„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.025.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110525013, 27/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება№45

2011 წ ლის 25 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის               29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებით (სსმ ვებ პორტალი, 110429025, 05/05/2011) დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური);

ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

ვ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

კ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი.”

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურაა:

ა) მინისტრის აპარატი:

ა.ა) საქმისწარმოების სამმართველო.

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური);

ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

ვ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

თ.ა) საბიუჯეტო საფინანსო სამმართველო;

თ.ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

კ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი.”

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. ენერგეტიკული დეპარტამენტი

1. ენერგეტიკულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.

2. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;

გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;

ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;

ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;

ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;

კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;

ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;

ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

პ) ბაზრის წესების შესაბამისად მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექტირების განხორციელება;

ჟ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციასა და სტატუსის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.”.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

 ,,მუხლი 101 ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

1. ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი რომელსაც ჰყავს მოადგილე.

2. ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;

გ) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 18 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ა. ხეთაგური