საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.2006
ძალის დაკარგვა 31.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №705
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.007.009178
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 04/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,451 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2006 მიღება
31.12.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.178 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №705 2006 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვის­ტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართვე­ლოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება“ თანდარ­თუ­ლი სახით. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვ­ნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 8 დე­კემბრის №1549 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქავთარაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის „საჯა­რო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირი. 2. ბიუროს სრული სახელწოდებაა „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახე­ლობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“. 3. ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საპროცესო კანონმდებლობის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა ნორმა­ტიული აქტების შესაბამისად. 4. ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირი, საქართველოს მოქმედი კანონმდებ­ლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული მოვალეობების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. ბიუროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პი­როვ­ნების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე იურიდიული პირის უფლებების დაცვის, ექსპერტის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით წარმოე­ბული ყოველმხრივი და სრული კვლევის პრინციპებს. 6. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №84. თავი II ბიუროს ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება     მუხლი 2🔗. ბიუროს ამოცანები 1. ბიუროს ამოცანაა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლე­ბამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკუ­რი და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოე­ბის მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვ­ნების ან ხელობის დარგში საჭირო გარემოე­ბების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარე­ბა და შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული ამოცანების შესასრულებლად ბიურო კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამარ­თლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და მის წარმოებას საქარ­თველოს მთელ ტერიტორიაზე.     მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები საკუთარი ამოცანების განხორციელების უზრუნველ­საყოფად ბიურო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამარ­თლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ორგანი­ზებას და მის წარმოებას; ბ) რევიზიას, ინვენტარიზაციას და საუწყებო შემოწ­მებას; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელ­შეკრულების საფუძველზე საექსპერტო მომსახურებას; დ) სამეცნიერო და მეთოდურ მუშაობას, გამოკვლე­ვათა მეთოდიკის სრულყოფას და ახალი მეთოდების დანერგვას; ე) კადრების შერჩევას, მომზადებას და გადამზა­დებას; ვ) სასამართლო-საექსპერტო პრაქტიკის მეცნიერულ განზოგადებასა და აქტუალური პრობლემატიკის გამიჯვნას; ზ) თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების სასამართლო-საექსპერტო დაწესებუ­ლებებთან და საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზა­ციებთან, მონაწილეობს ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების მუშაობაში; თ) სასამართლო ექსპერტიზის საკითხებზე გამოსცემს ბეჭდვით პროდუქციას; ი) აწარმოებს დაქტილოსკოპიურ (თითის ანაბეჭ­დების), ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზას; კ) ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მუ­შაობას; ლ) ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანო­ბას.     მუხლი 4🔗. ბიუროს უფლებამოსილება ბიურო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით აწარმოოს: ა) დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა; ბ) ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა; გ) ბალისიკური ექსპერტიზა; დ) ტრასოლოგიური ექსპერტიზა; ე) ავტოტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლო­გიური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზა; ვ) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, ჰომეოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა; ზ) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა; თ) ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა; ი) ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების ექსპერტიზა; კ) მცენარეული ობიექტების ექსპერტიზა; ლ) ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა; მ) კვების პროდუქტების, ალკოჰოლური და უალკო­ჰოლო სასმელების, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ექსპერ­ტიზა; ნ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; ო) სასაქონლო ექსპერტიზა; პ) სამედიცინო ექსპერტიზა; ჟ) ბიოლოგიური და ციტოლოგიური ექსპერტიზა; რ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა; ს) ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზა; ტ) სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა; უ) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა; ფ) ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა. თავი III ბიუროს სტრუქტურა და მართვა     მუხლი 5🔗. ბიუროს სტრუქტურა 1. ბიურო შედგება ბიუროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფებისგან: სამსახურების, განყოფილებების, ლაბო­რა­ტორიებისა და ჯგუფებისაგან. 2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნ­ველყოფის სამსახური; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) კანცელარია; დ) ბიუროს სამდივნო; ე) დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება; ვ) ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილება; ზ) ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება; თ) ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერ­ტიზის განყოფილება; ი) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკო­პიური ექსპერტიზის განყოფილება; კ) დაქტილოსკოპიური, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება; ლ) ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება; მ) საინჟინრო ექსპერტიზის განყოფილება; ნ) სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება; ო) ქიმიური ექსპერტიზის სამსახური; პ) სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური; ჟ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური; რ) ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება; ს) იმერეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახუ­რი; ტ) აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური; უ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; ფ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; ქ) ფოთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფი­ლება; ღ) კახეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფი­ლება; ყ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; შ) შიდა ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; ჩ) ქვემო ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება.     მუხლი 6🔗. ბიუროს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა 1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. ბიუროს უფროსი წარმართავს ბუროს საქმიანო­ბას, წარმოადგენს ბიუროს სხვა იურიდიულ და ფიზი­კურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ბიუროს სახელით. 3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ბიუროს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშ­ნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ბიუროს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმარ­თავს ბიუროს უფროსის მოადგილე. 5. ბიუროს უფროსის ბრძანებით ან მინდობილობის საფუძველზე ბიუროს სპეციალური წარმომადგენლობის უფლება შეიძლება მიენიჭოთ ბიუროს თანამშრომლებს, აგრეთვე გარეშე პირებსაც.     მუხლი 7🔗. ბიუროს უფროსი და ბიუროს უფროსის მოადგილე 1. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ბიუროს ყველა თანამშრომლისათვის; ბ) ბიუროს სახელით დადოს ხელშეკრულებები და შეთანხმებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მისად; გ) ბიუროს სახელით გახსნას და დახუროს ანგარი­შები ბანკში; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთან­ხმებით დაამტკიცოს ბიუროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი; ე) დაამტკიცოს ბიუროს შინაგანაწესი და განსაზ­ღვროს თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციები; ვ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა; ზ) სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ბიუროს თანამ­შრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალის­წინებული შემთხვევისა; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები; ი) მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კანონით განსაზღვრული წესით; კ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწი­ნებული სხვა უფლებამოსილება. 2. ბიუროს უფროსი ვალდებულია: ა) დაიცვას დებულება და მოქმედი კანონმდებლობა; ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს იუსტიციის მინისტრს; გ) უზრუნველყოს ბიუროს თანამშრომელთა სამსა­ხურებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; დ) უზრუნველყოს სასამართლო-საექსპერტო საქმია­ნობის ხარისხის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვა­ნელობა; ე) განახორციელოს მოქალაქეთა მიღება; ვ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო, კვლევით, მეთოდურ მუშაობას და გააკონტროლოს მათი შესრულება, აგრეთვე განახორციელოს ექსპერტიზის წარმოებაში ახალი მეთოდების დანერგვა; ზ) ორგანიზება გაუწიოს ექსპერტიზის, გამოკვლევის, შემოწმების, რევიზიის ჩატარებას, უზრუნველყოს გამოსაკვლევი ობიექტების დაცვა, გააკონტროლოს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების ვადები; თ) უზრუნველყოს ბიუროს სტრუქტურული ქვედანა­ყოფების კონტროლი. 3. ბიუროს უფროსის მოადგილე: ა) ახორციელებს ბიუროს უფროსის მიერ განსაზ­ღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ბიუროს ამოცანების შესრულებას; ბ) ბიუროს უფროსის მითითებით ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას (კურატორობას) უწევს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას; გ) აკონტროლებს ბიუროს უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას. თავი IV ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები     მუხლი 8🔗. სტრუქტრურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და მართვა 1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპე­ტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები და სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანა­ყოფების შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი. 2. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამსახურს, განყოფილებას, ლაბორატორიას და ჯგუფს) ხელმძღვა­ნელობს სამსახურის (განყოფილების) უფროსი, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბიუროს უფროსი. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება ბიუროს უფროსს. 4. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკებს შორის; ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშორმლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრუ­ლებას; გ) ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სტატისტიკურ ანგარიშს; დ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში; ე) უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფში ჩატა­რებული ექსპერტიზის ვადისა და ხარისხის კონ­ტროლს; ვ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქ­ტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზა­ციის, მუშაკთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ; ზ) ხელმძღვანელობს კადრების მომზადებას.     მუხლი 9🔗. ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველ­ყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა თავისი კომ­პეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომელთა და­ნიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომ­ზადება, მათი პირადი საქმეების და შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოება, თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდე­ბობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება, შრომის დისციპლინის დაცვის კონ­ტროლის განხორციელება, ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში საშტატო ნუსხის ფორმირება და წარ­დგენა, ბალანსის შედგენა, მუშაკთა მატერიალური სტიმულირების საკითხებზე წინადადებების შემუშა­ვება, გადასახადების გამოანგარიშება და გადახდა, ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაცია და ფუნქციონირება, მისი გაუმჯო­ბესება და სრულყოფა; ბიუროს კომპიუტერული ქსელის მუშაობის უზრუნველყოფა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი, წლის განმავლობაში განსა­ხორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, ბიუ­როში მომზადებული სამეცნიერო კვლევითი მასა­ლების გამოცემის უზრუნველყოფა.     მუხლი 10🔗. იურიდიული განყოფილება იურიდიული განყოფილების ძირითადი ამოცანაა ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბრძანებების, ხელშეკრულებების და სხვა სამართლებ­რივი დოკუმენტების პროექტების მომზადება, ბიუროს უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოებში.     მუხლი 11🔗. კანცელარია კანცელარიის ძირითადი ამოცანაა ბიუროში საქმის წარმოების ორგანიზება, შემოსული ნივთმტკიცებების და ექსპერტიზის ობიექტების სპეციალურ საცავში შენახვის, მათი შემოტანა-გატანის და ბრუნვის აღრიცხვა და კონტროლი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდო­მობის უზრუნველყოფა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა.     მუხლი 12🔗. ბიუროს სამდივნო ბიუროს სამდივნო უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემუშავებული დოკუმენტაციის ტექნი­კურად მომზადებას (დაბეჭდვას).     მუხლი 13🔗. დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერ­ტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხელნაწერი და ნაბეჭდი დოკუმენტების, ქაღალდის, საწერი საშუა­ლებების, ბლანკების და ფულადი ნიშნების ექსპერ­ტიზების, აგრეთვე ხელმოწერების, ხელნაწერი ტექსტე­ბის და ციფრობრივი ჩანაწერების ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 14🔗. ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილება ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების ძირი­თადი ამოცანაა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთ­ქებელი მოწყობილობების, აგრეთვე ცეცხლსასროლ იარაღთან და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავში­რებულ შემთხვევებზე გარკვეული გარემოებების დასად­გენად ბალისტიკური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, ცეცხლსასროლი იარაღის მონაცემთა საინ­ფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.     მუხლი 15🔗. ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირი­თადი ამოცანაა ყველა სახის ტრასოლოგიური ექსპერ­ტიზის ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 16🔗. ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა სატრანსპორტო-ტრასო­ლოგიური, ავტოტექნიკური და ავტოსასაქონ­ლო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 17🔗. კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხმის იდენტიფიკაციის, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოე­ბა.     მუხლი 18🔗. დაქტილოსკოპიური, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება დაქტილოსკოპიური, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილების ძირითადი ამოცანაა ობიექტების დამუშავება კვალის აღების მიზნით, პი­როვნების და გვამის დაქტილოსკოპირება, კვალის ვარგისიანობის დადგენა, დაქტილოსკოპიური ექსპერტი­ზე­ბის ორგანიზება და წარმოება, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.     მუხლი 19🔗. ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფინანსური და საბუღალტრო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 20🔗. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა შენობა-ნაგებობების შეფასება, სამ­შენებლო-ტექნიკური, ელექტროტექნიკური, სამშენებ­ლო-ეკონომიკური ექსპერტიზების ორგანიზება და წარ­მოება.     მუხლი 21🔗. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საქონლის გამოკვლევა, სასაქონლო ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 22🔗. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცა­ნაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით მინის, კერამიკის, სილიკატური სამშენებლო მასალების, ლითონების, შენადნობების და მათი ნაკე­თობების გამოკვლევა, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საცხები მასალების, დაუდგენელი (უცხო) ობიექტებისა და ნივთიერებების, ნიადაგის, სპირტშემცველი ნივთიე­რებების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, კვების პროდუქტების, ლაქ-საღებავებისა და მათი საფარის, ბოჭკოვანი ობიექ­ტებისა და მათი ნაწარმის, პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაკეთობების, საყოფახცოვრებო ქიმიური ობიექტების, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტში ნარკო­ტიკული, ფსიქოტროპული და სხვა მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა), ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერე­ბების, ფარმპრე­პარატების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ობიექტების, სახანძრო (ქიმიური და ფიზიკური მეთო­დებით) ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.     მუხლი 23🔗. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევა, სამედიცინო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-ქიმიუ­რი, სასამართლო-ბიოლოგიური, ციტოლოგიური, სასა­მარ­თლო-ჰისტოლოგიური, სასამართლო-ბიოქიმიუ­რი ექსპერტიზების ორგანიზება და წარმოება, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების წარმოება სამედიცინო დოკუმენტაციითა და საქმის მასალებით.     მუხლი 24🔗. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერაცხადობის განსაზღვრა, ქმედუნარიანობის განსაზ­ღვრა, სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატ­რიული გამოკვლევა და ფსიქოლოგიური გამოკვლევა.     მუხლი 25🔗. ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირი­თადი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკო­ტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერე­ბების, ალკოჰოლის) მიღების ფაქტის დადგენა კლინი­კური გამოკვლევით და ექსპრეს-ტესტებით, სტაციონა­რული და ამბულატორიული ნარკოლოგიური შემოწმე­ბა, აგრეთვე სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერ­ტიზის ორგანიზება და წარმოება, ნარკოლოგიური აღრიც­ხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.     მუხლი 26🔗. იმერეთის და აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურები იმერეთის და აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურების ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერი­ტორიაზე ავტოტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლო­გიური, ავტოსასაქონლო, საინჟინრო-ტექნიკური, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზების ორგანიზე­ბა და წარმოე­ბა.     მუხლი 27🔗. მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ფოთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილებები მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ფოთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის განყო­ფილებების ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტო­რიებზე სასამართლო-სამედიციონო და სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზების ორგანი­ზე­ბა და წარმოე­ბა. თავი V ბიუროს ქონება და ფინანსები     მუხლი 28🔗. ბიუროს ქონება 1. ბიუროს ქონება შედგება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროსათვის უსასყიდლოდ გადაცემული სახელმწიფო ქონებისაგან და მის მიერ შეძენილი სხვა ქონებისგან. 2. ბიუროს ქონების გასხვისება და შეძენა ხორ­ციელ­­დება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.     მუხლი 29🔗. ბიუროს დაფინანსება 1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახუ­რებიდან მიღებული შემოსავლები; დ) გრანტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ბიურო უფლებამოსილია თავისი მიზნების გან­სახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესს ადგენს ბიუროს უფროსი საქართვე­ლოს იუსტი­ციის მინისტრთან შეთანხმებით. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თან­ხმობით ბიურომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირე­ბით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებ­ლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს თანხმობა.     მუხლი 30🔗. საბუღალტრო ანგარიშგება ბიურო ვალდებულია საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.     მუხლი 31🔗. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სახელმწიფო კონტროლს ბიუროს საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. ბიუროს საქმიანობის შესამოწმებლად დამოუკიდე­ბელ აუდიტორს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. თავი VI დასკვნითი დებულებები     მუხლი 32🔗. ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ბიუროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელ­დება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 33🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მი­ნის­ტრის ბრძანების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.