⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №126
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000311
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 06/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,213 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2000 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:56.7pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:36.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 48.2pt 42.55pt 48.2pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.311 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №126 2000 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 19 სექტემბრის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” 27-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოლეგიალურად განხილვის მიზნით, ვბრძანებ: 1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანო – იუსტიციის სამინისტროს საბჭო. 2. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შესახებ. 3. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭო შემდეგი შემადგენლობით: 1. ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე. 2. ტარიელ კულულაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. მარიამ ცაცანაშვილი – მინისტრის მოადგილე 4. ერიკ სვანიძე – მინისტრის მოადგილე 5. დავით ჯალაბაძე – მინისტრის ბიუროს უფროსი 6. თინათინ დევდარიანი – კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის უფროსი 7. ლია ხვედელიანი – ნორმატიული აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი 8. ბესიკ ლოლაძე – ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი 9. მერაბ კვეკვესქირი – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი 10. გივი ყვარელაშვილი – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი 11. იმედა დვალიძე – სააღსრულებო სამსახურის უფროსი 11. ამირან ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი 12. სერგო თუნგია – აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი. 4. საბჭო იქმნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით. 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს მინისტრის ბიურო. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჯ. ხეცურიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – იუსტიციის სამინისტროს საბჭოს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – იუსტიციის სამინისტროს საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. საბჭოს მიზანია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვის საფუძველზე სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა. II. საბჭოს კომპეტენცია 3. საბჭოს კომპეტენციას შეადგენს: ა) სამინისტროში მომზადებული ან სამართლებრივ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კანონპროექტების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა; ბ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების და საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პრობლემატური საკითხების განხილვა; გ) ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, ურთიერთობის შედეგების განხილვა-განზოგადება; დ) სააღსრულებო სამსახურის კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ე) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ვ) იარაღის ლეგალური ბრუნვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ზ) სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; თ) სამართლებრივ ინფორმატიკასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ი) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; კ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციისა და სისტემატიზაციის პრობლემატური საკითხების განხილვა; ლ) სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; მ) საქართველოს მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ნ) ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის, საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ო) იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება, აგრეთვე რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობაზე სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული კონტროლის შედეგების . 4. იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა. III. საბჭოს შემადგენლობა 5. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ შვიდი წევრით. 6. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 7. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის იუსტიციის მინისტრები. 8. მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები. IV. საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 9. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ამავე დროს არის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 10. საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა. 11. სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი. 12. საბჭოს სხდომაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები. 13. მასალები საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებული საკითხის თაობაზე წარედგინება მინისტრის ბიუროს. მინისტრის ბიურო სხდომაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ ათანხმებს მინისტრთან. 14. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მის მმართველობაში შემავალი სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს. 15. საბჭოს სხდომაზე გასატანად მომზადებულ მასალებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მასალა მინისტრის ბიუროს მიერ უბრუნდება მის მომზადებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. 16. სხდომის მომზადება და ოქმის გაფორმება ეკისრება საერთო განყოფილებას. 17. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 18. საბჭოს ყოველი წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. 19. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. საბჭოს თავმჯდომარედ მინისტრის ყოფნის შემთხვევაში, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში. საბჭოს მიერ განხილული საკითხების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 20. სხდომას ჰყავს მდივანი, რომელიც იმავდროულად არ არის საბჭოს წევრი და არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით. იგი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის სწორად წარმოებისათვის. სხდომის ოქმის წარმოება და სხდომის მდივნის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტა ეკისრება საერთო განყოფილებას. 21. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. საბჭოს დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. 22. საბჭო უფლებამოსილია განსახილველ საკითხზე მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება განსახილველად წარდგენილი საკითხის თაობაზე; ბ) ცნობად მიიღოს (დაამტკიცოს) შესაბამისი სამსახურის მიერ წარდგენილი მასალა (ანგარიში, ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.); გ) მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება განსახილველად წარდგენილი საკითხის თაობაზე; დ) გადადოს საკითხის განხილვა; ე) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი; ვ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი. 23. საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის გადაწყვეტილებით. 24. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. V. დასკვნითი დებულებანი 25. სხდომის ოქმი, აგრეთვე, სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და სხვა მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება სამინისტროს საერთო განყოფილებაში, დადგენილი წესით. 26. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 27. საბჭოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს მინისტრი.