მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის” დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 07.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №430
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).004.000316
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 29/06/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,617 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2000 მიღება
07.04.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის” დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.004.316 საქართველოს განათლების სამინისტროს ბრძანება №430 2000 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 სექტემბრის №528 ბრძანებულების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: დამტკიცდეს მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის” თანდართული დებულება. ალ. კარტოზია მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის” დებულება I. ზოგადი დებულებები 1.1. მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მომავლის სახლი” სკოლის გარეშე ახალი ტიპის დაწესებულებაა. იგი არის განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალი, ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი, რომლის ძირითადი მიზანია ობოლ, მშობელთა მზრუნველობასა და მეურვეობას მოკლებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ, ცხოვრებისაგან გარიყულ ბავშვებს ურთიერთნდობის საფუძველზე დაყრდნობით შეუქმნას ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ცხოვრების პირობები; მოახდინოს ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; მათი ინტერესების, უნარისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით საგანმანათლებლო და შრომით საქმიანობაში ჩაბმა; ხელი შეუწყოს მათ შემდგომ განვითარებას და საზოგადებასთან ადაპტაციას. 1.2. „მომავლის სახლი” თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციით, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით, არასრულწლოვანთა საქმეების და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის დადგენილებით და გვადაწყვეტილებით, წინამდებარე დებულებით და სათნოების, სიკეთის ურთიერთთანადგომისა და ქველმოქმედების, რწმენისა და მაღალი ზნეობის ზოგადსაკაცობრიო იდეებით. 1.3. „მომავლის სახლი” განკუთვნილია 7-18 წლამდე ასაკის ასოციალური ქცევის გოგონებისა და ვაჟებისათვის, როომლებსაც არა აქვთ პათოლოგია განვითარებაში და სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ცხოვრებისათვის შეუთავსებელი სამედიცინო უკუჩვენებები. 1.4. „მომავლის სახლში” არასწრულწლოვანები მიიღებიან კალენდარული წლის ყველა პერიოდში მშობელთა ან მათ შემცვლელ პირთა განცხადებების, დაწესებულების დირექციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა პირთა წარდგინების საფუძველზე განათლების სამინისტროს არასწრულწლოვანთა საქმეების კომისიების და საკოორდინაციო ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციაგავლილი ბავშვები უბრუნდებიან ოჯახებს, გადანაწილდებიან სხვადასხვა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში. 1.5. “მომავლის სახლი” არის განათლების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი, ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი სკოლისგარეშე დაწესებულება, აქვს მრგვალი ბეჭედი და შტამპი, თავისი საბიუჯეტო და სპეც. ანგარიშები ხაზინაში. 1.6. დაწესებულებას მეთოდურ დახმარებას სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართვაში უწევს განათლების სამინისტროს არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრი და სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლების და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც სისტემატიურ კონტროლს ახორციელებს დაწესებულების აღსაზრდელთა ცხოვრების პირობებისადმი. 1.7. „მომავლის სახლის” დებულებას ამტკიცებს განათლების მინისტრი დაწესებულების დირექციის წარდგინებით. დებულება და ცვლილებები დებულებაში შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლების და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტთან და არასრულწლოვანთა საქმეების საკოორდინაციო ცენტრთან. 1.8. „მომავლის სახლის” ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, წურწუმიას ქ. №13. II. მიზნები და ამოცანები ცენტრის ძირითადი მიზნებია: 2.1. ასოციალური ქცევის, სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის მქონე აღსაზრდელებს შეუქმნას თბილი, ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული ცხოვრებისა და განთვითარების ნორმალური პირობები, დააპუროს, აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება; 2.2. უზრუნველყოს მათი ფსიქოლოგიური და სამედიცინო შემოწმება, მოახდინოს ბავშვთა ანკეტირება და ტესტირება; 2.3. ბავშვების სურვილის, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ორგანიზაცია გაუკეთოს მათ საგანმანათლებლო და შრომით მოწყობას; 2.4. აღზრდისა და სწავლების სპეციალური მეთოდების საშუალებით, ინდივიდუალური პროგრამებით მოახდინოს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი განათლების მიცემა; 2.5. აღსაზრდელები უზრუნველყოს კვებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, რბილი და მაგარი ინვეტარით, პირადი ჰიგიენური საგნებით, სახელმძღვანელოებით, სასწავლო-სამეურნეო და გასართობი ინვენტარით და სხვა. 2.6. უზრუნველყოს აღსაზრდელთა თავსუფალი დროისა რაციონალური გამოყენება კლასგარეშე წრეობრივი მუშაობის მეთოდების დანერგვით; III. სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა 3.1. “მომავლის სახლში” იმუშავებს აღსაზრდელთა 5 ასაკობრივი ჯგუფი. თითოეული ჯგუფი განისაზღვრება 8-12 აღსაზრდელით. I ჯგუფი – 7-9 წლის ასაკის აღსაზრდელები II ჯგუფი – 10-11 წლის ასაკის აღსაზრდელები III ჯგუფი – 12-13 წლის ასაკის აღსაზრდელები IV ჯგუფი – 13-14 წლის ასაკის აღსაზრდელები V ჯგუფი – 15-17 წლის ასაკის აღსაზრდელები. 3.2. „მომავლის სახლის” აღსაზრდელები დაწყებით და საშუალო განათლებას იღებენ ზოგადსაგანამანათლებლო ახლო მდებარე სკოლებში, რომლებსაც საბაზისოდ შეარჩევს დაწესებულების დირექცია ბავშვებთან შეთანხმებით. 3.3. აღსაზრდელები, რომლებიც კატეგორიულ უარს აცხადებენ ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში სწავლაზე (წერა-კითხვის უცოდინარობის ან ძალიან ჩამორჩენის გამო), მათთვის ადგილზე სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავებით განხორციელდება ზოგადი განათლების მიღება. 3.4. აღმზრდელობითი, შრომითი, სპორტული და კულტრულ-მასობრივი მუშაობის სხვადასხვა ფორმები აგებულია ნებაყოფლიბით პრინციპზე, ინიციატივასა და უნარზე, საამისო პირობებს კი თვით აღმზრდელები და ადმინისტრაცია ქმნის. 3.4. აღსაზრდელებს შეუძლიათ დაესწრონ მეცადინეობებს მუსიკალურ და სხვა სკოლებში, ასევე ჩაებნენ სხვადასხვა წრეებსა და სექციებში, მონაწილეობა მიიღონ მასობრივ ღონისძიებებში. 3.5. შრომითი აღზრდა ხორციელდება სწავლის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომასთან შერწყმის საფუძველზე. ადგილობრივი პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, გარემოს დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობით, ინტერესების მიხედვით სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ფირმებში მუშაობის გზით. 3.7. მშობელთა ან შემცვლელ პირთა მოთხოვნით “მომავლის სახლის” დირექციას შეუძლია გაუშვას აღსაზრდელები სახლში არდადეგების პერიოდში, კვირას და სადღესასწაულო დღეებში, ხოლო საპატიო მიზეზით სხვა დღეებშიც. 3.8. ბავშვთა გართობისა და თავისუფალი დროის ორგანიზაციის მიზნით სხვადასხვა სათამაშოებისა და გასართობი ინვენტარის გამოყენებით (აუდიო-ვიდეო სტუდია, კომპიუტერი, სპორტული თუ მუსიკალური ინვენტარი და ა.შ.) უნდა შემუშავდეს შემეცნებითი გასართობი პროგრამები. 3.9. ცენტრის დაკოპლექტება პედაგოგიური, ინჟინერ-პედაგოგიური და სხვა თანამშრომლებით რეგლამენტირებულია მისი დებულებით. პედაგოგიურ სამუშაოზე მიიღებიან პირები შესაბამისი პროფესიონალური და პედაგოგიური კვალიფიკაციით, რომელიც შეესაბამება თანამდებობის საკავალიფიკაციო მახასიათებლის მოთხოვნებს და დადასტურებულია საგანმანათლებლო დოკუმენტებით. 3.10. ურთიერთობა ცენტრის ადმინისტრაციასა და თანამშრომელთა შორის რეგულირდება შრომითი ხელშეკრულებით, რომლის პირობები დადგენილია საქართველოს მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 3.11. ცენტრის თანამშრომლებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა დაწესებულების მართვაში წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3.12. ცენტრის პედაგოგებს და ინჟინერ-პედაგოგიურ თანამშრომლებს უფლება აქვთ შემუშავებული პროგრამის გათვალისწინებით გამოიყენონ სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, სასწავლო სახელმძვანელოები და მასალები, აღსაზრდელების ცოდნის შესაფასებელი მეთოდები. 3.13. ცენტრის პედაგოგებს და ინჟინერ-პედაგოგიურ თანამშრომლებს უფლება აქვთ სოციალურ შეღავათებსა და გარანტიებზე, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. 3.14. აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს სამედიცინო პერსოენალი (ექიმი, ფსიქო-თერაპევტი, სოციალური მუშაკი და ექთანი), რომლებიც პასუხისგებელნი არიან სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, სამედიცინო ანკეტების მოწესრიგებაზე და კვების ხარისხსა და რაციონალურ რეჟიმზე. 3.15. მშობელებს, ან მათი მოვალეობის შემსრულებელ პირებს უფლება აქვთ დაიცვან შვილების კანონიერი უფლებები და ინტერესები, მიიღონ მონაწილეობა ცენტრის საქმიანობაში დებულების შესაბამისად; მოინახულონ აღსაზრდელები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე; ვალდებულნი არიან შესარულონ ცენტრის წესდების მოთხოვნები. 3.16. “მომავლის სახლში” მართვის და თვითმმართველობის დემოკრატიული ფორმების დანერგვის მიზნით, აღსაზრდელთა ინტერესების გათვალისწინებით, იქმნება ბავშვთა კლუბები და გაერთიანებები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის მართვაში. IV. დაწესებულების მართვა 4.1. „მომავალი სახლის” მართვა ხორციელდება საქართველოს კანონით განათლების შესახებ, სხვა ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 4.2. ცენტრის ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალის საშტატო განრიგს, ასევე ცენტრის სტრუქტურას შეიმუშავებს განათლების სამინისტრო. 4.3. ცენტრის საქმიანობას ხელმძვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლების სამინისტრო. აღნიშნული თანამდებობის პირს უნდა გააჩნდეს უმაღლესი პედაგოგიური განათლება, სათანადო პროფესიონალური დონე და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. 4.4. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავსუფლოს თანამშრომლები. 4.5. ცენტრის დირექტორი პასუხს აგებს დაწესებულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაზე; საერთო საქმიანობის, სასწავლო, აღმზრდელობითი, შრომითი პროცესების ეფექტრ ორგანიზაციაზე; კანონიერების, დისციპლინის, აღსაზრდელთა უფლებების დაცვაზე; ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის სრულყოფაზე. 4.6. საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისათვის, პედაგოგიური და ინჟინერ-პედაგოგიური თანამშრომლების პროფესიანალური და შემოქმედებითი ზრდისათვის, ცენტრში შეიძლება შეიქმნას საბჭო და ამ თანამშრომელთა მეთოდური გაერთიანება. 4.7. თუ აღსაზრდელს მიაყენეს ფიზიკური, მორალური, ან მატერიალური ზიანი, ცენტრის ადმინისტრაცია ამის შესახებ ატყობინებს ზემდგომ ორგანოებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში პოლიციის ორგანოებს, არასრუწლოვანთა საქმეების კომისიას, მშობლებს, ან მათი მოვალეობის შემსრულებელ პირებს, ნიშნავს დისციპლინარულ გამოძიებას, რომლის შედეგებითაც ღებულობს შესაბამის ზომებს. ყველა საგანგებო შემთხვევში ცენტრის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. 4.8. ცენტრის თანამშრომლეზე მოტივირებული ჩივილის შემთხვევაში აღსაზრდელზე მორალური, ან ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე, თანამშრომელს ეკრძალება აღსაზრდელებთან კონტაქტი გამოძიების დამთავრებამდე. V. ცენტრის ქონება და საშუალებები 5.1. ქონების მესაკუთრე დგინდება საქართველოს კანონმდებლობით, ცენტრზე მიმაგრებული საკუთრების ობიექტები, იმყოფებიან მის ბალანსზე. ცენტრი მისი უფლებამოსილების ფარგლებში ფლობს, იყენებს და განაგებს მასზე მიმაგრებულ ქონებას მის დანიშნულების შესაბამისად, თავისი საწესდებო მიზნებითა და საქართველოს კანონებით; ცენტრზე მიმაგრებული ქონების ჩამორთმევა, ან გასხვისება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. 5.2. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სახსრებს შეადგენს ძირითადი ფონდები, ფასეულობები და საფინანსო რესურსები, ცენტრი ამ ქონების მფლობელობის, სარგებლობის, განათლებისა და ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით ახორციელებს განკარგვის უფლებებს. 5.3. ცენტრის ფინანსურ სახსრებს წარმოადგენს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები და სხვა დამატებითი შემოსავლები. 5.4. აღსაზრდელების უზრუნველყოფა კვებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვა ნივთებით ხლება დადგენილი ნორმების შესაბამისად. ცენტრის დირექტორს უფლება აქვს შეიტანოს ცალკეული ცვლილება ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და უზრუნველყოფის სხვა ნივთების ჩამონათვალში, თუ მისი საერთო ღირებულება არ იცვლება თითოეული აღსაზრდელისათვის. 5.5. ცენტრს უფლება აქვს თავისი საქმიანობა წარმართოს დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად: ა) მოიზიდოს სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებების, როგორც საქართველოს ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოების, ფირმების, სხვადასხვა ფონდებისა და ცალკეულ მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანები; ბ) შექმნას საცდელი სასწავლო სახელოსნოები, მცირე და ერთობლივი საწარმოები და პროდუქციის სარეალიზაციო პუნქტები; გ) აწარმოოს ყველა სახის საქმიანობა, რომელიც აკრძალულია არ არის კანონმდებლობით; დ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5.6. „მომავლის სახლის” დაფინანსება ხდება განათლების სამინისტროს ცენტრალური ბიუჯეტიდან. მას აქვს თავისი საბიუჯეტო და სპეცანგარიშები ხაზინაში (ბანკში), ყოველწლიურად დირექცია ადგენს ხარჯთა ნუსხას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგენებებების ფარგლებში და ამტკიცებინებს მის ზემდგომ ორგანოს – განათლების სამინისტროს “მომავლის სახლის” დირექცია თანხების ხარჯვას აწარმოებს ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებული მუხლების მკაცრი დაცვით. საჭიროების შემთხვევაში ზემდგომი ორგანოს წინაშე სვამს საკითხს საბიუჯეტო გადანაწილების თაობაზე. „მომავლის სახლის” დირექცია დადგენილი წესით ადგენს ბალანსს და წარმოუადგენს ზემდგომი ორგანიზაციის (განათლების სამინისტრო) საბუღალტრო სამსახურს. 5.7. ცენტრის დირექტორი არის კრედიტების განმკარგულებელი. VI. ორგანიზაციის ლიკვიდაცია „მომავლის სახლის” ლიკვიდაცია ხდება არსებული კანონმდებლობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დაწესებულების კუთვნილი ქონების ჩამორთმევა ან გასხვისება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.