2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №224
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.016384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110527012, 27/05/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 49.6pt 70.9pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №224
2011 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ
მუხლი 1🔗. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების მიზნით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ბ3“, „გ3“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის 23 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. 2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით.
2. 2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარით.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 200 000 (ორასი ათასი) ლარით.
4. 2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 10% (180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი) განაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
6. 2011-2012 სასწავლო წლისათვის:
ა) განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:
ა.ა) საინჟინრო;
ა.ბ) საბუნებისმეტყველო;
ა.გ) ჰუმანიტარული;
ა.დ) განათლება და პედაგოგიკა;
ა.ე) სოციალური;
ა.ვ) აგრარული;
ა.ზ) ხელოვნება;
ა.თ) ჯანდაცვა;
ა.ი) ბიზნესი და ეკონომიკა;
ა.კ) სამართალი;
ა.ლ) მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 40% (720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი) თანაბრად განაწილდეს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე.
7. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 50% (900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი) განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:
ა) საინჟინრო – 12%;
ბ) საბუნებისმეტყველო – 11%;
გ) ჰუმანიტარული – 7%;
დ) სოციალური – 7%;
ე) განათლება და პედაგოგიკა – 6%;
ვ) მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები – 4%;
ზ) აგრარული – 2%;
თ) ხელოვნება – 1%.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანხები საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.
9. იმ მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომელთაც ამ მუხლის მე-5 პუნქტით, მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების ფარგლებში ამავე მუხლის მე-5 პუნქტით/მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სიის/სიების ბოლოს აქვთ თანაბარი ქულები და ამ მუხლის მე-5 პუნქტით, მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანხების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განაწილების შემდეგ დარჩენილი ოდენობა ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის, დაფინანსება აღარ განაწილდება.
10. ამ მუხლის მე-5 პუნქტით, მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაცვით განაწილდება პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების იმ თანაბარქულიან მაგისტრანტობის კანდიდატებზე, რომლებზეც ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსება არ განაწილდა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების დროს დარჩენილი თანხის ის ოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის რომელიმე პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში თანაბარი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების დასაფინანსებლად, შეივსება იმ ოდენობამდე, რომელიც საკმარისია მხოლოდ ამ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში თანაბარი ქულების მქონე ყველა მაგისტრანტობის კანდიდატის დასაფინანსებლად.
12. თანხის ის ოდენობა, რომელიც დარჩა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული თანაბარი ქულების მქონე ყველა მაგისტრანტობის კანდიდატის დაფინანსების შემდეგ, განაწილდება მაგისტრანტობის კანდიდატებზე პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაცვით.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური