გადახდისუუნარობს შესახებ განცხადების წარმობაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/647-20011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110525029, 27/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

წარმოებაში მიღების თაობაზე

  

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინებით:

  

1. შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ (ს/ნ 205211956) დირექტორის როლანდ ჩანტლაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში და შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.

2. შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მეურვედ დაინიშნოს დიმიტრი ბლიაძე (პ/ნ 61001019711; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით, სიითი ნომერი №3650, მცხოვრები: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა №68, ბინა 19-ში, მობილური ტელეფონი 871-33-17-74).

3. აეკრძალოს შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.

4. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ.

5. აიკრძალოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.

7. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრება 2011 წლის 29 ივნისს 14:00 საათზე.

8. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

  კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხები:

  ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;

  ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა, მომრიგებელი საბჭოს შექმნა;

  გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა;

9. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.

10. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.

11.განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

     მოსამართლე          გ. აბუსერიძე