„აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების წესების” დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2005
ძალის დაკარგვა 08.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-7
სარეგისტრაციო კოდი 340120000.22.032.007052
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 01/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების წესების” დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.007.052
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-7
2005 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების წესების” დამტკიცების შესახებ
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონის IX თავის მე-17 მუხლის შესაბამისად ქვეყანაში აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების რეგულირების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების თანდართული წესები.
2. აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურმა (ი.ცომაია) უზრუნველყოს:
ა) ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და მისი გამოქვეყნება დადგენილი წესით;
ბ) წესების დაყვანა რაიონების სოფლის მეურნეობის სამმართველოებამდე და აგროქიმიკატების იმპორტიორებამდე.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს;
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლერი ჭითანავამ.
მ. სვიმონიშვილი
აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების წესები
თავი I
ზოგადი დებულებანი
„აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების წესები” შემუშავებულია „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს კანონის IX თავის მე-17 მუხლის შესაბამისად და არეგულირებს ქვეყანაში აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების პირობებს.
წესების დამრღვევ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 1🔗. წესებში გამოყენებული ტერმინთა განმარტებანი:
წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი განმარტებანი:
აგროქიმიკატი – სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის გასაუმჯობესებლად და ნაყოფიერების ასამაღლებლად.
მინერალური სასუქები – ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ქიმიური მარილები, რომლებიც შეიცავენ მცენარისათვის საჭირო ერთ ან რამდენიმე საკვებ ელემენტს.
აგრომადნეული – წიაღისეული, რომელსაც აქვს ნიადაგების გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების თვისებები.
მელიორანტი – ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა ნაერთები, რომლებიც გამოიყენება ნიადაგის არის რეაქციის შესაცვლელად, მისი თვისებების გასაუმჯობესებლად.
ტორფი – ჭარბი ტენისა და ჰაერის ნაკლებობის პირობებში წარმოქმნილი ჭაობის მცენარეების კვდომის შედეგად მუქი ყავისფერი ან შავი შეფერილობის ამორფული მასა.
ნიადაგის მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი.
ბიურეტი – აზოტიან სასუქ-შარდოვანაში შემავალი ნივთიერება, რომელიც ტოქსიკურია მცენარისათვის. ამიტომ მისი შემცველობა სასუქში შეზღუდულია (არა უმეტესი 0,8%).
მცენარეთა ცალმხრივი კვება – მცენარეთა მინერალური სასუქებით კვება რომელიმე ერთი ელემენტით (აზოტით ან ფოსფორით, ან კალიუმით).
მცენარეთა ერთ, ორ და სამ ვადაში გამოკვება – სასუქების ერთხელ ან რამდენიმეჯერ შეტანა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გასანოყიერებლად აგროტექნიკური ვადების მიხედვით.
გაუმართავი ტექნიკა – როცა აგროქიმიკატების შემტანი ტექნიკა აგროქიმიკატების ნიადაგზე გაფანტვას ახდენს წყვეტილად.
აგროქიმიკატების არათანაბარი განაწილება – როცა გაუმართავი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში ფართობის ერთეულზე აგროქიმიკატების შეტანა ზოგიერთ ადგილზე ხდება დიდი, ზოგიერთზე – მცირე რაოდენობით, ზოგიერთი ადგილები საერთოდ დატოვებულია აგროქიმიკატების გარეშე.
მუხლი 2🔗. აგროქიმიკატების შემოტანა
1. აგროქიმიკატების შემოტანა ნებადართულია, თუ ისინი შეტანილია საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგში (სიაში).
2. აგროქიმიკატების შემოტანას ახორციელებს შესაბამისი ნებართვის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი („აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვების გაცემის შესახებ” საქართველოს კანონი, 2003 წ., 7 მაისი).
3. სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი სამუშაოებისათვის არარეგისტრირებული აგროქიმიკატის შემოტანა დაიშვება სარეგისტრაციო ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის ნებართვით.
მუხლი 3🔗. აგროქიმიკატების მარკირება
1. აგროქიმიკატს ეტიკეტი უნდა ახლდეს ქართულ ენაზე.
2. ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს:
ა) აგროქიმიკატის დასახელება სიტყვიერად და ქიმიური ფორმულით;
ბ) აგროქიმიკატის შემადგენლობა, მასში შემავალი ყველა ელემენტის დასახელებითა და თითოეულის პროცენტული შემცველობის ჩვენებით;
გ) სავაჭრო ნიშანი (თუ ასეთი არის) აგროქიმიკატის მწარმოებელის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები;
დ) აგროქიმიკატის წონა და მასში შემავალი ელემენტების პროცენტული შემცველობა მთელ წონაზე;
ე) სასუქში შემავალი მძიმე მეტალების და ქლორის შემცველობა (თუ ასეთი არის);
ვ) სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი;
ზ) გამაფრთხილებელი ნიშანი (თუ ასეთი არის);
თ) სასუქში შემავალი ფეთქებადი ნივთიერების შემცველობა და ეკოტოქსიკურობა (თუ ასეთი არის);
ი) პროდუქციის დამზადების თარიღი;
კ) შენახვის პირობები;
ლ) გამოყენების პირობები და წესები;
მ) სტანდარტის დასახელება.
3. თუ აგროქიმიკატი შეიცავს რამდენიმე ელემენტს (რთული სასუქი) ეტიკეტზე ისინი თავისი პროცენტული შემცველობით ჩამოთვლილი უნდა იქნენ როგორც სიტყვიერად, ისე ფორმულით შემდეგი თანმიმდევრობით:
აზოტი – N;
ფოსფორი – P2 O5 ან P;
კალიუმი – K2 O ან K;
კალციუმი – CaO ან Ca
მაგნიუმი – MgO ან Mg
სულფატი – SO3 ან S.
4. იმ სასუქების ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს Ca, Mg და S, მათი შემადგენლობა უნდა იყოს:
CaSO4 – კალციუმის სულფატი CaO –25%
SO3 –35%
Mg SO4– მაგნიუმის სულფატი MgO – 15%, SO3 – 28%.
5. დასაშვებია აგროქიმიკატებში პროცენტული შემცველობის გადახრა 0,1%-ის ფარგლებში.
6. შეფუთული სასუქის გახსნის შემთხვევაში აუცილებელია ტარაზე დასმული ბეჭედის, ეტიკეტის და მთლიანად ტარის დაზიანება, რათა არ მოხდეს მისი მეორადი გამოყენება ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის ჩასაყრელად და სარეალიზაციოდ.
7. სასუქში, რომელიც ფეთქებადსაშიშია (ამონიუმის გვარჯილა და სხვა) წვადი ნივთიერების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0.72%.
თავი II
აგროქიმიკატების შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია
მუხლი 4🔗. აგროქიმიკატების შენახვა-გადაზიდვა
1. აგროქიმიკატების შენახვის პირობები მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შენარჩუნებას და გარემოს დაცვით მოთხოვნილებებს.
2. მინერალური სასუქების შენახვა ნებადართულია მხოლოდ მათ შესანახად გამიზნულ სპეციალურ საცავებში.
3. მინერალური სასუქების შესანახი საწყობი ან სათავსო უნდა მდებარეობდეს მშრალ ადგილას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვით.
4. მცენარეთა დაცვის საშუალებებთან (პესტიციდებთან) ერთად სასუქების შენახვა საწყობში ან მაღაზიაში, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოცალკევებულია პესტიციდებისაგან და აწყვია ცალკე, მისთვის გამოყოფილ ფართზე.
5. საწყობში სხვადასხვა სახის სასუქები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე ხის ქვეშსაფენებზე, სათანადო წარწერებით. საწყობი ხშირად უნდა ნიავდებოდეს.
6. ფერმერულ მეურნეობებში სასუქების შენახვის ალტერნატივა სასუქების მიმწოდებლებთან შენახვა, რომელთაც ევალებათ წინამდებარე წესების განუხრელი დაცვა, სასუქების უსაფრთხო შენახვის პირობების არარსებობის შემთხვევაში, ფერმერებს სასუქი უნდა მიეწოდოთ მათი უშუალო გამოყენების პერიოდში.
7. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ამონიუმის გვარჯილის, როგორც ფეთქებადი ნივთიერების, შენახვა. იგი უნდა ინახებოდეს სხვა სასუქებისაგან განცალკევებულად, ხანძრის გამომწვევ ყველა ფაქტორისაგან იზოლირებულად. სასუქების სათავსოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, ხოლო მომუშავე პირებს პირადი ჰიგიენის და პირველადი დახმარების საშუალებები.
8. საწყობში სასუქების შენახვისას აღკვეთილ უნდა იქნეს ატმოსფერული ნალექების მოხვედრა, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.
9. სასუქების შენახვის ადგილებიდან ჩამონარეცხი წყალი უნდა გროვდებოდეს სპეციალურ წყალგაუმტარ შემკრებში, მისი შემდგომში სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად.
10. აგრომადნეულების, ქიმიური მელიორანტების, ტორფის და სხვა ორგანული სასუქების, ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, მათი შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ჩვეულებრივ პირობებში, რაიმე მკაცრი პირობების და შეზღუდვების გარეშე, მაგრამ დაუშვებელია მათი დაყრა მდინარეების, წყალსაცავების და ჭების ახლოს.
11. აგროქიმიკატების გადაზიდვა ხდება საზღვაო, სარკინიგზო და ავტოტრანსპორტით.
12. არატარირებული აგროქიმიკატების (ქიმიური მელიორანტები, ორგანული სასუქები, აგრომადნები) დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით პროდუქციას უნდა გადაეფაროს რაიმე უხეში ქსოვილი ბრეზენტი.
13. შეფუთული აგროქიმიკატების დატვირთვა-გადმოტვირთვისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ტომრების მთლიანობა, რათა აღიკვეთოს დანაკარგები.
14. აგროქიმიკატების გადაზიდვას თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი.
15. აგროქიმიკატების დანაკარგების შემცირების მიზნით მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მათი შიდა გადაზიდვები და რამდენიმეჯერ დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები.
მუხლი 5🔗. აგროქიმიკატების რეალიზაცია
1. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახორციელებს სათანადო ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი („აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვის და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიისა და აგრო-ქიმიკატების ექსპორტ-იმპორტის ნებართვების გაცემის შესახებ” საქართველოს კანონი. 2003 წ. 7 მაისი).
2. აგროქიმიკატის რეალიზაცია დასაშვებია საბითუმო და საცალო ვაჭრობით სპეციალიზებული ქსელის მეშვეობით.
3. მყიდველს აგროქიმიკატებთან ერთად მიეცემა სასუქის გამოყენების რეკომენდაცია, მრავალმხრივი ინფორმაცია სასუქის ტექნოლოგიის, მისი ეფექტურობის და გამოყენების შესახებ.
4. სასუქების გამოყენების რეკომენდაციების შესამუშავებლად ან არსებული რეკომენდაციების კორექტირების მიზნით, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ქვეყანაში შემოტანილი სასუქები და სხვა აგროქიმიკატები ექვემდებარება ხარისხობრივ შეფასებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური თავისი ლაბორატორიებით ან ლიცენზიის მქონე სხვა ლაბორატორიები („აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვის და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიისა და აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტის ნებართვების გაცემის შესახებ” საქართველოს კანონი. 2003 წ. 7 მაისი).
5. აგროქიმიკატების რეალიზატორები ვალდებულნი არიან ლიცენზიის მქონე ლაბორატორიის წარმომადგენლებს მათი მოთხოვნისთანავე საანალიზოდ მისცენ აგროქიმიკატების ნიმუშები და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე შეასრულონ ლაბორატორიის მიერ მიცემული რეკომენდაციები და მოთხოვნები.
თავი III
აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენება
მუხლი 6🔗. აგროქიმიკატების გამოყენება
1. აგროქიმიკატების ეფექტური, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელია იგი ეყრდნობოდეს ნიადაგების გამოკვლევის მასალებს, ფოთლის დიაგნოსტიკას და მეცნიერულ საფუძველზე შედგენილ რეკომენდაციებსა და რეგლამენტებს.
2. ნიადაგების გამოკვლევებს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური. ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები, თუ მათ გააჩნიათ აკრედიტირებული ლაბორატორიები და ამ სფეროში საქმიანობის ლიცენზია („აგროქიმიკატების წარმოების, აგროქიმიკატებით ვაჭრობის, აგროქიმიური და ნიადაგის დაცვის და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის ლიცენზიისა და აგროქიმიკატების ექსპორტ-იმპორტის ნებართვების გაცემის შესახებ” საქართველოს კანონი, 2003 წ., 7 მაისი).
3. სასუქების გამოყენების რეკომენდაციები ითვალისწინებს: ნიადაგების გამოკვლევის მასალების საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გაადგილების სტრუქტურას, კულტურათა მორიგეობის სქემის შემუშავებას, მცენარეთა განოყიერების სისტემის შედგენას, აგროქიმიკატების სახეების და ფორმების შერჩევას, მათი ნიადაგში შეტანის დოზების, ვადებისა და წესების დადგენას, ნიადაგის გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების, ნიადაგდაცვითი, ეკოლოგიური წონასწორობის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ღონისძიებებს.
4. აგროქიმიკატების ნიადაგში შეტანა ძირითადად მექანიზირებული წესით ხდება. მაგრამ ფერდობებზე მთიანი და ტალღოვანი რელიეფის და სხვა პირობებში დასაშვებია მისი ხელით შეტანა.
5. მექანიზირებული წესით აგროქიმიკატების შეტანისას ტექნიკა უნდა იყოს გამართული, რათა დაცულ იქნეს რეკომენდებული დოზით მთელ ფართობზე აგროქიმიკატების თანაბარი გამოთესვა.
6. მცენარეთა ნორმალური ზრდა განვითარებისა და მაღალი ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ძირითადი საკვები ელემენტები აზოტი, ფოსფორი და კალიუმია. ამასთანავე ნიადაგის თვისებებიდან გამომდინარე – მიკრო-ელემენტები.
7. ფოსფორიანი და კალიუმიანი, ასევე რთული სასუქები შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს, თესვის ან დარგვის წინ, გამოკვებაში მწკრივულ განოყიერებაში, ბუდნებში შეტანით.
8. აზოტიანი სასუქები ძირითადად შეიტანება მცენარეთა ვეგეტაციის დაწყების პერიოდში გამოკვების სახით.
9. მიკროსასუქები გამოიყენება ნიადაგში მისი შემცველობის და მცენარეთა მოთხოვნილების გათვალისწინებით ფოსფორ-კალიუმიანი და რთულ სასუქებთან ერთად.
10. ყველა სახის ორგანული სასუქი შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ.
11. აუცილებელია ნიადაგის ზედაპირზე შეტანილი ყველა სახის აგროქიმიკატის ნიადაგში ჩაკეთება.
12. აგრომადნეულების გამოყენება დასაშვებია ნიადაგების გამოკვლევის მასალების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც ძირითადად მიმართულია ნიადაგის არის რეაქციის სასურველი მიმართულებით შეცვლის, ნიადაგის თვისებების გაუმჯობესების და ნაყოფიერების ამაღლებისაკენ, რომლის შემდეგ ხორციელდება ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი ყველა პარამეტრზე.
13. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად დაცულ იქნეს ნიადაგში აგროქიმიკატების შეტანის ნორმები, ვადები, წესები, საკვებ ელემენტთა შეფარდება. დაუშვებელია მცენარეთა ცალმხრივი კვება.
14. როგორც მოსავლიანობის გაზრდის, ისე პროდუქციის და ნიადაგის ხარისხობრივ მაჩვენებლების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა აგროქიმიკატებთან ერთად ცეოლიტების, ხოლო ნიადაგში მოლიბდენისა და მანგანუმის ნაკლებობის შემთხვევაში, ამ ელემენტების შემცველი მიკროსასუქების შეტანა.
15. აზოტიანი სასუქით მცენარეთა სავეგეტაციო გამოკვება უნდა დამთავრდეს მოსავლის აღებამდე 1–1.5 თვით ადრე.
16. მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე მცენარეებისათვის (მწვანილეული) აზოტიანი სასუქები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთ ვადაში, ნიადაგის თესვისწინა დამუშავების დროს.
17. ტენით უზრუნველყოფილ რეგიონებში აზოტიანი სასუქები შეტანილ უნდა იქნეს წილადობრივად, თესვის წინ, ან ნიადაგის საგაზაფხულო დამუშავების დროს და ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით.
18. მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე მცენარეთა დამატებითი გამოკვება აზოტიანი სასუქებით უნდა ჩატარდეს ერთხელ, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე – ორჯერ, ეროზირებულ ნიადაგებზე კი სამჯერ აგროტექნიკური ვადების მიხედვით.
19. აზოტიანი სასუქებიდან აზოტის აქროლებით დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით სასუქი ნიადაგში ჩაკეთებულ უნდა იქნეს მისი ნიადაგში შეტანის დღესვე.
20. თოვლზე მინერალური სასუქების (აზოტიანი) შეტანა დაიშვება მხოლოდ სწორ, ვაკე რელიეფზე იმ პირობების გათვალისწინებით, რომ თოვლის დნობა დაემთხვეს მცენარეთა ვეგეტაციის დაწყებას.
21. მაღალი ბიურეტის (0,8-%-ზე ზევით) მქონე შარდოვანა (აზოტიანი სასუქი) ნიადაგში შეტანილ უნდა იქნეს თესვამდე 1-1,5 თვით ადრე და იმავე დღეს ჩაკეთდეს ნიადაგში.
22. დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ზონაში სულფატამონიუმის შეტანა უნდა განხორციელდეს საგაზაფხულო დამუშავების წინ.
23. ფოსფორიანი სასუქები, რომლებიც მეტნაკლები რაოდენობით შეიცავენ ფტორს და მძიმე მეტალებს, ნიადაგში შეტანილ უნდა იქნეს ძირითადი დამუშავების (ხვნის) წინ 22-25 სმ-ის სიღრმეზე რეკომენდებული დოზის მკაცრი დაცვით და ჩახნულ იქნეს ნიადაგში.
24. მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მცენარეებისათვის (ბოსტნეული) აზოტიანი სასუქები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთ ვადაში, ნიადაგის თესვისწინა დამუშავების წინ.
25. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სავეგეტაციო მორწყვა უნდა დამთავრდეს მოსავლის აღებამდე 15-20 დღით ადრე.
26. აგროქიმიკატების ხელით შეტანისას მუშები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სპეცსათვალეებით, სამუშაო ტანსაცმლითა და ხელთათმანებით. დაუშვებელია სასუქების შეტანა ქარიან ამინდში.
27. წყალსაცევების, თევზის სატბორე მეურნეობების, მდინარეების, ტბების, შავი ზღვის და სხვა რეკრაციული ზონის მიმდინარე ტერიტორიებზე მინერალური სასუქების შეტანა დაიშვება მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანიტარიული ზოლის დაცვით.
მუხლი 7🔗. აკრძალვები აგროქიმიკატების გამოყენების სფეროში
აგროქიმიკატების გამოყენების სფეროში იკრძალება:
1. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, უხარისხო აგროქიმიკატების შემოტანა და რეალიზაცია.
2. აგროქიმიკატების შემოტანა ნებართვის გარეშე, ხოლო რეალიზაცია – ლიცენზიის გარეშე.
3. აგროქიმიკატების წარმოება ლიცენზიის გარეშე, ასევე მისი წარმოებისას დაფასოების, შეფუთვის და მარკირების წესების დარღვევა.
4. აგროქიმიკატების გამოყენება შესაბამისი რეკომენდაციებისა და რეგლამენტის დარღვევით.
5. გაუმართავი ტექნიკით აგროქიმიკატების ნიადაგში შეტანა, რაც იწვევს აგროქიმიკატების არათანაბარ განაწილებას ფართობზე და მისი ეფექტურობის შემცირებას.
6. გაუმართავი ტრანსპორტით აგროქიმიკატების გადაზიდვა, რაც იწვევს მის დანაკარგებს.
7. აგროქიმიკატებიდან მინერალური სასუქების ღია ცის ქვეშ დაყრა და დატოვება. მისი შენახვა მიწურებში, სარდაფებში, საწვავ-საცხები მასალების საწყობში, სამრეწველო საქონელთან, კვების პროდუქტებთან და სათესლე მასალებთან ერთად.
8. აზოტიანი სასუქის წყალში გახსნა და ამ ხსნარით მცენარეთა მორწყვა მოსავლის აღებამდე ორ თვემდე ვადაში.
9. სასუქების რეალიზაცია ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, საერთო სარგებლობის ჯიხურებში, კვების პროდუქტებთან და სხვა საქონელთან ერთად.