საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 21.04.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №128
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000313
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 30/06/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 49.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.313
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №128
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
დებულება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სათათბირო უფლების მქონე კოლეგიალური ორგანოა.
3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, ეს დებულება და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტები.
4. კომისიის საქმიანობა არ ზღუდავს იუსტიციის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში.
II. კომისიის უფლებამოსილებანი
5. კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემატურ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს, ამზადებს დასკვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს.
6. კომისია განიხილავს:
ა) მოქალაქეთა გვარისა და ეროვნების აღდგენის საკითხებს;
ბ) სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორების შეტანის საკითხებს;
გ) დაკარგული ჩანაწერების აღდგენის საკითხებს;
დ) მოქალაქეთა სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის საკითხებს;
ე) სახელმწიფო გერბიანი ბლანკების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალება, გვარის გამოცვლა, შვილად აყვანა) და სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო წიგნების დამზადების საკითხებს;
ვ) წინადადებებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე;
ზ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მუშაობის შემოწმების შედეგებს, ამ ორგანოების ხელმძღვანელთა მოხსენებებს, სტატისტიკურ ანგარიშებს;
თ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის განზოგადების საკითხებს;
ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების არქივების მუშაობის ორგანიზაციის საკითხებს;
კ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგებს.
7. კომისია უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით განიხილოს ამ დებულების მე-6 პუნქტში აღნიშნულის გარდა სხვა საკითხებიც.
III. კომისიის საქმიანობის წესი
8. კომისიის მუშაობის ფორმაა სხდომა.
9. კომისიის სხდომები ტარდება თვეში ორჯერ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის რეგგარეშე სხდომა.
10. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
11. კომისიის სხდომის ორგანიზაციასა და ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი;
12. კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის წევრთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წინადადებათა საფუძველზე განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხი სავალდებულო წესით შეიტანება კომისიის სხდომის დღის წესრიგში.
13. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სულ ცოტა ნახევარი მაინც.
14. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომას ესწრებიან კომისიის წევრები და სხდომაზე მოწვეული პირები. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაესწროს კომისიის სხდომას რიგგარეშე გამოთქვას თავისი აზრი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. კომისიის სხდომაზე მოწვეულ პირებს სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს კომისიის თავმჯდომარე.
15. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები.
16. კომისიის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. კომისიის ყველა წევრს თანაბარი ხმის უფლება აქვს. კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
17. კომისიის წევრები მონაწილეობენ კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვაში. მათ უფლება აქვთ ზეპირად ან წერილობით გამოთქვან თავისი მოსაზრება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში.
18. კომისიის სხდომის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი, რომელიც არ არის კომისიის წევრი და არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით. კომისიის მდივნის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ასრულება იუსტიციის სამინისტროს საქმეთა მმართველობის დეპარტამენტის თანამშრომელი. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი, ხოლო კომისიის მიერ მიღებულ წინადადებებსა და დასკვნებს – კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებს უფლება აქვთ ხელმოწერამდე გაეცნონ სხდომის ოქმს და მიუთითონ ოქმში დაშვებულ შეცდომებსა თუ უზუსტობაზე. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე.
19. კომისიის მიერ მიღებული წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები არ ატარებენ სავალდებულო ძალას. კომისიის სხდმის ოქმის ამინაწერი და კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება მინისტრს.
20. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის, კომისიის მიერ მიღებული წინადადებების და დასკვნების წარდგენას საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია კომისიის წინადადებების, დასკვნებისა და სხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოსცეს ბრძანება.
21. საკითხის სრულყოფილი განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს შესაბამისი საბუთები და მასალები (თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი), აგრეთვე სხდომაზე მოიწვიოს მოქალაქეები და საჯარო მოსამსახურეები განსახილველ საკითხებზე განმარტებათა მისაღებად.
IV. დასკვნითი დებულებანი
22. კომისიის სხდომის ოქმების, მიღებული წინადადებებისა და დასკვნების პირველი პირები თანდართულ საბუთებთან და მასალებთან ერთად დადგენილი წესით ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო განყოფილებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
23. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე კომისიის მიერ გაწეულ მუშაობაზე.