საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2008
ძალაში შესვლა 05.01.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №311
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.012574
გამოქვეყნების წყარო სსმ, 187, 31/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.02.2005
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.09.2004
- სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.09.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.574
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №311
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 7 თებერვლის №193 ბრძანება;
ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №1064 ბრძანება;
გ) „სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №713 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 5 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტის) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა;
დ) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
ვ) კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით;
ზ) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება;
თ) კანონმდებლობით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
1. საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი:
ა) აწარმოებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს;
ბ) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას და მათ საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას ბეჭდვითი და ელექტრონული სახით;
გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემული ნორმატიული აქტების თაობაზე მიმართავს უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს) ნორმატიული აქტების გაუქმების შეჩერების მოთხოვნით;
დ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის მომზადებას და რეგისტრირებული აქტის სამართლებრივ დასკვნასთან ერთად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსათვის გადაგზავნას;
ე) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას;
ვ) დაინტერესებული პირების მოთხოვნით გასცემს ინფორმაციას ნორმატიული აქტის რეგისტრაციის თაობაზე;
ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას და დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშს;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან;
მ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის წინაშე.
8. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია სამმართველოები და მასში შემავალი განყოფილებები (შემდგომში – განყოფილება).
2. დეპარტამენტის სამმართველოებია:
ა) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო;
ბ) ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო.
3. ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოში შედის:
ა) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის იმერეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ხონის, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოს, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი);
ბ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის კახეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ახმეტის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები);
გ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: მესტიის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი);
დ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის გურიის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები);
ე) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის შიდა ქართლის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის, ქურთის, ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტები);
ვ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის ქვემო ქართლის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი რუსთავი);
ზ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის მცხეთა-მთიანეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, ახალგორის და თიანეთის მუნიციპალიტეტები);
თ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის სამცხე-ჯავახეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);
ი) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტები);
კ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილება (სამოქმედო ტერიტორია: ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის მუნიციპატეტები და თვითმმართველი ქალაქი ბათუმი).
მუხლი 7🔗. ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო
ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ნორმატიული აქტების რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას;
ბ) ნორმატიული აქტების ბეჭდვითი და ელექტრონული ვერსიების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;
გ) საკონტროლო მდგომარეობაში მყოფი, აგრეთვე ცალკეული ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას;
დ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციის თაობაზე დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცემას.
მუხლი 8🔗. ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო
ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მათ შორის, ქ. თბილისის და აჟარის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების შესაბამისობის დადგენას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
ბ) სამმართველოში შემავალი განყოფილებების კოორდინაციას და კონტროლს;
გ) თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას.
მუხლი 9🔗. ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის განყოფილებები
1. ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის განყოფილებების კომპეტენციას შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი (გარდა ქ. თბილისის და აჟარის მუნიციპალიტეტის) თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამართლებრივი დასკვნის შედგენა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა ქ. თბილისისა და აჟარის მუნიციპალიტეტის) მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეეტრში რეგისტრაცია და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
გ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა ქ. თბილისისა და აჟარის მუნიციპალიტეტისა) მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისა და ამ აქტების შესახებ სამართლებრივი დასკვნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსათვის გადაგზავნა;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული ფუნქციებისა, უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების რეგისტრაციას საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.
მუხლი 10🔗. სამმართველოს (განყოფილების) ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს და მასში შემავალი განყოფილებების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ზედამხედველობას;
დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწული მუშაობის თაობაზე;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრულ ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ექვემდებარებიან დეპარტამენტის უფროსს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
4. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამის განყოფილებას;
ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) მის მიერ განაწილებული მოვალეობების შესაბამისად უშუალოდ ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსათვის რეგისტრირებული ნორმატიული აქტისა და ამ აქტის შესახებ სამართლებრივი დასკვნის გადაგზავნას;
თ) ყოველი თვის არა უგვიანეს 5 რიცხვისა, დეპარტამენტში წარადგენს ინფორმაციას განყოფილების მიერ წინა თვეში გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, დაუყოვნებლივ აწვდის დამატებით ინფორმაციას განყოფილების მუშაობის თაობაზე;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთათვის პრემიის დანიშვნის, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, აგრეთვე სამინისტროს მიერ განყოფილებისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ დავალებებს.
5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს განყოფილების ან სამმართველოს ერთ-ერთი მრჩეველი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით.
მუხლი 11🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) განყოფილების მრჩევლები;
გ) განყოფილების სპეციალისტები;
დ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულება
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.