ნოემბრის №483 ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კ. ბენდუქიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ბეჭედი საკუთარი დასახელებით. 4. ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, მ.ზანდუკელის ქუჩა №16. თავი II მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი     მუხლი 2🔗 1. ინსტიტუტის მიზანია ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური და სოციალური ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისათვის აუცილებელი გამოკვლევების განხორციელება და მეცნიერულად დასაბუთებული რეკო­მენდაციების შემუშავება. 2. ინსტიტუტი: ა) ახორციელებს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევებს ეკონომიკის დარგში; ბ) ახდენს სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის კონცენტრაციას ეკონომიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ პრობლემატიკაზე; გ) ამუშავებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციებს, პროგნოზებს, ინდიკატური გეგმების, სექტორული და რეგიონული კომპლექსური პროგრამების პროექტებს; დ) შეიმუშავებს მეცნიერულად დასაბუთებულ თეორიულ-მეთო­დოლოგიურ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და რეგიონალური პოლიტიკის ფორმირებისათვის; ე) თანამშრომლობს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებთან; ვ) ფილიალების სახით ქმნის რეგიონულ და რეგიონთაშორის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეთოდურად ხელმძღვანელობს, წარმართავს მათ მუშაობას; ზ) მეცნიერული მუშაობის გააქტიურების მიზნით ორგანიზაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სესიების, სიმპოზიუმების, თათბირების, სემინარების, დისპუტების, კონსულტაციების მოწყობას; თ) ადგენს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გეგმას და აწარმოებს სამეცნიერო გამოკვლევებს როგორც სახელმწიფო დაკვეთების მიხედვით, ისე სახელშეკრულებო საფუძველზე; ი) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად აფუძნებს ან შედის წევრად უკვე დაფუძნებულ ასოციაციებსა და საწარმოებში. 3. ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ქმნის და დამოუკიდებლად განკარგავს სარემონტო და კაპიტალური მშენებლობის, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა, საერთაშორისო პროგრამებისა და სხვა ფონდებს.     მუხლი 3🔗. 1. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა წარიმართება დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით. 2. სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა წლიური გეგმის ფორმირება ხდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო დაკვეთების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების დაკვეთების, საკუთარი საინიციატივო გამოკვლევებითა და სახელშეკრულებო სამუშაოების საფუძველზე. 3. ინსტიტუტის გამოკვლევებით შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია ინსტიტუტის საკუთრებას წარმოადგენს და გამოიყენება მისი შეხედულებისამებრ. თავი III ინსტიტუტის მართვა     მუხლი 4🔗 1. ინსტიტუტის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2. დირექტორი წარმართავს ინსტიტუტის საქმიანობას, ხელმძღვა­ნელობს სამეცნიერო საბჭოსა და ადმინისტრაციას, წარმოადგენს ინსტიტუტს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ინსტიტუტის სახელით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განაგებს ინსტიტუტის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკში ანგარიშებს, ასრულებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფუნქციებს. 3. ინსტიტუტის დირექტორი: ა) პასუხისმგებელია ინსტიტუტის საქმიანობისათვის; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ინსტიტუტის საკითხებზე აყენებს წინადადებებს სათანადო ინსტანციებში; გ) დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხე­დველობას ინსტიტუტში მიღებულ გადაწყვეტილებებზე; დ) სამუშაოდ იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს საკონტრაქტო საფუძველზე; ე­) დადგენილი წესით ქმნის და აუქმებს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებს; ვ) ქმნის თანამშრომელთა თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის გარანტიებს; ზ) კოორდინაციას უწევს დროებით სამეცნიერო თუ სასწავლო საქმიანობას, რომელიც მიმდინარეობს ინსტიტუტის ბაზაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით; თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ინსტიტუტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსტიტუტის დირექტორი. 5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს მოადგილე. 6. დირექტორის მოადგილე ახორ­ციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს დირექტორთან შეთანხმებით და წყვეტს ამ უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს.     მუხლი 5🔗 1. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. 2. სამეცნიერო საბჭო არის ინსტიტუტის სათათბირო ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. 3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ინსტიტუტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სწავლული მდივანი, სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სტრუქტურული ერთეულის ზოგიერთი წარმომადგენელი დირექტორის რეკომენდაციით, საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ეკონომიკური პროფილის სხვადასხვა დაწესებულებიდან. 4. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება და შემადგენლობა მტკიცდება დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 5. სამეცნიერო საბჭო: ა) სახავს ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ბ) იხილავს და იღებს რეკომენდაციებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებთან დაკავშირებით; გ) იხილავს ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ პრობლემებზე დასრულებულ სამეცნიერო გამოკვლევათა შედეგებს, ასევე მნიშვნელოვან საკითხებზე ინსტიტუტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მონაწილეობს ეკონომიკის სფეროში მომზადებული პროგრამული დოკუმენტების, კანონების პროექტების, კონცეფციების შემუშავებასა და შეფასებაში; ე) განიხილავს და წყვეტს სამეცნიერო შრომების კრებულების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სასწავლო-მეთოდური მასალების გამოცემის საკითხებს. თავი IV ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 6🔗 1. ინსტიტუტის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. 2. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. 4. ინსტიტუტი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება. თავი V ინსტიტუტის ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება     მუხლი 7🔗. 1. ინსტიტუტს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეუძლია: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 8🔗 1. ინსტიტუტს უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმით გადაეცემა სახელმწიფო ქონება, რომლის გაქირავებისა და იჯარით გაცემის უფლება ინსტიტუტს აქვს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე. 2. ინსტიტუტი ფლობს საქმიანობის პროცესში შეძენილ ქონებას. 3. ინსტიტუტს გამოყოფილი აქვს სახელმწიფოს მიერ უვადო და უსასყიდლო სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელიც გადაეცემა ხელშეკრულების საფუძველზე.     მუხლი 9🔗 1. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 10🔗 1. ინსტიტუტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 2. ინსტიტუტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამო­უკიდებელი აუდიტორი. თავი VI ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია     მუხლი 11🔗 1. ინსტიტუტის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ინსტიტუტის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ინსტიტუტის დირექტორი. 3. ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბამისად. 4. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. თავი VII დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი     მუხლი 12🔗 ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.