საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2011
ძალის დაკარგვა 20.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №91
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110527022, 02/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 1.0in 1.0in 49.65pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №91
2011 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ’’ და‘ „კ’’ ქვეპუნქტების,
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში
– სამინისტრო) სისტემის
სამკერდე ნიშნის, მედალიონის და მედლის თანდართული ნიმუშები.
2. დამტკიცდეს სამინისტროს სისტემის
სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების თანდართული წესი.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
სამინისტროს სისტემის
სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
წინამდებარე სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში
– სამინისტრო)
სამკერდე ნიშნის, მედალიონის და მედლის სახეებს სტატუს
ს და მათი გადაცემის წესს.
მუხლი 2🔗.
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სამინისტროს სისტემის თანამშრომელს შეიძლება გადაეცეს სამკერდე ნიშანი, მედალიონი ან
მედალი.
2.
სამინისტროს სისტემის თანამშრომელს კონკრეტული დამსახურებისათვის გადაეცემა ერთი სახის ჯილდო.
თავი II
სამინისტროს სისტემის სამკერდე ნიშნით
, მედალიონითა
და მედლით
დაჯილდოებისა
და ტარების წესი
მუხლი 3🔗.
1.
სამინისტროს სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები,
რომლებიც ხასიათდებიან დადებითად, წარმატებულად და კეთილსინდისიერად ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას.
2.
სამინისტროს სამკერდე ნიშნით აგრეთვე ჯილდოვდებიან სამინისტროს ღვაწლმოსილი ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოირჩეოდნენ საქმის კეთილსინდისიერი შესრულებით.
მუხლი 4🔗.
სამინისტროს მედალიონით ჯილდოვდებიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის.
მუხლი 5🔗.
სამინისტროს მედლით ჯილდოვდებიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტაში.
მუხლი 6🔗.
1. სამინისტოს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის (შემდგომში
– მინისტრი)
პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.
2. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი.
3. დაჯილდოებული სამკერდე ნიშანსა და მედალს
ატარებს მკერდზე, მარცხენა მხარეს.
4. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის წარდგენა სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედლის და მედალიონის მისაღებად.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗.
1. სამკერდე ნიშნით
, მედალიონითა
და მედლით დაჯილდოება ხდება
მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ჯილდოს
ჩამორთმევა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო შესაძლებელია
მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ჯილდო და სპეციალური მოწმობა დაჯილდოებულის გარდაცვალების შემდეგ სამახსოვროდ რჩება მის ოჯახს.
4. გარდაცვალების შემდეგ ჯილდოს მინიჭების შემთხვევაში, ჯილდო და დაჯილდოების ფურცელი
გადაეცემა მის ოჯახს.
5. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამინისტროს.
მუხლი 8🔗.
სამინისტროს სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მათი ასლის გაცემა.