საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2005
ძალის დაკარგვა 31.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №193
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.007056
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 07/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2010
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.01.2009
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.02.2002
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.320.020.22.027.007.056
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №193
2005 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის, ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტისა და სამართლის ჰარმონიზაციის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 27 თებერვლის №75 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის დებულება” (სსმ III, 2002 წ., №19, მუხ. 182).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის კოდიფიკაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა;
დ) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფა;
ე) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
ვ) კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით;
ზ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელობა და კონტროლი მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
თ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
1. საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:
ა) აწარმოებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს;
ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებების რეგისტრაციას, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სისტემატიზაციას, ინვენტარიზაციას და მათ საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნას;
გ) კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების თაობაზე მიმართავს უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს) ნორმატიული აქტების გაუქმების შეჩერების მოთხოვნით;
დ) დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოების, მოქალაქეების და იურიდიული პირების მოთხოვნით იძლევა ინფორმაციას ნორმატიული აქტის რეგისტრაციის თაობაზე;
ე) სრულყოფს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემას;
ვ) ახორციელებს სამინისტროს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას და დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და მისი შიდა სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშს, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოების უფროსების ანგარიშს მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მინისტრის დავალებით.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის შემადგენლობაში შიდა სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან შემდეგი სამმართველოები:
ა) ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო;
ბ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო.
2. ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესაბამისობის დადგენას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან და ამ მიზნით:
ა.ა) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირისთვის) სათანადო შენიშვნების გაგზავნას ნორმატიულ აქტში არსებული კანონსაწინააღმდეგო გარემოებების აღმოფხვრის თაობაზე;
ა.ბ) შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოფს სასამართლოსთვის მიმართვას ნორმატიულ აქტში არსებული კანონსაწინააღმდეგო გარემოებების აღმოფხვრის მოთხოვნით;
ბ) ახორციელებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციას და კონტროლს მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე.
3. ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ნორმატიული აქტების რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას;
ბ) ნორმატიული აქტების ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;
გ) საკონტროლო მდგომარეობაში მყოფი, აგრეთვე ცალკეული ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებას;
დ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციის თაობაზე, დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოთა, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცემას.
4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწული მუშაობის თაობაზე;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრულ ცალკეულ დავალებებს.
6. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.