საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.05.2011
ძალის დაკარგვა 01.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 120070010.22.038.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110527024, 02/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 895 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2011 მიღება
01.03.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 1.0in 35.45pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №93 2011 წლის 25 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე პატიმრობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 9 დეკემბრის №844 ბრძანება. მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესი     მუხლი 1🔗 ეს წესი, პატიმრობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) გარე დაცვის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სამხედრო წვევამდელთა ჩარიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 წვევამდელის მიერ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს სავალდებულო ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით.     მუხლი 3🔗 წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 4🔗 სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ნასამართლობის არმქონე წვევამდელი, რომელიც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.     მუხლი 5🔗 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 6🔗 სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხი კონტინგენტის რაოდენობა გათვალისწინებულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებულ საქართველოს სამხედრო ძალებში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში.     მუხლი 7🔗 საქართველოს სამხედრო ძალებში წვევამდელთა გაწვევის პერიოდში დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ ტარდება გასაუბრება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხ კანდიდატებთან. გასაუბრების გავლისას მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები.     მუხლი 8🔗 გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას.     მუხლი 9🔗 კანდიდატი საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან, გონივრულ ვადაში, დეპარტამენტს, როგორც წესი, წარუდგენს პირადობის მოწმობის, დიპლომის ან ატესტატის, თავისი და ახლო ნათესავების (მეუღლე, შვილი, მამა, დედა, და, ძმა და აღმზრდელი) დაბადებისა და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში – ცნობის დამოწმებულ ასლებს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, თავის ფოტოსურათებს 3X4 სამ ეგზემპლარს, ცნობას სასწავლებლიდან, აგრეთვე, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს.     მუხლი 10🔗 წვევამდელს, რომელიც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უნდა ჩაირიცხოს სამსახურში, წარმოდგენილი საბუთების სრულყოფილების დადგენის შემდეგ ეძლევა მიმართვა მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო  კომისიის გასავლელად.      მუხლი 11🔗 წვევამდელზე გაცემული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო  კომისიის დასკვნა დეპარტამენტს ეგზავნება კონფიდენციალურად.     მუხლი 12🔗 წვევამდელები ვალდებულნი არიან დეპარტამენტს დადგენილი წესით ჩააბარონ ფიზიკური მომზადების ნორმატივები.     მუხლი 13🔗 დეპარტამენტი ახდენს კანდიდატების შემოწმებას ნასამართლობაზე, დაუშვებელია სამსახურში ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელიც არის ნასამართლევი ან მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.     მუხლი 14🔗 შერჩეული კანდიდატების სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამსახურში ჩარიცხვა და წოდების მინიჭება ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მათ მიერ სამხედრო ვალდებულების გავლა აითვლება სამსახურში ჩარიცხვის დღიდან.     მუხლი 15🔗 სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩარიცხვის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით.     მუხლი 16🔗 წვევამდელმა სამხედრო ფიცის დადებამდე არ შეიძლება შეასრულოს სამხედრო-სამსახურებრივი ამოცანები, მათ შორის, საგუშაგო სამსახურებრივი მოვალეობები.     მუხლი 17🔗 სამსახურში ჩარიცხული სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მიემაგრება სამსახურის კონკრეტულ დანაყოფს. შესაძლებელია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის სამსახურის სხვა დანაყოფში გადაადგილება.     მუხლი 18🔗 სამსახურში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესასრულებელი სამსახურებრივი მოვალეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება დაწესდეს სპეციალური სამსახურებრივი გრაფიკი (განრიგი), რომელსაც სამსახურის დანაყოფების მიხედვით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე სამსახურის უფროსის წარდგინებით.     მუხლი 19🔗 1. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე-30-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე დაითხოვება ვადამდე. 3. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.     მუხლი 20🔗 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინის საკითხები განისაზღვრება  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.