საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2003
ძალის დაკარგვა 30.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №290
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005794
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 21/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.01.2006
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 4 დეკემბრის N7 ბრძანებულების გაუქმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 17.12.1995
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt 53.85pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.794
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №290
2003 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძნებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია, როგორც სათათბირო ორგანო.
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შვიდი წევრით: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის ხუთი წევრი.
4. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
2) ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
3) ზაზა მეიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4) მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;
5) გიორგი სურგულაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;
6) გია გოგიბერიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
7) ჯუმბერ კოპალიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის წევრი.
5. დამტკიცდეს კომისიის დადგენილების ფორმა (დანართი №1);
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანება.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის
დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სათათბირო უფლების მქონე კოლეგიური ორგანოა.
3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, წინამდებარე დებულება და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტები.
4. კომისიის საქმიანობა არ ზღუდავს იუსტიციის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში.
II. კომისიის უფლებამოსილებანი
5. კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემატურ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს, ამზადებს დასკვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს.
6. კომისია განიხილავს:
ა) საქართველოს მოქალაქეთა მიმართ შესრულებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებების შეტანის გზით ქართული გვარების აღდგენის საკითხებს;
ბ) წინადადებებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის განზოგადების საკითხებს.
7. კომისია უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით განიხილოს ამ დებულების მე-6 პუნქტში აღნიშნულის გარდა სხვა საკითხებიც.
III. კომისიის საქმიანობის წესი
8. კომისიის მუშაობის ფორმაა სხდომა.
9. კომისიის სხდომები ტარდება თვეში ერთხელ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის რიგგარეშე სხდომა.
10. კომისიის სხდომას იწვევს თავმჯდომარე. კომისიის სხდომას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
11. კომისიის სხდომის ორგანიზაციასა და ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
12. კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის წევრთა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ტერიტორიული ორგანოების წინადადებების საფუძველზე განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები სავალდებულო წესით შეიტანება კომისიის სხდომის დღის წესრიგში.
13. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
14. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. საკითხის სრულყოფილი განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის სხდომაზე, საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები განსახილველ საკითხებზე განმარტებათა მისაღებად. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაესწროს კომისიის სხდომას და გამოთქვას თავისი აზრი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
15. კომისია უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები.
16. კომისიის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის ყველა წევრს თანაბარი ხმის უფლება აქვს. კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
17. კომისიის წევრები მონაწილეობენ კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვაში. მათ უფლება აქვთ ზეპირად ან წერილობით გამოთქვან თავისი მოსაზრება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში.
18. კომისიის სხდომის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი, რომელიც არ არის კომისიის წევრი და არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით. კომისიის მდივნის მოვალეობას ასრულებს სამინისტროს მთავარი კაცელარიის უფროსი. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, ხოლო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს – კომისიის სხდომის მონაწილე ხმის უფლების მქონე პირები (კომისიის წევრები). კომისიის წევრებს უფლება აქვთ ხელმოწერამდე გაეცნონ სხდომის ოქმს და მიუთითონ ოქმში დაშვებული შეცდომებსა და უზუსტობებზე. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.
19. კომისიის სხდომის მასალების აღრიცხვა და შენახვა ხდება დადგენილი წესით.
20. კომისიის სხდომის მიერ მიღებული დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები არ ატარებენ შესასრულებლად სავალდებულო ძალას.
21. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დასკვნა, კომისიის სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
22. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დასკვნის მართზომიერების ან დასკვნის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.
23. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების დამოწმებული პირი, კომისიის დადგენილებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების დასკვნის ერთი ეგზემპლიარი, დადასტურებული მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტიას უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით ეგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოს.
დანართი №1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია
დადგენილება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის „––––––––” „––––––––––––”
№–––––––––– შესაბამისად დამტკიცდეს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოქ.: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გვარის შესწორების შესახებ.
შესწორდეს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში:
დაბადების აქტის ჩანაწერში გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მამის (დედის) გრაფაში გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ქორწინების აქტის ჩანაწერში გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დაბადების აქტის ჩანაწერში:
გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მამის გრაფაში გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დედის გრაფაში გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადგენილება გაეგზავნოს შესაბამის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის წევრები: 1.
2.
3.
4.
5.