პირველი აუქციონის შედეგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია შპს „მაკროჯგუფის” (ს/კ 200277716, თბილისი, გლდანის მას. მე-6 მ/რ, კორპ. №6, ბ-113) სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული პირველი აუქციონის შედეგების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ ჭუნიაშვილის მიერ დაკმაყოფილდა სს „ბეგი კომპანის“ განცხადება შპს „მაკრო ჯგუფის” გაკოტრების მმართველთან შპს ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც იმავე სასამართლოს განჩინებით დამტკიცებულ იქნა 2011 წლის 27 იანვარი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „მაკრო ჯგუფის” გაკოტრების მმართველმა გამოაცხადა აუქციონი შპს „მაკრო ჯგუფის” სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნდა განცხადებები აუქციონის ჩატარების შესახებ: ა) გაზეთში „სიტყვა და საქმე” – 2011 წლის 1 თებერვალი; ბ) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” – 2011წლის 14თებერვალი.
აუქციონი ჩატარდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4. სართული 2.
2011 წლის 26 თებერვალს დილის 11 საათზე გაიხსნა აუქციონი, რომელსაც ატარებდა გაკოტრების მმართველი პაატა კუნჭულია.
პ ირველ აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა – 8588.0 (რვაათას ხუთას ოთხმოცდარვა) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველს გაკოტრების მმართველისთვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2011 წლის 25 თებერვლის 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, (+995 95 959 997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახითგაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
უქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება არ დაიშვებოდა.
უქციონზე გამარჯვების კრიტერიუმი იყო მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არა- ნაკლებ საწყისი ფასისა.
უქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალებოდა გაკოტრების მმართველის ანგარიშზე შეეტანა გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობოდა საკუთრების უფლება.
თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდიდა ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდებოდა და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება, ან ამოქმედდებოდა საბანკო გარანტია.
გაკოტრების მმართველის ინფორმაციით შპს „მაკრო ჯგუფ ის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ პირველ აუქციონზე განაცხადი არავის შემოუტანია.
ამდენად, შპს „მაკროჯგუფის” სამეურვეო ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული პირველი აუქციონი გამოცხადდეს ვერ შემდგარ აუქციონად და გაკოტრების მმართველმა განახორციელოს მეორე აუქციონის შესახებ განცხადების გაკეთება. მეორე აუქციონი ჩატარდეს 2011წლის 28მარტ ს, თანახმად „გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტისა.
ცნობის სახით, აღინიშნოს, რომ „გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 91, მე-10 და მე-13პუნქტების შესაბამისად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამავე დროს, სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე გადადის დაუტვირთავი და ვალებისგან თავისუფალი. თუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ აუქციონზე გაყიდული სამეურვეო ქონების პირველად მესაკუთრე იურიდიული პირის საკუთრებაში აღმოჩნდა რაიმე ქონება, ეს ქონებაც საკუთრების უფლებით ახალ შემძენს ეკუთვნის. გარდა ზემოაღნიშნულისა, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმაზე გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის ნახევარს.
გაკოტრების მმართველი პაატა კუნჭულია