⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.06.2008)
გაუქმებულია:

ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2004
ძალის დაკარგვა 17.06.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №879
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.006982
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 10/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,566 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2004 მიღება
17.06.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:.05in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-88.35pt; margin-bottom:0in; margin-left:-24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:42.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in .3in .9in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.982 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №879 2004 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული “ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესი”. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო 1. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში (შემდგომში – პოლიცია) სამსახურის გავლის წესს. 2. პოლიციაში სამსახურს გადის: ა) პოლიციის თანაშრომელი; ბ) დამხმარე მოსამსახურე; გ) შტატგარეშე მოსამსახურე. 3. პოლიციაში დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. პოლიციის საშტატო განრიგი 1. პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საშტატო განრიგის დამტკიცებისას თითოეულ საშტატო ერთეულს მიეთითება ზღვრული სპეციალური წოდება, საშტატო ერთეული წარმოადგენს მოხელისა თუ დამხმარე მოსამსახურის შესაბამის თანამდებობას. 2. პოლიციის თანამშრომლებს, მათი თანამდებობის შესაბამისად ენიჭებათ სპეციალური წოდებები. სპეციალური წოდებების მინიჭების წესი დგინდება შესაბამისი კანონმდებლობით.     მუხლი 3🔗. პოლიციაში სამსახურის გავლის პრინციპები პოლიციაში სამსახურის გავლის ძირითადი პრინციპებია: ა) საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის ერთგულება; ბ) საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; დ) მოხელეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ე) დეპოლიტიზაცია; ვ) პოლიციელთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა. თავი II პოლიციაში მიღება     მუხლი 4🔗. პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები პოლიციაში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. სამსახურში მიღების საფუძველი პოლიციაში თანამდებობაზე მიღების საფუძველია პოლიციის ორგანოებში თანამდებობაზე დანიშვნის შესაბამისი აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელს და გვარს; ბ) იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, რომელშიც პირი ინიშნება; გ) თანამდებობის დასახელებას და თანამდებობრივ განაკვეთს; დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს; ე) დანიშვნის სამართლებრივ საფუძველს; ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას, თუ გამოსაცდელი ვადა იქნა გამოყენებული.     მუხლი 6🔗. პოლიციაში მიღების გარანტიები დაუშვებელია ადამიანის უფლებათა პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რელიგიური მსოფლმხედველობა წინააღმდეგობაში მოდის პოლიციის საქმიანობასთან), ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით. შეზღუდვად არ ჩაითვლება განსაკუთრებული პირობები, რომლებიც დადგენილია პოლიციაში მიღებისას, მაგრამ ისინი არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.     მუხლი 7🔗. გამოსაცდელი ვადა 1. თანამდებობაზე დანიშვნისას პოლიციაში მიღების უფლებამოსილ პირს შეუძლია შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისობის შემოწმების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში. 2. გამოსაცდელი ვადა, როგორც წესი, არ წესდება: ა) სამსახურებრივი დაწინაურებით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; ბ) დროებით არმყოფი პოლიციის თანამშრომლის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. 3. თუ საგამოცდო ვადა დამთავრდა, ხოლო პოლიციის თანამშრომელი აგრძელებს მუშაობას, გამოსაცდელი ვადა წარმატებით გავლილად მიიჩნევა.     მუხლი 8🔗. პოლიციაში მიღების აქტის გაუქმება პოლიციაში მიღების უფლებამოსილ პირს შეუძლია სამსახურში მიღების შესაბამისი აქტის გაუქმება, თუ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც ამ კანონის მიხედვით გამორიცხავენ თანამდებობაზე მოქალაქის დანიშვნას.     მუხლი 9🔗. პოლიციის თანამშრომლის ფიცი 1. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით პირველად მიიღება პოლიციაში, წარადგენს შემდეგი შინაარსის ფიცს: “შეგნებული მაქვს საქართველოს პოლიციაში ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა საქართველოს კონსტიტუტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფო ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დავიცვა საქართველოს სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობები.” 2. ფიცის მიღების ფორმას ადგენს პოლიციის უფროსი.     მუხლი 10🔗. პოლიციაში მიღების დადასტურება პოლიციაში თანამშრომლის მიღება დასტურდება დანიშვნის შესაბამისი აქტის გამოცემით, რის შემდეგაც მის სახელზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა და პირადნომრიანი ჟეტონი (თანამდებობის შესაბამისად).     მუხლი 11🔗. სამსახურის ვადა 1. პოლიციის თანამშრომელი სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. პოლიციაში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი პოლიციის თანამშრომლის შემცვლელი – პოლიციის თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან განთავისუფლებამდე; ბ) შტატგარეშე მოსამსახურე დავალების შესრულების ვადით; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. თავი III პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის გარანტიები     მუხლი 12🔗. პოლიციის თანამშრომლის შრომითი ანაზღაურება 1. პოლიციის თანამშრომელი იღებს შრომით ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ხელფასის გაცემის ადგილს და წესს განსაზღვრავს პოლიციის უფროსი. 3 პოლიციის თანამშრომელს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. 4. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). 5. პოლიციაში მოსამსახურეთა ხელფასის, ასევე შრომის ანაზღაურების სხვაგვარი ოდენობა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.     მუხლი 13🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1 პოლიციაში დადგენილია 41-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე. 2. პოლიციის შინაგანაწესით დგინდება ხუთდღიანი სამუშაო კვირა, ასევე პოლიციაში დადგენილია ოთხცვლიანი განრიგი, რომელსაც ადგენს პოლიციის უფროსი სამუშაოს თავისებურებიდან გამომდინარე. 3. პოლიციის თანამშრომლები, აუცილებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი უშუალო უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ. ზეგანაკვეთური, აგრეთვე ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში ზეგანაკვეთური მუშაობისათვის თანამშრომლებს მიეცემათ სათანადო ფულადი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ცვლიანი განრიგით მუშაობის შემთხვევაში სამუშაო დროის ხანგლძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილი სამუშაო საათების საერთო ნორმირებულ ოდენობას. ცვლაში მომუშავეთა განრიგს ადგენს მათი უშუალო ხელმძღვანელი ერთი თვით ადრე.     მუხლი 14🔗. შვებულება 1. პოლიციის თანამშრომელს ეძლევა სამუშაო ადგილის და ხელფასის შენარჩუნებით შემდეგი სახის შვებულებები: ა) მორიგი ყოველწლიური; ბ) მოკლევადიანი; გ) სასწავლო და შემოქმედებითი, ასევე ქალებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის. 2. შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პოლიციის თანამშრომელს სამსახურიდან ითხოვენ და შვებულებით არ უსარგებლია. 3. შვებულების ხანგძლივობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 15🔗. მორიგი ყოველწლიური შვებულება 1. პოლიციის თანამშრომელს ეძლევა ყოველწლიური (მორიგი) შვებულება “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. პოლიციის თანამშრომელს, პოლიციის ხელმძღვანელობის თანხმობით, აქვს ყოველწლიური შვებულების გაყოფის და მისი ორ ნაწილად გამოყენების უფლება. 2. პოლიციიდან დასათხოვ პირებს დათხოვნის წლის გამოუყენებელ შვებულებაზე ეძლევათ ფულადი კომპენსაცია.     მუხლი 16🔗. მოკლევადიანი შვებულება გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, მშობლების მოვალეობის შესრულებისა და სხვა საპატიო მიზეზების გამო პოლიციის თანამშრომელს შეიძლება მისი უშუალო უფროსის თანხმობით მიეცეს მოკლევადიანი შვებულება არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.     მუხლი 17🔗. შვებულების მიცემის წესი 1. ყოველწლიური მორიგი შვებულება პოლიციის თანამშრომელს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად. 2. ყოველწლიური მორიგი შვებულება პოლიციაში ახლად მიღებულ მოხელისათვის განისაზღვრება მიღებიდან თერთმეტი თვის შემდეგ. თერთმეტი თვის უწყვეტი მუშაობის ვადის გასვლამდე პოლიციის თანამშრომლის თხოვნით შვებულება ეძლევათ: ქალებს – ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში წასვლის წინ ან უშუალოდ მის შემდგომ, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში. 3. პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც გადაყვანილი არიან ერთი სტრუქტურიდან მეორე სტრუტურულ ერთეულში, შვებულება მიეცემათ პოლიციაში საერთო მუშაობის კალენდარული დროის ათვლით. 4. მუშაობის მეორე და შემდგომ წლებში შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, შვებულებაზე გასვლის გრაფიკის შესაბამისად. 5. ყოველწლიური შვებულება გადატანილ უნდა იქნეს: ა) პოლიციის თანამშრომლის დროებითი შრომისუუნარობისას; ბ) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 6. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომლისათვის მიმდინარე სამუშაო წელს შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მუშაობის ნორმალურ მსვლელობაზე, დასაშვებია პოლიციის თანამშრომლის თანხმობით, შვებულების გადატანა შემდეგი წლისათვის. გადატანილი შვებულება შეიძლება დაემატოს შემდეგი სამუშაო წლის შვებულებას. ამ შემთხვევაში შვებულების გადატანა ფორმდება პოლიციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 7. აკრძალულია ყოველწლიური შვებულების მიუცემლობა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში.     მუხლი 18🔗. უხელფასო შვებულება ოჯახური პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო პოლიციის თანამშრომელს უშუალო უფროსის თანხმობით, პოლიციის თანამშრომლის განცხადებით (როდესაც მას გამოყენებული ჰქონდა ყოველწლიური და მოკლევადიანი შვებულება) შეიძლება მიეცეს უხელფასო შვებულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV პოლიციის თანამშრომლის უფლებები და მოვალეობები     მუხლი 19🔗. პოლიციის თანამშრომლის უფლებები პოლიციის თანმშრომელს უფლება აქვს: ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები; ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; დ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში დადგენილი წესით; ე) დაწინაურდეს დადგენილი წესით პოლიციაში შესაბამის თანამდებობაზე, გაიზარდოს ნამსახურობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად თანამდებობრივი განაკვეთი; ვ) გაეცნოს მის პირად საქმეს, ასევე იმ საბუთებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში; ზ) პოლიციის ხარჯზე გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები; თ) მიიღოს საპენსიო უზრუნველყოფა დადგენილი წესით; ი) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების ბათილობის მიზნით; ლ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება; მ) ძირითად საქმიანობას შეუთავსოს პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულთა თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად; ო) კანონით დადგენილი წესით აწარმოოს მოკვლევა და წინასწარი გამოძიება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე; პ) პიროვნების დადგენის მიზნით შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ; ჟ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაციები სამთავრობო დაწესებულებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით დადგენილია ინფორმაციის მიღების სხვა წესი; რ) გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება, დაამყაროს მათთან ღია ან ფარული ურთიერთობები; ს) სისხლის სამართლის საქმის ან ადმინისტრაციული გადაცდომის მასალებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიძახოს მოქალაქე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოსთხოვოს ცნობები და დოკუმენტები, კანონით დადგენილი წესით იძულებით წარადგინოს პოლიციაში მოქალაქე, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას; ტ) დადგენილი წესით ჩაატაროს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება; უ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმარისი საფუძვლის არსებობისას ჩაატაროს მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება; ფ) დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გააჩეროს პირი და სატრასნსპორტო საშუალებები (გარდა დიპლომატიური, და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლებისა), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება; ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში, დამნაშავის დაკავების ან საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ძალის გამოყენებით შევიდეს დახურულ შენობაში; ღ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.     მუხლი 20🔗. პოლიციის თანამშრომლის მოვალეობები 1. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონდებლობით, ამ დებულებით და ფუნქციონალური მოვალეობებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, პოლიციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს პოლიციის ხელმძღვანელობის (ასევე პირადი უფროსის) დავალებები, გარდა ისეთისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მომართვები და მოთხოვნები; ვ) დაიცვას პოლიციაში დაწესებული შინაგანაწესის მოთხოვნები, სამსახურებრივ ინფორმაციასთან დამოკიდებულების წესები და თანამდებობრივი ინსტრუქციები; ზ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; თ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით. ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული; კ) დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადაგენილი წესით აწარმოოს მოკვლევა და წინასწარი გამოძიება; მ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაციები იმ დანაშაულზე, რომელთა შესახებ საქმის წარმოება ფინანსური პოლიციის კომპეტენციას განეკუთნება, აწარმოოს ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირების აღრიცხვა, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესახებ შემოსულ განცხადებებსა და შეტყობინებებზე; ნ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს ფინანსური პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ; ო) უზრუნველყოს დაკავებული პირის დაცვა და გადაყვანა; პ) განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები ქონების დასაცავად. 2. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ასევე შედის მონაწილეობის მიღება სამსახურებრივ შეკრებებში, სასწავლო და სპორტულ შეჯიბრებებში, რომელიც ტარდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით. 3. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს. 4. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს პირადი უფროსის ან პოლიციის სხვა ზემდგომი პირების ერთჯერადი დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს (გარდა ამ წესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). პოლიციის უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მის პირად უფროსს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს პოლიციის უფროსი. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომელის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში. იგი ვალდებულია ეს მოახსენოს დავალების მიმცემს და დავალების განმეორების შემთხვევაში აღასრულოს იგი.     მუხლი 21🔗. განკარგულებები, რომელთა გაცემა არ შეიძლება 1. პოლიციის ხელმძღვანელი პირების მიერ აკრძალულია განკარგულების (დავალების) გაცემა, თუ იგი: ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების (დავალების) გამცემის უფლებამოსილებას; გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების (დავალების) გამცემს არ გააჩნია. 2. განკარგულების (დავალების) კანონიერებასთან ეჭვის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნული აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების (დავალების) წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა იმ შემთხვევისა (რაც წერილობით უნდა ეცნობოს განკარგულების (დავალების) გამცემს), თუ მათი შესრულება: ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლების, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ; ბ) წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის; გ) არ იძლევა ბავშვთა აღზრდისათვის დაწესებული შეღავათების სარგებლობის საშუალებას; დ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.     მუხლი 22🔗. პოლიციის უფროსის დავალების სავალდებულო შესრულება 1. პოლიციის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია პოლიციის თანამშრომელი: ა) გადაიყვანოს სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას. ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელს აუნაზღაურდება დამატებით წარმოშობილი სატრანსპორტო ან სხვა კომუნალური ხარჯები დადგენილი წესით; ბ) პოლიციიის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოიყენოს სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, არასამუშაო დროის დაწესებით ან გაუქმებით, თუ პოლიციის თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის; გ) გადაუნაწილოს სამუშაოზე გამოუცხადებელი პოლიციის თანამშრომლის მოვალეობები შესასრულებლად არა უმეტეს ერთი თვისა (ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის თანხმობით), თუ პოლიციის თანამშრომლის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ამ პუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა თანამდებობის პირს, საკუთარი ხელფასის გარდა ეძლევა დანამატი არმყოფი პოლიცის თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დ) გადაიყვანოს სხვა პოლიციის თანამშრომლის მოვალეობების შესასრულებლად, ძირითადი შესრულების მოვალეობისგან განთავისუფლებით არა უმეტეს ერთი თვისა. ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელს უნარჩუნდება წინანდელი შრომის ანაზღაურება. 2. პოლიციის თანამშრომელს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საწინააღმდეგოდ ან თუ მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.     მუხლი 23🔗. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით პოლიციის თანმშრომელს უფლება არ აქვს: ა) ეკავოს ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან სხვა შემოქმედებითი საქმიანობისა; ბ) იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაწესებულების მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველებზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა); ე) სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე, გართობის, დასვენების, სატრანსპორტო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით) ან სხვაგვარი მომსახურება; ვ) გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის. ზ) გაავრცელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ცნობილი სახელმწიფო თუ კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; თ) იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი; ი) როგორც პოლიციის თანამშრომელმა, დადოს ქონებრივი გარიგება მისთვის მინდობილი ქონების შეძენაზე, თავისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან ან სხვა დაწესებულებასთან, საკუთარ მეუღლესთან, საკუთარ ან მეუღლის ბებიასთან, ბაბუასთან, მშობლებთან, ძმასთან, დასთან, შვილებთან ან შვილიშვილებთან (ამ პუნქტით დადებული გარიგება ბათილია); კ) დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობაში მონაწილეობენ მისი ოჯახის წევრები; ლ) უარი განაცხადოს პოლიციის ხელმძღვანელი პირის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებაზე, გარდა ამ დებულების 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.     მუხლი 24🔗. პოლიციის სამსახურის შინაგანაწესი 1. პოლიციის სამსახურის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაოს დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) ხელფასის გაცემის დრო და წესი; ე) შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ვ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. 2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიციაში დაწესებული შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებს პოლიციის უფროსი. 3. პოლიციის ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას პოლიციის თანამშრომელს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა. თავი V პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება     მუხლი 25🔗. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება 1. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს პოლიციის თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისად დაწესებულების განთავისუფლებას პოლიციის თანამშრომლის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. 2. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება: ა) პოლიციის თანამშრომლის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი; ბ) შვებულების დროს; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას; დ) მის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობით ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) სასწავლო შეკრებების, აგრეთვე რეზერვისტთა მობილიზაციის დროს, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ვ) დისციპლინური წარმოებისას; ზ) დროებითი შრომისუუნარობის დროს; თ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევვებში. 3. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, მას სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს მისი უშუალო უფროსი, ამ პერიოდში მას არ ეძლევა ხელფასი სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში. 4. პოლიციის თანამშრომელი, რომლის სამსახურებრივი ურთიერთობა დროებით შეჩერებულია დისციპლინური წარმოებისას, იმყოფება უშუალო უფროსის განკარგულებაში, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული მისი სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების სათანადო ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში. ასევე საჭიროების შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს ზომები, რომ აღნიშნული პოლიციის თანამშრომელი ჩამოშორებულ იქნეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებს და საბუთებს, ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურებრივი ინვენტარი, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივი მოწმობა (ჟეტონი) და სხვა სამსახურებრივი საშუალებები.     მუხლი 26🔗. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება 1. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ურთიერთობების დროებითი შეჩერება ამ დებულების 25-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება ფინანსური პოლიციის უფროსის სათანადო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში პოლიციის თანამშრომელს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ დებულების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თავი VI პოლიციის თანამშრომლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა     მუხლი 27🔗. პოლიიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, “ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით, მათ შორის, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებისათვის შეგნებულად თავის არიდებისას.     მუხლი 28🔗. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება 1. პოლიციის თანამშრომლის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ე) პირადი თხოვნით; ვ) ატესტაციის გავლის შედეგების შესაბამისად; ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს პოლიციის თანამშრომლის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის) გამოცდილების გათვალისწინებით. 3. შტატების შემცირებისას ან სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პოლიციის თანმშრომელს დაბალ თანამდებობაზე გადაადგილებისას, ასევე იმ პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც 10 წელი იმსახურა პოლიციაში (იგულისხმება სამართალდამცავ ორგანოში ნამსახურობა) უნარჩუნდებათ ძველი თანამდებობრივი სარგო (გარდა უარყოფითი მოტივით გადაადგილებისას). 4. დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილი პოლიციის თანამშრომელი შემდეგში შეიძლება დაწინაურდეს მხოლოდ დადგენილი წესით. 5. თანამდებობაზე უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლის აღდგენისას, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის (რიცხოვნობის შემცირებისას) შემცირების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლის უარი სხვა თანამდებობაზე გადაადგილების თაობაზე (თუ განთავისუფლების დროს არის დაუკომპლექტებელი მისი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა), იწვევს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.     მუხლი 29🔗. პოლიციის თანამშრომლის დათხოვნა პირადი განცხადებით 1. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს მოითხოვოს პოლიციაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რის შესახებაც ორი კვირით ადრე წერილობით უნდა გააფრთხილოს პოლიციის ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი ვალდებულია განიხილოს პოლიციის თანამშრომლის წერილობითი მოთხოვნა და აცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ფორმდება პოლიციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 2. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს პოლიციის ხელმძღვანელისაგან მოითხოვოს მისი წერილობითი განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, რის შედეგადაც ხელმძღვანელი ვალდებულია სამი დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მუშაკის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა და შრომითი ურთიერთობა ძალადაკარგულად ჩათვალოს სამი დღის გასვლის შემდეგ, ხოლო პოლიცია ვალდებულია გაუსწოროს პოლიციის თანამშრომელს საბოლოო ანგარიში და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები.     მუხლი 30🔗. პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა შტატების შემცირების, სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის გამო 1. პოლიციის თანამშრომლის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას მისი თანხმობის შემთხვევაში (უარის შემთხვევაში ის დათხოვნილი იქნება პოლიციიდან) იგი აიყვანება პოლიციის კადრების განკარგულებაში (არა უმეტეს ოთხი თვისა), თუ ამ ხნის განმავლობაში არ გადაწყდება მისი სამსახურში მოწყობის საკითხი, პოლიციის თანამშრომელი დათხოვილი იქნება პოლიციიდან, პოლიცია ვალდებულია გაუსწოროს პოლიციის თანამშრომელს საბოლოო ანგარიში და დაუბრუნოს მას შრომის წიგნაკი, აგრეთვე სხვა საბუთები. 2. მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ პოლიციის თანამშრომელს უნდა ეცნობოს რეორგანიზაციამდე ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება პოლიციის თანამშრომელმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. 3. პოლიციის თანამშრომლის კვალიფიკაციის და შრომის ნაყოფიერების დადგენის ერთ-ერთი ფორმა არის ატესტაცია. 4. პოლიციაში (ან მის სტრუქტურულ ერთეულში) თანამშრომელთა რიცხოვნობის ან შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას, დარჩენილი თანამდებობების დასაკავებლად ფინანასთა მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ატესტაცია (თუ შეუძლებელია უპირატესი უფლების მქონე პოლიციის თანამშრომლის დადგენა), რისი შედეგებითაც განისაზღვრება უპირატესი დარჩენის უფლების მქონე თანამშრომელი.     მუხლი 31🔗. კადრების განკარგულებაში აყვანა 1. რეორგანიზაციის შედეგად, როდესაც ადგილი ჰქონდა შტატით გათვალისწინებული თანამდებობის (ან რიცხოვნობის) შემცირებას, ატესტაცია უნდა ჩატარდეს ორი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვადა უნდა გაგრძელდეს (მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა) ან პოლიციის თანამშრომელს შესთავაზონ სხვა სამსახური, რაზეც უარის მიღების შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ დათხოვნილ იქნება პოლიციიდან. 2. პოლიციაში (მის სტრუქტურულ ერთეულში) ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას პოლიციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით პოლიციის თანამშრომლები აიყვანება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ორი თვისა და ეძლევა ხელფასი ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი თვე, მაგრამ ხელფასის გაცემის გარეშე. ამ ხნის განმავლობაში უნდა გადაწყდეს პოლიციის თანამშრომელთა შრომითი მოწყობის საკითხი, ამ ვადის გასვლის შემდგომ თუ არ გადაწყდა თანამშრომლეთა შრომითი მოწყობის საკითხი, ისინი დათხოვნილ უნდა იქნეს პოლიციიდან. 3. პოლიციის კადრების განკარგულებაში ყოფნის დროში არ შედის ავადმყოფობის, კუთვნილი ან დამატებითი შვებულებაში ყოფნის დრო. 4. ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებებში იგულისხმება სტრუქტურული ერთეულის (ან ერთეულების) შემცირება (გაერთიანება-გაყოფა), შტატების შემცირებით ან მის გარეშე, სტრუქტურული ერთეულებისათვის ფუნქციების დამატება ან გამოკლება.     მუხლი 32🔗. ატესტაცია 1. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დანიშნულია შტატით განსაზღვრულ თანამდებობაზე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია განსაზღვროს მისი დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, უზრუნველყოს მისი პროფესიული ჩვევების ამაღლება, კადრების შერჩევის და განაწილების სრულყოფა. ასევე დაადგინოს პოლიციის თანამშრომლის კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება. 2. ატესტაციას ექვემდებარებიან: ა) პოლიციის თანამშრომელი სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე ატესტაცია, მაგრამ მან არ უნდა შეადგინოს ატესტაციის ჩატარებიდან 6 თვეზე ნაკლები პერიოდი; ბ) პოლიციის თანამშრომელი, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის. 3. ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. თავი VII მოხელეთა რეზერვი     მუხლი 33🔗. პოლიციის თანამშრომელთა რეზერვი 1. პოლიციის თანამშრომელთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს: ა) პოლიციის თანამშრომლების კანდიდატების შერჩევა; ბ) სამსახურიდან განთავისუფლებული პოლიციის თანამშრომლისათვის ახალი თანამდებობის გამოძებნა, გარდა დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებული მოხელისათვის. 2. რეზერვში მყოფი პირის აღრიცხვას აწარმოებს პოლიციის კადრების სამსახური, სადაც ინახება რეზერვში ჩარიცხულ პირთა სია.     მუხლი 34🔗. პოლიციის თანამშრომელთა რეზერვში ჩარიცხვა 1. რეზერვში ირიცხება: ა) პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლდა პოლიციის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯამრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ასევე ატესტაციის შედეგების შესაბამისად, მიეცა შეფასება “არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას” და არ არის მისი სამსახურით დაკმაყოფილების შესაძლებლობა; ბ) კადრების სამსახურის მიერ შესწავლილი პირი, რომელმაც მიიღო დადებითი დასკვნა. 2. პირის რეზერვში ჩარიცხვა ფორმდება პოლიციის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც უნდა დაერთოს მისი განცხადება რეზერვში ჩარიცხვის თანხმობაზე. 3. პოლიციის ხელმძღვანელს, რომელიც საჭიროებს თანამშრომელს, კადრების სამსახური წარუდგენს რეზერვში მყოფთა სიას (შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად). პოლიციის ხელმძღვანელი განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს და ღებულობს (ან არ ღებულობს) გადაწყვეტილებას რეზერვში ჩარიცხული პირის (მისი განცხადების საფუძველზე) თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. თავი VIII სამსახურის სტაჟი, ნამსახურობის ნუსხა და შრომის წიგნაკი     მუხლი 35🔗. სამსახურის სტაჟი 1. პოლიციაში სამსახურის სტაჟი შეიცავს: ა) პოლიციაში სამსახურის პერიოდს; ბ) სწავლის პერიოდს, თუ პირი გაგზავნილია სასწავლებლად პოლიციის მიერ და უკვე ჰქონდა სამსახურის სტაჟი. 2. პოლიციაში სტაჟი წყდება პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლებისას. სამსახურის სტაჟი დასტურდება შრომის წიგნაკში ჩანაწერით, აგრეთვე პოლიციის მიერ სათანადოდ გაფორმებული სხვა საბუთებით.     მუხლი 36🔗. ნამსახურობის ნუსხა 1. პოლიციის თანამშრომელზე დგება ნამსახურობის ნუსხა, რომელშიც მითითებულია: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი და ადგილი; გ) ოჯახური მდგომარეობა; დ) განათლება და სპეციალობა; ე) თანამდებობაზე ფიცის დადების თარიღი და ადგილი; ვ) სამსახურის გავლა, აგრეთვე სამსახურიდან განთავისუფლების ფორმულირება ამ დებულების შესაბამისი მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის დამოწმებით; ზ) შვებულებები; თ) წახალისებები; ი) დისციპლინური პასუხისმგებლობის დადება და მისი მოხსნა; კ) ატესტაციის შედეგები. 2. პოლიციის თანამშრომლის სხვა სამსახურში გადასვლისას ნამსახურობის ნუსხა იგზავნება ახალი სამსახურის ადგილზე. სამსახურიდან განთავისუფლებულ პირს მისი სურვილით ეძლევა ნამსახურობის ნუსხა.     მუხლი 37🔗. შრომის წიგნაკი პოლიციის თანამშრომელზე იწარმოება შრომის წიგნაკი, რომელშიც იწერება: ა) პოლიციის თანამშრომლის სახელი და გვარი; ბ) დაბადების წელი; გ) სამსახურში ყოფნის პერიოდი, ცნობები თანამდებობაზე, რომელიც მას ეკავა; დ) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება; ე) პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნით სამსახურიდან განთავისუფლების ფორმულირება მუხლის, პუნქტის და ქვეპუნქტის მითითებით. თავი IX პოლიციის თანამშრომლის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა     მუხლი 38🔗. წახალისების ფორმები 1. პოლიციის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების ფორმები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. პოლიციის თანამშრომლისათვის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს მის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების შეტანის უფლება აქვს პოლიციის თანამშრომლის უშუალო უფროსს ან მის შემცვლელს.     მუხლი 39🔗. დისციპლინური გადაცდომა 1. დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; დ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პოლიციის თანამშრომლის და პოლიციის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედობა), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. 2. დისციპლინური გადაცდომისათვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. 3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა.     მუხლი 40🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ წინასწარ გამოძიებას პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ წინასწარ გამოძიებას, დისციპლინური სახდელის დადება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევის გამო შეიძლება მხოლოდ პოლიციის საგამოძიებო ორგანოს უფროსის, პროკურორის წარდგინებით ან სასამართლოს კერძო განჩინების საფუძველზე, ხოლო სხვა დარღვევების გამო – საერთო წესით. თავი X დავების გადაწყვეტა     მუხლი 41🔗. დავის გადაწყვეტა სასამართლოში 1. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, გაასაჩივროს იგი სასამართლოში მისი ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად ცნობის მოთხოვნით. 2. პოლიციის თანამშრომელს შეუძლია სასამართლოში მოითხოვოს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად ცნობა. 3. სასამართლოს მიერ პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გამოცემული სათანადო აქტის არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს აღდგენაზე. თავი XI პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება     მუხლი 42🔗. პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება 1. პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.  2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დათხოვნილ იქნება პოლიციიდან.     მუხლი 43🔗. პოლიციის თანამშრომლის სავალდებულო სამედიცინო შემოწმება 1. ფინანსთა მინისტრის ან/და პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს პოლიციის ცალკეული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა სრული ან ნაწილობრივი სამედიცინო შემოწმება. 2. სამსახურიდან თავისუფლდებიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც: ა) სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებენ უარყოფით სამედიცინო დასკვნას; ბ) სამედიცინო შემოწმების შედეგად აღმოჩნდებიან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.