საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულებისა და კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 11.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000312
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 30/06/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,796 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2000 მიღება
11.02.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულებისა და კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.312. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №127 2000 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულებისა და კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის თანდართული დებულება. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შვიდი წევრით: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის ხუთი წევრი. 3. დამტკიცდეს სარეგისტრაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1) ტარიელ კულულაშვილი – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 2) მანანა ცინაძე – სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 3) ბესიკ ლოლაძე – ადგიულობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; 4) ლილი ერაძე – მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა და იმიგრაციის დეპარტამენტის იმიგრაციის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი; 5) მარინა გაჩეჩილაძე – მოქალაქეობისა და სამოქალაქო საკითხთა და იმიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და სამოქალაქო საკითხთა განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი; 6) რევაზ სადუნიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი; 7) ზვიად დევდარიანი – საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამების კოორდინატორი, კომისიის წევრი. 4. სარეგისტრაციო კომისიის სხდომის მდივნის მოვალეობა დაევალოს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების მრჩეველს სოფიკო ჭავჭანიძეს. 5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ჯ. ხეცურიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის (შემდგომში – სარეგისტრაციო კომისიის) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. სარეგისტრაციო კომისია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. სარეგისტრაციო კომისიის მიზანია სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვის საფუძველზე სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა. თავი II სარეგისტრაციო კომისიის კომპეტენცია 4. სარეგისტრაციო კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, შეიმუშაოს წინადადებები, მოამზადოს დასკვნები და მიიღოს გადაწყვეტილებები; ბ) განიხილოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობაზე სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული კონტროლის შედეგები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; გ) შეამოწმოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ფონდების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მასალების სისწორე, გამოითხოვის დასახელებული ორგანიზაციებისაგან დამატებითი დოკუმენტები და სხვა მასალები; დ) მიიღოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან (მასალებთან) დაკავშირებული ახსნა-განმარტებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების წარმომადგენლების, სხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისაგან; ე) მიმართოს შეკითხვებით სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ან სპეციალისტებს და მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები; ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასვას საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს მრჩევლების მივლინების შესახებ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული შესაბამისი იურიდიული პირების ხელმძღვანელი ორგანოების ადგილსამყოფელის მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის შესწავლისა და შესაბამისი შემოწმების ჩატარებისათვის; ზ) წარგზავნოს რეგისტრაციის განყოფილების წარმომადგენლები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; თ) მიიღოს ინფორმაცია პირებისაგან იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების საწესდებო საქმიანობასთან. თავი III სარეგისტრაციო კომისიის შემადგენლობა 5. სარეგისტრაციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება შვიდი წევრით – თავმჯდომარე, მოადგილე და 5 წევრი. 6. სარეგისტრაციო კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც იმავდროულად არ არის სარეგისტრაციო კომისიის წევრი და არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით. თავი IV სარეგისტრაციო კომისიის სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 7. სარეგისტრაციო კომისიის მუშაობის ფორმაა სხდომა. 8. სარეგისტრაციო კომისიის სხდომას თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილები უფროსი, რომელიც ამავე დროს არის სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 9. სარეგისტრაციო კომისიის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 10. სარეგისტრაციო კომისიის სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის პირველი მოადგილის გადაწყვეტილებით. 11. სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრის პირველი მოდგილე. 12. საკითხის სრულყოფილი განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით სარეგისტრაციო კომისიის სხდომაზე, საჭიროების შემთვევაში, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები, განსახილველ საკითხებზე განმარტებათა მისაღებად. 13. სარეგისტრაციო კომისია განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. 14. სარეგისტრაციო კომისიის ყოველი წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. 15. სარეგისტრაციო კომისიის მდივანი ადგენს სარეგისტრაციო კომისიის სხდომის ოქმს. იგი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის სწორად წარმოებისათვის. 16. სარეგისტრაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 17. სარეგისტრაციო კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 18. სარეგისტრაციო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას ესწრება იმ პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) შემოქმედებითი კავშირისა თუ ფონდის წარმომადგენელი, რომლის საკითხიც იხილება სხდომაზე. 19. სარეგისტრაციო კომისია უფლებამოსილია განსახილველა საკითხზე მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება; ა) მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება განსახილველად წარდგენილი საკითხის თაობაზე; ბ) მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება განსახილველად წარდგენილი საკითხის თაობაზე; გ) გადაიდოს საკითხის განხილვა; დ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი. 20. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე /სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე/ სარეგისტრაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებას. თავი V სარეგისტრაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაცია 21. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (მასალები) სარეგისტრაციო კომისიას წარედგინება რეგისტრაციის შესახებ განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში. 22. სარეგისტრაციო კომისიას წარედგინება შემდეგი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია: – პარტიის რეგისტრაციისათვის: ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით); ბ) ნოტარიუსისი მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი: გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელი, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით; დ) პარტიის წესდება; ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ; ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები; ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება. – შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის: ა) განცხადება კავშირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა ხელმოწერით და მათი საცხოვრებელი ადგილის მისამართების მითითებით; ბ) სანოტარტო წესით დამოწმებული კავშირის დამფუძნებელი ყრილობის (კონფერენციის) ოქმი; გ) კავშირის დამფუძნებელთა სია სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მის წევრთა ხელმოწერით; დ) კავშირის წესდება; ე) კავშირის სიმბოლოს ესკიზი (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) ცნობა კავშირის იურიდიული მისამართის შესახებ; ზ) კავშირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირთა) სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერის ნიმუშები; თ) კავშირის ეროვნულ-ისტორიული წარსულისა და მოღვაწეობის დამადასტურებელი საარქივო თუ სხვა სახის დოკუმენტები (მისი არსებობის შემთხვევაში); ი) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი. – ფონდის რეგისტრაციისათვის: ა) განცხადება ფონდის რეგისტრაციის შესახებ ფონდის დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) და გამგეობის წევრთა ხელმოწერებით; ბ) ფონდის დამფუძნებელთა სხდომის ოქმი; გ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დამფუძნებლის (დამფუძნებელთა) და გამგეობის წევრთა მიერ ხელმოწერილი წესდება; დ) ცნობა ფონდის იურიდიული მისამართის შესახებ; ე) ესკიზები ბეჭდის, ემბლემის და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება; ვ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი. 23. სარეგისტრაციო კომისიის სხდომაზე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 24. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირისა და ფონდის რეგისტრაციის შემთხვევაში მარგისტრირებელი ორგანო გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში. 25. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას), შემოქმედებით კავშირს, ფონდს, რომელიც გატარდა რეგისტრაციაში, ეძლევა დადგენილი ნიმუშის მოწმობა და ზონარგაყრილი წესდების ეგზემპლარი, დამოწმებული სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების ბეჭდით. (მოწმობას ხელს აწერს სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე, წესდებას – სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი). 26. რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას), შემოქმედებით კავშირს, ფონდს ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც ის შედის სახელმწიფო რეესტრში. 27. წესდებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაცია ხდება კანონით დადგენილი წესით. 28. რეგისტრაციის აქტი შეიძლება გადასინჯულ იქნეს იუსტიციის მინისტრის მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით. 29. ცნობა რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის აქტის შეცვლის შესახებ თანდართული ბრძანების ასლით ეგზავნება შესაბამისი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის), შემოქმედებითი კავშირის ან ფონდის ხელმძღვანელ ორგანოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტს, საბანკო დაწესებულებებს, სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესაბამის განყოფილებას და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელთა ტერიტორიაზეც იმყოფება შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო. 30. რეგისტრაციის გაუქმებისას ან რეგისტრაციის აქტის შეცვლისას რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ამოღებას და დაერთვის სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების არქივში არსებულ სარეგისტრაციო მასალებს. 31. რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის აქტის შეცვლის შესახებ სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სახელმწიფო სარეგისტრაციო რეესტრში. 32. მოქალაქეთ პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას), შემოქმედებით კავშირს და ფონდს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ საფუძვლების გამო, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქაეღველოს ორგანული კანონით, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ”, საქართველოს კანონით. 33. გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეცნობება წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით. 34. გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში 1 თვის ვადაში. 35. განცხადება რეგისტრაციის შესახებ შესაძლებელია განმეორებით იქნეს განხილული სარეგისტრაციო კომისიის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსწორებული იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც უარის თქმის საფუძველი გახდა, ან თუ სასამართლოს მიერ სამინისტროს უარი რეგისტრაციის შესახებ ჩაითვლება არამართლზომიერად. 36. წესდების ან რეგისტრაციის მოწმობის დედნის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის), შემოქმედებითი კავშირისა თუ ფონდის ხელმძღვანელი პირის განცხადებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილებაში არსებული სარეგისტრაციო მასალების საფუძველზე გაიცემა მისი დუბლიკატი. V. დასკვნითი დებულებები 37. სარეგისტრაციო კომისიის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და სხვა მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და სარეგისტრაციო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობის ქვეშ ინახება სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების არქივში. 38. სარეგისტრაციო კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება. 39. სარეგისტრაციო კომისიის ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 40. სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე კომისიის მიერ გაწეულ მუშაობაზე.