“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის № 1–1/1230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/776
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.024.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110527014, 30/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს

ბრძანება №1-1/776

2011 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის №1–1/1230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 21 ივლისის №1-1/1230 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2010, №89, მუხ.1297) დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე                    დ. გიორგაძე

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) სასურველია აშშ- ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);

გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;

ე) თანამდებობის შესაბამისი პროფილით (სამოქალაქო, ადმინისიტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“

კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”

მ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”

ნ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;

ო) „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი;

პ) სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.