საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000308
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 06/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.308
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №123
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად,
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილების თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
დებულება იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატის განყოფილების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ნოტარიატის განყოფილება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
ნოტარიატის განყოფილება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
იუსტიციის მინისტრი ნოტარიატის განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს ნოტარიატის სფეროში კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ორგანიზებას:
ა) ახორციელებს ზედამხედველობას ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე;
ბ) ორგანიზაციას უკეთებს ნოტარიატისა და ნოტარიუსების სამსახურებრივ საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას.
თავი II
ნოტარიატის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი
მუხლი 4🔗
საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით განყოფილება თავისი ამოცანების შესასრულებლად:
ა) „ნოტარიატის შესახებ” კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ამოწმებს ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონების, სხვა სამართლებრივი აქტების, აგრეთვე ნოტარიუსთა პალატის წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას, რისთვისაც გამოითხოვს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისმენს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოსაზრებასა და წინადადებებს;
ბ) ამზადებს წინადადებებს ნოტარიუსთა სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე ნოტარიუსთა პალატისადმი ზედამხედველობის დელეგირების შესახებ;
გ) ზედამხედველობის განხორციელებისათვის ნოტარიუსებისაგან გამოითხოვს რეესტრებს, წიგნებსა და აუცილებელ სხვა მასალებს;
დ) ნოტარიუსთა პალატასთან ერთად აკონტროლებს ნოტარიუსთა მიერ სანოტარო მოქმედებებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს;
ე) ამზადებს ნოტარიატის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს და შეიმუშავებს წინადადებებს ნოტარიატის სფეროში არსებულ კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
ვ) ხელს უწყობს ნოტარიატის სფეროში ინფორმაციულ-სამართლებრივი კომპიუტერიზაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ზ) სწავლობს საზღვარგარეთის ქვეყნების ნოტარიატის სისტემებს და შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს ნოტარიატის შესახებ კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
თ) ხელს უწყობს საქართველოს ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებს;
ი) მოსახლეობის სათანადო მომსახურების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აწვდის და იღებს ინფორმაციას ნოტარიატის სისტემის საქმიანობის გარშემო და აღნიშნულთან დაკავშირებით შეიმუშავებს წინადადებებს, რომელსაც წარუდგენს იუსტიციის მინისტრს;
კ) ამზადებს დისციპლინური საქმის აღძვრის მასალებს, რისთვისაც წინასწარ ამოწმებს დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს და ითხოვს ნოტარიუსისაგან წერილობით ახსნა-განმარტებას. ამზადებს დისციპლინური საქმის აღძვრის შესახებ ბრძანების პროექტს და წარუდგენს იუსტიციის მინისტრს;
ლ) მომზადებულ მასალებს აცნობს ნოტარიუსს, რომლის მიმართაც საქმე აღიძრა. ისმენს მისგან დამატებით ახსნა-განმარტებებს და მინისტრის შუამდგომლობის საფუძველზე აწარმოებს საქმის დამატებით შემოწმებას;
მ) უზრუნველყოფს ნოტარიუსთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას;
ნ) ნოტარიუსთა პალატის წინადადების ან ნოტარიუსის თხოვნის საფუძველზე შუამდგომლობს იუსტიციის მინისტრის წინაშე ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე;
ო) დადგენილი წესით, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წინადადების საფუძველზე, პრაქტიკის განზოგადებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებას ახალი სანოტარო ბიუროს გახსნისა და შესაბამისი უბნის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე;
პ) საზღვარგარეთ არსებული სამკვიდრო ქონების დასაცავად მისაღები ზომების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან;
ჟ) ნოტარიუსთა საქმიანობის განზოგადების მიზნით კვარტალურად გამოითხოვს ნოტარიუსებისაგან შესრულებული სანოტარო მოქმედების სტატისტიკურ ანგარიშებს;
რ) ნოტარიუსთა პალატის გამგეობისაგან გამოითხოვს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშებს;
ს) ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნებისათვის თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან;
ტ) ნოტარიუსის სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, განიხილავს ნოტარიუსის ან ნოტარიუსთა პალატის შუამდგომლობით წარმოდგენილი ნოტარიუსის შემცვლელი პირის კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
უ) განიხილავს ნოტარიუსობის მსურველი პირის კანდიდატურას და მისი სტაჟირების ან სხვა სამსახურებრივი საკითხის გადასაწყვეტად წინადადებას წარუდგენს მინისტრს;
ფ) განიხილავს ნოტარიუსთა პალატის წინადადებას ნოტარიუსობის კანდიდატის სტაჟირების ვადის შეცვლის თაობაზე და წინადადებას წარუდგენს იუსტიციის მინისტრს;
ქ) ამზადებს დირექტივას და აწვდის ნოტარიუსებს;
ღ) ახდენს საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ დოკუმენტთა ლეგალიზაციას;
ყ) მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
თავი III
განყოფილების უფლებამოსილებანი
მუხლი 5🔗
განყოფილება უფლებამოსილია:
ა) განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო და სხვა ორგანოების, დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა მასალა;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საკვალიფიკაციო საგამოცდო და საკონკურსო კომისიების მუშაობაში. ნოტარიუსთა პალატისაგან გამოითხოვოს დისციპლინურ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები;
გ) განახორციელოს სანოტარო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო ფუნქციები;
დ) უზრუნველყოს საქართველოს ნოტარიუსთა პერმანენტული მუშაობა;
ე) ნოტარიუსის თანამდებობიდან გადაყენების ან გათავისუფლების შემთხვევაში მინისტრის დავალებით დამატებით შეისწავლის გადაყენებისა და გათავისუფლების საფუძველს;
ვ) ნოტარიუსთა პალატის შუამდგომლობის საფუძველზე მოამზადოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადება ნოტარიუსისათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე;
ზ) ნოტარიუსთა პალატასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილებაშეწყვეტილ ნოტარიუსთან არსებული დოკუმენტაციის დაცვისა და გადაბარების თაობაზე;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემატურად იღებს ინფორმაციას ნოტარიუსებისაგან სამუშაოზე 5 დღეზე მეტი ვადით არყოფნისა და შვებულებების თაობაზე;
ი) ნოტარიუსის გადაყენების ან სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამსახურებრივი გერბიანი ბეჭდის განყოფილებაში წარმოდგენას.
თავი IV
განყოფილების სტრუქტურა
მუხლი 6🔗
განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
მუხლი 7🔗
განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 8🔗
განყოფილების უფროსი:
ა) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით განყოფილების ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს მოხსენებით ბარათს მინისტრის სახელზე ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თვალსაზრისით;
ბ) ხელს აწერს საქართველოში გაცემული სანოტარო წესით დამოწმებულ ან დადასტურებულ საზღვარგარეთ სამოქმედოდ წარსადგენ ლეგალიზებულ დოკუმენტებს;
გ) პასუხს აგებს განყოფილებაში არსებულ ლეგალიზაციისათვის გერბიანი ბეჭდის შენახვასა და გამოყენებაზე;
დ) ხელს აწერს ნოტარიუსთა ზონარგაყრილ რეესტრებს, რომელიც ილუქება სამინისტროს ბეჭდით;
ე) როგორც მინისტრის წარმომადგენელი მონაწილეობს დისციპლინური კომისიის სხდომაზე საქმის განხილვაში და აღნიშნულზე გამოთქვამს თავის მოსაზრებას;
ვ) მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 9🔗
განყოფილების საშტატო ერთეულთა რიცხოვნება განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.
მუხლი 10🔗
განყოფილების თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 11🔗. განყოფილების მრჩევლები:
ა) განყოფილების უფროსის დავალებით ეცნობიან განყოფილებაში შემოსულ განცხადებებს, სწავლობენ მათ და ამზადებენ პასუხებს;
ბ) აწარმოებენ ნოტარიუსთა ერთიან სახელმწიფო რეესტრს;
გ) ამოწმებენ განყოფილებაში სალეგალიზაციოდ შემოსულ დოკუმენტთა სისწორეს სანოტარო წესით შესრულების თვალსაზრისით;
დ) ამზადებენ ნოტარიატის სფეროში აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტებს;
ე) განყოფილების უფროსის დავალებით ასრულებენ სხვა სამუშაოებს.
თავი V
რეორგანიზაცია
გარდამავალი დებულებები
განყოფილების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.