📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2011
ძალის დაკარგვა 13.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110527021, 02/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,156 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2011 მიღება
13.05.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 26.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №18 2011 წლის 25 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №41 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ.ხაჩიძე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.  მუხლი 3🔗 სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს   სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის   წინაშე. თავი II სამსახურის ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 4🔗 სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა; ბ) საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა; გ) საზოგადოების გარემოსადაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; დ) საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება; ე) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი ურთიერთობის დამყარება; ვ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ზ) სამინისტროს საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელება და აუცილებლობის შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებებისათვის ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და საინფორმაციო (ჟურნალისტური) მასალების გავრცელება; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასული უახლესი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვება, მისი სისწორის განსაზღვრა და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მომზადება; ი) კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტაციის ჩატარება და ინფორმაციული ხელშეწყობა ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ასრულებენ რედაქციის დავალებას და გააშუქებენ სამინისტროს საქმიანობას; კ) სამინისტროს საქმიანობასა და გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე პროცესებზე პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეს-ბიულეტენების, პრეს-რელიზების, მიმოხილვების მომზადება; ლ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიის საშუალებებით გასული ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისათვის; მ) სამინისტროს შიდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში თანამშრომლების მონაწილეობის მიზნით გამოკითხვის ორგანიზება და ხელმძღვანელობისათვის ანალიზის მიწოდება; ნ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებისა და შეხედულებების გამოსავლენად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება; ო) პრობლემატურ საკითხებზე სადისკუსიო კლუბის ორგანიზება სახელმწიფო სრტუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მასმედიის საშუალებებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით; პ) სამინისტროს ბიბლიოთეკის შექმნა; ჟ) მდგრადი განვითარების ფარგლებში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება; რ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; ს) საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.     მუხლი 5🔗 დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან შეუფერხებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ბ) ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, გარემოს დაცვის სფეროში მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოითხოვოს სამინისტროს სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამის მონაცემები, უზრუნველყოს მათ დამუშავება და მიღებული ინფორმაცია წარუდგინოს განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურისის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 6🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის   წინაშე.     მუხლი 7🔗 1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის  წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და  კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების  მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;  კ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს; ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის  დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი.     მუხლი 8🔗 1. სამსახურის  მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის  მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.