📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.05.2011
ძალის დაკარგვა 31.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110527023, 02/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,361 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2011 მიღება
31.07.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {mso-style-link:"No Spacing Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.NoSpacingChar {mso-style-name:"No Spacing Char"; mso-style-link:"No Spacing"; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №92 2011 წლის 25 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე პატიმრობის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართელოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №149 ბრძანება. მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) გარე დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. 2.  სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა (შემდგომში–დაწესებულება) და ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა დაცვას. 3.  სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია პატიმრობის კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებები, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.     მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) დეპარტამენტის, დაწესებულებებისა და ბრალდებულების /მსჯავრდებულების დაცვის უზრუნველყოფა; ბ)  დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვის, დაცვის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის, შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების სფეროში; გ)  ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა იზოლაციის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება; დ)     დაწესებულების უზრუნველყოფა დაცვის საინჟინრო-ტექნიკური, დაცის სპეციალური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით; ე)  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაწესებულებათა დაცვის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი; ვ)  დეპარტამენტსა და დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება და მუდმივი კონტროლი მის შესრულებაზე; ზ) დეპარტამენტისა და დაწესებულების ტერიტორიაზე შემსვლელ და ტერიტორიიდან გამომსვლელ პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა აღრიცხვა; თ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები. 2.  სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა)  აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე; ბ)  შესაბამის დაწესებულებებთან ერთად წარადგენს წინადადებებს დაცვის განაწილების თაობაზე; გ)  მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; დ)     ახორციელებს ღონისძიებებს ეფექტური საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების რაციონალური გამოყენების გათვალისწინებით; ე)  შეიმუშავებს ტაქტიკურ–ტექნიკურ მოთხოვნებს დაცვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ვ)  ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; ზ) აკონტროლებს ოპერატიულ-სამსახურებრივ მდგომარეობას დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობს სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით; თ) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; ი)  დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით; კ)  მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; ლ)     აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს; მ)  დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს; ნ) ორგანიზებას უკეთებს დაშიფრული კავშირის განვითარებას დაწესებულებებს შორის; ო) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამერტის თავმჯდომარეს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნებისა და შესაბამისი დაფინანსების თაობაზე; პ)  ახორციელებს წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლს და პრაქტიკული დახმარების გაწევას, სამსახურის განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებას და ანალიზს. შეიმუშავებს და ახორციელებს სამსახურის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმებს; ჟ)  საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის დაცვას; რ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურთან ერთად ან მის გარეშე, ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებას; ს)  ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 3.  ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის თავმჯდომარეს დეპარტამენტთან ან დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები განსაკუთრებული დავალებების შესასრულებლად. 4.  კანონით დადგენილი წესით, სამსახურს უფლება აქვს გამოიყენოს აუდიო, ვიზიუალური, ელექტრონული ან სხვა სახის ტექნიკური კონტროლის საშუალებები დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით.     მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა 1.  სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თავის საქმიანობას ახორციელებს მათი უშუალო ხელმძღვანელობით. 2.  სამსახურის უფროსსა და უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3.  სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე.     მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი სამსახურის უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეებს შორის; ბ)  ორგანიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და წარმართავს მის მუშაობას; გ)  მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; დ)     ახორციელებს ობიექტების დაცვის სისტემისა და მოქმედების ტაქტიკის სრულყოფის ღონისძიებებს მოსამსახურეთა რიცხოვნობის რაციონალური გამოყენებისა და თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის საფუძველზე; ე)  აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს; ვ)  უზრუნველყოფს მოსამსახურეთა შერჩევას, განაწილებას და პროფესიულ მომზადებას, მათ მიერ კანონიერების, სამსახურებრივი დისციპლინისა და წესდების მოთხოვნათა დაცვას; ზ) გამოითხოვს სამსახურის განყოფილებების ანგარიშებს გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე; თ) უფლებამოსილია სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტისა და სამსახურის ერთეულებიდან; ი)  ასრულებს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის შემადგენლობაშია: ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;  გ) №1 განყოფილება; დ) №2 განყოფილება; ე) №3 განყოფილება; ვ)№4 განყოფილება; ზ) №5 განყოფილება; თ) №6 განყოფილება; ი) №7 განყოფილება; კ) №8 განყოფილება; ლ) №9 განყოფილება; მ) №10 განყოფილება; ნ) №11 განყოფილება; ო) №12 განყოფილება; პ) №13 განყოფილება; ჟ) №14 განყოფილება; რ) №15 განყოფილება; ს) №16 განყოფილება; ტ)№17 განყოფილება. 2.  სამსახურის №1-№17 განყოფილებები, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მიმაგრებულნი არიან კონკრეტულ დაწესებულებებთან და თავიანთ მოვალეობებს ახორციელებენ შესაბამის დაწესებულებასთან კოორდინაციით.     მუხლი 6🔗. განყოფილების მართვა განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სამსახურის უფროსს, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.     მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1.  გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. 2.  გარე დაცვის სამსახურში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულების დაცვას, ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაცვას დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას.     მუხლი 8🔗. №1-№1 7 განყოფილებები №1-№17 განყოფილებები ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, მე-2 პუნქტის „ბ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.     მუხლი 9🔗. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ვ“, მე-2 პუნქტის „დ“,“ე“,“ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.     მუხლი 10🔗. სპეციალური დაცვის განყოფილება ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „პ“ ქვეპუნქტებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.